კარიესი

3 September 2016

ათონის წმიდა მთის მონაზვნური გაერთიანების დედაქალაქს, ანუ მმართველობის ცენტრს წარმოადგენს ქალაქი კარიესი. როგორც ჩანს, უკვე მე-10 საუკუნის დასაწყისიდან აქ არსებობდა დასახლება, რომელსაც  „შუა“ ეწოდებოდა, რადგან ქალკედონის ნახევარკუნძულის თითქმის შუაში იყო მოქცეული. ამ ქალაქში იმყოფებოდა ე. წ. „პირველი“ – „პროტოსი“  ანუ მონაზვნური გაერთიანების ადმინისტრაციული ხელმძღვანელი. აქ მდებარეობდა ასევე ნახევარკუნძულის მთავარი ტაძარი, რომელსაც „პროტატონი“ (უპირველესი) ეწოდებოდა და წარმოადგენდა მთაწმინდელი მონაზვნების ძირითად საღმრთისმსახურო და ადმინისტრაციული თავშეყრის ადგილს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინებისადმი მიძღვნილი ტაძარი მცირე ზომის გახლდათ და შესაბამისად იგი არ იყო საკმარისი, რათა სამსახური გაეწია მონაზვნებისათვის, რომელთა რიცხვი გამუდმებით იზრდებოდა. წმიდა ათანასე ათონელის ზრუნვის შედეგად ის დაშალეს და მის ადგილას,  დაახლოებით 960 წელს, ააგეს ახალი, დღემდე არსებული ტაძარი. მის ფრესკებს, რომლებიც დაახლოებით 1300 წელსაა დაწერილი, გადმოცემა მიაკუთვნებს თესალონიკელი შესანიშნავი მხატვრის შემოქმედებას, რომელიც მეტად უცნაური სახელით „პანსელინიოს” – „სავსე მთვარეთი“ არის მოხსენიებული. პროტატონში (ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარში) დაბრძანებულია „ღირს არს“-ის სასწაულთმოქმედი ხატი.  პროტატონის ახლოს მდებარეობს შენობა, სადაც იკრიბება წმინდა კინოტი (წმიდა მთის სულიერი მმართველობის ორგანო) და ასევე – კოშკი, სადაც არქივია განთავსებული. საარქივო საცავში მრავალი მნიშვნელოვანი საბუთია დაცული, მათ შორის 972 წლისა და 1045 წლის  ტიპიკონი,  დადასტურებული იმპერატორ იოანე ციმისკისა და კონსტანტინე მონომახოსის შესაბამისი ხელმოწერებით. კარიესში იმყოფება წმიდა მთის საერო ადმინისტრაციული მმართველი. აქ მდებარეობს ასევე ოცი დამოუკიდებელი მონასტრის რეზიდენცია – „კონაკი“, სადაც ცხოვრობენ მათი „წარმომადგენლები“, რომელნიც პერიოდულად მართავენ სულიერ კრებებს.

karues 03

karyes 101

Karyes 102

წმიდა კინოტი

წმიდა კინოტი

karyes 104

 

 

 

 

სანიშნეები