რატომ არის ბერი იოსების ღიმილი მარადისობიდან?

9 February 2013

keidia-5

ღრმად პატივცემულო ბატონო პაპანიკოლაუ,

ბერი* იოსების დასაფლავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თქვენს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეთ სტატია სათაურით „ნეტარი ბერ იოსებ ვატოპედელის დაკრძალვა – ღიმილი მარადისობიდან“ და რამდენიმე ფოტოსურათის დახმარებით ორიოდე სიტყვით აღწერეთ მომხდარი ამბავი. საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გარდაცვლილის ფოტომ. ბერი იღიმება არა მხოლოდ ტუჩებით, არამედ მთელი სახით. ამ ფოტოს მრავალი ვებ-გვერდის სტატიებსა და კომენტარებში ვხედავთ. და მართლაც, ადამიანს შესაძლებელია უნახავს გარდაცვლილი განათებული სახით, მშვიდი გამომეტყველებით, ღრმად მიძინებული, მაგრამ განა ვინმეს სადმე უნახავს მომღიმარი? ყველა ღვაწლმოსილი მამა ამბობს, რომ სიკვდილის ჟამი ადამიანისათვის საშინელია, პატერიკის ჩანაწერებშიც ვკითხულობთ, რომ სულიერ ცხოვრებაში ყველაზე დაწინაურებულნიც კი, თავმდაბლობით, სხვა ცხოვრებაში სანამ გადავიდოდნენ, არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ საფრთხე უკვე აღარ არსებობს. გარდა ამისა, ბერ იოსებს გულის მანკი ჰქონდა და ამით ძალზე გატანჯული იყო. მაშ, როგორ გარდაიცვალა მომღიმარი?

* გერონდა (ბერძ.) – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზნის ან მონაზნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი მოძღვარი.

 

 

პასუხი კი ასეთია: არა, იგი არ გარდაცვლილა მომღიმარი, არამედ მან მიძინებისშემდეგ გაიღიმა.

მონასტრის რამდენიმე მამასთან მომხდარის განხილვის შემდეგ, ამ ამბის მოვლენების შესახებ მოგითხრობთ.

 

ორი მონაზონი, რომელიც ბერ იოსებთან მის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იმყოფებოდა, გაიქცა, რათა ბერ ეფრემისა და დანარჩენი მამებისათვის მისი გარდაცვალება ეუწყებინა, ხოლო მათი ყურადღების გარეშე დარჩენილ განსვენებულს, როგორც ჩანს, პირი ნახევრად ღია დარჩა.

XN1J3647

 

XN1J3648


3

 

უკან დაბრუნებულებმა დაიწყეს გარდაცვლილის მონაზნური ტიპიკონის თანახმად მოემზადება. ბერმა ეფრემმა კურთხევა მისცა, რომ მისთვის სახე დაუფარავად დაეტოვებინათ. მამები შეეცადნენ, განსვენებულისთვის პირი დაეხურათ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, პირი ღია დარჩენილიყო. პირი დოლბანდითაც კი აუკრეს, მაგრამ როდესაც დოლბანდი მოხსნეს, კვლავ უწინდებურად ღია დარჩა. მისი მიძინების შემდეგ დაახლოებით 45 წუთი იყო გასული.

-მამა ეფრემ, ასეთი პირით ცუდად გამოჩნდება, რა ვქნათ?

-იყოს როგორც არის, სახე არ დაუფაროთ!

5

 

6

ბერი, ჩვეულებისამებრ, მონაზნურ სუდარაში გაახვიეს. სუდარაში გახვევასა და გამოკერვის პროცედურას დაახლოებით 45 წუთი დასჭირდა. ამის შემდეგ, კურთხევის თანახმად, ნაჭერი სახის ირგვლივ ამოჭრეს და ბერი ისე იხილეს, როგორც მას ამჟამად ყველა ხედავს, გაღიმებული! მამების საუბარი გაიგო და მათთვის ეს პატარა სამსახური გასწია, რათა ისინი არ დაემწუხრებინა? ან იქნებ სურდა ჩვენთვის წარმოდგენა შეექმნა იმაზე, რაც იხილა და იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც იმყოფება ამქვეყნიურ ცხოვრებასთან გაყრის შემდეგ?

7

ბერი იოსების ღიმილი მისი მიძინების შემდეგ პირველი ზებუნებრივი მოვლენაა და იგი ყველასათვის დიდ ნუგეშად იქცა.8

 

keidia-15

 

dsc_09823

 

dsc_09884

სანიშნეები