ანგელოზები ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების ხატწერაში

29 August 2013

წმიდა წერილში, პატერიკულ გადმოცემებსა და საეკლესიო ჰიმნოგრაფიაში ანგელოზებს სხვადასხვა როლი აქვთ მინიჭებული. ისინი ყველგან მყოფი არსებანი არიან, რომლებიც უფლის საიდუმლოებებს ასრულებენ. ანგელოზთა გამოსახვა ქრისტიანული ხელოვნების პრეროგატივაა. ხატმებრძოლეობის პერიოდის შემდეგ ხელოვნებაში მათი ასახვა უფრო კონკრეტულ როლს იძენს. მე-4 საუკუნიდან ანგელოზებს ფრთების გარეშე გამოსახავენ, ხოლო იუსტინიანეს ეპოქიდან კი – საიმპერატორო განმასხვავებელი ნიშნებით.

koimisi tis teotokou 100

ანგელოზთა როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულის ჰიმნოგრაფიასა და ხარწერაში. ისინი ქრისტეს საპატიო გუშაგნი არიან და მათ იმ სხივმფენ სიდიადეში გამოსახავენ, რომელიც მაცხოვარს გარს არტყია. ფრესკებზე ანგელოზები გამოსახულნი არიან, როგორც სულის გამცილებელნი, რომელნიც ან ქრისტესკენ მიფრინავენ, რათა მაცხოვრის ხელთაგან ღმრთისმშობლის პატიოსანი სული ჩაიბარონ და იგი ზეცაში ააბრძანონ, ან კი უფლის ახლოს დგანან, როგორც მისი კელაპტრიანი მსახურნი. ხანდახან მათ, როგორც არაკეთილსინდისიერთა დამსჯელთ, ისე გამოსახავენ, ხან კი ისინი ზეციურ კარიბჭეებს აღებენ, რათა იქ ღმრთისმშობელი შებრძანდეს. გარდა ამისა, ანგელოზები ხშირად არიან გამოსახულნი, როგორც მოციქულთა თანმხლებნი და გზის მაჩვენებლები, რომლებიც თავიანთი ზეციური ტრანსპორტით, ღრუბლებით, სამყაროს დასასრულიდან მოემართებიან, რათა წმიდა ქალწული დამარხონ.

ღმრთისმშობლის მიძინების ხატწერის ისტორიაში ყველაზე უფრო ძველი კომპოზიცია შემონახულია დაფნის, წმიდა ლუკასა და ხორას მონასტრებში, ამ უკანასკნელის ფრესკა გამოირჩევა თავისი განსაკუთრებულად კლასიკური სტილით. მოგვიანებით, მე-13 საუკუნის შემდგომ პერიოდში, ღმრთისმშობლის მიძინების უბრალო გამოსახულებაში ჩნდება ანგელოსთა სიმრავლე, რომლებიც ადი-ჩადიან ზეცის ღია კარიბჭედან ან კიდევ, წმიდა მარიამს თავის ზეციურ სამყოფელში მიაცილებენ.

KoimisiTheotokou 101

დღესასწაულის ჰიმნოგრაფიამ სული შთაბერა ანგელოსთა სიმრავლის ხატწერულ გამოსახულებას, რათა მათ გააღონ ზეციური კარიბჭე და საიდუმლოდ დაარწმუნონ შემოქმედი ცისა და ქვეყანისა…

შეგვიძლია მოკლედ აღვნიშნოთ, რომ ანგელოსთა როლი ხატწერაში დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო იზრდება. ისინი არიან უფლის ნების მაუწყებელნი და მისი მსახურნი, ქრისტეს საპატიო გუშაგნი, სულის გამცილებელნი, არაკეთილსინდისიერთა დამსჯელნი და ღმრთისმშობლის თანმხლებნი, რომელსაც ისე ხვდებიან და ადიდებენ, როგორც ხალხი – გამარჯვებულ იმპერატორს კონსტანტინეპოლში მისი ტრიუმფალური შესვლის ჟამს.

ღმრთისმშობლის ახლოს მყოფი ანგელოზების თითქმის ყველა გამოსახულებაში გაბატონებულია საიმპერატორო ხატწერა. მათი უმთავრესი როლია საპატიო ყარაული და მოლოცვა ავგუსტას მონასტრისა და დედის კალთაში მჯდომარე განკაცებული ლოგოსისა.

Σχετικά άρθρα ხატწერა
შინაარსი
სანიშნეები