კარაკალის წმიდა მონასტერი

30 July 2017

როგორც ჩანს მონასტერი უკვე 1018 წლიდან არსებობს, თუმცა მრავალი ქარტეხილების შემდეგ, დაახლოებით მე-14 საუკუნეში აღდგენილ იქნა პალეოლოგთა მიერ. მე-16 საუკუნეში მონასტერი  მეკობრეებმა გაანადგურეს. მისი განახლება განხორციელებულ იქნა ვლახეთის მმართველის – პეტრეს მიერ. კათოლიკონი (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) წმიდა მოციქულების  პეტრესა და პავლეს სახელობისაა, აგებული უნდა იყოს 1548-1563 წლებში, ხოლო მისი ფრესკები დაახლოებით  1716, 1750 და 1763 წლებში უნდა იყოს შესრულებული. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს არსანას (ნავმისადგომი) ციხის კომპლექსი, რომლის რეკონსტრუქცია 1534 წელს დასრულებულა.  ფაქტიურად, საქმე გვაქვს მცირე ზომის მონასტერთან, რომელსაც ჰქონდა კოშკი, ციხე-სიმაგრის გალავანი შესაბამისი კარიბჭეებით, გამაგრებული შესასვლელი, შიდა ეზო,  მრავალსართულიანი ფლიგელები (ფრთები) შიგ ჩაშენებული ეკლესიითა და სატრაპეზო. იგი ძალიან ადრე განადგურებულა ხანძრის შედეგად და განმეორებით იქ აღარავინ დამკვიდრებულა.

I.M. Karakalou 100

I.M.Karakalou 111I.M. Karakalou 101

სანიშნეები