წმიდა გრიგოლი პალამა, თესალონიკის მთავარეპისკოპოსი

27 November 2017

მართლმადიდებელი ეკლესია 14/27 ნოემბერს და დიდი მარხვის მე-2 კვირას დიდებით მოიხსენიებს თესალონიკის მთავარეპისკოპოსს წმიდა გრიგოლ პალამას.

მართლმადიდებლობის სასანთლეო და ეკლესიისა სიმტკიცეო და მოძღვარო, მონაზონთა სამკაულო, ღმრთისმეტყველებისათვის მბრძოლო უბრძოლველო, საკვირველთმოქმედო გრიგოლ, თესალონიკისა სიქადულო, მქადაგებელო საღმრთოსა მადლისაო, მარადის ცხოვრებად სულთა ჩუენთა.

საღმრთოსა და ყოვლადბრძენსა ორღანოსა მას ღმრთისამეტყუელსა, რომელმან გონიერებითა მოიპოვე სიბრძნე იგი უპირველესი და მდგომარე არს წინაშე მისა, და აწ ჩუენცა უღაღადოთ: წარგვიმართე, მამო ყოვლადსაკვირველო, მქადაგებელო საღმრთოსა მადლისაო.

აწ ჟამი მოღუაწებითა გამობრწყინდა, წინაშე ბჭეთა მარხვისათა მსაჯული მოახლებულ არს, აღვსდგეთ უკუე, ვიმარხვიდეთ და მოვიგოთ ცრემლნი, ლმობიერება და მოწყალება, და ვღაღადებთ: შეგცოდეთ უფროის ზღვისა ქვიშისა, არამედ დამიტკბი, დამბადებელი ყოვლეთაო, რაითა მოვიღოთ უხრწნელებისა გვირგვინი.

Agios Gregorios Palamas & agia oikogeneia Palama

Agios Grigorios Palamas 56 sml

სანიშნეები