Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა კირილე, იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი | PEMPTOUSIA

წმიდა კირილე, იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი

24 April 2015

წმიდა კირილე დაიბადა იერუსალიმში კონსტანტინე დიდის ზეობის დროს და მიიცვალა თეოდოსი დიდის ზეობის დროს (315-386). მღვდლად ეკურთხა 346 წელს და 350 წელს ღირსი მაქსიმე მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ მთავარეპისკოპოსის ტახტი დაიკავა. სამჯერ იქნა მთავარეპისკოპოსის ტახტიდან გადაყენებული და იერუსალიმიდან გაძევებული. გადასახლებიდან თეოდოსი დიდის მეფობის ჟამს დააბრუნეს, მაგრამ მწყემსთავრის ტახტი აღარ დაუკავებია. ამის შემდეგ რვა წელი იცოცხლა და თავისი წმიდა სული უფალს მიაბარა.

Agios Kirilos arxiepiskopos Ierousalim 01

მწყემსთავარმა კირილემ ორი დიდი ბრძოლა აწარმოა: პირველი – არიოზელების წინააღმდეგ, რომლებიც წმიდა კონსტანტინე დიდის ვაჟის, იმპერატორ კონსტანტის მიერ იყვნენ მხარგამაგრებულნი, მეორე – იულიანე განდგომილის მეფობისას ამ მოღალატისა და იუდეველთა წინააღმდეგ.

იმ დროს, როცა დიდი გავლენა ჰქონდათ არიოზის მიმდევრებს, ერთი ზებუნებრივი მოვლენა მოხდა. სულთმოფენობის დღეს, დილის ცხრა საათზე, ცაზე უზარმაზარი, მზეზე უფრო მეტად მბრწყინავი ჯვარი გამოსახა, რომელიც იერუსალიმიდან ელეონის მთისკენ იყო განრთხმული. ეს  ზებუნებრივი მოვლენა რამდენიმე საათს გაგრძელდა და იგი იერუსალიმის ყველა მცხოვრებმა იხილა, რის შესახებაც მოახსენეს იმპერატორ კონსტანტის, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა არიოზის სწავლების სანაცვლოდ მართლმადიდებლური სწავლების კვლავ გავრცელებაში.  

იულიანე განდგომილის მეფობის დროს კიდევ ერთი სასწაული მოავლინა უფალმა.  ქრისტიანთა დასამცირებლად და ნიშნის მოსაგებად იულიანემ ებრაელები დაარწმუნა, აღედგინათ სოლომონის ტაძარი. მთავარეპისკოპოსმა კირილემ მთელი გულით შესთხოვა უფალს, რათა ეს არ დაეშვა. ამ დროს ძალზედ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც დაანგრია ის, რისი აშენებაც ებრაელებს მოესწროთ. ებრაელებმა მალევე განაახლეს ტაძრის მშენებლობა, მაგრამ კვლავ განმეორდა ძლიერი მიწისძვრა, რომელმაც არა მხოლოდ ახალი ნაგებობა დაანგრია, არამედ ძველი ტაძრის საძირკვლის ქვებიც კი ნაცარტუტად აქცია. ამგვარად აღსრულდა უფლის სიტყვები: „არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს“ (მარკოზი 13,2 და ლუკა 21,6).

წმიდა მამის კირილე იერუსალიმელის თხზულებებიდან ყველაზე მეტად ცნობილია მისი სწავლებები: უმაღლესი დონის თხზულება, რომელიც დღემდე შემორჩენილია და რომელიც ადასტურებს და ამოწმებს მართლმადიდებლური რწმენის საფუძვლებს და ძველი ეკლესიის პრაქტიკულ ლიტურგიკულ ცხოვრებას წარმოაჩენს.

წმიდა კირილე იყო თავმდაბალი, მშვიდი და მებრძოლი სულის მართლმადიდებელი მწყემსმთავარი. იგი ასევე დიდი ასკეტი იყო: მკაცრად მარხულობდა, რასაც მოწმობდა კიდეც მისი ფერმკრთალი სახე. დიდი სირთულეებით აღსავსე და მართლმადიდებლობის დამცველი, წმიდა ბრძოლებით დამშვენებული ცხოვრების განვლის შემდეგ იგი მშვიდობით მიიცვალა (სავარაუდოდ 386 წელს) და უფლის წიაღში საუკუნო სამკვიდრებელი დაიმკვიდრა.

(წმიდა ნიკოლოზ ველიმიროვიჩი, აქრიდის პროლოგი, მარტი, გამომცემლობა ათონი, გვ. 162-164).

შინაარსი
სანიშნეები