Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
ბერი იოსებ ვატოპედელი (+2009) – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 ნეტარი ბერი იოსებ ვატოპედელი – 63 წელი მთაწმიდაზე (1946-2009) – მცირე ფოტოგრაფიული გზამკვლევი https://www.pemptousia.ge/2018/07/01/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94-6/ https://www.pemptousia.ge/2018/07/01/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94-6/#comments Sun, 01 Jul 2018 11:02:59 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51728 2009 წლის 1 ივლისს ბერმა იოსებ ვატოპედელმა სიხარულითა და ღიმილით მიაბარა სული თვისი უფალს. გთავაზობთ მცირე ფოტოგრაფიულ გზამკვლევს.

წმიდა ანას გამოქვაბულებიდან ვატოპედის წმიდა და დიდ სავანემდე

ყველას, ვინც იცნობდა, უყვარდა და  სურს, რომ ახსოვდეს ნეტარი ბერი* იოსები, ვთავაზობთ მისი მთაწმიდაზე მსვლელობის ამსახველ რამოდენიმე ფოტოსურათს. გამოყენებული გვაქვს ჩვენი პირადი ფოტოარქივი.

*გერონდა (ბერძ.) – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი.

ბერი იოსები 1946 წელს კვიპროსიდან ჩამოდის მთაწმიდაზე, წმიდა ანას სკიტში. ეს სურათი იყო მის პასპორტში

წმიდა ანას გამოქვაბულებთან. ღირსი იოსებ ისიქასტის საძმოს (თანმხლები მამები) წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, მათი საძმოს წევრი იყო ბერი იოსები

ღირსი იოსებ ისიქასტის თანმხლები მამები. მჯდომარე ღირსი იოსებ ისიქასტის უკან დგას ბერი იოსები

ახალი სკიტი. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელია, სადაც ცხოვრობდა საძმო ღირსი იოსებ ისიქასტის მიძინებამდე.

ბერი იოსები ახალ სკიტში, ღირსი იოსებ ისიქასტის მიძინებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, სანამ თავის გარშემო  ახალ საძმოს (თანმხლებ მამებს) შემოიკრებდა.

კუტლუმუსის წმიდა მონასტერი რამდენიმე წლის შემდეგ (1982), სადაც ბერი იოსები მცირე ხნით ცხოვრობდა მის თანმხლებ პირველ მონაზვნებთან ერთად. აქ არიან მამა პაისისთან, მღვდელმონაზონ ათანასესთან (ამჟამად ლიმასოლის მიტროპოლიტი) და ერთ საერო პირთან, ამჟამად მღვდელმონაზონ ნიფონთან ერთად.

ახალი სკიტეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელია, რომელიც განახლდა და გაფართოვდა ბერი იოსების საძმოს მოთხოვნილებების გათვალისწინებით. აქ იყვნენ ვატოპედის წმინდა და დიდ სავანეში გადასვლამდე.

რამოდენიმე სურათი მიმდევრობით კელიაში მისი ცხოვრებიდან და მორჩილებებიდან.

ბერის ჯორები: კიცოსი და კასტანისი.

თევზაობისას

სამზარეულოში

მორჩილების შემდეგ მცირე შესვენება. ბერი არ ანსხვადებდა საკუთარ თავს ნებისმიერი სირთულის მორჩილებიდან. გახლდათ კიდევაც სიყვარულის ”ხელქვეითი” ბერი

თავის სულიერ ძმასთან ნეტარ პაპა – ხარალამბესთან, იმჟამად დიონისეს მონასტრის იღუმენთან, ერთად. ახალ სკიტში მისი სტუმრობისას (1986)

ლოცვის დროს, ბერი დგას ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელიის ბაღში.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელია. მისი სენაკის შიდა მხარე.

აქ ბერი მის სამუშაო კაბინეტშია, სადაც ატარებდა დიდ დროს, პასუხობდა მასთან გამოგზავნილ მრავალ წერილს და მუშაობდა წიგნებზე, რომლებიც დაგვიტოვა როგორც წმიდა ანაბარი.

ბერი იოსები მისი საძმოს ორი მღვდელმონაზონის თანხლებით (1985 წ.) – ათანასე (ამჟამად ლიმასოლის მიტროპოლიტი) და ეფრემი (ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის იღუმენი)

ახალ სკიტში გადაღებული უკანასკნელი ფოტოსურათი 1987 წლის აღდგომა, ვატოპედის წმინდა და დიდ სავანეში გადასვლამდე.

პირველი წლები ვატოპედის სავანეში, ღრმა ფიქრები, რთული დასაწყისი…

ბერი სულიერ ძმებთან ერთად: ეფრემ კატუნაკელი და ფილოთეოსის წმიდა მონასტრის იღუმენი (იმჟამად) ეფრემი. 1988 წლის მაისი.

1989 წელი პირველი აღდგომა ვატოპედის წმიდა და დიდი სავანეში, ბერი გაკვირვებით იყურება იმ მხარეს, სადაც საერო პირები ”ქრისტე აღსდგას” შეძახილზე უდიდესი სიხარულით ანთებენ კელაპტრებს.

ყველიერის კვირის კვირა დღე  – 1990 წლის მარტი. ბერი ეფრემის ვატოპედის წმინდა და დიდი სავანის იღუმენად არჩევის დღე.

მენელსაცხებელ დედათა კვირა (აპრილი 1990 წელი), იღუმენის ტახტზე აყვანის დღე. მათთან ერთად გამოირჩევა იმხანად წმიდა მთის პროტოსი (წმიდა მთის სასულიერო მმართველი) თეოკლიტე დიონისელი.

გამასპინძლება სავანის სინოდის დარბაზში იღუმენად ტახტზე აყვანის შემდეგ, სურათზე გამოირჩევიან იმხანად წმიდა მთის საერო მმართველი ბ-ნ კ. ლულისი, დიმიტრიადოსის მიტროპოლიტი და შემდეგ ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი ქრისტოდულე, სტავროვუნის წმიდა მონასტრის (კვიპროსი) იღუმენი, იღუმენი ეფრემი და ბერი იოსები.

.

1991 წლის სექტემბერი, მსოფლიო პატრიარქი დიმიტრი, ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში სტუმრობისას.

მისი კელია, სადაც სოცოცხლის ბოლო წლებში იყო ”განმარტოვებული” და მიიძინა ”უფლისაკენ”

ერთ-ერთი მისი უკანასკნელი ფოტოსურათი, 2009 წლის აღდგომა, მისი ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღესასწაული.

”მოველი აღდგომასა მკვდრეთით”

შეპირებისამებრ შეხვედრამდე ჩვენო ტკბილო ბერო, შენი მამობრივი ჩახუტებით.

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/07/01/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94-6/feed/ 4638
ღირსი ათანასე ათონელი (+ 5 ივლისი) https://www.pemptousia.ge/2016/07/18/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-5-%e1%83%98%e1%83%95-2/ https://www.pemptousia.ge/2016/07/18/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-5-%e1%83%98%e1%83%95-2/#comments Mon, 18 Jul 2016 07:42:53 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49427 მართლმადიდებელი ეკლესია 5/18 ივლისს აღნიშნავს დიდი მამის ღირსი ათანასე ათონელის ხსენების დღეს.

ღირსი ათანასე, როგორც ეს მის ბიოგრაფიაშია აღნიშნული, აღმოსავლეთიდან, ტრაპიზონიდან იყო წარმოშობით. საერო განათლების მიღების დასრულებისთანავე (იგი ფილოლოგი იყო), უფლის მადლით მონუსხული ყოველივე ამქვეყნიურს ტოვებს და  თავისი ხორციელი ბიძის, ღირსი მამის მიქაელ მალეინოსის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდულ ასაკშივე  იწყებს მონაზვნურ ცხოვრებას.

Αγ.-Αθανάσιος-Αθωνίτης

ერთხელ, როდესაც წმიდა ათანასეს სულიერ მამას, მიქაელ მალეინოსს აღსარებისთვის ის ახალგაზრდა სარდლები, ნიკიფორე და ლეონი ეწვივნენ, რომლებმაც შემდგომში ბიზანტიის იმპერიის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, ღირსმა მიქაელმა ისინი იმ ადგილას მიიყვანა, სადაც წმიდა ათანასე მოღვაწეობდა, რომელიც მაშინ ოცდაათი წლისა იყო. იგი გზაში მათ ეუბნებოდა, რომ სურდა მათთვის რაღაც საგანძური ეჩვენებინა. ათანასესთან შეხვედრისა და საუბრის შემდეგ, ნიკიფორე და ლეონი გაოგნებული დარჩნენ და დარწმუნდნენ, რომ მართლაც დიდი საგანძური იპოვეს. იმ დროიდან მათ მინიშნება მიიღეს, რომ მისთვის გაენდოთ საკუთრი ფიქრები მთელი ცხოვრების მანძილზე. მართლაც, რომ აქედან მოყოლებული მათი ცხოვრების ბოლომდე ამ ორი დიდი პიროვნების სულიერი მოძღვარი ღირსი ათანასე გახლდათ. იგი ნიკიფორეს იმდენად დაუახლოვდა, რომ თითოეულმა მათგანმა ერთობლივი აღთქმა დადო მუდამ ერთად ეცხოვრათ, როგორც მონაზვნებს.

ნიკიფორეს მხრიდან ეს დაპირება ვერ შესრულდა, რადგან იგი როგორც მხედართმთავარი კუნძული კრეტის მეკობრეებისაგან გათავისუფლებისათვის ბრძოლაში გაიწვიეს, შემდეგ ძალით გაამეფეს და ბოლოს მოკლეს. ასე, რომ მან ამ მიზეზით ვერ მოახერხა თავისი აღთქმის შესრულება. მის სიცოცხლეში კი მას არასდროს შეუწყვეტია წმიდა ათანასეს დიდ ლავრაზე ზრუნვა.

ღირსი ათანასე ბითვინიის [მცირე აზიის ისტორიული რაიონი] მხარეს ტოვებს და ათონის წმიდა მთაზე მიემგზავრება. მაშინდელი სამონასტრო ცხოვრების ცენტრში, კარიესში ჩასვლისას იგი საკუთარ ვინაობას არ ამჟღავნებს  და თავს გაუნათლებელ და ბრიყვ ადამიანად წარმოაჩენს. ძალიან ხშირად მის მოძღვარს მისთვის ანბანის შესწავლა უცდია, რათა მას თავისი კანონის წაკითხვა შეძლებოდა. იგი კი თავს აჩვენებდა, თითქოსდა არ ჰქონდა სწავლის ნიჭი. კარიესის მთავარი ტაძრის მონაზვნებს, რომლებიც მის მოძღვარს მიუთითებდნენ, მისი მორჩილისთვის წერა-კითხვა ესწავლებინა, უბრალოებით პასუხობდა, რომ იგი შეზღუდული გონების იყო და არ შეეძლო სწავლა.

ბოლოს მისი ვინაობა იმ ადამიანების მიერ გამჟღავნდა, ვინც მას წარსულში იცნობდა. ასე რომ იგი იძულებული შეიქნა ეღიარებინა, რომ სწორედ იგი იყო სახელგანთქმული ათანასე. მას შემდეგ, რაც მან სახელი გაითქვა უკვე აღარ შეეძლო დაფარულად მოღვაწეობა, რაც მას ასე ძლიერ უყვარდა. ამის გამო მან ათონის მთის სხვა კუთხეებს მიაშურა, შესაფერისი სამოღვაწეო ადგილის საძიებლად. მიაღწია ათონის მთის აღმოსავლეთ მხარეს, ე.წ. მელანას. აქ იგი ცოტა ხნით ერთ გამოქვაბულში ცხოვრობდა ისიქასტური ცხოვრების წესით. შემდეგ კი, ნიკიფორეს დაჟინებული თხოვნით ლავრის მშენებლობა დაიწყო. ვიდრე მონასტრის მშენებლობა საბოლოო სტადიაზე გადავიდოდა წმიდა ათანასეს შეტყობინება მოუვიდა ნიკიფორეს იმპერატორად დანიშვნის შესახებ. წმიდა ათანასე ძალიან დამწუხრდა, ვინაიდან ეს ფაქტი მას აუწყებდა, რომ ნიკიფორე ვეღარ შეასრულებდა ღმრთის წინაშე დადებულ საკუთარ აღთქმას. ასე რომ, დამწუხრებულმა, თავმდაბალმა, დიდების არ მაძიებელმა და სიმშვიდის მოყვარულმა წმიდა ათანასემ ლავრის დატოვება გადაწყვიტა. მან ნიკიფორეს მამხილებელი ეპისტოლე გაუგზავნა და თავის ერთ მოწაფესთან, ანტონთან ერთად კვიპროსს გაემგზავრა.

Spilaio tou Agiou Athanasiou

ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, გამოქვაბული სადაც ღირსი ათანასე ცხოვრობდა

კვირპოსზე ყოფნისას უფლისგან იღებს კურთხევას  უკან დაბრუნების და თავისი წამოწყებული საქმის დასრულების შესახებ. მაშასადამე, იგი ბრუნდება უკან და კვლავ აგრძელებს დაწყებულ საქმეს. ლავრის მშენებლობით წმიდა ათანასე ათონის სამონასტრო ცხოვრების საყრდენი ბურჯი გახდა.

მან სხვადასხვა მონასტერი, სკიტი და კელია, რომლებიც ერთმანეთისგან გათიშულნი იყვნენ, ერთმანეთთან შეაკავშირა და მონასტერში მცხოვრები მოწაფეებიც ერთმანეთთან შეაერთა. ამგვარად, მან შეძლო, რომ თანდათანობით მონაზვნები მას ექვემდებარებოდნენ. ისინი, რა თქმა უნდა, თავიანთ ძველ სამყოფელში ცხოვრობდნენ, მაგრამ სულიერად მასზე იყვნენ დაქვემდებარებულნი. სინამდვილეში, ამ ფაქტმა მაშინ საკმაოდ კარგად დააბალანსა არსებული მდგომარეობა. გულახდილად რომ ვთქვათ, სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით აიხსნება ათონური ბერ-მონაზვნური ცხოვრების ხანდაზმულობა. ამიტომ, მას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს  შეუცვლელი აღმშენებელი და ათონური ბერ-მონაზვნობის გამგებელი. მისი შემწეობით ერთმანეთისგან გათიშული,  განმარტოებითა და მიუწვდომლად მცხოვრები ათონელი მამები ერთი აზრის ქვეშ გაერთიანდნენ. მათ პიროვნებას მეტი თავისუფლება მიეცა. მისი შემწეობით ისინი დარწმუნდნენ, რომ ყველას ძალუძს მონაზვნობა თუ შეძლებისდაგვარად პატერიკულ ფილოსოფიას დაიცავს. მან რეალობაში დანერგა და განახროციელა პავლე მოციქულის სიტყვები: „გინა რომელი მსახურებდეს მსახურებითა მით, რომელი ზედა-ადგებოდის – მოსწრაფებით“ და ამგვარად „მღვიძარებდეს მყუდროებაში“.

ამიტომაცაა, რომ ჩვენთვის, მთაწმინდელი მამებისათვის, ღირსი ათანასე არ არის მხოლოდ უბრალოდ ერთი წმიდანი მრავალრიცხოვან წმიდანთა დასიდან. გამონაკლისის გარეშე, იგი ყოველი ადამიანის სულიერი მამაა. მის პიროვნებაში, მის მამობრივ სითბოსა და მზრუნველობაში, მის ღმრთივგანათლებულ აზროვნებაში, მის თავაზიანობაში ყოველი ჩვენგანი, ყველა თაობაში, მასთან საერთოს პოულობს. ასე, რომ ასეთ ადამიანს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეუძლია გააგრძელოს წინ სვლა მონაზვნურ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ნეტარი სურვილით.

ამ განსაკუთრებულად დიდ მანათობელ ადამიანს ორი რამ ახასიათებს. ეს არის ერთის მხრივ შრომისმოყვარეობა, ჯვრის მუდმივი ზიდვა, რასაც იგი ყველაზე საჭიროდ თვლიდა და მას ბერ-მონაზვნობის ხერხემლად მიიჩნევდა. ეს იყო მთავარი იარაღი ასკეტური ცხოვრების წესისა, რომლითაც წმიდა ათანასე თავიდანვე ცხოვრობდა ვიდრე იგი საკუთარ თავზე ლავრის მშნებლობის ამ დიდ პასუხისმგებლობას აიღებდა. მას იმდენად იზიდავდა ასკეტური ცხოვრება, რომ ხშირად წუწუნით აღნიშნავდა, რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გახვეულიყო საზოგადოებრივ საზრუნავში და ამაში რა თქმა უნდა მონასტრის მშენებლობას გულისხმობდა. მისი მუდმივი გულითადი სურვილი საზრუნავებისგან გათავისუფლება და მონასტერში ისიქასტური ცხოვრების წესით ცხოვრება იყო, რაც მას სულიერად ასე ძლიერ იზიდავდა.  ამგვარად ცხოვრობდა იგი თავის გამოქვაბულში, ე.წ. ვიღლაში, რომელიც ლავრის გარეთ სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა.

მეორეს მხრივ, მას სიყვარული, კომუნიკაბელურობა, თანაგრძნობა და მოყვასისათვის თავგანწირვა  ახასიათებდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს იგი უმკაცრეს ასკეტურ ცხოვრებას აიძულებდა, მოყვასის მიმართ ყოველთვის მზრუნველი და სიყვარულით აღსავსე იყო. მისმა ამ დიდმა სიყვარულმა და მზრუნველობამ რეალურად გააერთიანა ათონური ბერ-მონაზვნური სისტემა. მისი წყალობით იგი კვლავ აგრძელებს ერთმანეთთან შეკავშირებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი მდგომარეობა უფლის მადლითა და ამ დიდი მანათობელი, დაუძინარი მფარველის შემწეობით სამყაროს დასასრულამდე გაგრძელდება. შეუძლებელია წმიდა ათანასეს სრული დახასიათება, რადგან რაიმე გამოგვრჩება და ამით დავაკნინებთ მას. ჩვენ ჩვენი მოვალეობა მოვიხადეთ და აი ეს მწირი ინფორმაცია მოგაწოდეთ და მისი მხოლოდ რამდენიმე მახასიათებელი თვისება წარმოვაჩინეთ, რათა ყოველმა ჩვენგანმა საკუთარი თავი გამოვაფხიზლოთ და მის ურიცხვ და მრავალგვარ კეთილ საქმეებს მივბაძოთ. იგი იმდენად ძლიერ ზრუნავდა თავის სამწყსოზე და მათ დახმარებაზე, რომ წმიდა საკურთხევლის მარცხენა მხარეს მსახურების დროსაც კი იჯდა და ლავრის და ასევე სხვა მონასტრის ძმებისგან აღსარებებს იღებდა.

მამობრივი მზრუნველობის მის თავისუფალ სულში, წმიდა ათანასე მიისწრაფვოდა შვება მიეგვარა მოყვასისათვის, ყოველგვარი ხასიათის ადამიანისათვის, ყველაზე სუსტისა თუ ყველაზე ძლიერისათვის, რისთვისაც არ იშურებდა თავის ადამიანურ ცოდნას, ყველა ხერხს პოულობდა, როგორმე შეეცვალა და უფრო კომფორტული გაეხადა მათი ცხოვრება. ამით მას სურდა მიეღწია, რომ სხვებთან შედარებით სუსტი ხასიათის მონაზვნებსაც ეამაყათ თავიანთი მსახურებით და აღარ ჩავარდნილიყვნენ სასოწარკვეთილებაში. მამობრივი ზრუნვის ფართო ასპარეზის დროს, მან ერთგვარი პროგრამა შეადგინა, რომლის მაგვარიც იმ დროისათვის არა თუ არ არსებობდა, არამედ ათონის მთის სამონასტრო ცხოვრების განცალკევებულად ცხოვრების ტრადიციის თანახმად, გაკრიტიკების ღირსიც იყო. წმინა ათანასემ მოაწყო ნავსადგური, სათავსოები, გაიყვანა გზები, გააშენა ვენახები, ბაღები და ყველაფერი გააკეთა, რათა შეძლებისდაგვარად გონივრულ ფარგლებში ელემენტარული კომფორტი შეექმნა ყველა ადამიანისათვის, რომელთაც შეეძლოთ ან სურდათ მონაზვნები გამხდარიყვნენ. მაგრამ მისი ეს ქმედებები ზოგიერთი ადამიანის მიერ განკითხვის ღირსი გახდა და როგორც მის ცხოვრებაშია აღნიშნული, ჩაითვალა „ახალი დემონების შემომყვანად“. იგი ცილისწამების მსხვერპლი გახდა და მთაწმინდის ადმინისტრაციული ორგანოც კი მის წინააღმდეგ განეწყო. მას გასამართლებასაც კი უპირებდნენ, ვინაიდან მან თითქოსდა ბერ-მონაზვნური წესები და მამათა სიმშვიდე დაარღვია. მაშინ, პირადად დედა ღმრთისმშობელი ჩაერია ამ საქმეში და წმიდა ათანასეს მოწინააღმდეგეთა ბრალდებები ჩააცხრო, თავად ათანასე კი გაამხნევა, რათა არ მორეოდა სულმოკლეობა და არ მიეტოვებინა  დაწყებული საქმე, არამედ უშიშრად გაეგრძელებინა მოღვაწეობა.

იმ დროს, როცა წმიდა ათანასე ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა ხოლმე და ამის გამო არ შეეძლო წამოწყებული საქმის დასრულება, მაშინ დედა ღმრთისმშობელი ეცხადებოდა ხოლმე და თავად ამხნევებდა მას. მისი დაპირებები იმდენად ცოცხალი, შეგრძნებადი და სარწმუნო იყო, რომ ერთხელ, როცა სათავსოში და საკუჭნაოში აღარაფერი მოეპოვებოდათ, თავად დედა ღვთისმშობელი გამოეცხადა მათ და უთხრა, რომ იგი გახდებოდა მონასტრის ეკონომოსი [იგივე: მეურნეობის გამგებელი], რათა მათ აღარ ჰქონოდათ ეს საზრუნავი. და მართლაც, ძალზე ხშირად ღმრთისმშობლის კურთხევით სანოვაგით ივსებოდა საკუჭნაო. ასეთი სასწაული სწორედ გაჭირვების დროს ხდებოდა, როცა აურაცხელ მუშა-ხელს, ხალხს და მონაზვნებს სარჩო აღარ ჰქონდათ.

ამ დროიდან მოყოლებული ამ მონასტერს აღარასოდეს ყოლია სხვა ეკონომოსი, იმ სისტემის თანახმად, რაც სხვა მონასტრებშია გავრცელებული. მონასტერს მხოლოდ ეკონომოსის თანაშემწე ყავს. დედა ღმრთისმშობლის ერთ-ერთმა ხატმა, რომელიც მაშინ საკუჭნაოში ინახებოდა,  სასწაულებრივი ძალა გამოაჩინა. ამ ხატს „ეკონომისა“ ეწოდება და კვლავინდებურად ძველ ადგილას არის დაბრძანებული. მისი შემწეობით მრავალი სასწაული აღსრულებულა. მონაზვნები მის წინაშე განსაკუთრებული ღმრთისმოშიშებით აღავლენენ სამადლობელ ლოცვებს. ძალიან ხშირად დედა ღმრთისმშობლის კურთხევით მონასტრის სარჩო-სანოვაგე და სხვა საჭირო საგნები გამრავლებულა.

მე მხოლოდ მოკლედ გიამბეთ იმის შესახებ, რაც თქვენ თავადაც კარგად უწყით.  მსურს, თქვენი ყურადღება მიაპყროთ და პატივისცემა გამოხატოთ მის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ათონის წმიდა მთაზე კვლავ არიან სხვადასხვა ღმრთისმოშიში მონაზვნები, ჩვენთვის საიდუმლოდ კი ყველა ჩვენგანს უდიდეს მოძღვრად, მცველად, იღუმენად და სულიერ მამად ყოვლად ღირსი მამა ათანასე მიგვაჩნია, რომელიც  მონასტრული მოღვაწეობის გამგრძელებლი და ამ ადგილის (რომ არაფერი ვთქვათ, მთელ აღმოსავლურ ბერ-მონაზვნობაზე) წინდახედული გამგებელია.

ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ.

(ბერი იოსები, ათონის მთის სწავლა-დარიგებანი, ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის გამომცემლობა, გვ. 93-99). 

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/07/18/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-5-%e1%83%98%e1%83%95-2/feed/ 5377
ღირსი ათანასე ათონელი (+ 5 ივლისი) https://www.pemptousia.ge/2015/07/20/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-5-%e1%83%98%e1%83%95/ https://www.pemptousia.ge/2015/07/20/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-5-%e1%83%98%e1%83%95/#comments Mon, 20 Jul 2015 06:38:26 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48213 მართლმადიდებელი ეკლესია 5/18 ივლისს აღნიშნავს დიდი მამის ღირსი ათანასე ათონელის ხსენების დღეს.

ღირსი ათანასე, როგორც ეს მის ბიოგრაფიაშია აღნიშნული, აღმოსავლეთიდან, ტრაპიზონიდან იყო წარმოშობით. საერო განათლების მიღების დასრულებისთანავე (იგი ფილოლოგი იყო), უფლის მადლით მონუსხული ყოველივე ამქვეყნიურს ტოვებს და  თავისი ხორციელი ბიძის, ღირსი მამის მიქაელ მალეინოსის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდულასაკშივე  იწყებს მონაზვნურ ცხოვრებას.

Αγ.-Αθανάσιος-Αθωνίτης

ერთხელ, როდესაც წმიდა ათანასეს სულიერ მამას, მიქაელ მალეინოსს აღსარებისთვის ის ახალგაზრდა სარდლები, ნიკიფორე და ლეონი ეწვივნენ, რომლებმაც შემდგომში ბიზანტიის იმპერიის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, ღირსმა მიქაელმა ისინი იმ ადგილას მიიყვანა, სადაც წმიდა ათანასე მოღვაწეობდა, რომელიც მაშინ ოცდაათი წლისა იყო. იგი გზაში მათ ეუბნებოდა, რომ სურდა მათთვის რაღაც საგანძური ეჩვენებინა. ათანასესთან შეხვედრისა და საუბრის შემდეგ, ნიკიფორე და ლეონი გაოგნებული დარჩნენ და დარწმუნდნენ, რომ მართლაც დიდი საგანძური იპოვეს. იმ დროიდან მათ მინიშნება მიიღეს, რომ მისთვის გაენდოთ საკუთრი ფიქრები მთელი ცხოვრების მანძილზე. მართლაც, რომ აქედან მოყოლებული მათი ცხოვრების ბოლომდე ამ ორი დიდი პიროვნების სულიერი მოძღვარი ღირსი ათანასე გახლდათ. იგი ნიკიფორეს იმდენად დაუახლოვდა, რომ თითოეულმა მათგანმა ერთობლივი აღთქმა დადო მუდამ ერთად ეცხოვრათ, როგორც მონაზვნებს.

ნიკიფორეს მხრიდან ეს დაპირება ვერ შესრულდა, რადგან იგი როგორც მხედართმთავარი კუნძული კრეტის მეკობრეებისაგან გათავისუფლებისათვის ბრძოლაში გაიწვიეს, შემდეგ ძალით გაამეფეს და ბოლოს მოკლეს. ასე, რომ მან ამ მიზეზით ვერ მოახერხა თავისი აღთქმის შესრულება. მის სიცოცხლეში კი მას არასდროს შეუწყვეტია წმიდა ათანასეს დიდ ლავრაზე ზრუნვა.

ღირსი ათანასე ბითვინიის [მცირე აზიის ისტორიული რაიონი] მხარეს ტოვებს და ათონის წმიდა მთაზე მიემგზავრება. მაშინდელი სამონასტრო ცხოვრების ცენტრში, კარიესში ჩასვლისას იგი საკუთარ ვინაობას არ ამჟღავნებს  და თავს გაუნათლებელ და ბრიყვ ადამიანად წარმოაჩენს. ძალიან ხშირად მის მოძღვარს მისთვის ანბანის შესწავლა უცდია, რათა მას თავისი კანონის წაკითხვა შეძლებოდა. იგი კი თავს აჩვენებდა, თითქოსდა არ ჰქონდა სწავლის ნიჭი. კარიესის მთავარი ტაძრის მონაზვნებს, რომლებიც მის მოძღვარს მიუთითებდნენ, მისი მორჩილისთვის წერა-კითხვა ესწავლებინა, უბრალოებით პასუხობდა, რომ იგი შეზღუდული გონების იყო და არ შეეძლო სწავლა.

ბოლოს მისი ვინაობა იმ ადამიანების მიერ გამჟღავნდა, ვინც მას წარსულში იცნობდა. ასე რომ იგი იძულებული შეიქნა ეღიარებინა, რომ სწორედ იგი იყო სახელგანთქმული ათანასე. მას შემდეგ, რაც მან სახელი გაითქვა უკვე აღარ შეეძლო დაფარულად მოღვაწეობა, რაც მას ასე ძლიერ უყვარდა. ამის გამო მან ათონის მთის სხვა კუთხეებს მიაშურა, შესაფერისი სამოღვაწეო ადგილის საძიებლად. მიაღწია ათონის მთის აღმოსავლეთ მხარეს, ე.წ. მელანას. აქ იგი ცოტა ხნით ერთ გამოქვაბულში ცხოვრობდა ისიქასტური ცხოვრების წესით. შემდეგ კი, ნიკიფორეს დაჟინებული თხოვნით ლავრის მშენებლობა დაიწყო. ვიდრე მონასტრის მშენებლობა საბოლოო სტადიაზე გადავიდოდა წმიდა ათანასეს შეტყობინება მოუვიდა ნიკიფორეს იმპერატორად დანიშვნის შესახებ. წმიდა ათანასე ძალიან დამწუხრდა, ვინაიდან ეს ფაქტი მას აუწყებდა, რომ ნიკიფორე ვეღარ შეასრულებდა ღმრთის წინაშე დადებულ საკუთარ აღთქმას. ასე რომ, დამწუხრებულმა, თავმდაბალმა, დიდების არ მაძიებელმა და სიმშვიდის მოყვარულმა წმიდა ათანასემ ლავრის დატოვება გადაწყვიტა. მან ნიკიფორეს მამხილებელი ეპისტოლე გაუგზავნა და თავის ერთ მოწაფესთან, ანტონთან ერთად კვიპროსს გაემგზავრა.

Spilaio tou Agiou Athanasiou

ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, გამოქვაბული სადაც ღირსი ათანასე ცხოვრობდა

კვირპოსზე ყოფნისას უფლისგან იღებს კურთხევას  უკან დაბრუნების და თავისი წამოწყებული საქმის დასრულების შესახებ. მაშასადამე, იგი ბრუნდება უკან და კვლავ აგრძელებს დაწყებულ საქმეს. ლავრის მშენებლობით წმიდა ათანასე ათონის სამონასტრო ცხოვრების საყრდენი ბურჯი გახდა.

მან სხვადასხვა მონასტერი, სკიტი და კელია, რომლებიც ერთმანეთისგან გათიშულნი იყვნენ, ერთმანეთთან შეაკავშირა და მონასტერში მცხოვრები მოწაფეებიც ერთმანეთთან შეაერთა. ამგვარად, მან შეძლო, რომ თანდათანობით მონაზვნები მას ექვემდებარებოდნენ. ისინი, რა თქმა უნდა, თავიანთ ძველ სამყოფელში ცხოვრობდნენ, მაგრამ სულიერად მასზე იყვნენ დაქვემდებარებულნი. სინამდვილეში, ამ ფაქტმა მაშინ საკმაოდ კარგად დააბალანსა არსებული მდგომარეობა. გულახდილად რომ ვთქვათ, სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით აიხსნება ათონური ბერ-მონაზვნური ცხოვრების ხანდაზმულობა. ამიტომ, მას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს  შეუცვლელი აღმშენებელი და ათონური ბერ-მონაზვნობის გამგებელი. მისი შემწეობით ერთმანეთისგან გათიშული,  განმარტოებითა და მიუწვდომლად მცხოვრები ათონელი მამები ერთი აზრის ქვეშ გაერთიანდნენ. მათ პიროვნებას მეტი თავისუფლება მიეცა. მისი შემწეობით ისინი დარწმუნდნენ, რომ ყველას ძალუძს მონაზვნობა თუ შეძლებისდაგვარად პატერიკულ ფილოსოფიას დაიცავს. მან რეალობაში დანერგა და განახროციელა პავლე მოციქულის სიტყვები: „გინა რომელი მსახურებდეს მსახურებითა მით, რომელი ზედა-ადგებოდის – მოსწრაფებით“ და ამგვარად „მღვიძარებდეს მყუდროებაში“.

ამიტომაცაა, რომ ჩვენთვის, მთაწმინდელი მამებისათვის, ღირსი ათანასე არ არის მხოლოდ უბრალოდ ერთი წმიდანი მრავალრიცხოვან წმიდანთა დასიდან. გამონაკლისის გარეშე, იგი ყოველი ადამიანის სულიერი მამაა. მის პიროვნებაში, მის მამობრივ სითბოსა და მზრუნველობაში, მის ღმრთივგანათლებულ აზროვნებაში, მის თავაზიანობაში ყოველი ჩვენგანი, ყველა თაობაში, მასთან საერთოს პოულობს. ასე, რომ ასეთ ადამიანს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეუძლია გააგრძელოს წინ სვლა მონაზვნურ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ნეტარი სურვილით.

ამ განსაკუთრებულად დიდ მანათობელ ადამიანს ორი რამ ახასიათებს. ეს არის ერთის მხრივ შრომისმოყვარეობა, ჯვრის მუდმივი ზიდვა, რასაც იგი ყველაზე საჭიროდ თვლიდა და მას ბერ-მონაზვნობის ხერხემლად მიიჩნევდა. ეს იყო მთავარი იარაღი ასკეტური ცხოვრების წესისა, რომლითაც წმიდა ათანასე თავიდანვე ცხოვრობდა ვიდრე იგი საკუთარ თავზე ლავრის მშნებლობის ამ დიდ პასუხისმგებლობას აიღებდა. მას იმდენად იზიდავდა ასკეტური ცხოვრება, რომ ხშირად წუწუნით აღნიშნავდა, რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გახვეულიყო საზოგადოებრივ საზრუნავში და ამაში რა თქმა უნდა მონასტრის მშენებლობას გულისხმობდა. მისი მუდმივი გულითადი სურვილი საზრუნავებისგან გათავისუფლება და მონასტერში ისიქასტური ცხოვრების წესით ცხოვრება იყო, რაც მას სულიერად ასე ძლიერ იზიდავდა.  ამგვარად ცხოვრობდა იგი თავის გამოქვაბულში, ე.წ. ვიღლაში, რომელიც ლავრის გარეთ სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა.

მეორეს მხრივ, მას სიყვარული, კომუნიკაბელურობა, თანაგრძნობა და მოყვასისათვის თავგანწირვა  ახასიათებდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს იგი უმკაცრეს ასკეტურ ცხოვრებას აიძულებდა, მოყვასის მიმართ ყოველთვის მზრუნველი და სიყვარულით აღსავსე იყო. მისმა ამ დიდმა სიყვარულმა და მზრუნველობამ რეალურად გააერთიანა ათონური ბერ-მონაზვნური სისტემა. მისი წყალობით იგი კვლავ აგრძელებს ერთმანეთთან შეკავშირებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი მდგომარეობა უფლის მადლითა და ამ დიდი მანათობელი, დაუძინარი მფარველის შემწეობით სამყაროს დასასრულამდე გაგრძელდება. შეუძლებელია წმიდა ათანასეს სრული დახასიათება, რადგან რაიმე გამოგვრჩება და ამით დავაკნინებთ მას. ჩვენ ჩვენი მოვალეობა მოვიხადეთ და აი ეს მწირი ინფორმაცია მოგაწოდეთ და მისი მხოლოდ რამდენიმე მახასიათებელი თვისება წარმოვაჩინეთ, რათა ყოველმა ჩვენგანმა საკუთარი თავი გამოვაფხიზლოთ და მის ურიცხვ და მრავალგვარ კეთილ საქმეებს მივბაძოთ. იგი იმდენად ძლიერ ზრუნავდა თავის სამწყსოზე და მათ დახმარებაზე, რომ წმიდა საკურთხევლის მარცხენა მხარეს მსახურების დროსაც კი იჯდა და ლავრის და ასევე სხვა მონასტრის ძმებისგან აღსარებებს იღებდა.

მამობრივი მზრუნველობის მის თავისუფალ სულში, წმიდა ათანასე მიისწრაფვოდა შვება მიეგვარა მოყვასისათვის, ყოველგვარი ხასიათის ადამიანისათვის, ყველაზე სუსტისა თუ ყველაზე ძლიერისათვის, რისთვისაც არ იშურებდა თავის ადამიანურ ცოდნას, ყველა ხერხს პოულობდა, როგორმე შეეცვალა და უფრო კომფორტული გაეხადა მათი ცხოვრება. ამით მას სურდა მიეღწია, რომ სხვებთან შედარებით სუსტი ხასიათის მონაზვნებსაც ეამაყათ თავიანთი მსახურებით და აღარ ჩავარდნილიყვნენ სასოწარკვეთილებაში. მამობრივი ზრუნვის ფართო ასპარეზის დროს, მან ერთგვარი პროგრამა შეადგინა, რომლის მაგვარიც იმ დროისათვის არა თუ არ არსებობდა, არამედ ათონის მთის სამონასტრო ცხოვრების განცალკევებულად ცხოვრების ტრადიციის თანახმად, გაკრიტიკების ღირსიც იყო. წმინა ათანასემ მოაწყო ნავსადგური, სათავსოები, გაიყვანა გზები, გააშენა ვენახები, ბაღები და ყველაფერი გააკეთა, რათა შეძლებისდაგვარად გონივრულ ფარგლებში ელემენტარული კომფორტი შეექმნა ყველა ადამიანისათვის, რომელთაც შეეძლოთ ან სურდათ მონაზვნები გამხდარიყვნენ. მაგრამ მისი ეს ქმედებები ზოგიერთი ადამიანის მიერ განკითხვის ღირსი გახდა და როგორც მის ცხოვრებაშია აღნიშნული, ჩაითვალა „ახალი დემონების შემომყვანად“. იგი ცილისწამების მსხვერპლი გახდა და მთაწმინდის ადმინისტრაციული ორგანოც კი მის წინააღმდეგ განეწყო. მას გასამართლებასაც კი უპირებდნენ, ვინაიდან მან თითქოსდა ბერ-მონაზვნური წესები და მამათა სიმშვიდე დაარღვია. მაშინ, პირადად დედა ღმრთისმშობელი ჩაერია ამ საქმეში და წმიდა ათანასეს მოწინააღმდეგეთა ბრალდებები ჩააცხრო, თავად ათანასე კი გაამხნევა, რათა არ მორეოდა სულმოკლეობა და არ მიეტოვებინა  დაწყებული საქმე, არამედ უშიშრად გაეგრძელებინა მოღვაწეობა.

იმ დროს, როცა წმიდა ათანასე ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა ხოლმე და ამის გამო არ შეეძლო წამოწყებული საქმის დასრულება, მაშინ დედა ღმრთისმშობელი ეცხადებოდა ხოლმე და თავად ამხნევებდა მას. მისი დაპირებები იმდენად ცოცხალი, შეგრძნებადი და სარწმუნო იყო, რომ ერთხელ, როცა სათავსოში და საკუჭნაოში აღარაფერი მოეპოვებოდათ, თავად დედა ღვთისმშობელი გამოეცხადა მათ და უთხრა, რომ იგი გახდებოდა მონასტრის ეკონომოსი [იგივე: მეურნეობის გამგებელი], რათა მათ აღარ ჰქონოდათ ეს საზრუნავი. და მართლაც, ძალზე ხშირად ღმრთისმშობლის კურთხევით სანოვაგით ივსებოდა საკუჭნაო. ასეთი სასწაული სწორედ გაჭირვების დროს ხდებოდა, როცა აურაცხელ მუშა-ხელს, ხალხს და მონაზვნებს სარჩო აღარ ჰქონდათ.

ამ დროიდან მოყოლებული ამ მონასტერს აღარასოდეს ყოლია სხვა ეკონომოსი, იმ სისტემის თანახმად, რაც სხვა მონასტრებშია გავრცელებული. მონასტერს მხოლოდ ეკონომოსის თანაშემწე ყავს. დედა ღმრთისმშობლის ერთ-ერთმა ხატმა, რომელიც მაშინ საკუჭნაოში ინახებოდა,  სასწაულებრივი ძალა გამოაჩინა. ამ ხატს „ეკონომისა“ ეწოდება და კვლავინდებურად ძველ ადგილას არის დაბრძანებული. მისი შემწეობით მრავალი სასწაული აღსრულებულა. მონაზვნები მის წინაშე განსაკუთრებული ღმრთისმოშიშებით აღავლენენ სამადლობელ ლოცვებს. ძალიან ხშირად დედა ღმრთისმშობლის კურთხევით მონასტრის სარჩო-სანოვაგე და სხვა საჭირო საგნები გამრავლებულა.

მე მხოლოდ მოკლედ გიამბეთ იმის შესახებ, რაც თქვენ თავადაც კარგად უწყით.  მსურს, თქვენი ყურადღება მიაპყროთ და პატივისცემა გამოხატოთ მის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ათონის წმიდა მთაზე კვლავ არიან სხვადასხვა ღმრთისმოშიში მონაზვნები, ჩვენთვის საიდუმლოდ კი ყველა ჩვენგანს უდიდეს მოძღვრად, მცველად, იღუმენად და სულიერ მამად ყოვლად ღირსი მამა ათანასე მიგვაჩნია, რომელიც  მონასტრული მოღვაწეობის გამგრძელებლი და ამ ადგილის (რომ არაფერი ვთქვათ, მთელ აღმოსავლურ ბერ-მონაზვნობაზე) წინდახედული გამგებელია.

ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ.

(ბერი იოსები, ათონის მთის სწავლა-დარიგებანი, ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის გამომცემლობა, გვ. 93-99). 

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/07/20/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-5-%e1%83%98%e1%83%95/feed/ 6774
ნეტარი ბერი იოსებ ვატოპედელი – 63 წელი მთაწმიდაზე (1946-2009) – მცირე ფოტოგრაფიული გზამკვლევი https://www.pemptousia.ge/2015/07/01/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94-3/ https://www.pemptousia.ge/2015/07/01/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94-3/#comments Wed, 01 Jul 2015 06:30:17 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48168 წმიდა ანას გამოქვაბულებიდან ვატოპედის წმიდა და დიდ სავანემდე

ყველას, ვინც იცნობდა, უყვარდა და  სურს, რომ ახსოვდეს ნეტარი ბერი* იოსები, ვთავაზობთ მისი მთაწმიდაზე მსვლელობის ამსახველ რამოდენიმე ფოტოსურათს. გამოყენებული გვაქვს ჩვენი პირადი ფოტოარქივი.

*გერონდა (ბერძ.) – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი.

ბერი იოსები 1946 წელს კვიპროსიდან ჩამოდის მთაწმიდაზე, წმიდა ანას სკიტში. ეს სურათი იყო მის პასპორტში

წმიდა ანას გამოქვაბულებთან. ღირსი იოსებ ისიქასტის საძმოს (თანმხლები მამები) წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, მათი საძმოს წევრი იყო ბერი იოსები

ღირსი იოსებ ისიქასტის თანმხლები მამები. მჯდომარე ღირსი იოსებ ისიქასტის უკან დგას ბერი იოსები

ახალი სკიტი. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელია, სადაც ცხოვრობდა საძმო ღირსი იოსებ ისიქასტის მიძინებამდე.

ბერი იოსები ახალ სკიტში, ღირსი იოსებ ისიქასტის მიძინებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, სანამ თავის გარშემო  ახალ საძმოს (თანმხლებ მამებს) შემოიკრებდა.

კუტლუმუსის წმიდა მონასტერი რამდენიმე წლის შემდეგ (1982), სადაც ბერი იოსები მცირე ხნით ცხოვრობდა მის თანმხლებ პირველ მონაზვნებთან ერთად. აქ არიან მამა პაისისთან, მღვდელმონაზონ ათანასესთან (ამჟამად ლიმასოლის მიტროპოლიტი) და ერთ საერო პირთან, ამჟამად მღვდელმონაზონ ნიფონთან ერთად.

ახალი სკიტეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელია, რომელიც განახლდა და გაფართოვდა ბერი იოსების საძმოს მოთხოვნილებების გათვალისწინებით. აქ იყვნენ ვატოპედის წმინდა და დიდ სავანეში გადასვლამდე.

რამოდენიმე სურათი მიმდევრობით კელიაში მისი ცხოვრებიდან და მორჩილებებიდან.

ბერის ჯორები: კიცოსი და კასტანისი.

თევზაობისას

სამზარეულოში

მორჩილების შემდეგ მცირე შესვენება. ბერი არ ანსხვადებდა საკუთარ თავს ნებისმიერი სირთულის მორჩილებიდან. გახლდათ კიდევაც სიყვარულის ”ხელქვეითი” ბერი

თავის სულიერ ძმასთან ნეტარ პაპა – ხარალამბესთან, იმჟამად დიონისეს მონასტრის იღუმენთან, ერთად. ახალ სკიტში მისი სტუმრობისას (1986)

ლოცვის დროს, ბერი დგას ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელიის ბაღში.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელია. მისი სენაკის შიდა მხარე.

აქ ბერი მის სამუშაო კაბინეტშია, სადაც ატარებდა დიდ დროს, პასუხობდა მასთან გამოგზავნილ მრავალ წერილს და მუშაობდა წიგნებზე, რომლებიც დაგვიტოვა როგორც წმიდა ანაბარი.

ბერი იოსები მისი საძმოს ორი მღვდელმონაზონის თანხლებით (1985 წ.) – ათანასე (ამჟამად ლიმასოლის მიტროპოლიტი) და ეფრემი (ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის იღუმენი)

ახალ სკიტში გადაღებული უკანასკნელი ფოტოსურათი 1987 წლის აღდგომა, ვატოპედის წმინდა და დიდ სავანეში გადასვლამდე.

პირველი წლები ვატოპედის სავანეში, ღრმა ფიქრები, რთული დასაწყისი…

ბერი სულიერ ძმებთან ერთად: ეფრემ კატუნაკელი და ფილოთეოსის წმიდა მონასტრის იღუმენი (იმჟამად) ეფრემი. 1988 წლის მაისი.

1989 წელი პირველი აღდგომა ვატოპედის წმიდა და დიდი სავანეში, ბერი გაკვირვებით იყურება იმ მხარეს, სადაც საერო პირები ”ქრისტე აღსდგას” შეძახილზე უდიდესი სიხარულით ანთებენ კელაპტრებს.

ყველიერის კვირის კვირა დღე  – 1990 წლის მარტი. ბერი ეფრემის ვატოპედის წმინდა და დიდი სავანის იღუმენად არჩევის დღე.

მენელსაცხებელ დედათა კვირა (აპრილი 1990 წელი), იღუმენის ტახტზე აყვანის დღე. მათთან ერთად გამოირჩევა იმხანად წმიდა მთის პროტოსი (წმიდა მთის სასულიერო მმართველი) თეოკლიტე დიონისელი.

გამასპინძლება სავანის სინოდის დარბაზში იღუმენად ტახტზე აყვანის შემდეგ, სურათზე გამოირჩევიან იმხანად წმიდა მთის საერო მმართველი ბ-ნ კ. ლულისი, დიმიტრიადოსის მიტროპოლიტი და შემდეგ ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი ქრისტოდულე, სტავროვუნის წმიდა მონასტრის (კვიპროსი) იღუმენი, იღუმენი ეფრემი და ბერი იოსები.

.

1991 წლის სექტემბერი, მსოფლიო პატრიარქი დიმიტრი, ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში სტუმრობისას.

მისი კელია, სადაც სოცოცხლის ბოლო წლებში იყო ”განმარტოვებული” და მიიძინა ”უფლისაკენ”

ერთ-ერთი მისი უკანასკნელი ფოტოსურათი, 2009 წლის აღდგომა, მისი ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღესასწაული.

”მოველი აღდგომასა მკვდრეთით”

შეპირებისამებრ შეხვედრამდე ჩვენო ტკბილო ბერო, შენი მამობრივი ჩახუტებით.

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/07/01/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94-3/feed/ 3572
მძლეველი სიყვარულისა [წმიდა დიდმოწამე გიორგის ხსოვნა, სწავლება ათონის წმიდა მთიდან] https://www.pemptousia.ge/2015/05/16/%e1%83%9b%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%9b/ https://www.pemptousia.ge/2015/05/16/%e1%83%9b%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%9b/#comments Sat, 16 May 2015 09:48:03 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48036 ყოველ დღე ჩვენი ეკლესია მოწამეთა დღესასწაულს აღნიშნავს. თუკი შევეცდებით, რომ ქება-დიდებით ცაში ავიყვანოთ ის წმიდანი, რომლის დღესასწაულსაც აღვნიშნავთ, ალბათ, მას დავამცირებთ. ერთ-ერთი ესეთი წმინდანი მოწამეთა დიდება, წმიდანთა სიამაყე, ზეცისა და ეკლესიის პატივია. და იგი გახლავთ დიდმოწამე გიორგი. არ მეგულება ისეთი ქრისტიანის ბაგე, დაწყებული მცირეწლოვანი ასაკიდან და დამთავრებული სიკვდილის პირას მყოფის გულის უკანასკნელ პულსამდე, რომ მას არ მოეხმო ამ წმიდანის უტკბილესი სახელი. არ არსებობს ისეთი ქრისტიანული ქვეყანა, სადაც წმიდა გიორგის სახელზე აგებული ტაძრის თუნდაც ნანგრევები არ იყოს შემორჩენილი.

Agios Georgios 01

ეს მნათობი ერთ დიდ საიდუმლოს ფარავს, რაც ჯერ კიდევ არ არის შესაბამისად შესწავლილი. რატომ აქვს ხალხს წმიდა გიორგის მიმართ ესოდენ დიდი სიყვარული? თუმცაღა, თავად წმიდანის სიყვარული ხალხის მიმართ ისეთი დიდია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია არათუ ის უგულებელვყოთ, არამედ გამუდმებით არ მოვიხსენიოთ. ყოველ სამ ან ოთხ ქრისტიანულ ოჯახში აუცილებლად გვხვდება სახელი გიორგი. რატომ? იმიტომ რომ არ არსებობს ისეთი ოჯახი, სადაც არ არსებობს სიყვარული ამ წმიდანის მიმართ, სადაც მას არ უხმობენ დახმარებისთვის. წმიდა გიორგიმ მიაღწია იმას, რომ თავისი ქრისტიანული თავისებურება სრულეყო, და ეს არა მხოლოდ საკუთარი რწმენის აღიარებით მოახერხა, არამედ – ასევე თავისი მოწამეობრივი ცხოვრებით. რასაც მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგაც კი აგრძელებს. მან თავისი მკლავები შემოაჭდო ეკლესიას, სამყაროს ოთხივე კუთხისა და ყველა დროის მორწმუნეებს. და იქაც კი, სადაც არ არსებობს მართლმადიდებლობა, სადაც ჯერ კიდევ დგას წარმართობის ბურუსი, იქაც კი შეაღწია დაუპატიჟებლად და ყველას თავის სიყვარულზე ამცნო. ჩვენი ეკლესიის მიერ სამართლიანად ეწოდა წმინდა გიორგის – „დაჯილდობული“, „უძლეველი“ „ღვაწლითშემოსილი“ და დიდმოწამე. თავის მხრივ, ყველა წამებული დიდია, რადგან მათ ყველამ  საკუთარი სიცოცხლე გასწირა და ყველამ აჩვენა თავისი უნაკლო სიყვარული ჩვენი იესო ქრისტეს მიმართ. თუმცა, წმიდა გიორგისთვის სახელი „ღვაწლითშემოსილი“ და „დიდმოწამე“ არ დაურქმევიათ  იმ სიმამაცის გამო, რომელიც მან წამების დროს გამოიჩინა, არამედ, ჩემი აზრით, – მას სიყვარულის სისავსის გამო დაარქვეს, იმ სიყვარულისა, რომელიც არა მხოლოდ იმ პერიოდში არსებობდა, როდესაც წმიდანი ამქვეყნად ცხოვრობდა, არამედ – შემდეგაც და საუკუნეების დასასრულამდეც კი გასტანს, იმისათვის რომ შეეწიოს და ტკივილის ყოველი იმპულსი შეუწყდეს  ყველა იმ ადამიანს, ვინც კი  მის სახელს წარმოთქვამს.

ჩვენთვის – მონაზვნებისთვის წმინდა გიორგი არის „მკვებავი“ და მფარველი. წმინდანის კანონის მე-9 საგალობელში შემდეგი სიტყვები წერია: „ჰბრწყინავ ნათლითა წამებისჲთა, მჴნეო გიორგი, და გჳრგჳნთა მარტჳლთა შემკული წინაშე ღმრთისა, ელვარედ მდგომარე ხარ წმიდათა თანა, მვედრებელთა შენთათჳს ნუ დააცადებ მეოხებასა“. წმიდა გიორგი, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შემდეგ, ათონის წმიდა მთისა და მონაზონთა მფარველადაა მიჩნეული. ოთხი მონასტერი და საკმაოდ დიდი რაოდენობის კელია და კალივი არის მიძღვნილი მის წმიდა სახელს.

წმიდა გიორგის ცხოვრებიდან ვიცით, რომ მისი მამა – გერონდიოსი ქრისტიანი იყო და რომ მას თავისი სიცოცხლე, როგორც მოწამეს, ისე დაუსრულებია. თავად გიორგიც პატარაობიდანვე ქრისტიანი ყოფილა. 22 წლის ასაკში წმიდანს  დიდგვაროვნის წოდება უყიდია.  როდესაც იგი ამ წოდების მისაღებად წასულა, რათა შემდგომ დაწინაურების საშუალება მისცემოდა, გაუგონია, რომ მისი უფროსები ქრისტიანთა დევნის ბრძანებას იძლეოდნენ. წმიდა გიორგის გაკვირვებია, თუ რატომ გასცემდნენ ასე ურცხვად ქრისტიანთა დევნის ბრძანებას, მათ ხომ არანაირი დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი. მაშინ წმიდანს მოუხსნია თავისი ქამარი, მიუგდია მეთაურებისათვის და დაუყვირია: „მე ქრისტიანი ვარ. მე არ დავემორჩილები თქვენს ბრძანებას“. სწორედ ამ წუთიდან დაიწყო მისი წამება. და სწორედ ამ დიდმოწამემ, მიუხედავად თავისი მცირე ასაკისა, ვაჟკაცურად აიტანა ყველა ლანძღვა და შეურაცხყოფა, ისე რომ მდგომარეობიდანაც კი არ გამოსულა. გიორგიმ მამობრივი უწყინარობითა და სიყვარულით დაითმინა  საშინელი წამება. მან სასწაულიც კი მოახდინა, რათა მწვალებელნი დაერწმუნებინა – მიუხედავად იმისა, რომ უკვე წინასწარ იცოდა რომ მაინც არ იწამებდნენ მისას – თუმცაღა, უფლის ძალის შემწეობით კომპრომისზე არ წასულა. როდესაც სასწაულს ახდენდა, თურმე წმიდნი შემდეგ სიტყვებს ამბობდა: „მე კი მოვახდენ სასწაულს, მაგრამ თქვენ მაინც არ დაიჯერებთ“. წმიდანმა მკვდრეთით აღადგინა მიცვალებული, რომელიც სამასი წლის წინათ გარდაცვლილ იყო.

და რაც ჩვენ ასე ძლიერ გვაღელვებს არის სწორედ ის უწყინარობა, რომელიც წმიდანს  თავისი მწვალებლების მიმართ გააჩნდა, მაშინ როდესაც მას შეეძლო მათთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. შეეძლო ასევე მათთვის მკაცრი ტონით მიემართა, თუმცაღა, წმიდა გიორგი მათ დიდი თანაგრძნობით ესაუბრებოდა.

ჩვენთვის – მონაზვნებისათვის წმნდა გიორგის სიმამაცე და თვითუარყოფა მაგალითს გვაძლევს, რადგან ეს ჩვენ გვაძლიერებს, განსაკუთრებით კი – ჩვენი საკუთარი სინდისის უსისხლო წამების ჟამს.  მოწამეებს ასე ეუბნებოდნენ: „ან უარყობთ ან აღიარებთ“. მათ არ უარყვეს და გარდაიცვალნენ. ჩვენ დროში, ამჟამად აღარ არსებობს ეს ფაზა. თუმცაღა, არსებობს საიდუმლო ბრძოლა წარმოსახვით ტირანთან, რომელიც გამუდმებით გვაწამებს. ის თითქოსდა ამ სიტყვებს ამბობს: „ან თაყვანსა სცემ ცოდვის მრავალსახოვან კერპს, ან არადა ცდუნებას მოგივლენ, ან ავადმყოფობასა და ღელვას“. თუმცაღა, ჩვენ კი ამ კითხვაზე ხმამაღლა ვპასუხობთ: „მხოლოდ ჩვენს ღმერთს ვცემთ თაყვანს და მხოლოდ მას ვადიდებთ. არც შენს ღმერთებს ვადიდებთ და არც შენს ხატს ვცემთ თაყვანს“. სინამდვილეში ამ გიგანტისგან დიდ გამბედაობას ვიძენთ. ჩვენ ყველა თანამოაზრეები ვართ. იესო ქრისტეს სიყვარულისთვის არ ვზოგავთ არა მხოლოდ ქონებას, ჯილდოებს, ტიტულებს, ფუფუნებას, რომელიც გადაიშლება მის წინაშე, არამედ – თავად ცხოვრებასაც, რომლისთვისაც მან თავი გასწირა.

Gerondas Iosif vatopedinos 12

და ჩვენც, როდესაც რთული დღეები გვიდგას, გვწამს რომ თვით უფალი, რომელიც იყო მაშინ და არის ახლაც, იმავე მამობრივი სითბოთი და თანაგრძნობით გააძლიერებს ჩვენს არარაობას.  და ამიტომაც იმავე საბაბით, ყველა სხვა დანარჩენზე მეტად, უპირატესობას ვანიჭებთ ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს სიყვარულს, რწმენასა და მის მიმართ მორჩილებას. სწორედ მისი მადლის შემწეობით მოვახერხეთ და ჩვენი მწირი ძალებით  გადავაბიჯეთ ამქვეყნიური უთავბოლოობის და ამაოების ძალადობრივი მდინარის მიღმა. უარი ვთქვით საკუთარ ოჯახებზე და თვით ჩვენს ბუნებაზეც კი, და აქ, ამ ადგილას ვართ განმარტოებულნი იმავე მოლოდინით.

ხანდახან გამოუცდელობის, არცოდნის, სისუსტის გამო წარმატებას ვერ ვაღწევთ, თუმცა არასდროს არ ვთმობთ ჩვენს განზრახვას. გამუდმებით ვაღიარებთ, რომ „უფალსა ღმერთსა ჩვენსა ვცემთ თაყვანს და მხოლოდ მას ვადიდებთ“, მისი სიყვარულის გამო, „უარვყავთ თავი ჩუენი“, გამბედაობას მოწამეთა ღრუბლიდანაც ვიწოვთ, რომელთაც გაიარეს ეს გზა და ჩვენ, როგორც მემკვიდრეობა, ისე დაგვიტოვეს. ძლიერ გვწამს იმისა, რომ ღმრთიური მადლი აუცილებლად  დარჩება ჩვენთან და ჩვენც მივაღწევთ ჩვენს მიზანს. სწორედ ამ გზით შედეგად ორ დიდ სიკეთეს ვიღებთ. პირველი, ეს არის ჩვენი ცხონება, ხოლო მეორე კი ის, რომ ჩვენ ვამხნევებთ და ერთგვარად მხარში ვუდგავართ ჩვენს ქრისტეს მიერ ძმებს, რომლებიც საზოგადოების წიაღში ცხოვრობენ და თავისი მხრებით ატარებენ საზოგადოებრივი ცხოვრების ამ მძიმე ტვირთს, ებრძვიან უამრავ საწინააღმდეგოსა და უარყოფითს, მრავალ ტანჯვას დაითმენენ იმისათვის, რომ მათაც შეძლონ და განა უარყონ, არამედ – აღიარონ უფალი თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში. ჩვენთვის სინათლეს წარმოადგენენ ანგელოზები, ხოლო ერში მცხოვრები ქრისტიანებისათვის კი სინათლეს წარმოადგენენ მონაზვნები. ეს ასე იმიტომ ხდება, რომ დღეს მათ არ შეუძლიათ იპოვნონ ანტონი დიდი ან მამა პაისი, ან პახუმი, რადგან ისინი უკვე წასულები არიან. დღეს მათ ადგილზე ვიმყოფებით ჩვენ – თავმდაბალი მონაზვნები, რომელთაც იგივე დევიზი, იგივე კონტურები, იგივე ტრადიცია გაგვაჩნია და იმავე გზას ვაგრძელებთ.

ყველა ჩვენგანმა, დაე, იმავე განზრახვით მუხლი მოვიდრიკოთ წმიდა გიორგის სიყვარულის წინაშე, რადგანაც ეს მიზეზები ითხოვს მის უძლიერეს შუამავლობასა და ჩვენი ბრძოლის გაძლიერებას. „ნეტარ არის ის, ვისაც ჰყავს ნაცნობები სიონში და შინაური იერუსალიმში“. ასევე ჩვენც – გვყვავს ნაცნობი და შინაური წმიდა გიორგი, რომელსაც რამდენიმე სიტყვით ვუძღვნით ქებას, იმისათვის რომ მას მივცეთ საბაბი და მიზეზი, რომ  გაიღოს თავისი უფლისდარი სიყვარული და ჩვენ გვაჩუქოს ზეცა. ამინ.

წყარო: ბერი იოსები, სწავლება ათონის წმიდა მთიდან, ვატოპედური საუბრები, მესამე გამოცემა, ვატოპედის წმინდა და დიდი მონასტრის გამოცემა, ათონის წმინდა მთა, 19.

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/05/16/%e1%83%9b%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%9b/feed/ 3373
სამღვდლო ნიჭი და ადამიანური სენი https://www.pemptousia.ge/2014/10/30/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%93%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%ad%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c/ https://www.pemptousia.ge/2014/10/30/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%93%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%ad%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c/#comments Thu, 30 Oct 2014 12:12:03 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47311 ძალ-ღონე არ დავიშუროთ იმისათვის, რომ „შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაჲ“ (I კორინთელთა მიმართ 15, 49), ნაცვლად „ხატისა მიწისაგანისაჲ“ (მიწიერი სამოსისა), რომელიც ჩვენ ნათლობამდე გვქონდა. თუმცა, ძალ-ღონის უშურველობა, „გაძლიერება“ უნდა იქცეს ისეთ „ქმედებად“, რომ მან დადებითი შედეგის მოტანა შეძლოს. ყოვლადმოწყალე უფალმა ღმერთმა, რომელმაც თავისი ჯვრით თავისუფლება და საუკუნოვან სიცოცხლეში შესვლის შესაძლებლობა გვიწყალობა, გვასწავლა ასევე ის რეალური გზა, რომელიც აუცილებლად უნდა გავიაროთ, რათა „აღთქმულს“ მივაღწიოთ. უფლის სათნოებით აღსავსე ცხოვრება მოიცავს საზომსა და კრიტერიუმს, ცხოვრების გარდაუვალ კანონს ყველა ეპოქის მორწმუნეთათვის. იგი არის ეგრედ წოდებული „პრაქტიკა“, რომელსაც წმიდა მამები უწოდებენ „აღსვლის თეორიას“. ლუკა მახარებლის სიტყვები „იწყო იესო ყოფად და სწავლად“ (საქმე 1, 1) თეორიისა და საქმის შეთავსების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

Exomologisi 01

გავიხსენოთ, თუ როგორ განმარტავს პავლე მოციქული სიტყვას – „მიწიერი“, მას უწოდებს „ძველ ადამიანს“, „ცოდვის სხეულს“, რათა გავაცნობიეროთ თუ რანი ვართ და რა არსებობს ჩვენში, შესაბამისად, რა ბრძოლების გამართვა გვმართებს. მოციქული ამგვარად ამბობს: „ესე უწყით, რამეთუ შჯული სულიერ არს, ხოლო მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა. რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ. ხოლო უკუეთუ რომელი-იგი არა მნებავს, და მას ვჰყოფ, თანა-მოწამე ვარ შჯულისა, რამეთუ კეთილ არს. აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკვიდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ. რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ  დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაჲ იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ. რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ“.

შემდეგ კი აგრძელებს: „ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკვიდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ. ვპოვო-მეა შჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა მიც? რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე სჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა“. ბოლოს კი მწუხარე დილემით ასრულებს: „უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიჴსნეს ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?“ (რომაელთა მიმართ 7, 14-24).

ეს აღწერა ადასტურებს დაცემას, რომელიც ჩვენ ცოდვისა და ღმრთის „ხატისა და სახის“ სამწუხარო განადგურების შედეგად განვიცადეთ. პავლე მოციქული ამ სიტყვებით ცოდვის ძალას გვიმხელს, რომელიც ჩვენში არსებობს და არა მხოლოდ ზემოქმედებს, არამედ აიძულებს კიდეც ადამიანურ ნებას. იგივე აზრია გადმოცემული დაბადებაში, სადაც შემდეგს ვკითხულობთ: „ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე“ (დაბადება 8, 21).

ამ ადამიანური სენის შესახებ დიაგნოზი ძალიან საჭიროა თქვენთვის, ყოვლად პატივსაცემო სასულიერო პირნო, რადგან სწორედ თქვენ ხართ ის მკურნალნი და მსაჯულნი, რომელთა ხელშიც უნდა გაიაროს ამ დასახიჩრებულმა სნეულმა, იმისათვის რომ მან მიაღწიოს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ამ სნეულების განსაკურნავად რამდენიმე აუცილებელი წინაპირობა არსებობს: პირველი, იმ მიზეზების აღმოფხვრა და მათთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტაა, რომლებიც ადამიანს ბიძგს აძლევენ ან მოუწოდებენ ცოდვისაკენ. მეორე, გულწრფელი სინანულია, იმისათვის რომ დავრწმუნდეთ ღმრთაებრივ სიკეთეში, რათა მოვინანიოთ და ბოლოს და ბოლოს დავუბრუნდეთ ჩვენს თავდაპირველ მსგავსებას. მესამე, ნებაყოფლობითი შრომისმოყვარეობაა, რომლის დროსაც გვმართებს ჩვენ თავზე ვიტვირთოთ სხვადასხვა ბრძოლა და ხორციელი ტკივილი, იმისათვის რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ავხორცობას, რომელიც ჩვენში ცოდვის შედეგად დამკვიდრდა.

თუკი მოთმინებითა და სურვილით მიჰყვებით სინანულისა და შრომისმოყვარეობის გზას, უფლის შიში დაუყოვნებლივ გაიზრდება თქვენში.  ხოლო როდესაც იზრდება ღმრთის შიში, ასევე იზრდება გულმოდგინებაც და ის ადამიანი, ვინც სინანულს განიცდის, აღარ გრძნობს დაღლილობას. როდესაც ღმრთაებრივი გულმოდგინება ჩნდება, მას, თავის მხრივ,  მოძრაობაში მოჰყავს ყოველივე ის, რაც კი საჭირო და ნიჭით დაჯილდოებული არსებობს ჩვენს ბუნებაში და სწორედ მაშინ, ადამიანი მთელი თავისი ძალით აჩვენებს ღმერთს, რომ ეშინია მისი და რომ უყვარს ის. თუკი ეს ღმრთაებრივი გულმოდგინება არ გაიფანტება, არამედ აქტიურად იმოქმედებს – და იგი აქტიური რჩება იმ შემთხვევაში, თუკი სიზუსტით სრულდება ღმრთის მცნებები -, მაშინ ჩვენ რეალურად შევიგრძნობთ ჩვენს ცოდვილობას, ანუ გაჩნდება გრძნობა იმისა, რომ ჩვენ დავამწუხრეთ უფალი. ზუსტად აქედან იწყება სულიერი მწუხარება (იგი მკაცრ და პირქუშ ხასიათებში იწვევს უფრო მეტ სიხარულს, ვიდრე – ნუგეშს, რადგან ისინი ყოველთვის უფრო ნათლად გრძნობენ ღმრთაებრივ სიყვარულს, ვიდრე – უფლის სიმართლეს). როდესაც მწუხარება და ცრემლები არ იფანტება და არ გადის, მაშინ მცირდება ვნებათა ძალა და ძლიერდება მათ მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ანალოგიურად, მორწმუნე ადამიანის სურვილითა და გულმოდგინებით ჩნდება მის გულში ქრისტეს სიყვარული.

ეს ყოველივე წარმოადგენს ღმრთაებრივი მადლის შედეგს, როდესაც ის (მადლი) მუდმივი სინანულიდან ძალად გადაიქმნება. სწორედ აქედან მოყოლებული აუცილებელია „ლოცვითი“ ვარჯიში, იმისათვის რომ გონებამ შეძლოს მადლის მუდმივი შეგრძნების შენარჩუნება, იმისათვის რომ დავიცვათ ის აორთქლებისაგან, ხოლო გრძნობები კი – ვნებათა ზეწოლისაგან. ლოცვის გარეშე შეუძლებელია რაიმე მოხდეს. ყველაზე უარესი მტერი, რომელიც ავნებს ყოველივე ამას, არის დაუდევრობა, მას წმიდა მამები უზრუნველობას უწოდებენ –  შრომისმოყვარეობის, გარჯის, ბრძოლის (ყოველივე იმის, რომლებიც, როგორც ზევით ვნახეთ, სინანულის საწყისს წარმოადგენენ) საპირისპიროს.  მაშასადამე, თუკი სიზარმაცე ხელს შეუშლის ამ სიკეთის გაგრძელებას, მაშინ ყველაფერი ფუჭი ხდება, ხოლო უკან დაბრუნება კი დიდ სირთულეს წარმოადგენს. სინანულში, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს ის გამოხატული, აუცილებელია გამოცდილი სულიერი მკურნალის მხარდაჭერა, იმიტომ რომ, როდესაც ეშმაკი ხედავს ადამიანს, რომელიც წამოდგომას ცდილობს, რათა  ისევ უკან დაუბრუნდეს ღმერთს, მას კიდევ უფრო მეტად ებრძვის, ვიდრე ეს უწინ იყო და მისთვის თავგზის დაბნევას ცდილობს.

ამ პრაქტიკის მიზანს ჩვენში ღმრთაებრივი მადლის მყოფობისა და ენერგიის გამოწვევა წარმოადგენს. რადგანაც ჩვენ მარტო ვერ შევძლებთ დავამხოთ „ჩვენი გონების კანონსა და ცოდვის კანონს შორის არსებული წინააღმდეგობა“, რომელსაც ჩვენს წიაღში აქვს ფესვები გადგმული. ასე რომ, მადლის გარეშე „ჩვენ არაფრის გაკეთება შეგვიძლია“. მადლს შრომისმოყვარეობა იწვევს, უზრუნველობა და ავხორცობა კი დევნის. როდესაც ჩვენი სხეულის ნაწილები და გრძნობები წყვეტენ ცოდვასთან თანამშრომლობას, მაშინ ჩვენი გონება და გული ნათდება და ორივე ერთად ექცევა იესო ქრისტეს მორჩილების ქვეშ, ადამიანი თავისუფლდება ხრწნის კანონის ტყვეობისაგან „რამეთუ თვით იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა“ და ამის შემდეგ იგი იქცევა „მოძღვრად“ (სასულიერო პირად), ისეთად, რომელსაც პეტრეს მსგავსად შეუძლია შემდეგის გაგება: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“, ან „აძოენ კრავნი ჩემნი“.

ყოველივე ეს ეხება ყოველ მორწმუნე ადამიანს, თუმცა უპირველეს ყოვლისა და ძირითადად სასულიერო პირებს – მღვდლებსა და მონაზვნებს. ჩვენთვის, ვისაც ანაფორა გვაცვია, ყოველივე ეს მუდმივი შეშფოთების საგანი უნდა იყოს, რადგან სულიერება არ არის ნებაყოფლობითი არჩევანის თემა. ის ჩვენი უმთავრესი და აუცილებელი მოვალეობაა, რომლის გარეშე არსებობის მიზანი ჩვენ არ გაგვაჩნია. ფრაზაში „წადით და ჩემს მოწაფეებად აქციეთ ყოველი წარმართი“ იგულისხმება ერთგვარი სულიერი ძალა, რომელიც ჩვენ შემდეგის შემძლეებად გვაქცევს: „სახლსა ძლიერისასა შესლვად და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად“ (მათე 12, 29). სხვა ვინ არიან ცოდვილნი თუ არა ეშმაკის ნადავლი, რომელიც მათ საკუთარი ნებისამებრ ატრიალებს? სწორედ ეს ნადავლი უნდა დავაბრუნოთ უკან ჩვენი უფლის მეშვეობით, უნდა მოვიტაცოთ და „მიმცვალნა ჩუენ სასუფეველსა ძისა მისისა საყუარელისასა“ (კოლასელთა მიმართ 1, 13). მაშ, რაოდენი სისუფთავე და სიწმინდე გვმართებს იმისათვის, რომ თავი გავართვათ ჩვენს მისიას! რადგან, დაე, ნუ დაგვავიწყდება, რომ წმიდა მამების სწავლების თანახმად „უპირველეს ყოვლისა, თავად უნდა გავნათლდეთ და შემდეგ სხვას გავუნათოთ, ჯერ თავად უნდა განვიწმიდოთ და შემდეგ სხვა განვწმიდოთ“!

(ბერი იოსები, პარაკლისის სიტყვანი, ვატოპედური დარიგებანი 15, ვატოპედის წმიდა დიდი სავანის გამოც. , გვ. 80-94).

]]> https://www.pemptousia.ge/2014/10/30/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%93%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%ad%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c/feed/ 3185 ნეტარი ბერი იოსებ ვატოპედელი – 63 წელი მთაწმინდაზე (1946-2009) – მცირე ფოტოგრაფიული გზამკვლევი https://www.pemptousia.ge/2014/07/01/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94/ https://www.pemptousia.ge/2014/07/01/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94/#comments Tue, 01 Jul 2014 20:48:24 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=45057 წმინდა ანას გამოქვაბულებიდან ვატოპედის წმინდა და დიდ სავანემდე

ყველას, ვინც იცნობდა, უყვარდა და  სურს, რომ ახსოვდეს ნეტარი ბერი* იოსები, ვთავაზობთ მისი მთაწმინდაზე მსვლელობის ამსახველ რამოდენიმე ფოტოსურათს. გამოყენებული გვაქვს ჩვენი პირადი ფოტოარქივი.

*გერონდა (ბერძ.) – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი.

ბერი იოსები 1946 წელს კვიპროსიდან ჩამოდის მთაწმინდაზე, წმინდა ანას სკიტეში. ეს სურათი იყო მის პასპორტში

წმინდა ანას გამოქვაბულებთან. ღირსი იოსებ ისიქასტის საძმოს (თანმხლები მამები) წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, მათი საძმოს წევრი იყო ბერი იოსები

ღირსი იოსებ ისიქასტის თანმხლები მამები. მჯდომარე ღირსი იოსებ ისიქასტის უკან დგას ბერი იოსები

ახალი სკიტე. ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელია, სადაც ცხოვრობდა საძმო ღირსი იოსებ ისიქასტის მიძინებამდე.

ბერი იოსები ახალ სკიტეში, ღირსი იოსებ ისიქასტის მიძინებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, სანამ თავის გარშემო  ახალ საძმოს (თანმხლებ მამებს) შემოიკრებდა.

კუტლუმუსის წმინდა მონასტერი რამდენიმე წლის შემდეგ (1982), სადაც ბერი იოსები მცირე ხნით ცხოვრობდა მის თანმხლებ პირველ მონაზვნებთან ერთად. აქ არიან მამა პაისისთან, მღვდელმონაზონ ათანასესთან (ამჟამად ლიმასოლის მიტროპოლიტი) და ერთ საერო პირთან, ამჟამად მღვდელმონაზონ ნიფონთან ერთად.

ახალი სკიტეს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელია, რომელიც განახლდა და გაფართოვდა ბერი იოსების საძმოს მოთხოვნილებების გათვალისწინებით. აქ იყვნენ ვატოპედის წმინდა და დიდ სავანეში გადასვლამდე.

რამოდენიმე სურათი მიმდევრობით კელიაში მისი ცხოვრებიდან და მორჩილებებიდან.

ბერის ჯორები: კიცოსი და კასტანისი.

თევზაობისას

სამზარეულოში

მორჩილების შემდეგ მცირე შესვენება. ბერი არ ანსხვადებდა საკუთარ თავს ნებისმიერი სირთულის მორჩილებიდან. გახლდათ კიდევაც სიყვარულის ”ხელქვეითი” ბერი

თავის სულიერ ძმასთან ნეტარ პაპა – ხარალამბესთან, იმჟამად დიონისეს მონასტრის იღუმენთან, ერთად. ახალ სკიტეში მისი სტუმრობისას (1986)

ლოცვის დროს, ბერი დგას ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელიის ბაღში.

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელია. მისი სენაკის შიდა მხარე.

აქ ბერი მის სამუშაო კაბინეტშია, სადაც ატარებდა დიდ დროს, პასუხობდა მასთან გამოგზავნილ მრავალ წერილს და მუშაობდა წიგნებზე, რომლებიც დაგვიტოვა როგორც წმინდა ანაბარი.

ბერი იოსები მისი საძმოს ორი მღვდელმონაზონის თანხლებით (1985 წ.) – ათანასე (ამჟამად ლიმასოლის მიტროპოლიტი) და ეფრემი (ვატოპედის წმინდა და დიდი სავანის იღუმენი)

ახალ სკიტეში გადაღებული უკანასკნელი ფოტოსურათი 1987 წლის აღდგომა, ვატოპედის წმინდა და დიდ სავანეში გადასვლამდე.

პირველი წლები ვატოპედის სავანეში, ღრმა ფიქრები, რთული დასაწყისი…

ბერი სულიერ ძმებთან ერთად: ეფრემ კატუნაკელი და ფილოთეოსის წმინდა მონასტრის იღუმენი (იმჟამად) ეფრემი. 1988 წლის მაისი.

1989 წელი პირველი აღდგომა ვატოპედის წმინდა და დიდი სავანეში, ბერი გაკვირვებით იყურება იმ მხარეს, სადაც საერო პირები ”ქრისტე აღსდგას” შეძახილზე უდიდესი სიხარულით ანთებენ კელაპტრებს.

ყველიერის კვირის კვირა დღე  – 1990 წლის მარტი. ბერი ეფრემის ვატოპედის წმინდა და დიდი სავანის იღუმენად არჩევის დღე.

მენელსაცხებელ დედათა კვირის კვირა დღე (აპრილი 1990 წელი), იღუმენის ტახტზე აყვანის დღე. მათთან ერთად გამოირჩევა იმხანად წმინდა მთის პროტოსი (წმინდა მთის სასულიერო მმართველი) თეოკლიტე დიონისელი.

გამასპინძლება სავანის სინოდის დარბაზში იღუმენად ტახტზე აყვანის შემდეგ, სურათზე გამოირჩევიან იმხანად წმინდა მთის საერო მმართველი ბ-ნ კ. ლულისი, დიმიტრიადოსის მიტროპოლიტი და შემდეგ ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი ქრისტოდულე, სტავროვუნის წმინდა მონასტრის (კვიპროსი) იღუმენი, იღუმენი ეფრემი და ბერი იოსები.

.

1991 წლის სექტემბერი, მსოფლიო პატრიარქი დიმიტრი, ვატოპედის წმინდა და დიდ სავანეში სტუმრობისას.

მისი კელია, სადაც სოცოცხლის ბოლო წლებში იყო ”განმარტოვებული” და მიიძინა ”უფლისაკენ”

ერთ-ერთი მისი უკანასკნელი ფოტოსურათი, 2009 წლის აღდგომა, მისი ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღესასწაული.

”მოველი აღდგომასა მკვდრეთით”

შეპირებისამებრ შეხვედრამდე ჩვენო ტკბილო ბერო, შენი მამობრივი ჩახუტებით.

]]>
https://www.pemptousia.ge/2014/07/01/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94/feed/ 4763
მიზანი ცხოვრებისა https://www.pemptousia.ge/2014/04/01/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%96%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90/ https://www.pemptousia.ge/2014/04/01/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%96%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90/#comments Tue, 01 Apr 2014 09:15:53 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46963  „და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა“ (იოვანე 1, 14).  „რამეთუ შე-ვე მისა-ჰგვანდა, რომლისათჳს არს ყოველი და რომლისაგან არს ყოველი, რომელმან მრავალნი შვილნი დიდებად მოიყვანნა, და წინამძღუარი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ ვნებითა სრულ ყოფად“ (ებრაელთა მიმართ 2, 10).

I.M.M.Vatopaidiou 104

რადგანაც ხატი ძირს დაეცა და ნაწილებად იქცა, არვის ძალუძდა მისი აღდგენისათვის შუამდგომლობა გარდა, მხოლოდ და მხოლოდ, პირველი შემოქმედისა, რომელმაც „თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს“ (ფსალმუნი 32, 9). „ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ“, ჩვენი გადარჩენისათვის აბსოლუტური ღმრთაებრივი ნების ჟამი,  „მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე, რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს, და რაჲთა შვილებაჲ იგი მოვიღოთ“ (გალატელთა მიმართ 4, 4-5).

სწორედ იმ დღეს, როდესაც  სამყაროს გადარჩენისათვის უფლის მიერ დასახულ გეგმას – შობას ვზეიმობთ, უფალი მოევლინა ხალხს და „სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის“ (იოვანე 1, 14). მანამდე, მსოფლიო ისტორიის განმავლობაში, არასოდეს სმენიათ უფრო მეტი სიხარულის მომგვრელი უწყება, ვიდრე ეს, რომ „სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა“. მარადიული გზავნილი ზეცასა და დედამიწაზე და მის ქვემოთაც კი, არის მხოლოდ ის, რომ „სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა“. ქმნილება, რომელიც ხრწნასა და სიკვდილს ემორჩილებოდა, სხვას ვის დაელოდებოდა, თუ არა პირველ არქიტექტორს იმისათვის, რომ კვლავ დაებრუნებინა წონასწორობა? მთელი ქმნადობა, რომელიც ხრწნადობას ემორჩილებოდა, ამგვარად ღაღადებდა: „ღმერთო მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ“ (ფსალმუნი 79, 3). „უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა?“. და კვლავ: „ნუ მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად“ (ფსალმუნი 78, 8).

და მას შემდეგ, რაც დატოვა ზეცა „სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა“. ამ ოთხ სიტყვაში თავმოყრილია მთელი სახარება, კეთილი უწყება ზეცასა და დედამიწაზე, მთელს შემოქმედებაზე. რადგანაც უფალი განკაცებულ სიტყვად იქცა, ეს ნიშნავს რომ იგი ჰიპოსტასურად გაერთიანდა ადამიანში, რომელიც სწორედ ამიერიდან იქცა ადამიანად, „ღმრთის სხეულად“. ლოგოსის ადამიანური სხეული ღმერთთან მის, როგორც საიდუმლო, ისე რეალურ გაერთიანებაში, ცოცხლობს და სხივს ჰფენს ყოველ ღმრთაებრივ სრულყოფილებას. ღმრთის სიტყვა არ ქცეულა მხოლოდ და მხოლოდ სხეულად, როდესაც მან ჩვენი ბუნება მიიღო, არამედ იგი ასევე იქცა სულად, „ღმრთიურ სულად“. მაგრამ მათი გაერთიანების შემდეგაც კი, ორივე მათგანი ისევ მკაფიოდ განირჩევა ერთიმეორისაგან. უფალი რჩება ღმერთად, ხოლო სული კი – სულად. იმ განსხვავებით, რომ რადგან სულმა მიიღო ღმრთაებრივი თვისებები, იგი უკვე მადლით იღებს მონაწილეობას სიხარულის მომნიჭებელ ღმრთაებრივ საიდუმლოებებში. ჰიპოსტასური მონაწილეობით, ღმრთაებრივი თვითსიცოცხლითა და უკვდავებით სული ამიერიდან იქცა ქრისტესმიერი მარადიული სიცოცხლისა და უკვდავების, ასევე ღმრთის დანარჩენი თვისებების, მოქმედ წევრად სამყაროს გადარჩენის ღმრთაებრივ ჩანაფიქრში, ანუ ადამიანის ხსნისა და გადარჩენისათვის ღმრთაებრივ ჩანაფიქრში მონაწილეობის მიღების გზით.

ლოგოსმა თავისი განკაცებით ადამიანურ ბუნებას სხვა თვისებებიც მიანიჭა. ადამიანის მთლიან ფსიქოსომატურ არსებობას მან თავისი ღმრთაებრივი თვისებების ნაწილი უბოძა და სწორედ ამ გზით, ყოველივე გარდაიქმნა „ღმრთიურ სახედ“, როგორც ეს იყო ადამიანის ცოდვით დაცემამდე. ახლა კი, იმ ადამიანმა, ვინც ქრისტეს შესდგომია, მოიპოვა ქრისტეს შეგრძნება, ქრისტეს ცნობიერება, ქრისტეს ნება, ქრისტეს ხსოვნა და საერთოდ მთელი ჩვენი ბუნება დაემყნო ქრისტეს სხეულს და ქრისტეში გაერთიანდა. რადგანაც უფლის სიტყვა არის მთელი შექმნილი სამყაროს შემოქმედი, იგი ასევე არის მთელი მსოფლიო შენობის საფუძველი. ცოდვითა და ბოროტებით ადამიანი ცდილობს, რომ ყოველივეს შემოქმედი – უფლის სიტყვა სამყაროს საფუძველს დააშოროს. ღმრთის მხოლოდშობილი ძე და სიტყვა განკაცდა, რათა მას მონაწილეობა მიეღო თავის შემოქმედებაში და იგი უკან დაებრუნებინა მისივე შემოქმედისათვის, რომელსაც იგი მცნების დარღვევისა და დაცემის მიზეზით ჩამოშორდა.

ამავდროულად, იგი არის მისი უპირველესი საფუძველი. „რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ. რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, – ყოველივე მის მიერ და მისსა მიმართ დაებადა“ (კოლასელთა მიმართ 1, 15-16). სხვაგან კი ნათქვამია: „რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი, დადებულ არს, რომელ არს იესუ ქრისტე“ (კორინთელთა მიმართ I  ეპ. 3, 11). ის, ვინც ბინას დაიდებს სამყაროს ამ მყარსა და შეურყეველ ქვასა ზედა, არის კეთილგონიერი ადამიანი და მისი პიროვნება ღმრთის სიტყვის ყველა თვისებას შეიძენს, იგი თავად იქნება ღმრთიურის შემოქმედი, რათა შეურყეველი დარჩეს მსოფლიო მიწისძვებისა და გაურკვევლობების ქარიშხალის დროს.

ლოგოსის განკაცებამ ცხადყო, რომ გონივრულობა არის ჩვენი ბუნების არსი და მთელი ჩვენი მყოფობის საფუძველი და საყრდენი. მისი არქეტიპისა და ბუნების მიხედვით, მთელი ქმნადობა, როგორც გრძნობითი ისე  წარმოსახვითი, მომდინარეობს ღმრთის სიტყვიდან და არის სიტყვისთვის – ლოგოსისათვის. სწორედ ამის გააზრების მეშვეობით, ყოველივე ისევ უბრუნდება თავის გონივრულ წარმომავლობასა და მყოფობას. და რადგანაც ჩვენი წარმომავლობა უფლისგან არის და უფლისთვისაა, შესაბამისად ჩვენი სიცოცხლე და მყოფობა მთლიანად მასზეა დამოკიდებული. განა ამასვე არ გვაუწყებს ჩვენი უფლის სიტყვები: „რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოვანე 15, 5).

(ბერი იოსები, სიკვდილიდან სიცოცხლეში, ვატოპედური სულის საცხოვნებებლი 3, გვ. 31-34, თარგმნილი ახალ ბერძნულ ენაზე).

]]>
https://www.pemptousia.ge/2014/04/01/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%96%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90/feed/ 2596
ბერი იოსებ ვატოპედელის მოგონება (1 ივლისი 2013) https://www.pemptousia.ge/2013/07/02/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b/ https://www.pemptousia.ge/2013/07/02/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b/#comments Tue, 02 Jul 2013 06:04:48 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46041 დიდება უფალს ყველაფრისათვის!

მომლოცველთა დიდ რაოდენობა შეიკრიბა ბერი იოსებ ვატოპედელის (+2009) გარდაცვალებიდან 4 წლის აღსანიშნავად.

შეკრებილთა შორის გახლდნენ:: ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე, გლიფადას მიტპოპოლიტი პავლე, ალექსანდრიისა და სვიტლოვოდსკის (უკრაინა) ეპისკოპოსი თეოპრეპე, ათონის წმიდა მთის იღუმენები: სიმონიოეტრას წმიდა მონასტრის არქიმანდრიტი ელისე და კარაკალის წმიდა მონასტრის არქიმანდრიტი ფილოთეოსი, ასევე ტრიკორფოს წმიდა სერაფიმე საროველის სახელობის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი ნექტარიოს მულაციოტისი.

შენი წმიდა ლოცვით ჩვენო ნეტარო ბერო, შეეწიე, გააძლიერე და დაიცავ მთელი საქრისტიანო. ამინ!

Mnimosino geronda Iosif vatopedinos 2013 100

 

Mnimosino geronda Iosif vatopedinos 2013 101

 

Mnimosino geronda Iosif vatopedinos 2013 102

 

Mnimosino geronda Iosif vatopedinos 2013 103

 

Mnimosino geronda Iosif vatopedinos 2013 104

 

Mnimosino geronda Iosif vatopedinos 2013 105

 

Mnimosino geronda Iosif vatopedinos 2013 106

 

Mnimosino geronda Iosif vatopedinos 2013 107

 

Mnimosino geronda Iosif vatopedinos 2013 108

 

Mnimosino geronda Iosif vatopedinos 2013 109

 

Mnimosino geronda Iosif vatopedinos 2013 110

]]>
https://www.pemptousia.ge/2013/07/02/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b/feed/ 2417
რატომ არის ბერი იოსების ღიმილი მარადისობიდან? https://www.pemptousia.ge/2013/02/09/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a6/ https://www.pemptousia.ge/2013/02/09/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a6/#comments Sat, 09 Feb 2013 20:59:19 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=45287 keidia-5

ღრმად პატივცემულო ბატონო პაპანიკოლაუ,

ბერი* იოსების დასაფლავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თქვენს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეთ სტატია სათაურით „ნეტარი ბერ იოსებ ვატოპედელის დაკრძალვა – ღიმილი მარადისობიდან“ და რამდენიმე ფოტოსურათის დახმარებით ორიოდე სიტყვით აღწერეთ მომხდარი ამბავი. საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გარდაცვლილის ფოტომ. ბერი იღიმება არა მხოლოდ ტუჩებით, არამედ მთელი სახით. ამ ფოტოს მრავალი ვებ-გვერდის სტატიებსა და კომენტარებში ვხედავთ. და მართლაც, ადამიანს შესაძლებელია უნახავს გარდაცვლილი განათებული სახით, მშვიდი გამომეტყველებით, ღრმად მიძინებული, მაგრამ განა ვინმეს სადმე უნახავს მომღიმარი? ყველა ღვაწლმოსილი მამა ამბობს, რომ სიკვდილის ჟამი ადამიანისათვის საშინელია, პატერიკის ჩანაწერებშიც ვკითხულობთ, რომ სულიერ ცხოვრებაში ყველაზე დაწინაურებულნიც კი, თავმდაბლობით, სხვა ცხოვრებაში სანამ გადავიდოდნენ, არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ საფრთხე უკვე აღარ არსებობს. გარდა ამისა, ბერ იოსებს გულის მანკი ჰქონდა და ამით ძალზე გატანჯული იყო. მაშ, როგორ გარდაიცვალა მომღიმარი?

* გერონდა (ბერძ.) – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზნის ან მონაზნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი მოძღვარი.

 

 

პასუხი კი ასეთია: არა, იგი არ გარდაცვლილა მომღიმარი, არამედ მან მიძინებისშემდეგ გაიღიმა.

მონასტრის რამდენიმე მამასთან მომხდარის განხილვის შემდეგ, ამ ამბის მოვლენების შესახებ მოგითხრობთ.

 

ორი მონაზონი, რომელიც ბერ იოსებთან მის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იმყოფებოდა, გაიქცა, რათა ბერ ეფრემისა და დანარჩენი მამებისათვის მისი გარდაცვალება ეუწყებინა, ხოლო მათი ყურადღების გარეშე დარჩენილ განსვენებულს, როგორც ჩანს, პირი ნახევრად ღია დარჩა.

XN1J3647

 

XN1J3648


3

 

უკან დაბრუნებულებმა დაიწყეს გარდაცვლილის მონაზნური ტიპიკონის თანახმად მოემზადება. ბერმა ეფრემმა კურთხევა მისცა, რომ მისთვის სახე დაუფარავად დაეტოვებინათ. მამები შეეცადნენ, განსვენებულისთვის პირი დაეხურათ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, პირი ღია დარჩენილიყო. პირი დოლბანდითაც კი აუკრეს, მაგრამ როდესაც დოლბანდი მოხსნეს, კვლავ უწინდებურად ღია დარჩა. მისი მიძინების შემდეგ დაახლოებით 45 წუთი იყო გასული.

-მამა ეფრემ, ასეთი პირით ცუდად გამოჩნდება, რა ვქნათ?

-იყოს როგორც არის, სახე არ დაუფაროთ!

5

 

6

ბერი, ჩვეულებისამებრ, მონაზნურ სუდარაში გაახვიეს. სუდარაში გახვევასა და გამოკერვის პროცედურას დაახლოებით 45 წუთი დასჭირდა. ამის შემდეგ, კურთხევის თანახმად, ნაჭერი სახის ირგვლივ ამოჭრეს და ბერი ისე იხილეს, როგორც მას ამჟამად ყველა ხედავს, გაღიმებული! მამების საუბარი გაიგო და მათთვის ეს პატარა სამსახური გასწია, რათა ისინი არ დაემწუხრებინა? ან იქნებ სურდა ჩვენთვის წარმოდგენა შეექმნა იმაზე, რაც იხილა და იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც იმყოფება ამქვეყნიურ ცხოვრებასთან გაყრის შემდეგ?

7

ბერი იოსების ღიმილი მისი მიძინების შემდეგ პირველი ზებუნებრივი მოვლენაა და იგი ყველასათვის დიდ ნუგეშად იქცა.8

 

keidia-15

 

dsc_09823

 

dsc_09884

]]>
https://www.pemptousia.ge/2013/02/09/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a6/feed/ 12330