წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი

8 May 2018

მართლმადიდებელი ეკლესია 25 აპრილს/08 მაისს აღნიშნავს წმიდა მოციქულისა და მახარებელის მარკოზის ხსენების დღეს.

მოციქულო წმიდაო, მარკოზ მახარებელო, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

თხემისა მის მოციქულთასა პეტრეს მიერ სწავლული იქმენ შენ, და მიიღე მოციქულება ქრისტესი, და ვითარცა რა მზემან კიდენი სოფლისანი განანათლენ, და იქმენ ალექსანდრიელთა შვენიერება ნეტარო, და შენ მიერ ეგვიპტე იხსნა საცთურისაგან, და სახარებათა შენთა მოძღვრებითა მსგავსად ნათლისა განბრწყინდა, ამისთჳს შენისა ხსენებისა პატივისმცემელნი ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ დაძინებასა შენსა, მარკოზ ღმრთის მქადაგებელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაჲ მოანიჭოს სულთა ჩუენთა.

მაღლით მოიღე მადლი სულისა, და რიტორთა წმასნა უკუნ არღვიე დიდებულო, რამეთუ ყოველნივე წარმართნი მოინადირენ მარკოზ ყოვლად ქებულო, და მეუფესა შენსა მიუძღვანენ და საღმრთო უქადაგე სახარებაჲ.

Apost. & Evangelistis Markos 01

სანიშნეები