ღმერთი გვცდის, მაგრამ კიდეც გვწყალობს

3 August 2018

როდესაც ცხოვრება სავსეა მრავალგვარი პრობლემით, ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ღმერთის ყოველი რისხვა და წყევლა მასზეა მოწეული. მაგრამ როგორც კი გადაივლის ეს განსაცდელი, დაინახავს, რომ ღმერთის სასწაულებრივი მზრუნველობა მას იცავს ყველა უმნიშვნელო წვრილმანში, ყველა არსებულ ასპექტში.

ათასწლოვანი გამოცდიელბა, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემა, გვეუბნება: როდესაც ყოვლადმოწყალე ღმერთი ხედავს სულიერ რწმენას, რომლითაც ადამიანი მისი მადლით მოღვაწეობს, როგორც ეს ვიცით წმიდა იობ მრავალვნებულის შემთხვევაში, მას ისეთ სიღრმეებსა და სიმაღლეებზე აიყვანს, რომლებიც მიუწვდომელია სხვებისათვის.

რაც უფრო ახლო და ძლიერია ადამიანის სიყვარული და  მინდობა უფლის მიმართ, მით უფრო დიდი იქნება მისი განსაცდელის ზომა და გამოცდილების სისრულე, რომელმაც შესაძლებელია უმაღლესს მწვერვალსაც კი მიაღწიოს. მაშინ ნათელი ხდება, რომ უკვე მიუახლოვდა იმ ზღვარს, რომლის იქითაც ადამიანური ბუნების მქონეს არ შეუძლია გადალახვა.

სანიშნეები