ციფრული მედიის მეორე საერთაშორისო კონფერეცია

18 June 2018

მოწვევა

ციფრული მედიისა და მართლმადიდებლური მოძღვრების მეორე საერთაშორისო კონფერენცია “ცხოველმყოფელი წყარო” 

(2nd International Conference on Digital Media and Orthodox Pastoral Care) DMOPC18

2018 წლის 18,19,20,21 ივნისი, კუძული კრეტა, კოლიმბარი – საბერძნეთი

კრეტის მართლმადიდებელ აკადემია 

კომფერენციის თემა 

ციფრული მსოფლიო, როგორც სულიწმიდის გავრცელების საშუალება და “ცოცხალი სიტყვა” წმიდა მოციქული პავლეს მიხედვით.

პემპტუსიას“ საყვარელო მეგობრებო,

ელექტრონული ჟურნალის „პემპტუსიას www.pemptousia.gr“ მეშვეობით,  “Orthodox Christian Network” (myocn.net ამერიკის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა გაერთიანების ოფიციალური ორგანიზაცია, SCOBA) და „ბოგოსლოვი“ (bogoslov.ru, მოსკოვის საპატრიარქოს თეოლოგიური განათლების განყოფილება) თანამშრომლობით  2015 წელს ათენში მოეწყო ციფრული მედიისა და მართლმადიდებლური მოძღვრების პირველი საერთაშორისო კონფერენცია (www.dmopc15.com), სადაც 75 მომხსენებელი 21 სხვადასხვა ქვეყნიდან იღებდა მონაწილეობას. მიზანი გახლდათ იმ გამოცდილების გაზიარება და პრობლემების გამკლავებაზე მსჯელობა, რომლითაც გაჯერებულია თანამედროვე სამყარო.

მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, ყოველი მცირე ან დიდი ცხოვრებისეული თხოვნა, მიიჩნევა რომ არის ჯვარცმისა და აღდგომის ნათელით გაჯერებული. ეს ნათელი მიუყვება არსებულ ცხოვრებას და მართლმადიდებელი ეკლესიის თეოლოგიას, პირველი კონფერეციის ციფრული მედიისა და მართლმადიდებელი სამწყსოს 75 გამომსვლელმა გადმოსცეს მართლმადიდებლობის თეორიისა და ქრისტიანული ცხოვრების ის საფუძვლები, რომლითაც გაჯერებულია თანამედროვე ციფრული ეკოსისტემა.

ციფრული მედიისა და მართლმადიდებლური მოძღვრების მეორე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც იმართება 2018 წლის 18,19,20,21 ივნისს, კუძული კრეტა, კოლიმბარი – საბერძნეთი, კრეტის მართლმადიდებელ აკადემიაში.

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, ადამიანი გახდა მოწმე უპრეცედენტო აფეთქებისა ინფორმაციის მიწოდებისა და ურთიერთობათა დამყარების ელექტრონული საშუალებების სფეროში. მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა და მსოფლიო მართლმადიდებელმა მორწმუნეებმაც არ დააყოვნეს და ამ საშუალებების მეშვეობით დაიწყეს ღმრთის სიტყვისა და ჭეშმარიტი ქრისტიანული სულიერების საწყისების გავრცელება.

ეს მეორე კონფერეცია იმართება ელექტრონული ჟურნალის „პემპტუსიას www.pemptousia.gr“ ხელმძღვანელობით, ასევე სხვა საერთაშორისო ვებგვერდების “Orthodox Christian Network” – myocn.net და Ancient Faith Radio    www.ancientfaithradio.com ამერიკიდან, Zvornik-Tuzla www.eparhijazt.com ბოსნიიდან, Orthodoxie www.orthodoxie.com საფრანგეთიდან, Orthodox heritage of Ukraine on Mount Athos www.athos-ukraine.com უკრაინიდან,  Basilica www.basilica.ro და Doxologia www.doxologia.ro რუმინეთიდან,  Bogoslov bogoslov.ru და Pravmir www.pravmir.ru რუსეთიდან და Mitropolija Zagrebacka  www.mitropolija-zagrebacka.org თანამშრომლობით.

ჩვენთვის განსაკუთრებულ სიხარულსა და პატივს წარმოადგენს ის, რომ გიწვევთ ესოდენ მნიშვნელოვან შეხვედრაზე. თქვენ, რომლებიც ახლოდან ადევნებთ თვალყურს „პემპტუსიას“ „მოგზაურობას“, განსაკუთრებული ადგილი გექნებათ იმ შეხვედრაზე, რომელსაც ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ.  გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ თქვენთვის, ვინც სისტემატურად ხართ დაკავებული ადამიანთა ხსნისთვის აუცილებელი სიტყვის ციფრული გავრცელებით, ამ კონფერენციაზე დასწრება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.

                                                                            გელოდებით,

                                                              ნიკოლაოს თ. გურაროსი

             ელექტრონულ ჟურნალ „პემპტუსიას“ დირექტორი და

   წმინდა მაქსიმე ბერძნის სახელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე

სანიშნეები