წმიდა მოციქული და მახარებელი იოანე ღმრთისმეტყველი

21 May 2014

მართლმადიდებელი ეკლესია 8/21 მაისს აღნიშნავს წმიდა დიდებულის, ყოვლადქებული მოციქულისა და მახარებელის იოანე ღმრთისმეტყველის ხსენებას.

ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძედ თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჵ ღმრთისმეტყველო იოანე, მეოხ-გვეყავნ ჩუენ.

მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო საყუარელო, მსწრაფლ გუეწიე და გვიხსენ შეცოდებული ერი, რამეთუ გაქვს შენ კადნიერება მისსა მიმართ, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე, ღმრთისმეტყველო, რაჲთა ნისლი ცოდვათა ჩუენთა განაქარვოს და მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაჲ.

დიდებულბანი შენნი, ქალწულო, ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოადინებ საკვირველებათა და აღმოაცენებ კურნებათა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის, ვითარცა ღმრთისმეტყუელი და მეგობარი ქრისტესი.

Apost. Ioannis o Theologos 05

სანიშნეები