ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

4 December 2017

მართლმადიდებელი ეკლესია 21 ნოემბერს/4 დეკემბერს დიდებით ზეიმობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწული მარიამის ტაძრად მიყვანების დღეს.

დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.

ყოვლადწმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად ღმრთისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისაწმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.

Eisodeia tis Theotokou

ღმრთისმშობელო ქალწულო, შეგვეეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ!

სანიშნეები