”მანუგეშებელის” ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ეკვდერი

13 October 2016

ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) ჩრდილო–დასავლეთ კუთხის მეორე სართულზე, წმიდა დიმიტრის სახელობის ეკვდერსა და ჩრდილოეთ გასასვლელს შორის, 1678 წელს  ლაოდიკიის მიტროპოლიტ გრიგოლის მიერ, როგორც შესაწირი, შეიქმნა და შეიმკო  ”მანუგეშებელი” ღმრთისმშობლის სახელობის ეკვდერი, მიძღვნილი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისადმი ”მანუგეშებელი”. საუბარია შემოკლებული ჯვრისფორმის ტიპის  მცირე ზომის ტაძარზე, რომელსაც რვა წახნაგის მქონე გუმბათი აქვს. გუმბათიდან და ფრონტონიდან გამოკვეთილია მხოლოდ აღმოსავლეთის მხარე, მაგრამ გარემოსთან შერწყმულია არქიტექტურული კუთხით. საკურთხეველს არ აქვს კონქი, იგი განთავსებულია ნახევრადცილინდრულ კამარაში, შესაბამისად არ გააჩნია სტოა. სარკმელების არქონის გამო შიდა სივრცე ჩაბნელებულია. ეკვდერის დასავლეთი, რომელიც აშენებულია გუმბათისებრ სავალზე, შემკობილია სწორხაზოვანი მარმარილოს კიბით, რომელიც მიემართება ეკვდერისაკენ და იქიდან კი გასასვლელის მესამე დონისკენ.

,,მანუგეშებელი” ღმრთისმშობელი,  მისივე სახელობის ეკვდერის ფრესკა

მანუგეშებელი ღმრთისმშობლის სახელობის ეკვდერი. წმიდა მერკური და წმიდა თეოდორე (1677/1678)

მანუგეშებელი ღმრთისმშობლის სახელობის ეკვდერი. წმიდა იოანე დამასკელი (1677/1678)

სანიშნეები