წმიდა დიდებულნი მოწამენი საქართველოს მეფენი: არჩილი და ლუარსაბი

4 July 2016

მართლმადიდებელი ეკლესია 21 ივნისს/4 ივლისს აღნიშნავს წმიდა დიდებულ მოწამეთა საქართველოს მეფეთა არჩილისა და ლუარსაბის ხსენების დღეს.

სიბრძნისა ზეცით მომღებელმან, სიბრძნეი იგი ცრუ სჯულთაი განაცოფე, და საქიქელ ჰყავ მათი იგი ამაო მსახურებაი, და დაიკალ მისთვის, რომელი ჩუენთვის დაიკლა ჯუარსა ზედა, და მეფობისა წილ საწუთოსა იშუებ საუკუნოდ განღმრთობილი, არჩილ, სამგზის სანატრელო მეფეო, მეოხ გვეყავ სულთა ჩუენთათვის.

Vasilies Martires Archil kai Louarsab

იშუებდ დღეს ქუეყანაი ქართველთაი დღესასწაულსა დიდისა ამის მეფისათა, რამეთუ ქრისტეისთვის მრავალ ფერნი ტანჯვანი მოითმინა და წარმავალისა მეფობისა დამტევებელმან წარუვალი სიმდიდრეი სუფევისაი მოიგო, მოწამეთა შორის საჩინომან ლუარსაბ და აწ მეოხ არს ჩუენ მაქებელთა მისთათვის.

საქართველოს ეკლესიამ ამ ორი დიდი მეფის ხსენება ერთ დღეს განაწესა მათი ღვაწლისა და წამების მსგავსების გამო.

წმიდა დიდებულნო მოწამენო საქართველოს მეფენო არჩილ და ლურსაბ, შეეწიეთ, დაიცავით და გააძლიერეთ სრულიად საქრისტიანო! ამინ!

სანიშნეები