Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
სიხარულის შესახებ | PEMPTOUSIA

სიხარულის შესახებ

20 March 2017

წმიდა სახარება არის ჭეშმარიტი სიხარულის წმიდა წიგნი! მასში ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს ის გზავნილები, რომელიც გადარჩენის შესახებ ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ გაუმჟღავნა ადამიანს, „თავის ხატად“ შექმნილ კაცს და უჩვენა მას ის გზა, რომელიც წარუძღვება სრულყოფილებისაკენ!

ანგელოზის მიერ ღმრთისმშობლის მოკითხვა: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა…“ სხვა რას უნდა მოასწავებდეს თუ არა იმას, რომ ადამიანთა მოდგმისათვის „განქარდება მწუხარება“?

სამოთხიდან განდევნილი ადამიანი, რომელიც დაცილდა უფალს, რომელიც ჩაიძირა სასოწარკვეთილებაში, რომელმაც დაკარგა ხსნის სიხარული და დაემსგავსა სინათლისა და იმედის გარეშე მოხეტიალეს, წმიდა ქალწული მარიამის მეოხებით ნუგეშინინ იქმნა, „რამეთუ ჰპოვა მადლი წინაშე ღმრთისა“. ღმრთისმშობელი იქცა ღმრთაებრივი მადლის ჭურჭლად, რადგან ამ მიმადლებული ქალწულის სახით ზეციურმა მამამ იპოვნა სრულყოფილი ადამიანი, რომელიც „ზეციურ კიბედ“ უნდა ქცეულიყო. სწორედ ამ კიბის მეშვეობით, უფალი მიწაზე ჩამოვიდა და შესთავაზა სიცოცხლისა და ხსნის სიხარული მთელ სამყაროს.

Alogos by spiros drosos

ფოტო: სპიროს დროსოს

სწორედ ამიტომ, კვლავ გაისმა მთავარანგელოზის ხმა ჩვენი მხსნელისა და უფლის, იესო ქრისტეს შობის ღამეს. უფლის ანგელოზი ასე მიმართავს უბრალო მწყემსებს: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი…“ (ლუკა, 2. 10-11).

და მართლაც, იესო ქრისტეს დაბადებამ ჭეშმარიტად „დიდი სიხარული“ მოუტანა არა თუ მხოლოდ უბრალო მწყემსებს, არამედ ასევე – ბრძენ მოგვებს, რომლებმაც, როგორც მათე მახარებელი გადმოგვცემს: „ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად“ (მათე, 2. 10).

ქრისტეს შობამდე რვაასი წლით ადრე, ეს სიხარული წინასწარ იხილა ესაია წინასწარმეტყველმა, როდესაც ზეიმით ამბობდა: „იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად და ყველამ გაიხარეთ მისით, მისმა მოყვარულებმა! ლხენით ილხინეთ მასთან ერთად, ყველამ, ვინც მოთქვამდა მასზე!“ (ესაია წინასწარმეტყველი, 66. 10).

წმიდა სახარების მეშვეობით ჩვენთვის ნათელი ხდება, რომ პირველმა სწორედ იოანე ნათლისმცემელმა, როგორც უფლის წინამორბედმა, გახსნა ამ დიდი სიხარულისკენ მიმავალი გზა. როდესაც ანგელოზმა აუწყა წინასწარმეტყველ ზაქარიას, რომ დაიბადებოდა მისი ვაჟი, მას ამ სიტყვებით მიმართა: „და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ“ (ლუკა, 1.14).

ასე რომ, მადლი ზეციური საჩუქარია, რომელიც იქცა სიცოცხლისა და იმედის სტიქიად მთელი სამყაროსათვის. იგი გახდა ნუგეში მწუხარეთათვის, მკურნალობა ავადმყოფთათვის, საკვები მშიერთათვის, იმედი სასოწარკვეთილთათვის, ნათელი სიბნელეში მყოფთათვის, სინანული ცოდვილთათვის, სიყვარული სიძულვილის მსხვერპლთათვის, მიტევება მტერთათვის!

ყველა ეს წინააღმდეგობა, ადამიანური ლოგიკის მიხედვით, ასევე საოცრებები მორწმუნეთათვის,  გაიცემა ღმრთიური მადლის მიერ. უფლის ამქვეყნად ყოფნის მადლმა „სამყარო უდიდესი სიხარულით აღავსო!“. ამიტომაც ჩვენი წმიდა ეკლესია ჩვენი სიხარულის მიზეზს, ანგელოზთა დედოფალს, ღვთისმშობელს შემდეგი სიტყვებით უგალობს: „თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარეო“, სხვაგან კი: „გიხაროდენ მიმადლებულო“.

ჭეშმარიტებაა, რომ იესო ქრისტე არის სამყაროს სიხარული და მშვიდობა. ამის გამო მათ, ვინც შეიყვარა უფალი იესო „უხარის ვნებათა მათ შინა თქუენთვის“, როგორც პავლე მოციქული აცხადებს კოლასელთა მიმართ (1.24). და კვლავ სიამოვნებით სრულდება სხვადასხვა ერისისაათვის მოციქულის მოწოდება: „მარადის გიხაროდენ. მოუკლებელად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ ქრისტე იესუის მიერ თქუენდა მიმართ“ (1 თესალონიკელთა მიმართ, 5.16).

კავშირი იესო ქრისტესთან არის რწმენის, იმედისა და სიხარულის კავშირი. და ამიტომაც, წმიდა და პატიოსანი მოციქული თავისი შეუცდომელი პირით უფლის სიტყვას ამგვარად გვაუწყებს: „რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს, ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს“ (იოვანე, 3. 29).

რა თქმა უნდა, მადლი ასევე არის იესო ქრისტეს აღდგომის ნაყოფი! პირველად მენელსაცხებლე დედებმა გაიგეს ქრისტეს აღდგომის მაუწყებელი სიტყვა: „გიხაროდენ!“. „და აჰა იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მოვიდეს და შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცეს მას“ (მათე, 28. 9). როდესაც მოწაფეებმა თავიანთი მაცხოვარი იხილეს მკვდრეთით აღმდგარი „ვიდრე-იგი არღა

ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა“ (ლუკა, 24. 41). შემდგომ ამისა, „იყო კურთხევასა მას იესუისსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად. და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალეიმდ სიხარულითა დიდითა“ (ლუკა, 24. 51-52). მოგვიანებით, პავლე მოციქული ამგვარი სიტყვებით წარდგება ფილიპელთა მიმართ: „გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყვი: გიხაროდენ“ (ფილიპელთა მიმართ, 4.4).

ბუნებრივია, რომ ზოგჯერ ჩვენ გვიჩნდება პროტესტი იმ უარყოფითი მოვლენების მიმართ, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება: განა შეუძლია ადამიანს უხაროდეს, როდესაც გარს ამდენი ცხოვრებისეული სირთულე, სხვადასხვა განსაცდელი, ვნებები, მოულოდნელი უბედურება და ა.შ.  ახვევია?

აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კითხვა სრულიად ბუნებრივია. მწუხარება ამქვეყნიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. „არავინ გადის თავის სიცოცხლეს მწუხარების, ტკივილისა და სევდის გარეშე“, აღნიშნავს იოანე ოქროპირი და იქვე ამატებს, რომ მხოლოდ მარადიული სიცოცხლეა „ტკივილის, მწუხარებისა და ოხვრისგან თავისუფალი!“.

მიუხედავად ამისა, ამ სამართლიან კითხვაში კვლავ ჩნდება ღმრთაებრივი გამოცხადება, იმისათვის რომ შევეგუოთ ვედრებისა და სიხარულის, ტკივილისა და უდიდესი სიხარულის თანაარსებობას.

[გაგრძელდება]

შინაარსი
სანიშნეები