ღირსისა მამისა გრიგოლ ხანძთელისა

18 October 2017

მართლმადიდებელი ეკლესია 5/18 ოქტომბერს აღნიშნავს ღირსი მამის გრიგოლ ხანძთელის და კლარჯეთის უდაბნოში გაბრწყინებულა მამებისა და დედების ხსენების დღეს.

შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო გრიგოლ.

უღელი იგი ქრისტესი მიიღე, გრიგორი, და მხართა შენთა ზედა იტვირთე ჯვარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლად წმიდად ხორცთა შინა შენთა მტვირთველმან, რომლისათვის საღმრთოისა დიდებისა მისისა, ზიარად გამოსჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა.

 

სანიშნეები