ვატოპედის სავანის წინამძღვრის ბერი ეფრემის ვიზიტი საქართველოში

26 April 2018

2018 წლის 26 აპრილს დღის 3-50 წუთზე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მშვიდობიანად დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ჩამოიყვანა ათონის წმიდა მთის ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი თავისი საძმოს რამოდენიმე წევრთან ერთად. აეროპორტიდან გამოსული მამებს თბილი დახვედრა მოყწყვეს სასულიერო პირებმა და მორწმუნე მრავლმა.

საქართველოს პატიარქის მოწვევით ჩამობრძანებული ათონელები საქართველოში გაჩერდებიან ერთი კვირით. დაგეგმილია სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში ერთობლივი ღმრთისმსახურებების ჩატარება, ასევე მრავალი საინტერესო შეხვედრა და სულიერი საუბარი.

27 აპრილის 09 საათზე საზეიმო წირვას აღავლენენ მცხეთის 12 მოციქულის სახელობის სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში.

სანიშნეები