ზეთისაღმომჩენი – ელეოვრიტისას ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი

13 April 2018

ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს  ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში აღინიშნება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ”ზეთისაღმომჩენისას” – ”ელეოვრიტისას” ხსენების დღე.

“ზეთისაღმომჩენი” ღმრთისმშობლი გახლავთ ერთ-ერთი იმ სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც დღეს დაბრძანებულია ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში, მთაწმიდაზე.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ”ზეთისაღმომჩენი” – ”ელეოვრიტისა” თარიღდება მე-14 საუკუნით, აღმოჩენილ იქნა მონასტერში არსებულ ზეთის შესანახ საწყობში და მისი სახელიც დაკავშირებულია შემდეგ სასწაულთან. ერთხელ, როდესაც მონასტერში ზეთის დეფიციტი იყო, ღირსი გენადი, ”დოქიარი” – მეკუჭნავე – პასუხისმგებელი პირი ზეთის შესანახ სათავსოებზე, გასცემდა ზეთს მხოლოდ განსაკუთრებულ აუცილებლობის შემთხვევაში (კერძოდ ხატების კანდელებისათვის).

თუმცა მონასტრის მზარეულმა ეს ფაქტი გააპროტესტა წინამძღვართან, რომელიც ღრმად იყო დარწმუნებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მოწყალებაზე, იღუმენის კურთხევით კი ზეთის  განაწილება საძმოს წევრებისათვისაც დაიწყეს. ამის შემდეგ ღირსმა გენადიმ ზეთის საცავში ერთ-ერთ მისვლისას დაააფიქსირა, რომ ზეთი იღვრებოდა არა მარტო ჭურჭლებიდან, ასევე ამავდროულად უახლოვდებოდა სათავსოში შესასვლელ კარს. გადმოცემით ეს დღე გახლდათ ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევი.

Ελαιοβρύτισσα 02

 ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო! შეგვეწიე და გვაცხოვნე ჩუენ!

სანიშნეები