Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მთაწმიდა | PEMPTOUSIA

ქსენოფონტეს წმიდა მონასტერი

12 April 2013

მონასტერი დაახლოებით დაარსდა მე-10 საუკუნის ბოლოს, წმიდა ქსენოფონტეს მიერ, რომელსაც როგორც ჩანს, მხარს უჭერდა ბასილი ბულგართმმუსვრელი (ბიზანტიის იმპერატორი 976-1025 წლებში). მე-18 საუკუნის ბოლოსკენ გაფართოვდა შემოსაზღვრული ადგილი და თითქმის გასამმაგდა მონასტრის კედლებს შორის არსებული სივრცე. ძველი კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი), რომელიც წმიდა გიორგის სახელობისაა (ისევე, როგორც ახალი), დაახლოებით, 1000 წლისთვის უნდა აეგოთ. ტაძრის მთავარი ნაწილი ფრესკებით 1544 წელს ანტონს მოუხატავს, ხოლო ლიტია 1564 წელს და გარე სტოა – 1637 წელს, – ვინმე თეოფანეს. წმიდა დიმიტრის სახელობის ეკვდერი მე-14 საუკუნის ნაგებობას წარმოადგენს, იმავე ეპოქას მიეკუთვნება ასევე მისი ფრესკებიც. სატრაპეზოს ფრესკები 1496 წლის ქმნილებაა. მონასტრის ახალი კათოლიკონი დაახლოებით 1817-1837 წლებისთვის აიგო და იგი ათონის წმიდა მთის ყველაზე უდიდეს კათოლიკონადაა მიჩნეული. მონასტრის მრავალრიცხოვან რელიკვიებს შორის გამოირჩევა წმიდა გიორგისა და წმიდა დიმიტრის ორი უზარმაზარი მოზაიკური ხატი და ბარელიეფი, სადაც სტეატურ ქვაზე გამოსახულია ფერისცვალების ხატი. ქსენოფონტეს მონასტრის მფარველობის ქვეშ იმყოფება ხარების სახელობის სკიტი, რომელსაც „ქსენოფონტინი“ ეწოდება.

I.M.Xsenofontos 100

I.M.Qsenofontas 111.pg

I.M.Xsenofontos 101

შინაარსი
სანიშნეები