Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა ნექტარიოსი და ვატოპედის წმიდა და დიდი სავანე (I ნაწილი) | PEMPTOUSIA

წმიდა ნექტარიოსი და ვატოპედის წმიდა და დიდი სავანე (I ნაწილი)

18 August 2014

ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის არქივში აღმოჩენილ იქნა კუნძლ ეგინას მცხოვრებთა საყვარელი წმიდანის, პენდაპოლიის მიტროპოლიტის – წმიდა ნექტარიოს კეფალასის 11 გამოუქვეყნებელი წერილი.

ამ სტატიაში სწორედ ამ წერილებს წარმოვადგენთ. ასევე მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო და მადლობა გადავუხადო: ა) მის მაღალღირსებას ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის იღუმენს – არქიმანდრიტ ეფრემს, ბ) ვატოპედის სავანის ფრიად პატივცემულ სულიერ მოძღვარს ბერ იოსებ ვატოპედელს, რომელთაც მომცეს კურთხევა, რათა მემუშავა და გამომეცა ზემოხსენებული წერილები და გ) თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორს, პროტოპრესვიტერს მამა თეოდორე ზისის მის მიერ გაწეული რჩევებისა და მითითებებისათვის.

დაახლოებით თოთხმეტი წლის განმავლობაში (1894-1907 წწ.), სწორედ იმ პერიოდში, როდესაც წმიდა ნექტარიოსი რიზარიის საეკლესიო სკოლის დირექტორი გახლდათ, მას დაუწერია თავისი მნიშვნელოვანი შრომების დიდი ნაწილი და ზოგიერთი მათგანი გამოუქვეყნებია. ამ შრომების გამოსაცემად აუცილებელი იყო დიდი თანხა, რომელიც წმიდანს არ გააჩნდა.

AgiosNektarios 03

მიმართვა მონასტრებისადმი

ამ ნაწილში ყურადღებას გავამახვილებთ წმიდანის მონასტრებისადმი მიმართვაზე, რაც მიზნად ისახავდა ეკლესიის შესახებ მისი სამწერლო საქმიანობისთვის ეკონომიური დახმარების გაწევას (წერილი მე-9).

წმიდა მღვდელმთავარს ვატოპედის წმიდა სავანის გარდა, მიმოწერა ჰქონდა ასევე ათონის წმიდა მთის სხვა მონასტრებთან. ეს მოვლენა არ არის შემთხვევითი.

მონასტრული ცხოვრების მოტრფიალე ნექტარიოსი 27 წლის ასაკში შეუერთდა მონასტრულ ძმობას. და მიუხედავად იმისა, რომ მას სურდა ეკლესიის წიაღში გაეგრძელებინა თავისი მოღვაწეობა, სამი წლის შემდეგ დატოვა მონასტრული ცხოვრების და იმავდროულად ქრისტესთან ერთად ცხოვრების სიტკბოებასთან განუშორებელი სივრცე, იგი კვლავ რჩებოდა მონასტრული ცხოვრების ჭეშმარიტ თაყვანისმცემელად და მის ამგვარ ღმრთისმოსაობას თავისი სწავლებითა და მაგალითით სხვებსაც გადასცემდა.

სწორედ ამგვარად აიხსნება მისი ეს მიმართვა.

11 წერილს, რომელთაც გამოვაქვეყნებთ, დათარიღებულია დაწყებული 1900 წლის 3 ივლისით (პირველი წერილი) და დამთავრებულია 1906 წლის 30 ივნისით (მე-11, უკანასკნელი წერილი), გაგზავნილია ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის ეპიტროპოსთა (მონასტრინის ოფიციალური წარმომადგენელი ათონის წმიდა მთის სამონასტრო მმართველობის ორგანოში – კინოტში) სახელზე.

წმიდანი მონასტრისგან ითხოვს ეკონომიურ მხარდაჭერას, უპირველეს ყოვლისა, მისი ნაშრომის – „ქრისტოლოგიის“ გამოსაცემად, ხოლო შემდეგ კი უკვე მეორე ნაშრომის – „სულის უკვდავება და წმიდა პანაშვიდი“-ს, გამოსაცემად.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ვატოპედის წმიდა სავანეს ეკონომიური აღმავლობა ჰქონდა. სწორედ ამიტომაც, სიამოვნებით და დროულად უპასუხა წმიდანის მოთხოვნას და დახმარება გაუწია მას ორივე ნაშრომის გამოცემაში.

ნექტარიოსი განუწყვეტლივ უხდის მადლობას ვატოპედის წმიდა სავანეს მისი მხიდან გაწეული დახმარებისთვის. ეს გამოხატავს არა მხოლოდ მონასტრის მეგობრობასა და პატივისცემას წმიდანის პიროვნების მიმათ, არამედ ასევე ამჟღავნებს მის სათნოებას და განათლებისადმი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას. მათ მიერ ეს მხარდაჭერა სხვადასხვა საშუალებით ხშირად იყო გამოხატული წმიდა თეოლოგიისა და ბერძნული განათლების მხარდასაჭერად (მე-3 წერილი).

წმიდანის მიერ დაწერილი ნაშრომი, როგორც მისი წმიდა სწრაფვის შესრულება

წმიდანის მიერ მისი შრომების შექმნა და გამოცემა მის ღმრთიურ სწრაფვას ემსახურებოდა და სულიერად აძლიერებდა ეკლესიის წევრებს.

არ შეიძლებოდა, რომ შეუმჩნეველი დარჩენოდა წმიდა ნექტარიოსს ის ძლიერი უცოდინარობა, რომელიც ტანჯავდა ხალხსა და სამღვდელოებას, ასევე – იმ ეპოქაში არსებული წიგნების სიმცირე.

იგი რეალურად წუხდა იმის გამო, რომ ეკლესიის წევრი მორწმუნე ქრისტიანები დაითმენდნენ „ახლადმოვლენილი შეცდომის შედეგად რწმენის თითქმის საერთო რღვევას, რაც ჭეშმარიტი გზიდან გადახვევით იყო გამოწვეული…“ (მე-7 წერილი).

სწორედ ამის გამო, ღმრთიური სიბრძნით დაჯილდოებულმა იერარქმა, როგორც „სათნოების ჭეშმარიტმა მუშაკმა“, ეკლესიას უამრავი ნაშრომი უანდერძა, როგორც აღსრულება თავისი წმიდა სწრაფვისა, რათა მას „ძმებისა და ღმრთიური დიდების სამსახურში“ ეღვაწა (მე-11 წერილი).

წმიდა ნექტარიოსის თეოლოგიური ნაშრომები მეტყველებს იმაზე, რომ წმიდანი ბერძნული პატერიკული მემკვიდრეობის გამგრძელებელი იყო.

გარდა ამისა, იგი ასევე ორიგინალურობით გამოირჩევა თემების არჩევისას. წმიდანმა თემებს შორის მრავალი, არა თუ პირველად მიიჩნია განხილვის საგნად, არამედ ჩვენს დღევანდელობაშიც კი ვერ მოიძებნა მრავალთა შორის მის მიერ დაწყებული კვლევების გამგრძელებელი (ბრაციოტისი, უნივერსიტეტის პროფესორი, „წმინდა ნექტარიოს კეფალასი“, წმიდა მონასტრის გამოცემა, 1985, გვ.241).

ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილებში შემდეგზე გავამახვილებთ ყურადღებას:

– წმიდანი თავის ნაშრომებს ახასიათებს, როგორც მნიშვნელოვანსა და საჭიროს (წერ. 1), ასევე როგორც „ღმრთის საყვარელ საქმეს“ (მე-9 წერილი).

– და რომ მისი ამ ნაშრომით გამყარდება თეოლოგია და ბერძნული განათლება (მე-3 წერილი).

– სარწმუნოებრივი გულმოდგინებით გაცოცხლებული თავისი ნაშრომების გამოქვეყნებით ისწრაფვის იმისაკენ, რომ ბურჯად დაუდგეს მორწმუნეთა რწმენის რღვევას და ასწავლოს მათ ჩვენი წმიდა ეკლესიის უგზო-უკვლოდ დაკარგული ჭეშმარიტებები (მე-7 წერილი).

– უფლის შემწეობით არ იღლება, რომ წეროს და გამოაქვეყნოს. ის სიამე, რასაც ეკლესიისა და უფლის სადიდებლად გაწეული შრომისათვის იღებს, არის მისი უდიდესი ჯილდო (მე-11 წერილი).

მისი გამოუქვეყნებელი წერილები შემდეგ ტექსტს მოიცავს:

პირველი წერილი

1900 წლის 3 ივლისი

მის მაღალღირსებას, ათონის წმიდა მთის ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის ეპიტროპოსს,

ქრისტესმიერი ძმური თაყვანისცემის შემდეგ გამბედაობას ვიკრებ, რათა მოგმართოთ ძმური სიყვარულითა და თხოვნით, რომ დახმარება გაუწიოთ ჩემს ქმნილებას, რომლის შინაარსის შემცველ კრებულს წერილთან ერთად ვაგზავნი, სადაც მთლიანადაა წარმოდგენილი წიგნის მასალა და რაც მის მნიშვნელობას, დიდ საჭიროებასა და მისი გავრცელების აუცილებლობას ადასტურებს.

იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი წმიდა სავანე, რომელიც უფლის შემწეობით მდიდარია და ყოველთვის მზადაა დახმარება გაუწიოს სათნო ღირებულებების მქონე შრომების გამოცემასა და გავრცელებას, კეთილგანწყობილად მოეკიდება ჩემს თხოვნას და გამოთქვამს სურვილს იმისათვის, რომ დახმარება გაუწიოს ამგვარი ღირებულებისა და საჭიროების მქონე ნაშრომის გამოცემას.

მწამს რა ჩემი ნათქვამის, წინასწარ ვუხდი მადლობას და გამოვხატავ ღრმა პატივისცემას ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის მიმართ და ვრჩები უფლისადმი კეთილი საქმეებით გულანთებული.

† ნექტარიოს პენდაპოლელი

Agios Nekarios Pentapoleos (foto) 03

ქრისტოლოგია

პირველი ნაწილი

ჩვენი მხსნელი იესო ქრისტეს ღმრთიური ბუნების და განმათავისუფლებელი ღვაწლის შესახებ.

თავი პირველი

მხსნელისა და ადამიანური მოდგმის გადამრჩენელის შესახებ, კაცის ძეზე. რომ იესო ქრისტე არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. რომ სახელი, ძე კაცისა, არის არა მხოლოდ მახარებლების მიერ წოდებული სახელი, არამედ სახელი წოდებული ადამიანების მიერ – მომავალი მხსნელისა და გადამრჩენელისა. სხვადასხვა ხალხთა იმედის შესახებ.

ხალხთა იმედის ასრულების დროის სისრულის მოახლოებისა და მომავალი მხსნელის მოსვლასთან დაკავშირებულ მაუწყებელი ნიშნების შესახებ.

დროის აღსრულებისა და კაცობრიობის მხსნელის მოსვლის აბსოლუტური საჭიროების გაცხადების შესახებ.

თავი მეორე

მარადიული ცხოვრების შესახებ და რომ ის გაცხადებულია ჭეშმარიტების სრული შეცნობით.

რომ სწრაფვა მარადიული ცხოვრებისაკენ, რაც თანდაყოლილად, ბუნებრივად არსებობს, არის ჭეშმარიტება. და რომ ადამიანი ყოველთვის ისწრაფოდა მარადიული ცხოვრებისაკენ.

თავი მესამე

მხსნელის მოსვლის შესახებ და მის განმასხვავებელ ნიშნებზე

1) ადამიანის მწველი სურვილის ასრულება.

2) მხსნელის განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც შეესაბამებოდა მისი შემაცნობელი გულის სურვილებს.

თავი მეოთხე

ღმერთის ძის, იესო ქრისტეს მიმართ რწმენის აუცილებლობის შესახებ.

1) ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. (მათე, 11, 27)

2) წინაისწარ გჳჩინნა ჩუენ შუილებად იესუ ქრისტეს მიერ მისა მიმართ სათნოებისაებრ ნებისა მისისა; საქებელად დიდებისა მადლისა მისისა, რომლითა მოგუმადლა ჩუენ სიყუარელისა მის მიერ; რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოჴსნაი სისხლითა მისითა და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაი სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა. (ეფესელთა მიმართ, 1, 5-7)

3) რომ მარადიული ცხოვრება გვეძლევა ჩვენი მხსნელის იესო ქრისტეს მიმართ რწმენის საშუალებით.

თავი მეხუთე

ქრისტიანული რწმენის ნათელი.

ქრისტიანული რწმენის ნათლის მოწმობა.

ქრისტიანული რწმენის ნათლის მოწმობის განფენა.

1) რომ იესო ქრისტეს მიმართ რწმენა არის ნათელი.

2) რომ იესო ქრისტეს მიმართ რწმენა, როგორც კეთილგონიერების გზამკვლევი, როგორც ლოგიკური რწმენა, არის ნათელი.

3) იესო ქრისტეს მიმართ რწმენა არის ნათელი, რადგან ავითარებს თბილ სიყვარულს იმ არსებული მრწამსის მიმართ რომლიც ირწმუნება მის მიერ.

4) ქრისტეს მიმართ რწმენა არის ნათელი, რადგან წარმოშობს იმედს უფლის მიმართ.

5) ქრისტეს მიმართ რწმენა არის ნათელი, რადგან მორწმუნეს ამკობს სული წმიდის მადლით.

6) ქრისტეს მიმართ რწმენა არის ნათელი, რადგან მას მოაქვს სული წმიდის ნაყოფი.

7) ქრისტიანული რწმენის ნათელი დამოწმებულია ამ ფორმირებული ძალის მიერ.

8) ქრისტეს მიმართ რწმენა ნათლის მფენია, რადგან მისი ეს სინათლე მომდინარეობს სული წმიდისგან და ანათებს გონების წყვდიადით მოსილ თვალებს.

9) ქრისტიანების რწმენა ნათელია და ნათლის მფენია, რადგან იგი ზნეობრივ ცხოვრებას და ფილოსოფოიურ აზროვნებას გვანიჭებს.

10) ქრისტეს მიმართ რწმენა არის ნათელი, რადგან იგი გაცხადებული და დიდებულია. სხვადასხვა ერის ეკლესია კი არის ამ ნათლის მფენი და გაცხადებული ძალის დიდი მოწმე.

11) ქრისტიანული სარწმუნოების სინათლე დამოწმებულია პატიოსანი ჯვრის ძალით.

12) ქრისტიანული სარწმუნოების სინათლე დამოწმებულია ჩვენი მხსნელის იესო ქრისტეს აღდგომით და მოციქულთა საქმეებით.

13) ქრისტეს მიმართ რწმენა ნათელია, რადგან მან ძლია.

14) ქრისტეს მიმართ რწმენა ნათელია, რადგან ისტორია მის სინათლეზე მოწმობს.

15) ქრისტეს მიმართ რწმენა ნათელი და ნათლის მფენია, რადგან იგი ინფორმაციას აწვდის გონებას და არწმუნებს გულს, ამ ძალის სიცხადე და სინათლე დამოწმებულია ძველი აღთქმის წმიდა წერილით.

16) ქრისტიანული სარწმუნოების სინათლე დამოწმებულია მთელ იმჟამინდელ სამყაროში ქრისტიანობის სწრაფი ტემპით გავრცელებით, რაც ისტორიულად არის დამოწმებული.

თავი მეექვსე

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმრთიური ბუნებისა და ღვაწლის შესახებ.

თავი მეშვიდე

წმიდა წერილის მიხედვით ჩვენი მხსნელის იესო ქრისტეს ღმრთიური ბუნების შესახებ.

1) წინასწარმეტყველება მესიის ბუნების შესახებ.

2) ნაწყვეტები წმიდა სახარებიდან, სადაც ჩანს მესიის ის ბუნება, როგორც მას აღწერდნენ წინასწარმეტყველნი.

3) წინასწარმეტყველება მესიის წამების, სიკვდილის, საფლავში ჩასვენებისა და აღდგომის შესახებ.

4) და რომ მესიის სიკვდილი არის გამოსყიდვა და შერიგება.

თავი მერვე

ქრისტიანული სარწმუნოების ღმრთაებრიობის შესახებ

თავი მეცხრე

სასწაულების დარღვევის მიზეზის შესახებ

1) რომ ღმრთისა და ადამიანის უგულებელყოფა არის სასწაულების დარღვევის მიზეზი.

2) რომ ღმრთის, როგორც აბსოლუტური ძალის გააზრება ემყარება სამყაროში მის გაცხადებას.

3) რომ ღმრთის სიკეთე ისწრაფის იმისაკენ, რომ გაცხადდეს ამ სამყაროში.

4) ღმრთის კავშირზე, უპირველეს ყოვლისა, ადამიანთან.

5) იმ გზის შესახებ, რა გზითაც ხორციელდება ღმრთიური გამოცხადება.

თავი მეათე

რომ მხოლოდ იესო ქრისტესადმი რწმენით მიიღწევა საუკუნო ცხოვრება და არა კანონის ქმედებით.

1) რომ კანონი ხდება აღმზრდელი ქრისტესთან გაერთიანებით.

2) რომ ღმერთსა და ერებს გეზი ჭეშმარიტების სრული შეცნობისაკენ აქვთ მიმართული.

3) და რომ იესო ქრისტე არის ის, ვისზეც მოსე და სხვა წინასწარმეტყველნი წერდნენ.

თავი მეთერთმეტე

1) დიდი ნიშნის მოთხოვნის შესახებ, რომელიც დამოწმებულ იქნა ჩვენი მხსნელის იესო ქრისტეს ღმრთაებრიობის მიერ .

2) ჩვენი მხსნელის იესო ქრისტეს ღმრთიურ ბუნებაზე, რომელიც დამოწმებულია ამ ხსნის მომგვრელ ნაშრომში.

თავი მეთორმეტე

ჩვენი მხსნელის იესო ქრისტეს მისიის შესახებ.

ნაწილი მეორე

ღმრთის სამყაროში გამოცხადების შესახებ.

თავი პირველი

ღმრთის სამყაროში გამოცხადება, რომელიც დამოწმებულია წინასწარმეტყველებათა აღსრულებით.

1) წინასწარმეტყველება მესიის, რომელსაც ელოდნენ, მოსვლის შესახებ.

თავი მეორე

1) რომ იესო ქრისტე არის ძე დავითისა და ძე უფლისა.

2) წინასწარმეტყველება მესიის გვარ-ტომების, წარმომავლობის, ოჯახის, გვარის და მისი დაბადების ადგილის შესახებ.

თავი მესამე

წინასწარმეტყველება მიმართული იუდეველთა მიმართ

1) მოსე წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველებანი.

2) სურვილების ასრულება.

3) კეთილი წინასწარმეტყველებების ასრულება მსაჯულთა ეპოქის დროს.

4) მეფეთა შესახებ წინასწარმეტყველებების ასრულება.

5) უბედურებანი და მათი ასრულება.

6) დანარჩენი წინასწარმეტყველების წინასწარმეტყველებანი, რომლებიც იუწყებოდნენ ისრაელის შვილების მომავალ ბედზე.

7) წინასწარმეტყველება ორი ტომის – იუდასა და ბენიამინის, დაბრუნებაზე ბაბილონის ტყვეობიდან და ტყვეობაში ათი ტომის დაღუპვა.

8) წინასწარმეტყველება იუდეველთა დაღუპვაზე, იუდეველთა ბოროტებასა და ურწმუნოებაზე.

9) წინასწარმეტყველება ხალხთა ღმრთისკენ ცოცხლად დაბრუნებაზე.

თავი მესამე

წინასწარმეტყველებანი, რომელიც შეეხება ისრაელის შვილების მეზობლად მცხოვრებ, მათთან მტრულ დამოკიდებულებაში მყოფსა და ჩაგრულ ხალხს.

1) წინასწარმეტყველება ნინევიელთა შესახებ.

2) ნინევიის მოცულობის შესახებ.

3) ქალაქ ნინევიის მიწისაგან პირისა აღგვის შესახებ.

4) წინასწარმეტყველებანი ბაბილონის შესახებ და მათი ასრულება.

თავი მეოთხე

ძველ აღთქმაში იეჰოვას სახელით ღმრთის გამოცხადების შესახებ, რომ იგი არის მამა ღმერთის ძე და ლოგოსი, რომელმაც ყველაზე შორეულ დღეებში მიიღო ადამიანური აღქმა, რაც მიმართული იყო ადამიანური მოდგმის ხსნისაკენ.

თავი მეხუთე

დედამიწაზე ღმრთიური სამეფოს დაარსების შესახებ და რომ ის ღმრთის წმიდა ეკლესიაში იქნა დაარსებული.

1) რომ სამყაროში ეკლესიის გამოცხადებით დაარსდა ზეციური სამეფო დედამიწაზე.

2) რომ უფლის გამოცხადება მისივე ეკლესიაშია გაცხადებული და რომ წმიდა ეკლესიის ღმრთაებრივი საიდუმლოებანი მოწმობენ ღმრთის ამ გაცხადებაზე, რადგან მისი საშუალებით ხორციელდება მორწმუნეთა ნეტარება, რაც მისკენაა მიმართული.

3) რომ იგი არის „ანი“ და „ჰოე“, დასაწყისი და დასასრული, ყოველივეს უფალი, სამართლიანი მსაჯული, მომავალი, რომ ყოველივემ განსჯის დღეს მიიღოს საქმისაებრ მათისა.

დასასრული

ათენი, 1900 წლის 2 ივლისი

†პენდაპოლელი ნექტარიოსი

წერილები გადმოწერა, დაალაგა და შესავალი დაურთო

თეოლოგმა ანდრი ხაძიკოსტა-ტოფალიდუმ

წყარო: ანდრი ხაძიკოსტა-ტოფალიდუ, წმიდა ნექტარიოსის უცნობი წერილები ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის მიმართ, ჟურნალი მართლმადიდებლური უწყება, საყოველთაო კვიპროსული მართლმადიდებლური მემკვიდრეობის კრებულის გამოცემა „ათონის წმიდა მთის მეგობრები“, ნიქოზია (ნომერი 41-ე, შემოდგომა 1993 წელი), ISSN 1011 – 171.

 

Σχετικά άρθρα წმიდა ნექტარიოსი
ხატება ადამიანისა, ვისაც უფლის იმედი აქვს Αλέξανδρος Χριστοδούλου 11 May 2016 რა მშვენიერი, სასიამოვნო და რაოდენ მადლმოსილია ხატება იმ ადამიანისა, ვისაც ღმრთის იმედი აქვს და სწამს, რომ უფალი მას იხსნის. იმედი აქვს მისი, რომელიც მწყალობელი, მხსნელი, კეთილი და კაცთმოყვარეა. ჭეშმარიტად ნეტარია ადამიანი, რომელსაც უფლის იმედი აქვს! ღმერთი ყოველთვის მისი შემწეა, ხოლო მას კი არ ეშინია, რაც არ უნდა ცუდი რამ შეემთხვას სხვა ადამიანებ...
წმიდა ნექტარიოსის ცხოვრების მოკლე მიმოხილვა Αλέξανδρος Χριστοδούλου 1 December 2015 ჩვენი წმინდა მამა ნექტარიოსი 1846 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა თრაკიის სილივრიაში. მისი მშობლები - დიმო და მარია კეფალა, ღარიბი, თუმცა ღმრთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ. მისი ნათლობის სახელი ანასტასი გახლდათ. პატარაობიდანვე დიდ ღმრთისმოშიშობასა და სწავლისადმი ღრმა სიყვარულს ამჟღავნებდა. როდესაც დედამ მას 50-ე ფსალმუნი შეასწალა,  დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა შ...
წმინდა ნექტარიოსის ცხოვრების მოკლე მიმოხილვა Αλέξανδρος Χριστοδούλου 10 February 2013 ჩვენი წმინდა მამა ნექტარიოსი 1846 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა თრაკიის სილივრიაში. მისი მშობლები - დიმო და მარია კეფალა, ღარიბი, თუმცა ღმრთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ. მისი ნათლობის სახელი ანასტასი გახლდათ. პატარაობიდანვე დიდ ღმრთისმოშიშობასა და სწავლისადმი ღრმა სიყვარულს ამჟღავნებდა. როდესაც დედამ მას 50-ე ფსალმუნი შეასწალა,  დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა შ...
უფალთან შერწყმული წმინდანის ცხოვრება Αλέξανδρος Χριστοδούλου 30 January 2013 ნეტარი  ბერის თეოკლიტე დიონისელის მონათხრობი იშვიათად არის შესაძლებელი ვინმემ იპოვოს უმაღლესი იდეების ისეთი მასწავლებლები, რომელთაც ეს იდეები ცხოვრებაში უკვე აქვთ გამოცდილი. ჩვეულებრივ, ადამიანები იმ თეორიებს ასწავლიან, რომელიც მათ თავად არა აქვთ გამოვლილი, ამიტომაც ისინი ხალხის სარკაზმის ობიექტები ხდებიან ხოლმე. სახარების სწავლებაზე უფრო უმაღლესი...
შინაარსი
სანიშნეები