Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ერთი განსხვავებული დღესასწაული | PEMPTOUSIA

ერთი განსხვავებული დღესასწაული

16 January 2016

1977 წლის სექტემბერში ბერ* პაისისთან მივედი, ორშაბათი იყო, პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლების, ჯვართამაღლების წინადღე. დილით ადრიანად დავუკაკუნე კარზე, ბერმა კარი გააღო, ძალიან გახარებული და იდუმალი ჩანდა. „ა, კარგია, რომ მოხვედი, დიაკონო“, – მეუბნება, „ხვალ ხომ დღესასწაული მაქვს. მგალობლები მოვლენ, ზღვის ქაშაყი უკვე შევუკვეთე და მხოლოდ ერთი დიაკონიღა მაკლდა. ახლა კი შენც მოხვედი და დღესასწაულზე ყველაფერი რიგზე იქნება“. სხვა ამის მსგავს ხუმრობებს ამბობდა. შემდეგ კი მითხრა, რომ ამ ღამეს იქ დარჩენილიყავი. ვიცოდი, რომ გერონდა ღამით თავისთან არავის ტოვებდა და როგორც კი ეს მითხრა, სიხარულისგან ცას ვეწიე

Osios Paisios 10

* გერონდა (ბერძ.)  – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი.

პატარა ეკლესიაში წავედით, მისი დავალებით წმინდა ტრაპეზი მოვაწესრიგე, მტვერი გადავწმინდე, შემოსასვლელი დავგავე და სხვადასხვა შიდა საქმე გავაკეთე. ძალიან დიდ სიხარულს ვგრძნობდი. შუადღისას საჭმელად წავედით. ჩაი მოამზადა, ორცხობილა მოიტანა, თავის ბაღში კი ველურად მოსული ბოსტნეული მოკრიფა.

როდესაც ვლოცულობდით, ამან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ბერმა „მამაო ჩვენო…“ წარმოთქვა, ხელები აღაპყრო და ისეთი გრძნობითა და ღმრთისმოსაობით ილოცა, რომ თითქოსდა ნამდვილად უფალს ესაუბრებოდა. ამის შემდეგ, კელიაში წამიყვანა, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში ვისვენებდი. მოგვიანებით, მცირე მწუხრის მსახურება აღვასრულეთ სკვნილით.

როდესაც დავასრულეთ, ბერმა მითხრა: „დიაკონო, მომისმინე, ეხლა სკვნილით ღამისთევა გვექნება, დილით კი მღვდელი მოვა და წირვას აღასრულებს. იცი სკვნილზე ლოცვა? მე გეტყვი, თუ რა უნდა გააკეთო“, და ერთი განრიგი მომცა. ეს ერთი ბრძნული განრიგი იყო, რათა ღამით ძილი არ მომრეოდა. მითხრა გამეკეთებინა ერთი სამასიანი სკვნილი და თან წარმომეთქვა „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. შემდეგ კი გამეკეთებინა ერთი ასიანი სკვნილი ღმრთისმშობლისათვის, მერე – ერთი სამასიანი სკვნილი ქრისტესთვის ცოცხლებზე, ერთი ასიანი სკვნილი ღვთისმშობლისათვის ცოცხლებზე, ერთი სამასიანი სკვნილი იესოსთვის გარდაცვალებულთათვის, ერთი ასიანი სკვნილი ღმრთისმშობლისათვის გარდაცვალებულთათვის, ერთი სამასიანი სკვნილი პატიოსანი ჯვრისათვის და შემდეგ ერთი სამასიანი „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“. პირველად მესმოდა, რომ ასეთი რამ სრულდებოდა. ამიხსნა: „ეს ბოლო სკვნილი სამადლობელი პარაკლისია. როდესაც დაასრულებ, კვლავ თავიდან დაიწყე“.

მითხრა: „თუკი რაიმე ხმას გაიგებ, ნუ შეგეშინდება. აქ გარეული ღორები, ტურები და სხვა მსგავსნი დაძრწიან“. სტუმრებისთვის განკუთვნილ მცირე  ოთახში მომათავსა და მითხრა, რომ შუაღამის მოახლოებისას დამიძახებდა, რათა ეკლესიაში წავსულიყავით და იქ წაგვეკითხა წმიდა ზიარების წინა ლოცვები. დროდადრო მესმოდა, თუ როგორ ღრმად ამოისუნთქავდა ხოლმე გერონდა. ზოგჯერ კედელზე მომიკაკუნებდა და მეკითხებოდა: „დიაკონო, გძინავს? კარგად ხარ?“

დაახლოებით პირველ საათზე, მას შემდეგ რაც შუაღამემ გადაიარა, პატარა ეკლესიაში წავედით. მე იმ ერთადერთ სტასიდზე (ერთგვარი სკამი, ძირითადად გვხვდება მონასტრებში. (ბერძნ.)) მომათავსა, რომელიც ეკლესიაში იყო, ხელში სანთელი მომცა, რათა წმიდა ზიარების წინა ლოცვები წამეკითხა. ბერი ჩემ გვერდით იდგა, მარცხენა მხრიდან, მერე კი შემდეგის თქმა დაიწყო: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“ და ყოველთვის როცა ამას ამბობდა, პირჯვარს იწერდა და იატაკამდე იხრებოდა.

როდესაც შემდეგ ტროპარს წარმოვთქვამდით „დედაო ღმრთისავ, წმიდაო მარიამ…“,  მახსოვს, რომ მხოლოდ ეს წავიკითხე, შემდეგ კი, როცა ბერმა წარმოთქვა: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“, ვიგრძენი ერთი რამ… არ ვიცი, არ შემიძლია მისი გადმოცემა და გავჩერდი. მაშინ ღმრთისმშობლის კანდელმა რხევა დაიწყო, მკვეთრად კი არა, არამედ მყარად დაიწყო მოძრაობა ხატის სიგანის გასწვრივ და მთელი ეკლესია სინათლით აივსო. სანთლის გარეშეც კი ვხედავდი და ერთ ხანს მისი ჩაქრობაც კი გავიფიქრე.

ბერისკენ შევბრუნდი. მას ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და იატაკამდე დახრილიყო. მიხვდა, რომ მისთვის რაღაცის კითხვა მინდოდა და მანიშნა, რომ არ მელაპარაკა. სტასიდზე დავრჩი, მოძღვარი კი ჩემს გვერდით იყო წელში მოდრეკილი. ისეთ დიდ სიყვარულსა და რიდს (მოწიწებას) ვგრძნობდი ბერის მიმართ, რომ მივხვდი სამოთხეში ვიმყოფებოდი.

ზუსტად გაცნობიერება არ შემეძლო, მაგრამ ნახევარი თუ ერთი საათის განმავლობაში ამ მდგომარეობაში ვიყავით. არ ვიცოდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა. თავისთავად, გაუაზრებლად ვაგრძელებდი წმიდა ზიარების წინა ლოცვების კითხვას და როდესაც ამ ლოცვაზე მივედი „შეგინებულთაგან ბაგეთა…” ჯერ სინათლე ჩაქრა ნელ-ნელა, შემდეგ კი კანდელმა შეწყვიტა რხევა. დავასრულეთ წმიდა ზიარების წინა ლოცვები და გასასვლელში გავედით. მე პატარა სკამზე დამსვა, თვითონ კი უხმოდ სკივრზე ჩამოჯდა. ერთი საათის შემდეგ ვკითხე:

– გერონდა,   ეს რა  შემთხვევა იყო?

– რომელი შემთხვევა?

– კანდელი. ამდენი ხნის განმავლობაში, როგორ ირხეოდა ის?

– რა დაინახე?

– ღმრთისმშობლის კანდელი ირხეოდა მარჯვნივ და მარცხნივ.

– მხოლოდ ეს დაინახე?

– და სინათლე. სხვა?

– სხვა არაფერი დამინახავს (ჩანს, ბერმა უფრო მეტი რამ დაინახა და სწორედ ამიტომ მეკითხებოდა დავინახე თუ არა კიდევ რამე).

– კარგი. არაფერი ყოფილა.

– როგორ, თუ არაფერი, გერონდა? ირხეოდა კანდელი და სინათლე იფრქვეოდა!

– ე, ნუთუ არ გსმენია, თუ რა წერია წიგნებში, რომ ღმრთისმშობელი ყველა მონაზნის კელიას შემოივლის ხოლმე და ხედავს, რას აკეთებენ ისინი. აი, აქეთაც გამოიარა, ორი ცელქი  გვნახა, თქვა, მოდი მათ მივესალმებიო და შეარხია თავისი კანდელი.

ამის შემდეგ თავისთავად დაიწყო თხრობა სხვადასხვა პირად გამოცდილებაზე. გამიმჟღავნა, თუ როგორ იხილა წმიდა ეფემია და სხვა მრავალი. საგრძნობლად გამოეცვალა გუნება-განწყობილება. დილამდე სულიერი საუბარი გვქონდა. ყურადღებას შემდეგზე მიმახვილებდა: „ამ ყოველივეს, დიაკონო, სიყვარულის გამო გეუბნები, იმისათვის, რომ დაგეხმარო და არა იმიტომ, რომ იფიქრო, რომ რაიმეს წარმოვადგენ“.

5.30 საათზე მღვდელი მოვიდა. ბერს სურდა, რომ წმიდა ლიტურგიაში მონაწილეობა მეც მიმეღო, მაგრამ სადიაკვნო შესამოსელი თან არ მქონდა.  ერთი ძველი სტიქარი და ერთი ოლარი მომიტანა, ის გინგილად გადააკეთა და ქინძისთავით შეკრა, რაღაც სახელოები იპოვა და ხელებზე შემომახვია, როგორც საბუხრეები. მასხარასავით ვიყავი, მაგრამ ეს ლიტურგია ჩემს სიცოცხლეში ერთ-ერთი უმშვენიერესი იყო. მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით.

შაბათამდე დამტოვა თავისთან. ერთხელ ბურაზერში (ადგილია მთაწმინდაზე)  გამგზავნა, რათა ჩემი თანამემამულენი მომენახულებინა და იქ შუადღისას დავრჩენილიყავი, რათა საკვები მიმეღო. ერთხელ კი სტავრონიკიტას მონასტერში გამგზავნა ისევ იმისთვის, რომ საკვები მიმეღო, რადგან მას კელიაში მხოლოდ ჩაი და ორცხობილა ჰქონდა.

წყარო: მღვდელმონაზონი ისააკი, ბერი პაისი მთაწმინდელის ცხოვრება, გვერდები: 224-228. აღდგომის  კალივის  გამოცემა, კაფსალა, მთაწმიდა
მთაწმიდა  2004

 

 

 

 

 

 

Σχετικά άρθρα ღირსი პაისი მთაწმიდელი
ღირსი პაისი: „მოძღვარი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ თუნდაც ჯოჯოხეთში ჩავიდეს საკუთარი სულიერი შვილების გამო“ Αλέξανδρος Χριστοδούλου 18 March 2016 ბერი პაისი მთაწმიდელი მამა პაისის ქება-დიდებასა და წარდგენას არა აქვს ჩვენგან საჭიროება. მან თავისი ქრისტესმიერი სიყვარულით დაკავშირა უფალი და ადამიანები და სწორედ ამის გამო ხშირია მისი ქება უფლის ტაძარში. ღირსს პაისს იშვიათი უნარი ჰქონდა იმისა, რომ ნებისმიერი კატეგორიის, ნებისმიერი განათლებისა და სულიერი მდგომარეობის მქონე ადამიანი დაემშვიდებინა...
ღირსი პაისი მთაწმინდელის ორი სასწაული Αλέξανδρος Χριστοδούλου 18 September 2015 ღირსი პაისი მთაწმიდელის ხსოვნისადმი დაკავშირებით, ვაქვეყნებთ 2006 წლის 4 ივლისს, თორმეტ მოციქულთა სახელობის წმინდა ეკლესიაში, არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის მიერ წარმოთქმული სიტყვის ტექსტს. „მინდა ვთქვა, რომ ის წმიდანები, რომლებიც დღევანდელ დღეს იქცნენ წმიდანებად, განსაკუთრებულ დიდებასა და გულღია დამოკიდებულებაში არიან ღმერთთან და ჩვენც ძალიან, ძალ...
სასწაულებრივი გამოცხადება და დახმარება Αλέξανδρος Χριστοδούλου 19 February 2015 კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ პაფოსის მკვიდრის ბატონ ქსინარი ნიკოლაუს მონათხრობი: “პროფესიით სანტექნიკოსი ვარ. 1997 წლის ივლისის ერთ დღეს ჩემი საქმიანობა დავასრულე და სამუშაო იარაღების შეგროვება დავიწყე, რათა ისინი ავტომობილში ჩამეწყო. ბინდ-ბუნდი იყო და გარემოს კარგად ვერ ვხედავდი. მავთული იყო გაჭიმული, რომელზეც ტანსაცმელი ეკიდა, იგი სხვა მავთულზე ე...
როდესაც დიდმოწამე ეფემია ბერ პაისისთან მივიდა Αλέξανδρος Χριστοδούλου 28 January 2013 ბერი პაისი*  თავისი სენაკის ეზოში იმყოფებოდა, როდესაც იგი მისმა ერთ-ერთმა სულიერმა შვილმა მოინახულა. ბერი გულითადად გამუდმებით იმეორებდა: „დიდება შენდა ღმერთოს“. უეცრად ბერმა თავის სულიერ შვილს მიუგო:  „კარგი გაგებით, რომ ვთქვათ, ვიღაც სრულიად უსარგებლო გახდა“. [caption id="attachment_23990" align="aligncenter" width="454"] წმინდა არსენი და ბე...
სასწაულებრივი გამოცხადება და დახმარება Αλέξανδρος Χριστοδούλου 28 January 2013 კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ პაფოსის მკვიდრის ბატონ ქსინარი ნიკოლაუს მონათხრობი: “პროფესიით სანტექნიკოსი ვარ. 1997 წლის ივლისის ერთ დღეს ჩემი საქმიანობა დავასრულე და სამუშაო იარაღების შეგროვება დავიწყე, რათა ისინი ავტომობილში ჩამეწყო. ბინდ-ბუნდი იყო და გარემოს კარგად ვერ ვხედავდი. მავთული იყო გაჭიმული, რომელზეც ტანსაცმელი ეკიდა, იგი სხვა მავთულზე ე...
შინაარსი
სანიშნეები