გარდაცვლილი აღმოაჩინეს ვარნას მიტროპოლიტი კირილე

10 July 2013

როგორც საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან თავისი ეპარქიის სანაპიროსთან გარდაცვლილი აღმოაჩინეს მაღალყოვლადუსამღვდელოესი ვარნას მიტროპოლიტი კირილე.

Varnas Kirilos 100

patriarxiki litourgia 2044

მიტროპოლიტი კირილე, სამების საპატრიარქო ტაძარი, პატრიარქების საიუბილეო წირვა 80/35

პოლიციამ დააკონკრეტა, რომ მათთან სანაპირო დაცვისაგან შევიდა ზარი, რომელიც იუწყებოდა ზღვის ერთ კვადრატშიი 50 წელს ზემოთ მყოფი მამაკაცის გვამის აღმოჩენას.

ერთი წყარო ავრცელებს, რომ მიტროპოლიტი ზღვაზე გახლდათ მიდიების შესაგროვებლად, სხვა წყარო კი იტყობინება სხეულზე ძალადობის ნიშნების შესახებ.

გარდაცლილის გვამის დათვალიერება განახორციელა სასამართლო ექსპერტმა “წმიდა მარინას” საავადმყოფოს პათოლოგანატომიურ განყოფილებაში.

როგორც მიტროპოლიის წარმომადგებნელი იუწყება მისი მაღალუსამღვდელოესობა და თავად მრავალჯერ გამხდარან ძალადობრივი შეტევის სამიზნე, რადგანაც მათ ეპარქიას გააჩნდა დიდი ქონება სანაპირო ზოლში.

ვარნას მიტროპოლიტი კირილე 24 წლის განმავლობაში გახლდათ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, 2012 წლის ბოლოს უნეტარერსი პატრიარქის მაქსიმეს გარდაცვალებიოს შემდეგ  გამორჩეული იყო საპატრიარქო ტახტის თანამოსაყდრედ.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ნეოფიტე და წმიდა სინოდის წევრები საგანგებო რეჟიმში შეიკრიბებიან დღეს 10 ივლისს.

თუ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული დასაფლავება შედგება ხუთშაბათს, 11 ივლისს ვარნას ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრიდან.

უნეტარესი პატრიარქის ნეოფიტეს განცხადებით:  “როგორც კი შევიტყვე ჩემი ძმის წმიდა კირილეს გარდაცვალების შესახებ შევწყვიტე ყველა სხვა ღონისძიება და სასწრაფოდ დავბრუნდი სოფიაში”, სხვაგან კი დასძინა: “ვარნას მიტროპროლიტი კირილე გახლდათ უაღრესად კარგი პიროვნება და გააჩნდა განსაკუთრებული ურთიერთობები ადამიანებთან”.

სასამართლო ექსპერტიზის პირველი დასკვნა იუწყება, რომ სიკვდილის მიზეზი იყო იპოთერმია, რომელიც გამოიწვია ცივ წყალში დიდი ხნის მანძილზე ყოფნამ.

საეკლესიო სააგენტო Romfea.gr-თან ბულგარეთის ეკლესიის ეპისკოპოსისის საუბრისას გაირკვა, რომ მიტროპოლიტი კირილე სანაპირო ზოლიდან 600 მეტრის სიღრმეში გახლდათ ზღვაში შესული კიბოსნაირთა ჯიშზე სათევზაოდ. თევზაობისას რაღაც მომენტში მოხდა ტემპერატურის მკვეთრი დავარდნა, რამაც გამოიწვია გულის პულსის გაჩერება.

წმიდა სინოდისათვის გაგზავნილი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია, რომ ექსპერტიზისას არანაირი ძალადობრივი ნიშნები არ აღმოჩნდა,  როგორც მანამდე რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო იტყობინებოდა.

საგანგებო სინოდის სხდომაზე ასევე განიხილავენ ეპარქიის მმართველის საკითხსაც, არჩევანი შესაძლებელია გაკეთდეს სტარა ზაგორას მიტროპოლიტ გალაქტიონს და ლოვეცის მიტროპოლიტ გაბრიელს შორის.

წყარო: რომფეა.გრ

შინაარსი
სანიშნეები