ადამიანის სულიერ საფეხურზე გამოვლენილი დაავადებები, რომელთაც უგულებელყოფს მედიცინა

17 October 2016

dasos-01

ეკლესიის მამები არა თუ უბიძგებენ მორწმუნეებს, რომ თავი აარიდონ სამედიცინო მეცნიერებას, არამედ აქტიურად ურჩევენ მათ, რომ ნებისმიერი დაავადების გამოვლენისთანავე მიმართონ შესაბამის ექიმს[1]. ბასილი დიდი უარყოფითად ეკიდება  სამედიცინო მეცნიერების გაღმერთებას და ყურადღებას ამახვილებს იმ სულიერ საფრთხეზე, რომელსაც ხორცს ასხამს ბიოლოგიური ცხოვრების შენარჩუნებისათვის გამოყენებული გადაჭარბებული შრომა.  

ქრისტიანული პატერიკული ეთიკის სხვადასხვა განსაზღვრებას შორის შეგვიძლია ვიხილოთ ასევე სამედიცინო მეცნიერება. ბასილი დიდი, ეკლესიის მამა და ექიმი, თავის ნაშრომში „Όροι κατά Πλάτος“[2] ყურადღებას ამახვილებს იმ კავშირზე, რაც გააჩნია ადამიანს მედიცინასთან მიმართებაში, რაც არის კიდეც ანთროპოლოგიური საწყისი, რომ „ღმერთმა ადამიანი სწორად შექმნა“, და სწამს რომ სულის მკურნალობა მჭიდროდაა დაკავშირებული სხეულის მკურნალობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობა ჩვენი ეკლესიისათვის უძვირფასესი განძია, იგი არ არის თვითმიზანი. აქ იგულისხმება ის, რომ სხეულის ჯანმრთელობის გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ფსიქიკურსა და სულიერ სიჯანსაღეს.

სულიერ დონეზე, ასკეტური ენის მიხედვით, თავს იჩენს ისეთი დაავადებანი, რომელთაც უგულებელყოფს მედიცინა და ეს დაავადებანი არის არაბუნებრივი ვნებები, რაზეც ყურადღებას ამახვილებს პროფესორი კალიაკმანისი[3]. აგრძელებს რა ამ საკითხზე მსჯელობას, იგი შემდეგს აღნიშნავს: „ბუნებრივია, რომ მედიცინა, როგორც მეცნიერება, წინ წამოსწევს ობიექტურ ცოდნას, რომელსაც გააჩნია აბსოლუტური ხასიათი. და მაშინ როდესაც სხვა, ეგრედ წოდებულ „დადებით მეცნიერებებში“ ობიექტური ცოდნის წამოჭრა არ ჩანს რომ გამომდინარეობდეს ადამიანთან უშუალო კავშირიდან, სამედიცინო მეცნიერებაში, რომელიც ითვლება რომ პირისპირ, პერსონალურად ხვდება ცალკეულ ადამიანებს, ობიექტური ცოდნის წინ წამოწევას აქვს პირდაპირი შედეგი პიროვნების სწორად გასინჯვაში. ეს ასევე ხშირად ხდება შესამჩნევი სამედიცინო საზოგადოებაში, როდესაც საქმე ეხება დაავადებათა დაპირისპირების პერსონალურ გზებს… ეს მოსაზრება უფრო ახლოს დგას ეკლესიის თეოლოგიასთან, რომელიც უმკლავდება, თუკი ამის საჭიროება დადგა, პროსოპოცენტრულად (როდესაც ამა თუ იმ პიროვნებას ცენტრალური ადგილი ეთმობა) და ინდივიდუალურად ადამიანთა პრობლემებს“.

ბასილი დიდის მიხედვით, ადამიანს მედიცინა მისი ცოდვით დაცემის შემდეგ უფლისგან მიეცა. ამის მიზეზი იყო ის, რომ ადამიანს შეძლებოდა თავის თავს დახმარებოდა გადარჩენისათვის ბრძოლაში და ერთგვარად შეემსუბუქებინა მასზე მოვლენილი განსაცდელი. წმინდა მამა თვლის, რომ მედიცინა არის „გამრჯეთათვის შვება)“. ბასილი დიდი სრულად ხედავს ადამიანს და ყველა შესაძლო შემთხვევისთანავე აკავშირებს სულის მკურნალობას სხეულის მკურნალობასთან[4]. „როდესაც მედიცინა გამოყენებულია მართებულად იგი მეტად პატივსაცემი დარგია. რა თქმა უნდა, მან შეიძლება შეიძინოს ასევე სულიერი შინაარსი, რადგან შესაძლებელია ადამიანს თავშეკავებული და ასკეტური ცხოვრებისაკენ უბიძგოს. ყოველივე აქედან გამომდინარე, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ვინმემ მედიცინა უგულებელყოს. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ეკისრება სულიერ მოძღვარს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ დაავადებას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და მისგან იმდენ ხანს იტანჯებიან, რამდენ ხანსაც შეუძლიათ ამის ატანა. ასეთი ადამიანებისათვის მედიცინა უნდა იქცეს მნიშვნელოვან დახმარებად და თავშესაფრად სიძნელეების ჟამს. თუმცა მოძღვარი ასევე აღნიშნავს და მიუთითებს იმ სირთულეებზე, რომელიც მათ წინ წამოიჭრება, როდესაც ისინი დახმარებისათვის მედიცინას მიმართავენ. ყველაზე დიდი საფრთხე მდგომარეობს მედიცინის გაკერპებაში, როდესაც მისი გამოყენება აღმერთებს ხორცსა და მის თვითშეცნობას. მოძღვარი აკონკრეტებს რა მედიცინის შესაძლებლობებს, ასევე აღნიშნავს, რომ საბოლოო განკურნება გამონაკლისის გარეშე დამოკიდებულია მხოლოდ ღმერთზე“[5].

ბასილი დიდის ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი დაავადებასთან პირისპირ შეხვედრის ფაქტს, რადგანაც დაავადებას შესაძლებელია გააჩნდეს ფიზიკური მიზეზები, შეიძლება იგი იყოს ასევე რაიმე ცოდვის შედეგი ან  ღმრთისგან მოვლენილი, როგორც ერთგვარი გამოცდა, რათა ადამიანს განუვითარდეს მოთმინებისა და თავმდაბლობის (შეგუების) უნარი. წმიდა მამის სწავლების თანახმად, დაავადების ძირითადი თავისებურებაა პედაგოგიკური ხასიათი, და უშუალოდ უკავშირდება მის მკურნალობას. „…თუმცა ყველა დაავადებას როდი სჭირდება სამედიცინო დახმარება“ [6].

გამოყენებული მასალა:

[1] Ανέστης Γ. Κασελόπουλος, Εκ του Θανάτου εις την Ζωήν. Θεολογική προσέγγιση στις προκλήσεις της βιοηθικής, εκδόσεις Πουρνάρα, Θεσσαλονίκη 2009, σελ.:67

[2] Μέγα Βασιλείου, Όροι κατά Πλάτος,  ερώτησης ΝΕ΄, PG 31, 1044-1052

[3] Πρωτ. Β. Καλλιακμάνη, «Βιοηθική και κοινωνική προσέγγιση των ορίων της ιατρικής», εισήγηση σε στρογγυλό τραπέζι του 23ου Ιατρικού Συνεδρίου Ενόπλων Δυνάμεων με γενικό θέμα: Δεοντολογία της Ιατρικής. Θεσσαλονίκη 4-7 Νοεμβρίου 2010

[4] Ν. Γ. Κόϊου, «Γονιδιακή θεραπεία στα γενετική κύτταρα. Βιοηθική επισκόπηση», Πνευματική Διακονία, τεύχ. 10, 2011, σελ.: 40

[5] Ν. Γ. Κόϊου, «Γονιδιακή θεραπεία στα γενετική κύτταρα. Βιοηθική επισκόπηση», Πνευματική Διακονία, τεύχ. 10, 2011, σελ.: 40

[6] Πρωτ. Β. Καλλιακμάνη, «Βιοηθική και κοινωνική προσέγγιση των ορίων της ιατρικής», εισήγηση σε στρογγυλό τραπέζι του 23ου Ιατρικού Συνεδρίου Ενόπλων Δυνάμεων με γενικό θέμα: Δεοντολογία της Ιατρικής. Θεσσαλονίκη 4-7 Νοεμβρίου 2010

სანიშნეები