Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ოჯახი – ეკლესია შინ | PEMPTOUSIA

ოჯახი – ეკლესია შინ

24 May 2018

წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2018/05/14/ოჯახი-ვნებათა-მკურნალი-2/

მესამე ვნებას სიამეთმოყვარება წარმოადგენს, რომელიც ჯაჭვის ძლიერი რგოლის მსგავსად მტკიცედ უკავშირდება წინ ჩამოთვლილ ვნებებს. ზოგადად ეს ვნება შრომისმოყვარეობის, გარჯისა და სხვათათვის სიკეთის გაკეთების უარყოფაა. იგი უკიდურესად აღმერთებს სიამეებს. სიამეთმოყვარეობის ფესვები დაცემული ადამიანის სულიერი ავადმყოფობიდან და უფლისგან დაშორებით გამოწვეული სიბნელიდან გამომდინარეობს. იგი გავლენას ახდენს ადამიანის სხეულზე, რომელიც სულიწმიდის ტაძარი და იესო ქრისტეს წმიდა „ასოთაგანია“ (კორინთელთა მიმართ I, 12:27). რადგან სიამეთმოყვარებას ქორწინებისა და მთელი ცხოვრების  მთავარ მიზნად და აზრად სიამეები მიაჩნია, მათზე ამყარებს თავის ქმედებებს. რადგან ეს ვნება გარეგნულობას და არა სიღრმისეულობას ემყარება, პირად ადამიანურ ურთიერთობებს აკნინებს და ადამიანები პიროვნების საფეხურიდან ობიექტების საფეხურამდე ჩამოჰყავს. მას ახასიათებს დაუკმაყოფილებლობისა და დროებითობის ნიშნები.

თუკი ადამიანში სიამეთმოყვარეობა დაისადგურებს, იგი მას თავის მონად და მძევლად გაიხდის და ღმრთის კურთხევასა და ეკლესიის ჭეშმარიტი თავისუფლების გზას ჩამოაცილებს. ამ ყოველივეს შედეგად იგი ურღვევ და ჭეშმარიტი სიყვარულით შეკრულ ოჯახურ კავშირს სასიკვდილო დარტყმას აყენებს, რადგან არღვევს ყოველივე კეთილშობილურს. ამ დაავადებისგან სულის მკურნალი არის შრომისმოყვარეობა და მოშურნეობა ბრძოლისა და სიკეთისადმი. თავად ჩვენი ეკლესია სულის საკურნებელი ადგილია და ახასიათებს ასკეტიზმი და შრომისმოყვარეობა. მას ადამიანი მიჰყავს საგნების აზრის სწორ გაგებამდე, როგორც ამას წმიდა მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის.

შრომისმოყვარეობა, ღვაწლი და უმთავრესად მოყვასისა და ღმრთისადმი სიყვარული გარდაქმნის ვნებებისკენ მიდრეკილ ადამიანს და განწმენდს მის სულსა და ხორცს. ამგვარად თავისუფლდება ჰეგემონი გონება, რათა სწორად შეძლოს ყველაფრის განსჯა, უბიძგოს ადამიანს სიწმიდისა და სიბრძნისაკენ და შეინარჩუნოს იგი ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნილის სიმაღლეზე.

ვნებების ეს სამი გიგანტი ბერ-მონაზვნობაში,  ქორწინებაში მყოფ და ოჯახურ წიაღში მცხოვრებ ყველა ადამიანს ებრძვის სხვადასხვა ხერხითა და მეთოდით, მაგრამ ერთი მიზნით: ადამიანს განწმენდისა და ხსნის გზაზე  შეუშალოს ხელი.

წმიდა იოანე ოქროპირი მოგვიწოდებს ოჯახი იყოს ჩვენი მეორე ეკლესია. ოჯახი, როგორც ეკლესია ოჯახში, არის ვნებათაგან სულიერი განკურნების ადგილი, რომელიც მართლმადიდებლურ წიაღში ჭეშმარიტი მრავალწევრიანი მონასტრის ფუნქციას ატარებს. თანაცხოვრება, თანაარსებობა, მეუღლეობა და ზოგადად ოჯახში ქრისტიანული თანაცხოვრება ხასიათის სიუხეშეს არბილებს, ადამიანს ხდის დიდსულოვანს და ასწავლის, რომ ქრისტესმიერი სიყვარულისა და სულიერი წინსვლის გარეშე  ოჯახური ცხოვრება არამყარ და უსაფუძვლო საძირკველზე დგას და ყოველ წამს გაქრობა ემუქრება. იგივე იოანე ოქროპირი ოჯახს საასპარეზო არენად მიიჩნევს, რადგან მის წევრებს ჭეშმარიტად უწევთ დიდი და ძნელი გზის გავლა, რომელზეც უხვადაა დაბრკოლებები, საცდურები და მწუხარებები. ამიტომაც საჭიროა, რომ ოჯახი იესო ქრისტეს რწმენის მყარ კლდეს დაეფუძნოს, რათა იგი ამქვეყნიური განსაცდელების ტალღებმა არ ჩაძირონ. ოჯახისა და ქორწინების „საიდუმლო ესე დიდ არს“, როგორც „ქრისტესთვის და ეკლესიისა“.

Oikogenia 01

მას შემდეგ რაც უფლმა იესო ქრისტემ თავი დაიმდაბლა და განკაცდა, კვებავს ადამიანებს თავისი სითბოთი და როგორც ზეციური სასიძო ეკლესიის საუკუნო ხელმძღვანელად თავად რჩება. არც ეკლესიას ძალუძს ქრისტეს გარეშე არსებობა და ქრისტეც ეკლესიის გარეშე არ აძლევს ადამიანს თავის საიდუმლოებებში მონაწილეობის საშუალებას. ამგვარად ხდება ოჯახშიც, რომელიც ვერ იარსებებს მისი წევრების გარეშე და მისი სხეული მთლიანი ვერ იქნება თუკი მას თავად არ ეყოლება ქრისტე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უფლის განსაკუთრებული და სათნო ნება-სურვილი თითოეული ჩვენთაგანის ცხონება და განღმრთობაა. ეს არის მთელი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების მიზანი და დასასრული.  შესაბამისად, არც ოჯახური ცხოვრება და არც ბერ-მონაზვნობა არ არის თვითმიზანი, არამედ ისინი ჩვენი ცხონების საშუალებებს წარმოადგენენ.

ცხოვრება ხანმოკლე და წარმავალია და მისი შეფასება შესაძებელია იმის მიხედვით, თუ რამდენად მივყავართ საუკუნო ცხოვრებისაკენ. თუკი ოჯახს არ მიყავს ადამიანი ქრისტემდე, მაშინ ისევე როგორც თავად ამქვეყნიური ცხოვრება, ისიც  ხანმოკლე, სუსტი და დაღუპვისათვის  განწირულია. ითვლება, რომ ოჯახი აღწევს თავის მიზანს არა მისი წევრების ამქვეყნიური წარმატებებით, არა სიკვდილამდე ერთობით, არამედ მაშინ როცა მისი წევრები სიწმიდით ცხოვრობენ და განღმრთობისკენ მიისწრაფვიან. ოჯახის სხვაგვარი შეფასება ადამინაური და   საერო კრიტერიუმებით უსამართლოა და სულისშემხუთავად შემოზღუდავენ მის დანიშნულებას.

ერთ მთაწმიდელ ღირს მამას უთქვამს: „როდესაც ჩვენს ეგოიზმზე მაღლა დავდგებით, ვხდებით ჩვენი ოჯახის ჭეშმარიტი წევრები და როდესაც გავხდებით ოჯახის ჭეშმარიტი წევრები ჩვენი ეგოიზმის დაძლევით, მაშინ გავხდებით ადამის მოდგმის ოჯახის ჭეშმარიტი წევრები და მაშინ შევძლებთ უფლის წინაშე მთელი სამყაროსთვის ლოცვას. ეს სხვა არაფერია, თუ არა სულიწმიდის მადლის დავანება ჩვენს გულებში. სრულიად არ არის შემთხვევითი, რომ ეკლესიის დიდი იერარქების გარდა, ჩვენ გვყავს ოჯახებში წმინდა დედები, წმინდა მამები და გვყავს წმიდა ოჯახები. თუ  სამყაროს გამოსწორება გვსურს, მოდით თავდაპირველად საკუთარი თავი და ჩვენი ოჯახები გამოვასწოროთ.

წყარო: გამოდის ორ თვეში ერთხელ. ლიმასოლის ეპარქია, „ვედრება“, წელი მე-11-ე, ტომი 61, ივლისი-აგვისტო, 2011 წელი.

შინაარსი
სანიშნეები