დღესასწაული საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტისა

14 October 2016

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1/14 ოქტომბერს დიდი ზეიმით აღნიშნავს საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტის დღესასწაულს.

კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული სუჱტისა წმიდისა და კუართისა საუფლოსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა უკუდავებად წმიდად მირონსა გჳწყაროებს: რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანისვჰსცემთ: რათა ვჰპოვოთ ცხორება სულთა ჩუჱნთა.

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და შემწისა უძლეველისა, სვეტისა წმიდისა და ღმრთივბრწყინვალისა, რომელი ნათობს საუფლოსა და ზეგარდამო ქსოვილსა კვართსა ზედა და ელვებრ აკრთობს ცათა მობაძავსა საყდარსა და მგალობელთა და მედღესასწაულეთა თვისთა განაშვენებს და ცისკროის და სიხარულსა მრჩობლსა მიანიჭებს, რომელნი ქებასა შეასხმენ: გიხაროდენ სვეტო ბრწყინვალეო.

Doxa eklisias tis georgianis 100

სანიშნეები