Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
„მართლმადიდებელ ქრისტიანთა წმიდა მოვალეობაა ბოროტებისთვის სიკეთის მიგება, განხეთქილების კი ძმობით შეცვლა“ | PEMPTOUSIA

„მართლმადიდებელ ქრისტიანთა წმიდა მოვალეობაა ბოროტებისთვის სიკეთის მიგება, განხეთქილების კი ძმობით შეცვლა“

20 December 2013

Fos sti oikoumeni sto vellizio 17

2013 წლის 11 დეკემბერს ქალაქ თესალონიკის ΔΕΘ HELEXPO-ს ველლიზიოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა შეხვედრა სახელწოდებით „ნათელი სამყაროში“. შეხვედრაში მონაწილეობდა კალუგის ოლქის (რუსეთი) მალოიაროსლავის წმიდა ნიკოლოზის წმიდა მონასტერთან არსებული ბავშვთა სახლის საბავშვო ანსამბლი „პარამითია“. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა მალოიაროსლავის წმიდა ნიკოლოზის წმიდა მონასტრის წინამძღვარმა დედა ნიკოლეამ.

მაღალუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო,
თქვენო მაღალღირსებავ, უფლის სიყვარულით გამორჩეულო მამა ეფრემ,
უფლის სიყვარულში დავანებულნო ყოვლადპატივცემულნო მამანო, სულიერნო ძმანო და დანო,
ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო

ჩვენ ამჟამად ჩვენი უფლის, მაცხოვრისა და მხსნელის, ჩვენი იესო ქრისტეს დაბადების დიდებული დღესასწაულის ზღურბლთან ვდგავართ და თქვენი წყალობისა და სიყვარულის შედეგად კვლავ ვესალმებით თქვენს დალოცვილ მიწას. წმიდა იოანე ოქროპირი ქრისტეს შობას უწოდებს „საზეიმო დღესასწაულს“, „ყველა დღესასწაულის თავი და თავს“, რადგან სწორედ მასზეა დაფუძნებული ყველა სხვა დანარჩენი დღესასწაული. იმავდროულად, ამ დიდ დღესასწაულთან ერთად, ჩვენ ყველა განვიცდით ჩვენი შეხვედრის საზეიმო წუთებს.

სინანულის გამორჩეული მასწავლებელი, წმინდა ეფრემ ასური ქრისტეს შობასთან დაკავშირებით წარმოთქმულ თავის სიტყვაში შემდეგს წერს: „წინამდებარე ღამე სამყაროს სთავაზობს სიმშვიდესა და სიწყნარეს. ეს ღამე ეკუთვნის უფალს – დაე, ყოველმა ჩვენთაგანმა გვერდით გადადოს ბრაზი და სიმკაცრე. იგი ეკუთვნის თავმდაბალს – დაე, ყოველმა ჩვენთაგანმა მოათვინიეროს თავისი სიამაყე და დაამდაბლოს თავისი ქედმაღლობა. ამ დღესთან ერთად ზეაღმართვას იწყებს ხსნა – დაე, ნურავინ ისწრაფვის იმისათვის, რომ შეურაცხყოფას შურისძიებით უპასუხოს. ეს სიხარულის დღეა – დაე, ნურავინ იქცევა სევდის ან სხვათა გამო მწუხარების მიზეზად. ეს კეთილგანწყობილების დღეა – დაე, თავი შევიკავოთ ყველანაირი ფორმით გამოხატული სისასტიკისგან. ეს მოწმენდილი ცის დღეა – დაე, მოათვინიეროთ ბრაზი, რომელიც ხელს უშლის სიწყნარესა და სიმშვიდეს“.

ეს სიტყვები ქრისტეს შობიდან მე-4 საუკუნეში დაიწერა, თუმცა მათი კითხვისას ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს ისინი ჩვენს დროში იქნა წარმოთქმული. უსაზღვრო მწუხარების განცდის შემდეგ ჩვენ ვამჩნევთ, რომ თანამედროვეობაში სიმშვიდე და და-ძმური სიყვარული ჩვენს ცხოვრებას თითქოსდა ტოვებს, მრავალთა შორის გაბატონებულია განწყობილება, რომლითაც ერთი მეორეს ვცილდებით. ჩვენი – მართლმადიდებელი ქრისტიანების უმაღლესი და წმიდა მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ ბოროტებას სიკეთით აღვუდგეთ წინ, განხეთქილებას კი – მეგობრობით. ნუ ვოხრავთ მაშინ, როდესაც უფალი მწუხარებასა და ავადმყოფობებს გვიგზავნის, რადგან ის სწორედ ის ვარსკვლავია, რომელიც ხსნისკენ მიმავალ გზაზე წინ წაგვიძღვება. მოდით, შევევედროთ უფალს, რომ დაგვეხმაროს, რათა გავამყაროთ სიყვარული ჩვენს ხალხს და ყველა ქრისტიან ხალხს შორის და აღმოვფხვრათ სიძულვილი, რომელიც გაბატონებულია დღევანდელ საზოგადოებაში.

ჩვენთვის, რუსი მონაზვნებისთვის – და ჩვენი მონაზვნური ბრძოლისთვის, ასევე სამყაროში ჩვენი დედა ეკლესიის მსახურებისთვის – საყრდენსა და ძალის მომცემ წყაროს ყოველთვის ათონის წმიდა მთა წარმოადგენს. ათონის წმიდა მთასთან ჩვენი კავშირები სულ უფრო და უფრო მყარდება. ჩვენი მონასტრის სულიერი აყვავება ძირითადად ჩვენი მთაწმიდელი ძმების მაგალითითაა განპირობებული. სწორედ ამის გამო, მთელი ჩვენი გულით გიხდით მადლობას იმ სულიერი მხარდაჭერისა და იმ გულთბილი ლოცვა-კურთხევის გამო, რომელსაც ათონის წმინდა მთაზე ჩვენთვის აღავლენთ.

გერონდა ეფრემ, მას შემდეგ რაც 2011 წელს ათენში განხორციელდა მსგავსი ღონისძიება, უფალმა ინება, რომ მრავალი რთული განსაცდელი გადაგეტანათ, სწორედ აქედან მოყოლებული, შევეცდებით, რომ მათი სიმძიმე ჩვენც, შეძლებისდაგვარად, თქვენთან ერთად გავიზიაროთ. მას გაიზიარებს ასევე მთელი ჩვენი ერი, რადგან ამ დრომდე ისინი მადლიერებით იხსენებენ რუსულ მიწაზე – სხვადასხვა ქალაქსა და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყელის მოგზაურობაზე, როგორც დღეს იგალობებს ჩვენი საბავშვო გუნდი: „ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სარტყელმა, რომელიც თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა ხალხს, გადაარჩინა მთელი ჩვენი სამშობლო დაწყებული დონიდან ნორილსკამდე …“.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ყოვლადპატიოსანმა სარტყელმა დააკავშირა სრულიად რუსი ხალხი. უდიდესი რუსული ეთნოსი ტრავმირებული, ერთი მხრივ მე-20 საუკუნის უმკაცრესი მოვლენების შედეგად, მეორე მხრივ კი, თანამედროვე სამყაროს მრავალი გამოწვევისა და სკანდალის შედეგად, გამოჩნდა როგორც ერი, რომელსაც აერთიანებს რწმენა ისევე როგორც ეს იყო უწინ გასული საუკუნეების განმავლობაში. სწორედ ამ სახის ერთიანობის წყალობით წმიდა რუსეთმა შეძლო, რომ დაემარცხებინა მრავალი სიძნელე და გაენელებინა მზარდი აგრესია.

კიდევ ერთხელ გვსურს, რომ რუსეთის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის სახელით, მადლიერების სიტყვები გამოვთქვათ ამ დიდი წყალობის გამო. შეუძლებელი იყო, რომ ესოდენი მადლი და მნიშვნელოვანი საქმე ცდუნებებისა და მტრის შურისძიების ბეჭდის გარეშე დარჩენილიყო. გულმოწყალე უფალმა, რომელიც განკაცებული სახითა და დიდი თავმდაბლობით მოევლინა დედამიწას, დაუშვა, რომ ვატოპედის წმიდა და დიდ სავანესაც ჰქონოდა განსაცდელი. სწორედ მაშინ, იმ რთულ დღეებში, რუსი ერი, როგორც ერთი ადამიანი ისე დადგა ერთად სამართლიანობის დასაცავად: შეაგროვეს უამრავი ხელმოწერა გერონდა ეფრემის დასაცავად, არავინ დარჩენილა გულგრილი ამ მოვლენის მიმართ მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში. ყველა ლოცულობდა და სწამდათ, რომ სამართლიანობა იზეიმებდა და ღმრთისმშობლის მფარველობა არ მოაკლდებოდა ვატოპედის სავანეს. ამ განსაცდელის ჟამს  მართლმადიდებელი ხალხი ჭეშმარიტად უფრო მეტად დაუახლოვდა ერთმანეთს და უფრო მეტად ახლობლები გახდნენ ერთიმეორისათვის.

ქრისტეშობაზე გვმართებს ჩვენს ახლობლებს ძღვენი მივართვათ, რითაც იმ უძველეს მოგვებს მივბაძავთ, რომლებმაც ძღვენი მიართვეს ძეს ღმრთისას. თქვენს მიმართ მადლიერების გრძნობის გამოსახატავად, ნება გვიბოძეთ ჩვენც მოგართვათ საშობაო საჩუქარი – მალაიაროსლავის წმიდა ნიკოლოზის მონასტრის ბავშვთა სახლ „პარამითიას“ ბავშვთა გუნდის კონცერტი. გოგონები თქვენს წინაშე წარდგებიან რუსული და ბერძნული ცეკვებითა და სიმღერებით, საშობაო ალილოთი, იმ მიზნით, რომ მოგანიჭონ საშობაო სიხარული და კიდევ ერთხელ გამოხატონ ჩვენი სიყვარული თქვენდამი, თქვენი ერისადმი და თქვენი წმიდა ეკლესიისადმი. მიიღეთ ჩვენგან კეთილი სურვილები ქრისტეს შობის მომავალ ბრწყინვალე და მხიარულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

ქრისტე იბადება, ადიდეთ უფალი!

შინაარსი
სანიშნეები