ყოვლისმპყრობელის (პანტოკრატორი) ხატი XIII – XIV საუკუნეები

19 June 2017

ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში დაცულია უამრავი სხვადასხვა ეპოქის ხატი. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს.

ხატზე (118X89 სმ) გამოსახულია სახე იესო ქრისტე ყოვლისმპყრობელისა (პანტოკრატორი). კურთხევას იძლევა  მარჯვენა ხელით, რომელიც ზედა სამოსელიდან წამოწეული აქვს, მარცხენა ხელი კი – მოხრილი, სხეულთან შეხებაშია. ხატი შესრულებულია ოსტატურად XIII ს-ში, სავარაუდოდ კონსტანტინოპოლელი მხატვრის მიერ. დამახასიათებელია მსუყე ოქროსფერი, რომელიც მკაფიოდ გამოკრთის შარავანდედის წრიდან და ჩარჩოს გარშემო არსებული სივრციდან. უკვე მომდევნო საუკუნეში იკვეთება დამატებითი ჩარევა ასევე ცნობილი ხელოვნის მიერ. ფერწერის ამ მეორე ფენას უნდა გადმოეცა სახის სახასიათო სიმშვიდე და სიკეთე. ნამუშევარი ხატწერის თვალსაზრისით იმ ხატის მსგავსებაა, რომელიც კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა კონსტანტინე კავასილამ შესწირა არხიდოს პერივლეპტუს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძარს.

სანიშნეები