საკურთხევლისას ღმრთისმშობლის დახვედრა ვოლოსში

27 October 2016

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი “საკურთხევლისა” დაბრძანებულია ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში. ამ ხატის კანონიკური ასლი 2016 წლის 28 ოქტომბერს, პარასკევს,  დიდი ზეიმით მიბრძანდება ქალაქ ვოლოსში (საბერძნეთი). საზეიმო დახვედრა განხორციელდება ცენტრალურ პორტში 17 საათზე, საიდანაც ლიტანიობით გადაბრძანდება წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში.

panagia-vimatarisa-sto-volo-02

ხატს მოაბრძანებს ვატოპედის სავანის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი, საზეიმო დახვედრას მეთაურობს ვოლოსის მიტროპოლიტი ეგნატე. ხატი დაბრძანდდება მისივე სახელობის ეკვდერში.

მომლოცველებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ სხვადასხვა საზეიმო მსახურებასა და სულიერ შეხვედრას.

სანიშნეები