ქსიროპოტამის წმიდა მონასტერი

24 May 2017

მონასტერი 956 წლამდეა დაარსებული და ჩანს რომ, დღემდე შემორჩენილი წმიდა მთის მონასტრებიდან იგი ყველაზე უფრო ძველ სავანეს წარმოადგენს. არამყარი ნიადაგის გამო, რომელზედაც აგებულია მონასტერის ნაგებობები განიცდიდნენ და დღემდე განიცდიან სერიოზულ დაზიანებებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია მონასტრის კათოლიკონის (მთავარი, საკრებულო ტაძარი) შემთხვევა, რომელიც ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობისაა და  მე-10 საუკუნისათვის უნდა იყოს აგებული. იგი სრულად იქნა რეკონსტრუირებული მე-13 საუკუნის ბოლოს, 1445 წელს (?), მე-16  საუკუნის შუა ხანებში და ასევე 1763 წელს კესარიოს დაპონდეს მიერ. ტაძარი 1783 წელს მოიხატა. მონასტრის რელიკვიებს შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია მაცხოვრის პატიოსანი ჯვრის  ნაწილი და პანაღიარი (ლამბაქი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სეფისკვერისათვის), რომელსაც „პულხერიას დისკოსი“ ეწოდება. ქსიროპოტამის მონასტრის მფლობელობაში იმყოფება  დაფნის ნავსადგურის დასახლება.

I.M. Qsiropotamou 100

I.M.Qsiropotamou 110

I.M.Qsiropotamou 111 jpg.crdownload

სანიშნეები