ეგოიზმი არის სულიერი ავადმყოფობის ერთ-ერთი დიდი მიზეზი

17 August 2016

გთავაზობთ ლიმასოლის მიტროპოლიტის მეუფე ათანასეს საუბრის მცირე ნაწყვეტს. ის ეხება ჩვენი ეპოქის საერთო პრობლემას – უგუნებობას (დეპრესიას), განიხილავს მის სახეს და დაავადების გამომწვევ მიზეზს, ასევე საუბრობს, თუ რა სახის წინააღმდეგობა შეგვიძლია გავუწიოთ მას შესაბამისი სულიერი საშუალებებით

The largest raft of canoes and kayaks in the world

მეუფე ათანასე: – სრულებით შესაძლებელია, რომ წმიდა ადამიანი დაავადდეს ინსულტით, ან  დაემართოს ამნეზია და თუნდაც დეპრესია (უგუნებობა). თუმცა რეალობაა ისიც, რომ რაც უფრო გაწონასწორებულია ადამიანი, მშვიდია და წყნარი, ანუ ცხოვრობს დიდი კონფლიქტებისა და წუხილის გარეშე, მით უფრო მეტადაა იგი დაცული. ხოლო თუკი ადამიანი თავქარიანია, ანუ ირყევა ქარის დაბერვისთანავე, მით უფრო მეტია შანსი, რომ მას დაემართოს დეპრესია. რა თქმა უნდა, სულიერი ცხოვრება ადამიანს იცავს, ეხმარება და აძლიერებს, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მორწმუნე ადამიანი არ შეიძლება დაავადდეს უგუნებობით. მორწმუნე ადამიანი ხომ თავისი ცხოვრების მანძილზე ბევრ განსაცდელს ხვდება – ცდუნებას, სინდისის ქენჯნას. მიუხედავად ამისა, იგი სწავლობს სხვაგვარად ფიქრს, ფიქრს ლოგიკის გარეშე. სულიერი ცხოვრება ეხმარება ადამიანს და ნამდვილად იცავს მას, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მომენტში მას დაემართოს რაიმე დაავადება, რომელთაც გააჩნია მიზეზი და ეს მიზეზი გახლავთ ჩვენი სულიერი ხარვეზები, ჩვენი ცოდვები და ჩვენი ეგოიზმი. ეგოიზმი გახლავთ ჩვენი სულიერი ავადმყოფობის ერთ-ერთი დიდი მიზეზი. როდესაც არ გსურს რაიმე მიიღო ისე, როგორც ეს არის ან რაიმეს შეეგუო, შეიძლება ამ დროს გასკდე კიდეც.

კითხვა: – საინტერესოა, თუ ვინ ადგენს დეპრესიის დიაგნოზს? რადგან ვიცი ერთი ადამიანის შემთხვევა, რომელსაც სურდა მონაზვნად აღკვეცა და ბოლოს გახდა კიდეც მონაზონი. როდესაც მშობლები ხედავდნენ, რომ მას არ სურდა სახლიდან გასვლა და ცხოვრების სხვა წესს ეწეოდა, შეეშინდათ და იფიქრეს, რომ მათ შვილს ტანჯავდა დეპრესია. მოიწვიეს ფსიქოლოგი, რომელმაც ამ ადამიანს დეპრესიის დიაგნოზი დაუსვა. თუმცაღა, მისი ქცევა იქიდან იყო გამომდინარე, რომ იგი ამქვეყნიურ ცხოვრებაზე მეტ მნიშვნელობას სულიერ ცხოვრებას ანიჭებდა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ხშირად მნიშვნელოვანია, თუ ვინ სვამს დიაგნოზს ფსიქოლოგი თუ ფსიქიატრი, რათა შეცდომები თავიდან იქნას აცილებული.

მეუფე ათანასე: – რა თქმა უნდა, როგორც ფსიქოლოგები, ისე ფსიქიატრები ძალიან ხშირად ცდებიან. ისინიც ხომ ადამიანები არიან? და არა თუ ხანდახან, არამედ ძალიან ხშირადაც კი ცდებიან. მაგალითად, თუკი ფსიქოლოგი არ არის ეკლესიური (მორწმუნე) და მას ხვდება ისეთი ადამიანი, რომელსაც მონაზვნობა აქვს გადაწყვეტილი და ემზადება ასეთი ცხოვრებისათვის, უეჭველად ავადმყოფად მიიჩნევს მას. ფსიქოლოგი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი წინასწარაკვიატებული აზრისაგან. რა თქმა უნდა, ფსიქიატრები განსხვავდებიან ფსიქოლოგებისაგან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორაა დიაგნოზი დასმული. იგივე შეიძლება ითქვას ასევე სულიერ მოძღვარზეც. სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი მოძღვრებიც, რომლებიც ცდებიან ამგვარი დიაგნოზის დასმისას. მათ არა აქვთ შესაბამისი გამოცდილება. ისინი ვერ ახერხებენ ადამიანების სულიერად განკურნებას და არც აქვთ ამისი სურვილი.

სანიშნეები