ღირსი იოანე (თორნიკე) მთაწმიდელი

25 June 2018

მართლმადიდებელი ეკლესია 12/25 ივნისს აღნიშნავს ღირსი იოანე (თორნიკე) მთაწმიდელის ხსენების დღეს.

დიდი ქართველი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი სამცხელი დიდებულების ოჯახს ეკუთვნოდა. ის გახლდათ დიდი ხელმწიფის, დავით III კურაპალატის სარდალი. მონაზვნად აღიკვეცა ათონის წმიდა მთაზე, გახლავთ ივერთა წმიდა მონასტრის ერთ-ერთი ქტიტორთაგანი.

ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.

ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი, ბრძენნო, და მრავალ წილად მოისთულენით სათნოებათა თქუენთა ნაყოფნი, და იქმენნით მწყემს სამწყსოთა ქრისტჱსთა, და გამოზარდენით იგინი მწუანვილოვანთა ზედა მოღუაწებისაჲთა, ხოლო განრაჲხვედით სოფლით დიდებით, მამათა კრებულსა თანა აღირაცხენით, ღირსნო მამანო ჩუენნო ათონელნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

მოღუაწებითა ვნებანი ჴორცთანი დაუმორჩილეთ საცნაურსა სულსა, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილთა, შეიწყნარეთ მადლი სულისაწმიდისაჲ, და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰჴდით, და იჴსნით მვედრებელთა თქუენთა, ამისთჳს კრებული მონაზონთაჲ გნატრის თქუენ მარადის, ყოვლად-ქებულნო მამანო ჩუენნო, ათონელნო, და პატივს-სცემს ჴსენებასა თქუენსა. ქრისტესა ევედრენით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, მონიჭებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

მისი წმიდა ლოცვით, უფალო იესო ქრისტე, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ!

 

სანიშნეები