თანამედროვე წმიდანებისა და ბერების მიერ მონათხრობი სასწაულებრივი ისტორიები

25 April 2017

წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2017/04/05/სინანული-როგორც-ეს-ვისწ/

მაშ ასე, თქვით აღსარება, როდესაც ლოცულობთ დილით, შეინანეთ თქვენი ცოდვები, და საერთოდ, მთელი დღის განმავლობაში იყავით ფხიზლად,  დაინახეთ, თუ როგორ არღვევთ იესო ქრისტეს მცნებებს უპირველეს ყოვლისა, თქვენი სურვილით, შემდეგ უკვე – თქვენი ფიქრით და ბოლოს კი – თქვენი საქმით. ამას ნიშნავს ქრისტეს სიტყვა, ფხიზლად იყავით და ილოცეთ. როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, უკვე ამის შემდგომ მიუტევებ სხვებსაც.

Gerondes 01

მაშასადამე, უპირველეს ყოვლისა, შენი ლოცვით მოიპოვებ საკუთარი ცოდვების მიტევებას, ხოლო შემდეგ კი, აუცილებელია წახვიდე სულიერ მოძღვართან, მას აღსარება ჩააბარო და უკვე ეკლესიიდან მიიღო შენი ცოდვებისა შენდობა.

ამის შემდგომ კი, შენდობას მიიღებ საღმრთო ზიარების გზით. აი, ამგვარად სრულდება ცოდვების მიტევება, სინანულით ლოცვის წარმოთქმის დროს, აღსარებითა და ღმრთაებრივი ზიარებით.

ლოცვისას მოგეტევება შენი ცოდვები იმიტომ რომ მონათლული ხარ და იმიტომ რომ ინანიებ, განა არ ვამბობთ, აღვიარებ  ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა?

აღსარების დროს ცოდვათა მიტევება მოგეცემა შენი სულიერი მოძღვრის მიერ, ხოლო ღმრთაებრივი ზიარებისას – იესო ქრისტეს მიერ, რომელიც შენთან ერთიანდება თავისი ხორცისა და სისხლის ზიარებით.

ადამიანს თავისი ცოდვები მიეტევება ნათლისღებით, აღსარებითა და საღმრთო ზიარების მიღების გზით, თუმცა ყოველივე ეს აქტიურდება მხოლოდ გულწრფელი სინანულის საშუალებით. სინანულის გარეშე ძალა არა აქვს ეკლესიის საიდუმლოებებს, რომლებიც კურნავენ ადამიანს და რომლებიც წმინდავენ მას, რადგან ყოველივე ეს ადამიანს აერთიანებს იესო ქრისტესთან.

მაშასადამე, ნათლობის, აღსარებისა და საღმრთო ზიარების საიდუმლოებანი ადამიანს სთავაზობენ ცოდვათა მიტევებას, ცოდვათა მონობიდან გათავისუფლებას და შესაძლებლობას, რომ იგი უფლის ნათლით განიწმინდოს და მიაღწიოს განღმრთობას. ლოცვის დროს სინანულით, რაც უნდა ხდებოდეს უზადოდ და მუდმივად, განუწყვეტლივ, ხდება ადამიანის განწმენდა (კათარზისი), ნათლით მოსვა და განღმრთობა, რადგან სწორედ სინანული იწვევს ცოდვის სიძულვილს და სწორედ სინანულია ადამიანის თავისუფლების  მამოძრავებელი ძალა ღმრთის სიყვარულისკენ.

განუწყვეტელი ლოცვა – უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი – ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ განუწყვეტლივ გვახსოვს ჩვენი ცოდვები და განუწყვეტლად შევთხოვთ უფალ იესო ქრისტეს მათ მიტევებას“.

წმიდა ღერონდა ანტონ გიკიზას ერთ-ერთ სულიერ შვილს (ანტონ გიკიზა იყო ღირსი პორფირის კავსოკალიველის სულიერი მოძღვარი) ჩვენამდე შემოუნახავს ღირსი პორფირის სიცოცხლის ეპიცენტრი, რაც თავისთავად გახლდათ სინანული.

– „აქ მოდიოდა ხოლმე პორფირი“, ამბობს მამა ანტონი, „რათა ის მენახა. ერთი დაადებდა ხოლმე ხელებს მეორეს ზემოდან და ასე ვამბობდით აღსარებას. ბერ პორფირის დიდი სინანული გააჩნდა. იგი სინანულით აღსავსე გარდაიცვალა“.

ღირსი პორფირის სულიერი მოძღვარი გვიმჟღავნებს ჩვენ პორფირისა და ყველა წმიდანის ქარიზმატულობის მიზეზს, რაც არის სინანული.

სინანულისადმი ღირსი პორფირის სიყვარულზე ასევე ვკითხულობთ მის მიერ სულიერი შვილების მიმართ დაწერილ ანდერძშიც.

ქვემოთ აღწერილი ამბავი მოგვითხრობს წმიდა ბერ იაკობ ცალიკისთან ურთიერთობის შესახებ.

1983 წელი უნდა ყოფილიყო, როდესაც ღირსი დავითის სახელობის წმიდა მონასტერში შევხვდით ერთმანეთს.

ვიგრძენი აღსარების თქმის საჭიროება და ზუსტად ამ დროს წმიდა ბერ იაკობ ცალიკისის წინ აღმოვჩნდი.

როდესაც ღერონდამ შენდობის ლოცვების კითხვა დაასრულა, სრულიად მოულოდნელად, თავისთავად, ისე რომ მისთვის მე არაფერი მიკითხავს, მითხრა:

„ჩემო ანდრეა, უმეტესობა სინანულის გარეშე მოდის აღსარების ჩასაბარებლად. აღსარებისას, რა თქმა უნდა, სულიერი მოძღვრის საქმეა დაეხმაროს მორწმუნეებს, რომ  მათ თავდაპირველად განიცადონ სინანული, შემდეგ კი ჩააბარონ აღსარება და მიიღონ შენდობის ლოცვა. თუმცა საღმრთო ზიარებისას ისინი იესო ქრისტეს პირისპირ დგანან და უნდა მიეახლონ მას კრძალვითა და საკუთარი ცოდვების სინანულით. უფალმა იმის ნიჭი მიბოძა, რომ ჩემთან აღსარებისათვის სინანულის გარეშე მოსულნი შავად დავინახო, ხოლო ისინი კი, ვინც სინანულით აღსავსენი მოდიან, განათებულებს ვხედავ.

ერთ დღესაც, ვხედავ, რომ ერთი ახალგაზრდა ბიჭი საღვთო ზიარების მიღებას რომ აპირებს, სულ შავითაა მოცული. როდესაც იგი წმიდა ბარძიმს მოუახლოვდა, ჩემთვის გულში ვიფიქრე: „ვინა ხარ შენ, იაკობ, რომ იგი განსაჯო?“

შეცდომა ჩავიდინე და იგი ვაზიარე! როდესაც წმიდა ნაწილები პირთან მივუტანე, დავინახე, რომ სინათლე კოვზიდან ამოვიდა და ისევ ბარძიმში დაბრუნდა.

გაოგნებული დავრჩი! ანუ სინანულის გარეშე მან ზიარება ვერ მიიღო!

უფალმა მასწავლა, რომ სინანულის გარეშე არა თუ მორწმუნეებმა არ უნდა მიიღონ ზიარება, არც თავად მღვდელმა უნდა აზიაროს ისინი, თუკი დანამდვილებით იცის, რომ სინანულის გარეშე არიან მოსულნი ზიარების მისაღებად.

სულიერ მოძღვართა უპირველესი მოვალეობაა ასწავლონ მორწმუნეებს სინანული და ცოდვათა მიტევებისათვის შესთავაზონ საიდუმლოებანი, ღმრთაებრივი ზიარება კი მხოლოდ უკვე მონანიებულთათვისაა!“.

სანიშნეები