დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას

15 July 2016

ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედ ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

ყოველთა მორწმუნეთა სამოსელო უხრწნელებისაო, ღმრთივმიმადლებულო უბიწოო, მოანიჭე სამღვდელო სამოსელი შენი, დაფარე სამოსელად კაცთა, ვინაცა დიდებასა მისსა ვდღესასწაულობთ სურვილით და გიგალობთ შენ წადიერად, უსძლოო: გიხაროდენ ქალეულო, ქრისტიანეთა სიქადულო.

Agia kvarti

სანიშნეები