დოქიარის წმიდა მონასტერი

25 July 2017

მონასტერი დაარსდა მე-11 საუკუნის დასაწყისში (1013 წლამდე) დღევანდელი დაფნის რეგიონში. თავდაპირველად იგი წმიდა ნიკოლოზის სახელობის იყო. იმავე საუკუნის შუა ხანებში, გადატანილ იქნა დღევანდელი მდებარეობის ადგილას და დაახლოებით საუკუნის დასასრულისათვის, წმინდა მიქაელს მიეძღვნა. მე-14 საუკუნის დასაწყისიდან კი მონასტერი უკვე მთავარანგელოზების – მიქაელისა და გაბრიელის სახელობის არის. ამჟამად არსებული კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი) მე-16 საუკუნის ნაგებობას წარმოადგენს, ხოლო ფრესკები 1568 წლით თარიღდება და მხატვარ-ხატმწერ ჯორჯის შემოქმედებას მიეწერება. მონასტრის უმნიშვნელოვანესი რელიკვიაა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ჩინებული სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც „მსწრაფლშემსმენელი“ ეწოდება. ინტერესს იწვევს  სპილენძის დიდი, წარწერებით შემკული, სალიტანიო ჯვარი, რომელიც მე-11 საუკუნის ქმნილებაა. მონასტერში ასევე ინახება მნიშვნელოვანი სიძველეები, რომლებიც კასანდრაში არსებული მისი მეტოქიდანაა შემორჩენილი. მათ შორისაა ერთი ვრცელი და მნიშვნელოვანი წარწერა, რომელიც ქრისტესშობამდე მე-3 საუკუნის დასაწყისითაა დათარიღებული და რომელიც გვაწვდის ცნობას იმის შესახებ, რომ მეფე კასანდროსმა წარჩინებულ მაკედონელებს უბოძა ადგილ-მამულები.

I.M. Doxiariou

I.M. Doxiariou 102

I.M. Doxiariou 101

სანიშნეები