წმიდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი, ქალწული ნინო
27 January 2015ართლმადიდებელი ეკლესია 14/27 იანვარს აღნიშნავს წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა და ქართველთა განმანათლებელისა ქალწული ნინოს ხსენების დღეს.
სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.