ნეტარი ბერი იოსებ ვატოპედელი – 63 წელი მთაწმიდაზე (1946-2009) – მცირე ფოტოგრაფიული გზამკვლევი

1 July 2017

წმიდა ანას გამოქვაბულებიდან ვატოპედის წმიდა და დიდ სავანემდე

ყველას, ვინც იცნობდა, უყვარდა და  სურს, რომ ახსოვდეს ნეტარი ბერი* იოსები, ვთავაზობთ მისი მთაწმიდაზე მსვლელობის ამსახველ რამოდენიმე ფოტოსურათს. გამოყენებული გვაქვს ჩვენი პირადი ფოტოარქივი.

*გერონდა (ბერძ.) – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი.

ბერი იოსები 1946 წელს კვიპროსიდან ჩამოდის მთაწმიდაზე, წმიდა ანას სკიტში. ეს სურათი იყო მის პასპორტში

წმიდა ანას გამოქვაბულებთან. ღირსი იოსებ ისიქასტის საძმოს (თანმხლები მამები) წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, მათი საძმოს წევრი იყო ბერი იოსები

ღირსი იოსებ ისიქასტის თანმხლები მამები. მჯდომარე ღირსი იოსებ ისიქასტის უკან დგას ბერი იოსები

ახალი სკიტი. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელია, სადაც ცხოვრობდა საძმო ღირსი იოსებ ისიქასტის მიძინებამდე.

ბერი იოსები ახალ სკიტში, ღირსი იოსებ ისიქასტის მიძინებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, სანამ თავის გარშემო  ახალ საძმოს (თანმხლებ მამებს) შემოიკრებდა.

კუტლუმუსის წმიდა მონასტერი რამდენიმე წლის შემდეგ (1982), სადაც ბერი იოსები მცირე ხნით ცხოვრობდა მის თანმხლებ პირველ მონაზვნებთან ერთად. აქ არიან მამა პაისისთან, მღვდელმონაზონ ათანასესთან (ამჟამად ლიმასოლის მიტროპოლიტი) და ერთ საერო პირთან, ამჟამად მღვდელმონაზონ ნიფონთან ერთად.

ახალი სკიტეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელია, რომელიც განახლდა და გაფართოვდა ბერი იოსების საძმოს მოთხოვნილებების გათვალისწინებით. აქ იყვნენ ვატოპედის წმინდა და დიდ სავანეში გადასვლამდე.

რამოდენიმე სურათი მიმდევრობით კელიაში მისი ცხოვრებიდან და მორჩილებებიდან.

ბერის ჯორები: კიცოსი და კასტანისი.

თევზაობისას

სამზარეულოში

მორჩილების შემდეგ მცირე შესვენება. ბერი არ ანსხვადებდა საკუთარ თავს ნებისმიერი სირთულის მორჩილებიდან. გახლდათ კიდევაც სიყვარულის ”ხელქვეითი” ბერი

თავის სულიერ ძმასთან ნეტარ პაპა – ხარალამბესთან, იმჟამად დიონისეს მონასტრის იღუმენთან, ერთად. ახალ სკიტში მისი სტუმრობისას (1986)

ლოცვის დროს, ბერი დგას ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელიის ბაღში.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელია. მისი სენაკის შიდა მხარე.

აქ ბერი მის სამუშაო კაბინეტშია, სადაც ატარებდა დიდ დროს, პასუხობდა მასთან გამოგზავნილ მრავალ წერილს და მუშაობდა წიგნებზე, რომლებიც დაგვიტოვა როგორც წმიდა ანაბარი.

ბერი იოსები მისი საძმოს ორი მღვდელმონაზონის თანხლებით (1985 წ.) – ათანასე (ამჟამად ლიმასოლის მიტროპოლიტი) და ეფრემი (ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის იღუმენი)

ახალ სკიტში გადაღებული უკანასკნელი ფოტოსურათი 1987 წლის აღდგომა, ვატოპედის წმინდა და დიდ სავანეში გადასვლამდე.

პირველი წლები ვატოპედის სავანეში, ღრმა ფიქრები, რთული დასაწყისი…

ბერი სულიერ ძმებთან ერთად: ეფრემ კატუნაკელი და ფილოთეოსის წმიდა მონასტრის იღუმენი (იმჟამად) ეფრემი. 1988 წლის მაისი.

1989 წელი პირველი აღდგომა ვატოპედის წმიდა და დიდი სავანეში, ბერი გაკვირვებით იყურება იმ მხარეს, სადაც საერო პირები ”ქრისტე აღსდგას” შეძახილზე უდიდესი სიხარულით ანთებენ კელაპტრებს.

ყველიერის კვირის კვირა დღე  – 1990 წლის მარტი. ბერი ეფრემის ვატოპედის წმინდა და დიდი სავანის იღუმენად არჩევის დღე.

მენელსაცხებელ დედათა კვირა (აპრილი 1990 წელი), იღუმენის ტახტზე აყვანის დღე. მათთან ერთად გამოირჩევა იმხანად წმიდა მთის პროტოსი (წმიდა მთის სასულიერო მმართველი) თეოკლიტე დიონისელი.

გამასპინძლება სავანის სინოდის დარბაზში იღუმენად ტახტზე აყვანის შემდეგ, სურათზე გამოირჩევიან იმხანად წმიდა მთის საერო მმართველი ბ-ნ კ. ლულისი, დიმიტრიადოსის მიტროპოლიტი და შემდეგ ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი ქრისტოდულე, სტავროვუნის წმიდა მონასტრის (კვიპროსი) იღუმენი, იღუმენი ეფრემი და ბერი იოსები.

.

1991 წლის სექტემბერი, მსოფლიო პატრიარქი დიმიტრი, ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში სტუმრობისას.

მისი კელია, სადაც სოცოცხლის ბოლო წლებში იყო ”განმარტოვებული” და მიიძინა ”უფლისაკენ”

ერთ-ერთი მისი უკანასკნელი ფოტოსურათი, 2009 წლის აღდგომა, მისი ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღესასწაული.

”მოველი აღდგომასა მკვდრეთით”

შეპირებისამებრ შეხვედრამდე ჩვენო ტკბილო ბერო, შენი მამობრივი ჩახუტებით.

სანიშნეები