ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყელის სახელობის ეკვდერი

2 October 2017

ვატოპედის წმიდა სავანის ეკვდერთა შორის ყველაზე საინტერესო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყელის სახელობის ეკვდერია, ვინაიდან არის ახალბერძნული კულტურის აყვავების ხანისა და წმიდა მთის პოსტბიზანტიური პერიოდის ტაძართა არქიტექტურის ნათელ ნიმუში. მიეკუთვნება ათონური ტაძრის სტილს. საკურთხეველი მოიცავს კონქს და ერთიანობაში მოქცეულია კამარის ქვეშ. ტაძრის გარე ფასადში  შთამბეჭდავია სამი გუმბათი, კედლების თაღოვანი ფორმები და ტიხრული ქვის წყობა. ინტერიერში კი საყურადღებოა მე–19 საუკუნის დასაწყისში შექმნილი ხის მოჩუქურთმებული კანკელი, სტასიდები (ერთგვარი ხის სკამი, ძირითადად გვხვდება მონასტრებში), ხის მოჩუქურთმებული კარი დამშვენებული ბიზანტიური მარმარილოს კანკელის პილასტრებით, საკურთხეველში არსებული ხელსაბანი და სხვა მრავალი უმაღლესი ხარისხის ნიმუში. ქტიტორთა მიერ გაკეთებული ეპიგრაფის (მინაწერი) თანახმად, ტაძარი აშენებულია 1794 წელს თეოფილე სოზოპოლიტის ხარჯებით  და მოხატულია 1861 წელს ნიკიფორესა და ანთიმოზის მიერ.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სარტყელის სახელობის  ეკვდერი სამხრეთის მხარე

ეკვდერის გვერდხედი, სიგრძივი კვეთი

ეკვდერის ზედხედი და სიგრძივი კვეთი

კამაროვანი გუმბათი

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სარტყელის სახელობის  ეკვდერი

სამხრეთ–დასავლეთ სვეტის კაპიტელი ხელახალი გამოყენებით, კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) კანკელის ნაწილი 

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სარტყელის სახელობის  ეკვდერი.  შიდა  სვეტების საყრდენი

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სარტყელის სახელობის  ეკვდერის სტოას ფრესკა (1860)

სანიშნეები