ფილოთეოსის წმიდა მონასტერი

22 October 2017

მონასტერი პირველად 1013 წლით დათარიღებულ საბუთში მოხსენიება, როდესაც მას ჯერ კიდევ „პტერის მონასტერი“ ეწოდებოდა. ორი წლის შემდეგ კი, უკვე მისი ამჟამინდელი სახელწოდებით არის მოხსენიებული, რომელიც როგორც ჩანს მონასტრის აღმშენებლის სახელი უნდა ყოფილიყო. მე-16 საუკუნეში მონასტრის იღუმენი გახლდათ წმიდა დიონისე, რომელმაც მოგვიანებით დააარსა წმიდა დიონისეს მონასტერი ოლიმპოსზე. მეტიც, მე-18 საუკუნეში ფილოთეოსის მონასტერში მოღვაწეობდა წმიდა კოზმა ეტოლიელი. კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი) 1746 წელს აიგო ძველი კათოლიკონის ადგილზე, იგი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობისაა, მოიხატა 1752 და 1765 წლებში. სატრაპეზოს ფრესკები დათარიღებულია მე-16 საუკუნით. მონასტრის უმნიშვნელოვანესს რელიკვიას წარმოადგენს ორმხრივი სასწაულთმოქმედი ხატი, რომლის ერთ მხარეს გამოსახულია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი – ტკბილი ამბორი (გლიკოფილუსა), ხოლო მეორე მხარეს კი – ჯვარცმა.

I.M. Filotheou 100I.M. Filotheou 101I.M.Filotheou 102

სანიშნეები