წმიდა ცოტნე აღმსარებელი

12 August 2018

მართლმადიდებელი ეკლესია 30 ივლისს/12 აგვისტოს აღნიშნავს წმიდა ცოტნე აღმსარებელის, დადიანის, ხსენების დღეს.

აღმსარებელმან შენმან, უფალო, ცოტნე, რომელმან ერთგულებითა და სიმტკიცითა თვისითა განაცვიფრა მტერი ქართველთაჲ და იხსნა ერი თვისი განსაცდელთაგან, რამეთუ აქუნდა მას შენმიერი ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

დღესასწაულობს დღეს ეკლესიაჲ პატიოსანსა ხსენებასა შენსა, წმიდაო აღმსარებელო ცოტნე, და შემოკრებს შვილთა ივერიის ეკლესიისა, რომელნი ადიდებენ ღმრთივ სათნოსა განზრახვასა შენსა, რამეთუ სახედ ექმენ ერსა შენსა, ვითარცა აღმსრულებელი მცნებისაჲ, ამისთვისცა სიხარულით აღვასრულებდეთ სახსენებელსა შენსა, წმიდაო აღმსარებელო საქართველოსთვის თავდადებულო ცოტნე.

სანიშნეები