ღირსი დავით გარეჯელი

1 June 2017

მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების შემდეგ ხუთშაბათს აღნიშნავს ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღეს.

ღირსი დავით გარეჯელი იყო ერთ-ერთი იმ ცამეტ ასურელ მამათაგან – ღირსი იოანე ზედაზნელი, აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, შიო მღვიმელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი, რომლებიც უფლის განგებულებით და ღირსი იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით VI საუკუნეში დიდებით შემოვიდნენ საქართველოში. გააძლიერეს, განამტკიცეს და შემოიკრიბეს ერი და ბერი, დააარსეს მრავალი მონასტერი და მათი მტკიცე, დაუღალავი, უანგარო მუშაკობით მრავალი ახალნერგი აღძრეს უფლის ერთგულებასა და სიყვარულში.

საზრდელითა პირ-მეტყველითა იზრდებოდი სიბრძნითა და ცხოვრებითა ანგელოსებრ სცხოვრებდი, სანატრელო გარეჯელო დავით, დასცენ მტერნი ჩუენნი, ვითარცა ვეშაპი იგი!

”მისი წმიდა ლოცვით, უფალო, იესო ქრისტე შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ!”

სანიშნეები