ღამისთევის მსახურება ბერ ეფრემ ვატოპედელთან ერთად ნეა იონიას ეპარქიაში, ატიკი

6 November 2017

დიდი სიხარულით, სიყვარულით და საერო მთავრობის ხელმძღვანელთა მონაწილეობით განხორციელდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყელის გადაბრძანება ათონის წმიდა მთის ვატოპედის სავანიდან. სიწმინდე დაბრძანებულ იქნება ნეა იონიის, ლარისის და ეტოლოაკარნანიას ეპარქიებში.

3 სექტემბერს შედგა პატიოსანი სარტყელის დახვედრა ნეა იონიის მიტროპოლიაში მაღალყოვლადუსამღვდელოეს გაბრიელის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ სასულიერო დასისა და საერო ხელისუფლების წარმომადგენლები, მორწმუნე მრევლი. პატიოსან კიოტს მოაცილებდა ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი. დახვედრის ცერემონიის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დღეს 6 ოქტომბერს 20.30 საათზე წმიდა უვერცხლო მკურნალთა ტაძარში შედგება ღამისთევის მსახურება ბერი ეფრემის ხელმძღვანელობით, შემდგომი სამომლოცველო მარშრუტის გასაგრძელებლად.

 

სანიშნეები