“ქრისტე აღდგა” მთაწმიდაზე

17 April 2017

დიდი მოლოდინია მთაწმიდაზე, მთელი ორმოცი დღის განმავლობაში ყველა ელოდება უფალი იესო ქრისტეს აღდგომას, მთაწმიდელებისათვის ყოველივე ეს დასასრული ახალის დასაწყისია, სწორედ აღდგომისას იწყება ის ახალი უფალი იესო ქრისტეს სიყვარულისათვის. მრავალი მონაზონი ისევ აგრძელებს მწვანილეულით კვებას, წითლად ღებავენ კარტოფილს კვერცხის ნაცვლად, რათა გააგრძელონ საუკუნო მცდელობა და ღვაწლი. მთელი აღდგომის განმავლობაში ესალმებიან: “ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა” და გალობენ: “ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი”!


სანიშნეები