შობა იოანე ნათლისმცემელისა

7 July 2016

მართლმადიდებელი ეკლესია 24 ივნისს/7 ივლისს აღნიშნავს შობას პატიოსნისა და დიდებულის, წინასწარმეტყველისა და წინამორბედისა იოანე ნათლისმცემელის ხსენების დღეს.

ყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი, ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ გვეყავ მოსავთა შენთა.

წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს იქმენ ძისა და უფლისა ნათლისცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.

Genisi tou Ioannou Vaptistou 100

წმიდა პატიოსანო, დიდებულო, წინასწარმეტყველო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე მოგვმადლე სინანული და  მტკიცე ნება რათა ვიყოთ უფალი იესო ქრისტეს ერთგულნი მუდამ. ამინ!

სანიშნეები