Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა ბასილი ოსტროჯელის მონასტერი | PEMPTOUSIA
დაიბადა 1610 წლის 28 დეკემბერს ჰერცოგოვინის პოპოვოს ეპარქიის სოფელ მრკონიცში ღმრთისმოშიშ ოჯახში. დაბადების სახელი გახლდათ სტოიანი. სრულიად ახალგაზრდა მივიდა ტრებინკის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერში, სადაც მოგვიანებით მონაზვნად აღიკვეცა ბასილის სახელით.
უმაღლესი სულიერი ცხოვრების შესაცნობად მოინახულა და გარკვეული პერიოდი დაყო ათონის წმიდა მთაზე. დაკავებული იყო ისიქასტური გამოცდილებების გამოკვლევით. ურთიერთობა ქონდა უამრავ განდეგილთან და ისიქასტ მამასთან, უმეტესი დრო ცხოვრობდა ხილანდარის წმიდა მონასტერში.
სამხელა ღმრთისმშბელი, ხილანდარის წმიდა მონასტერი
სათნოებების გამო 1638 წელს გამორჩეულ იქნა ტრებინსკის ეპისკოპოსად და მოგვიანებით ზახოლმსკისა და 1656 წელს კი - სკენდერიის მეუფედ. გახლდათ ჭეშმარიტი მწყემსმთავარი და განსაკუთრებით უყვარდა თავისი სამწყსო. უფალმა მიმადლა სასწაულთმოწმედების ნიჭი, დიდი ძალისხმევას ანდომებდა სამწყსოს იეზუიტთა და პაპის უნიისაგან დასაცავად.
მშვიდობით მიიცვალა 1671 წლის 29 აპრილს მონტენეგროს ქალაქ ოსტროჟში. მისი უხრწნელ წმიდა ნაწილებთან დღემდე გრძელდება მრავალი სასწაულის აღსრულება. სერბეთში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასწაულმოწმედ და ხალხისსაყვარელ წმიდანად. ხსენების დღე გახლავთ 29 აპრილი