Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
პატრიარქი, რომელიც მოწყალებისათვის ცხოვრობდა | PEMPTOUSIA

პატრიარქი, რომელიც მოწყალებისათვის ცხოვრობდა

25 November 2016

მართლმადიდებელი ეკლესია 12/25 ნოემბერს ადიდებს წმიდა იოანე მოწყალეს, ალექსანდრიელ პატრიარქს.

წმიდა იოანე კუნძულ კვიპროსზე დაიბადა. მამამისი ეპარქიის მმართველი – სახელგანთქმული ეპიფანიოსი იყო. იოანე ბავშვობიდანვე ჭეშმარიტ ქრისტიანად იზრდებოდა, მიუხედავად ამისა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, მშობლების დაჟინებული თხოვნის თანახმად, დაქორწინდა  და შვილები შეეძინა. უფლის განგებულებით როგორც ცოლი, ასევე შვილები ძალიან მალე გამხდარან ზეციური სასუფევლის მკვიდრნი. ეს ამბავი უფლის ნებად ჩაუთვლია, ამის შემდეგ იოანემ მალევე გაითქვა სახელი, როგორც დიდმა გულმოწყალე და ღმრთისმოსავმა ადამიანმა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ იმპერატორ ჰერაკლეს მიერ იგი ალექსანდრიის პატრიარქად იქნა არჩეული (610 წელს). ათი წლის განმავლობაში იოანე მშვიდად განაგებდა ალექსანდრიის ეკლესიას და როგორც ჭეშმარიტი მწყემსმთავარი იცავდა მას წარმართებისა და ერეტიკოსების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეებისაგან. ერთხელ მრევლთან საუბრისას, მაღალი ზნეობის მქონე წმიდა იოანეს ამგვარი სიტყვები უთქვამს: „თუკი გსურთ, რომ კეთილშობილნი იყოთ, მაშინ ნუ ეძებთ კეთილშობილებას სისხლში, არამედ სათნოებაში ეძიეთ, რადგან სწორედ ის არის ჭეშმარიტი კეთილშობილება“!

Agios Ioanis eleimon 02

ყოველი წმიდანი გამორჩეულია თავისი მოწყალებით, თუმცა ალექსანდრიის წმიდა პატრიარქი გულმოწყალების სათნოებას განსაკუთრებულად იყო ზიარებული. სწორედ ამიტომაც ეწოდა მას „მოწყალე“. ერთხელ, როდესაც იგი საღმრთო ლიტურგიას აღასრულებდა, იესო ქრისტეს სიტყვები გახსენებია: „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი“ (მათე, 5, 23-24). სწორედ მაშინ გახსენებია, რომ იმ ეკლესიის რომელიღაცა სასულიერო პირი მასზე ნაწყენი იყო. მაშინვე მიუტოვებია პატიოსანი ძღვენი, ამ სასულიერო პირთან მისულა, მის წინაშე მუხლებზე დაჩოქილა და პატიება უთხოვია მისთვის. მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნებულა წმიდა ტრაპეზთან, რაც ამ მღვდელს შერიგებია.

ერთხელ კი, როდესაც პატრიარქი წმიდა უვერცხლოთა – კვიროსისა და იოანეს სახელობის ეკლესიის წინ იმყოფებოდა, ერთ ქვრივ დედაკაცს შეხვედრია, რომელიც ძლიერ გაჭირვებული და ნატანჯი ყოფილა. ქალმა თავის უბედურებაზე პატრიარქს დაწვრილებით დაუწყო მოყოლა. პატრიარქის თანმხლებნი შეწუხებულან ქვრივის გაუთავებელი წუწუნის მოსმენითა და წმიდანისთვის უთქვამთ, რომ უნდა ეჩქარათ ეკლესიაში ღმრთისმსახურებაზე წასასვლელად, ურჩევიათ რომ, ამ ქალის ამბავის მოსმენა მას მოგვიანებითაც შეეძლო. თუმცა, იოანეს მათთვის ამგვარად უპასუხია: „და მაშინ ღმერთი როგორღა მომისმენს, თუკი მე მას არ მოვუსმინე?“. და მართლაც წმიდა პატრიარქი მანამდე არსად წასულა, სანამ დამწუხრებულ ქალს ბოლომდე არ მოუყოლია თავისი ამბავი.

როდესაც სპარსელები თავს დაესხნენ ეგვიპტეს, პატრიარქი იოანე გემზე ავიდა, რათა საფრთხე თავიდან აეცილებინა. თუმცა, მგზავრობის დროს ავად გახდა და როგორც კი კვიპროსს მიაღწიეს გარდაიცვალა თავის მშობლიურ ქალაქში (კვიპროსის ამათუნდაში), აქვეა წმიდანის საფლავი. ეს მოხდა 620 წელს. წმიდა იოანეს უფლის მარადიულ სამეფოში დამკვიდრების შემდეგ, მისი სასწაულმოქმედი და საოცარი წმიდა ნაწილები ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ ბუდაპეშტში, ბოლოს კი ბრატისლავაში იქნა გადასვენებული.

(წმიდა ნიკოლოზ ველიმიროვიჩი, ნოემბერი, გამომცემლობა „ათონის მთა“, გვ. 108-110).

შინაარსი
სანიშნეები