Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
მთაწმიდა – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 ქსიროპოტამის წმიდა მონასტერი https://www.pemptousia.ge/2017/05/24/%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90-2/ https://www.pemptousia.ge/2017/05/24/%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90-2/#comments Wed, 24 May 2017 06:39:19 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50646 მონასტერი 956 წლამდეა დაარსებული და ჩანს რომ, დღემდე შემორჩენილი წმიდა მთის მონასტრებიდან იგი ყველაზე უფრო ძველ სავანეს წარმოადგენს. არამყარი ნიადაგის გამო, რომელზედაც აგებულია მონასტერის ნაგებობები განიცდიდნენ და დღემდე განიცდიან სერიოზულ დაზიანებებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია მონასტრის კათოლიკონის (მთავარი, საკრებულო ტაძარი) შემთხვევა, რომელიც ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობისაა და  მე-10 საუკუნისათვის უნდა იყოს აგებული. იგი სრულად იქნა რეკონსტრუირებული მე-13 საუკუნის ბოლოს, 1445 წელს (?), მე-16  საუკუნის შუა ხანებში და ასევე 1763 წელს კესარიოს დაპონდეს მიერ. ტაძარი 1783 წელს მოიხატა. მონასტრის რელიკვიებს შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია მაცხოვრის პატიოსანი ჯვრის  ნაწილი და პანაღიარი (ლამბაქი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სეფისკვერისათვის), რომელსაც „პულხერიას დისკოსი“ ეწოდება. ქსიროპოტამის მონასტრის მფლობელობაში იმყოფება  დაფნის ნავსადგურის დასახლება.

I.M. Qsiropotamou 100

I.M.Qsiropotamou 110

I.M.Qsiropotamou 111 jpg.crdownload

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/05/24/%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90-2/feed/ 2754
წმიდა და დიდი ლავრა https://www.pemptousia.ge/2016/09/06/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%90-2/ https://www.pemptousia.ge/2016/09/06/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%90-2/#comments Tue, 06 Sep 2016 08:37:41 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49584 წმიდა და დიდი ლავრა მთაწმიდის სამონასტრო ცხოვრების რეფორმატორის ღირსი ათანასეს, ათონელად წოდებულის მიერ დაარსდა 963 წელს იმპერატორ ნიკიფორე ფოკას ხარჯებითა და შემწეობით. ეს მონასტერი ათონის წმიდა მთის მონასტერთა შორის სტატუსით პირველია და მთაწმიდაზე ერთ-ერთი უდიდესი სავანეა თავისი შენობა-ნაგებობათა კომპლექსით. კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) ძირითადი ნაწილი ღირსი მამის მიერ დაახლოებით 1000 წელს აშენდა. იგი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელზეა ნაკურთხი. მონასტრის მთავარი დღესასწაულია ღირსი ათანასეს ხსენების დღეა (5 ივლისი). ღირსი მამის საფლავი ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკვდერში მდებარეობს. კათოლიკონის ფრესკები თეოფანე კრიტელს ეკუთვნის (1535), ხოლო წმიდა ნიკოლოზის ეკვდერის ფრესკები კი ფრანკო კატელანოსის მიერაა მოხატული (1560). სატრაპეზოს მოხატულობაც თეოფანეს სახელს უკავშირდება. სატრაპეზოს ფრესკებზე სხვადასხვა წმიდანთა შორის გამოსახულნი არიან უძველესი დროის ფილოსოფოსებიც. კათოლიკონის ცენტრალურ შესასვლელთან ყურადღებას იპყრობს მარმარილოს დიდი ფიალა წყალკურთხევისათვის. ლავრაში სპეციალურ ლუსკუმაში მრავალ წმიდანთა ნაწილები ინახება. წმიდა ათანასეს ლავრას ასევე მიეკუთვნება წმინდა ანას, კავსოკალივიის და წმიდა იოანე ნათლისმცემლის სკიტები, ასევე ე.წ. „უდაბნო“.

Megisti-Lavra 101

I. Megistis Lavras 01

Megisti Lavra 102Megisti-Lavra103

Megisti Lavra 104

Megisti-Lavra 104

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/09/06/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%90-2/feed/ 3057
კარიესი https://www.pemptousia.ge/2016/09/03/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98-2/ https://www.pemptousia.ge/2016/09/03/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98-2/#comments Sat, 03 Sep 2016 08:39:26 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49585 ათონის წმიდა მთის მონაზვნური გაერთიანების დედაქალაქს, ანუ მმართველობის ცენტრს წარმოადგენს ქალაქი კარიესი. როგორც ჩანს, უკვე მე-10 საუკუნის დასაწყისიდან აქ არსებობდა დასახლება, რომელსაც  „შუა“ ეწოდებოდა, რადგან ქალკედონის ნახევარკუნძულის თითქმის შუაში იყო მოქცეული. ამ ქალაქში იმყოფებოდა ე. წ. „პირველი“ – „პროტოსი“  ანუ მონაზვნური გაერთიანების ადმინისტრაციული ხელმძღვანელი. აქ მდებარეობდა ასევე ნახევარკუნძულის მთავარი ტაძარი, რომელსაც „პროტატონი“ (უპირველესი) ეწოდებოდა და წარმოადგენდა მთაწმინდელი მონაზვნების ძირითად საღმრთისმსახურო და ადმინისტრაციული თავშეყრის ადგილს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინებისადმი მიძღვნილი ტაძარი მცირე ზომის გახლდათ და შესაბამისად იგი არ იყო საკმარისი, რათა სამსახური გაეწია მონაზვნებისათვის, რომელთა რიცხვი გამუდმებით იზრდებოდა. წმიდა ათანასე ათონელის ზრუნვის შედეგად ის დაშალეს და მის ადგილას,  დაახლოებით 960 წელს, ააგეს ახალი, დღემდე არსებული ტაძარი. მის ფრესკებს, რომლებიც დაახლოებით 1300 წელსაა დაწერილი, გადმოცემა მიაკუთვნებს თესალონიკელი შესანიშნავი მხატვრის შემოქმედებას, რომელიც მეტად უცნაური სახელით „პანსელინიოს” – „სავსე მთვარეთი“ არის მოხსენიებული. პროტატონში (ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარში) დაბრძანებულია „ღირს არს“-ის სასწაულთმოქმედი ხატი.  პროტატონის ახლოს მდებარეობს შენობა, სადაც იკრიბება წმინდა კინოტი (წმიდა მთის სულიერი მმართველობის ორგანო) და ასევე – კოშკი, სადაც არქივია განთავსებული. საარქივო საცავში მრავალი მნიშვნელოვანი საბუთია დაცული, მათ შორის 972 წლისა და 1045 წლის  ტიპიკონი,  დადასტურებული იმპერატორ იოანე ციმისკისა და კონსტანტინე მონომახოსის შესაბამისი ხელმოწერებით. კარიესში იმყოფება წმიდა მთის საერო ადმინისტრაციული მმართველი. აქ მდებარეობს ასევე ოცი დამოუკიდებელი მონასტრის რეზიდენცია – „კონაკი“, სადაც ცხოვრობენ მათი „წარმომადგენლები“, რომელნიც პერიოდულად მართავენ სულიერ კრებებს.

karues 03

karyes 101

Karyes 102

წმიდა კინოტი

წმიდა კინოტი

karyes 104

 

 

 

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/09/03/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98-2/feed/ 2864
წმიდა და დიდი ლავრა https://www.pemptousia.ge/2016/02/29/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%90/ https://www.pemptousia.ge/2016/02/29/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%90/#comments Mon, 29 Feb 2016 02:18:52 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48974 დიდი ლავრა მთაწმინდის სამონასტრო ცხოვრების რეფორმატორის ღირსი ათანასეს, ათონელად წოდებულის მიერ დაარსდა 963 წელს იმპერატორ ნიკიფორე ფოკას ხარჯებითა და შემწეობით. ეს მონასტერი წმიდა მთის მონასტერთა შორის სტატუსით პირველია და მთაწმიდაზე ერთ-ერთი უდიდესი სავანეა თავისი შენობა-ნაგებობათა კომპლექსით. კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) ძირითადი ნაწილი ღირსი მამის მიერ დაახლოებით 1000 წელს აშენდა. იგი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელზეა აგებული. მონასტრის მთავარი დღესასწაულია ღირსი ათანასეს ხსენების დღე (5 ივლისი). ღირსი მამის საფლავი ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკვდერში მდებარეობს. კათოლიკონის ფრესკები თეოფანე კრიტელს ეკუთვნის (1535), ხოლო წმიდა ნიკოლოზის ეკვდერის ფრესკები კი ფრანკო კატელანოსის მიერაა მოხატული (1560). სატრაპეზოს მოხატულობაც თეოფანეს სახელს უკავშირდება. სატრაპეზოს ფრესკებზე სხვადასხვა წმიდანთა შორის გამოსახულნი არიან უძველესი დროის ფილოსოფოსებიც. კათოლიკონის ცენტრალურ შესასვლელთან ყურადღებას იპყრობს მარმარილოს დიდი ფიალა წყალკურთხევისათვის. ლავრაში სპეციალურ ლუსკუმაში მრავალ წმინდანთა ნაწილები ინახება. წმიდა ათანასეს ლავრას ასევე მიეკუთვნება წმიდა ანას, კავსოკალივიის და წმიდა იოანე ნათლისმცემლის სკიტები, ასევე ე.წ. „უდაბნო“.

Megisti-Lavra 101

Megisti Lavra 102Megisti-Lavra103

Megisti Lavra 104

Megisti-Lavra 104

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/02/29/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%90/feed/ 2894
ვატოპედის წმიდა და დიდი სავანე https://www.pemptousia.ge/2014/11/03/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%a1-2/ https://www.pemptousia.ge/2014/11/03/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%a1-2/#comments Mon, 03 Nov 2014 09:29:29 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47319 სავანე აღდგა და ხელახლა დაარსდა 982 წლამდე ცოტა ხნით ადრე, განადგურებული უძველესი მონასტრის ადგილას. მისი ქტიტორნი იყვნენ ქ. ანდრიანოპოლის მკვიდრი სამი არისტოკრატი (ნიკოლოზი, ათანასე და ანტონი). სავანე წმინდა მთის უდიდეს შენობა-ნაგებობათა კომპლექსს წარმოადგენს. სავანის კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი) ღმრთისმშობლის ხარების სახელობისაა. იგი დაახლოებით 1000 წელს აშენდა და მოიცავს ქტიტორთა საფლავებსაც. ეს ტაძარი წარმოადგენს „ათონური ტიპის“ ტაძრის უძველეს ნიმუშს და ცნობილია მთაწმინდაზე ერთადერთ ტაძრად კედლის მოზაიკური ფრესკებით (XII და XIV საუკუნეების ნამუშევრები). კათოლიკონში შემონახულია XII და XIII საუკუნეების კედლის ფრესკები, ასევე 1312, 1652, 1704, 1739, 1760, 1789, 1842 და 1855 წლების ნამუშევრები. ტაძრის ეკვდერებში კი ვხვდებით XVI საუკუნისა და 1678, 1721, 1780, 1791, 1802, 1842 და 1882 წლების ნამუშევრებს. ასე რომ ვატოპედის კათოლიკონის კომპლექსი სულ ცხრა საუკუნის მანძილზე გავრცელებულ ათონის წმინდა მთის სამხატვრო მიმდინარეობების იშვიათ დიაქრონულ ერთობას მოიცავს. აღსანიშნავია სავანის სპეციალურ საცავში დაცული იმპერატორთა, მეფეთა და სხვათა შემოწირულობანი. ვატოპედის სავანეს მიეკუთვნება წმიდა დიმიტრისა და წმიდა ანდრიას სკიტები.

vatopaidi 100

სავანის ხედი ზღვიდან

vatopaidi 101

vatopaidi 102

vatopaidi 103

სატრაპეზო

]]> https://www.pemptousia.ge/2014/11/03/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%a1-2/feed/ 2968 ნეტარი ბერი ამბროსი მთაწმიდელი (21/12/1912 – 02/12/2006) https://www.pemptousia.ge/2014/01/24/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%ac/ https://www.pemptousia.ge/2014/01/24/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%ac/#comments Fri, 24 Jan 2014 09:49:21 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46794 ათონის წმიდა მთის ვატოპედის წმინდა და დიდი სავანის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი.

 Geron-amvrosios-071

ბერი ამბროსი: მღვიძარე და მლოცველი

მღვდელნაზონმა ამბროსიმ (ერისკაცობაში მას სპირიდონ ლაზარისი ერქვა) 2006 წლის 2 დეკემბერს (ახალი სტილით), 92 წლის ასაკში მიიძინა. იგი იყო დადის „ღავრიოტისსას“ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წმიდა მონასტრისა და საბერძნეთის სხვადასხვა მხარეში მცხოვრები ათასობით ქრისტიანის სულიერი მამა. ბერი ამბროსი ამქვეყანაზე ქრისტეს მთაწმიდური სურნელების წყარო იყო და თანამედროვეობის ერთ-ერთი წმიდა სახებას წარმოადგენდა, რომელნიც ამკობენ ეკლესიას. იგი ასევე ქრისტეს განკაცების ნაყოფი იყო. საუკუნეების მანძილზე ეკლესია წარმოადგენდა იმ საწარმოს, რომლის პროდუქცია წმიდანები იყვნენ და დღევანდელობამდე აგრძელებს თავისი პროდუქციის წარმოშობას.

ყოვლად ნეტარი მამა ამბროსი კუნძულ ლევკადაზე, სოფელ ლაზარატაში დაიბადა. მისი მშობლები ღმრთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ. მამა მასწავლებელი გახლდათ, პანაიოტი ლაზარისი, ხოლო დედას კი ლუიზა ერქვა. პატარა სპირიდონი მრავალშვილიან ოჯახში მეოთხე ბავშვი იყო. ჩვილობის ასაკიდან იგი მშვიდი ხასიათითა და ეკლესიის სიყვარულით გამოირჩეოდა. ბავშვის ხასიათის ეს თვისება მისმა ღმრთისმოშიშმა დედამ გაამყარა, რომელსაც მეუღლის გამუდმებით ომში ყოფნის გამო, შვილების აღზრდის მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე ეტვირთა. სპირიდონმა საშუალო სკოლის მხოლოდ ორი კლასი დაამთავრა, რადგან იმავდროულად იგი იძულებული იყო დედას სამიწათმოქმედო საქმიანობაში დახმარებოდა. როდესაც მოვიდა დრო, რომ სპირიდონი სამხედრო რიგებში ჩარიცხულიყო, იგი სამი წლის განმავლობაში სამეფო სასახლეებში, როგორც „ევზონი“ (ბერძენი გვარდიელი) ისე მსახურობდა, რადგანაც ძალიან მაღალი, მოხდენილი და მშვენიერი ჭაბუკი გახლდათ.

ერთხელ, ყოვლად ნეტარ ბერთან საუბრისას, მან მიამბო, რომ სამხედრო სამსახურის შემდეგ (იგი სამეფო გვარდიის ჯარისკაცი იყო), ათონის წმიდა მთაზე სურდა წასვლა. თუმცა, არ იცოდა, თუ საითკენ ან როგორ წასულიყო. მაშინ მას გამოეცხადა ვინმე 25 წლის ახალგაზრდა და უთხრა: „მე ვიცი გზები, ჩემთან ერთად წამოდი“. ასეც მოხდა.

ისინი ერთად გაუდგნენ გზას, მივიდნენ ნავსადგურში და ავიდნენ გემზე. „რა თქმა უნდა, მან მომცა“, ასე ამბობდა ნეტარი ბერი, „პურიც და მთელი იმ დღეების განმავლობაში, რაც ჩემთან ერთად იყო, ერთად ვჭამდით. მაგრამ, მას ჩემთვის არ უთქვამს, თუ რა ერქვა, თუმცა, სახელი არც მე მიკითხავს მისთვის. ასე მივაღწიეთ დაფნის და იქიდან ფეხით გავუყევით წმინდა მთისკენ მიმავალ გზას.

მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც უცნობი ახალგაზრდა ჩემთან ერთად იყო, თავს იმედიანად ვგრძნობდი. გზად მან ქსიროპოტამოსის მონასტერი მაჩვენა, სადაც 40 წამებულ წმინდანს მიაგებენ პატივს. მკითხა, მინდოდა თუ არა, რომ მათთვის თაყვანი გვეცა. მე თანხმობა ვუთხარი. როდესაც კათოლიკონში შევედით (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარში) და ხატს ვემთხვიე, ჩვენ გარს 40 ახალგაზრდა მამაკაცი შემოგვერტყა. მაშინ ჩემმა თანამგზავრმა ასე მითხრა: „ისინი 40 წმიდა მოწამენი არიან და ხარობენ, რადგან შენ მონაზონი გახდები“!

იქიდან გზა განვაგრძეთ და კარიესში მივედით, ხოლო შემდგომ კი – კუტლუმუსის წმიდა მონასტერში. სწორედ იქ, ჩემი თანამგზავრი ახალგაზრდა შეჩერდა, წმიდა მონასტერი მიჩვენა და ასე დამარიგა: „სპირიდონ, შენ, აქ დარჩები, მონაზონი გახდები, ბერის (გერონდა – სულიერი მოძღვარი) მიმართ მომთმენი და მორჩილი იქნები“… და გაუჩინარდა“.

ჩანს, რომ იგი უფლის ანგელოზი, მისი მფარველი ანგელოზი იყო. ამ მონასტერში მკვიდრდება მორჩილი სპირიდონი და 25 წლის ასაკში ხარიტონის სახელით მონაზვნად აღიკვეცება.

ერთ საღამოს, მონასტრის იღუმენმა უთხრა მონაზონ ხარიტონს, რომ მას სტოაში მე-9 ფსალმუნი წაეკითხა. იგი შეეცადა მის წაკითხვას, მაგრამ იმის გამო, რომ გაუნათლებელი იყო, ძალიან გაუჭირდა. იღუმენი აღშფოთდა და მას შეურაცხმყოფელად უთხრა, რომ თავის კელიაში წასულიყო. იმავე საღამოს, როდესაც ბერი ლოცულობდა, მას ღმრთისმშობელი გამოეცხადა და მისი მადლით მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში ზეპირად შეისწავლა დავითნი. ეს იყო ღმრთის გაკვეთილი, რაც ასევე ყველას გვახსენებს წმიდა გრიგოლ პალამას, რომელსაც ბავშვობაში დიდი სიძნელეები ჰქონდა სწავლასთან დაკავშირებით. მისმა მშობლებმა იგი ერთ-ერთ მონასტერში წაიყვანეს, სადაც თაყვანი სცეს ღმრთისმშობელს, ხოლო ბავშვს კი დააკისრეს, რომ ყოველ საღამოს სამი მეტანია გაეკეთებინა ღმრთისმშობლისთვის და მას შევედრებოდა, რომ კარგ მოსწავლედ ექცია იგი. სწორედ ამ გზით წმიდა გრიგოლი პირველ მოსწავლედ იქცა. თუმცა, როდესაც მეტანიების გაკეთება ავიწყდებოდა, მაშინ კარგ ნიშნებს არ იღებდა.

გიამბობთ მონაზონი ხარიტონის, ღმრთის კაცის, ათონის წმიდა მთაზე ცხოვრების დროს მომხდარ კიდევ ერთ სხვა შემთხვევაზე. ზაფხული იყო, მამა ხარიტონი ბაღში იმყოფებოდა და სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა. ხედავს ლეღვის ხეს და რადგანაც წყურვილი აწუხებდა, ხეზე ავიდა, რათა ლეღვი შეეჭამა. ათონის წმიდა მთაზე მონაზვნებს ეკრძალებათ ტრაპეზის გარდა სხვა რაიმეს ჭამა, რადგან მათ ამგვარი საქციელი ნაყროვანებაში, ანუ სერიოზულ ცოდვაში ეთვლებათ. შეჭამა რამდენიმე ლეღვი, მაგრამ ფეხი დაუცდა და ხიდან ძირს ჩამოვარდა. იწვა მიწაზე წაქცეული და ტკივილებისაგან კვნესოდა, რადგან ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მიუხედავად იმისა, რომ იგი დილით ჩამოვარდა ხიდან, დანარჩენმა მონაზვნებმა, რომლებიც მას ეძებდნენ, მხოლოდ საღამოს იპოვეს ბაღში ძირს მწოლიარე და საშინელი ტკივილებისგან გატანჯული.

ნეტარი ერთ-ერთ კარზე დააწვინეს. იმის გამო, რომ მეტად ტანადი იყო, ოთხმა კაცმა ერთად ასწია და ასე გადაიყვანა თავის კელიაში. თავად ბერი ამბროსი ამგვარად ყვებოდა ამ ამბავზე: „როდესაც საწოლში ვიწექი და ტკივილისგან ვიტანჯებოდი, თვალწინ წმიდა უვერცხლოთა სამლოცველო მედგა და მათ დახმარებას ვევედრებოდი. მაშინ, ჩემ წინაშე თეთრი პერანგებით შემოსილი ორი ექიმი გაჩნდა, რომლებიც ცდილობდნენ ჩემი ფეხი თავის ადგილზე ჩაესვათ. „გამოქაჩე კოზმა“, ამბობდა ერთი. „აქედან დაიჭირე, დამიანე“, ამბობდა მეორე. ხუთ წუთში ტკივილებმა დამტოვა და ისევ კარგად გავხდი“. როდესაც თანამაცხოვრებელმა მონაზვნებმა იგი სრულიად ჯანმრთელი იხილეს, ღმრთისა და წმიდა უვერცხლოთა დიდება დაიწყეს.

კუტლუმუსის წმიდა მონასტერში ხუთი ახალგაზრდა მონაზონი და ერთი ასაკოვანი ბერი (გერონდა – სულიერი მოძღვარი, წინამძღოლი) იმყოფებოდა. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევდა, რომ კარგი იქნებოდა თუკი ბერს შეცვლიდნენ. ამ ამბავმა ბერის ყურამდე მიაღწია და გადაწყვიტა ეს ხუთი მონაზონი თავიდან მოეცილებინა. პოლიციის პროცესიამ მონაზონი ამბროსი, მაშინ ხარიტონად წოდებული, ხილანდარის წმიდა მონასტერში გადაასახლა. იქ, მას ძალიან ბევრი სიძნელე შეხვდა და სხვადასხვა ავადმყოფობა გადაიტანა, რამაც იძულებული გახადა, რომ ერში დაბრუნებულიყო. ამგვარად, იგი წავიდა ბერ პორფირისთან (წმიდა პორფირი კავსოკალივიელი), რომელმაც ურჩია, რომ ფიოტიდაში გაუკაცრიელებულ დადის მონასტერში წასულიყო. ამ უკაცრიელ მონასტერში მაშინ მხოლოდ ვირთხები, გველები და გარეული ცხოველები ბინადრობდნენ. ბერმა პორფირიმ მას ასეთი რჩევა მისცა: „დარჩი იქ, მოთმინება და მორჩილება იქონიე და უფალი დაგეხმარება“.

Gerondas-amvrosios-kai-ger-porfyrios-oi-agioreites-kai-alloi

წმიდა ბერი პორფირი კავსოკალიველი (+ 02/12/1991) და ნეტატი ამბროსი მთაწმიდელი (+ 02/12/2006) რომელიღაც სამოქალაქო მომლოცველებთან ერთად

ნეტარმა მამამ აღადგინა გაუკაცრიელებული წმიდა მონასტერი, რომელიც შემდგომში დედათა მონასტრად იქცა. მაშინდელმა ფიოტიდას მიტროპოლიტმა ამბროსიმ პატივი დასდო ბერს და იგი მღვდელმონაზონად აკურთხა. და, რა თქმა უნდა, მას თავისი სახელი – ამბროსი უწოდა.

ერთხელ მამა ამბროსიმ ფეხი მოიტეხა და საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც მას ბარძაყში პლატინა ჩაუდგეს. თუმცა, მაინც საშინელი ტკივილები ჰქონდა. მაშინდელმა შვეიცარიის მიტროპოლიტმა დამასკინოსმა იგი შვეიცარიაში წაიყვანა, რათა იქაურ ექიმებსაც გაესინჯათ იგი. მამა ამბროსი საავადმყოფოში მიიყვანეს. იქ დაადგინეს, რომ პირველი ოპერაციის დროს მისთვის მენჯში 1 სანტიმეტრით უფრო დიდი პლატინა ჩაედგათ, რის გამოც, საჭირო იყო ხელახალი ოპერაცია, რათა შეემცირებინათ პლატინის მოცულობა. როდესაც მამა ამბროსის ყოველივე ის ჩაუტარდა, რაც კი საჭირო იყო და მას უკვე საავადმყოფოდან გამოსაწერად ამზადებდნენ, ახლა სხვადასხვა გამოკვლევის ჩატარება მოსთხოვეს, რომლებიც გაიკეთა. სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ მას მარცხენა თირკმელში დაახლოებით ფორთოხლის ზომის უზარმაზარი ქვა ჰქონდა და ამგვარად მამა ისევ საავადმყოფოში დატოვეს ახალი ოპერაციის ჩასატარებლად.

ნეტარი ბერი ყვებოდა: „ოთახში მარტო ვიყავი, მაგრამ უცებ იქ ერთი მონაზონი აღმოჩნდა. ჩვენ ერთად გავედით აივანზე და სალაპარაკოდ დავსხედით. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ვსაუბრობდით. მას მოვუყევი ოპერაციებისა და თირკმელში არსებული ქვის შესახებ. მაშინ მონაზონმა ასე მითხრა: „მე წმიდა ნექტარიოსი ვარ და აქ შენ სანახავად მოვედი. მეც ძალიან ავადმყოფი ვიყავი და ჩემი სული საავადმყოფო „არეტეიოს“ გადავეცი, მოთმინების საშუალებით გავუძელი ცილისწამებასა და ავადმყოფოფებს. უფალმა დიდი წყალობა მიბოძა იმ მოთმინების გამო, რომელსაც ვიჩენდი“. ამის შემდეგ ხელით შემეხო და წავიდა. როდესაც წმიდა ნექტარიოსი წავიდა მოშარდვის უცაბედი სურვილი დამეუფლა, ერთ პატარა ჯამში მოვშარდე და შარდს თან პატარა ფორთოხლის ზომის ქვა გამოჰყვა. მაშინ ეს ქვა ხელსახოცით ავიღე ხელში და კარადის უჯრაში შევინახე. ამ ამბის შემდეგ ოპერაცია უნდა ყოფილიყო. შემოვიდა ჩემთან შვეიცარიელი ექიმი და მეუბნება: „მოემზადე ოპერაციისათვის“. მე მას მივუგე, რომ ოპერაცია აღარ მჭირდებოდა. გამოვაღე კარადის უჯრა და ქვა ვაჩვენე. როდესაც ექიმმა ეს დაინახა, ასე მითხრა: „თქვენ მართლმადიდებლებს ცოცხალი რწმენა გაქვთ, ჩვენ კი – ყალბი“. ოპერაცია აღარ ჩატარებულა, ხოლო ქვა კი შვეიცარელი ექიმის კაბინეტში ინახებოდა მრავალი წლის განმავლობაში“.

ის, რაც მე ვიხილე ბერში, გარდა იმ წმიდანთა გამოცხადებისა, რაც მას ჰქონდა, რაც მეტად ინტენსიური იყო და ძნელად თუ შეხვდება მინმე ადამიანებში დღეს, არის ის, რომ იგი იყო ადამიანი, რომელიც იქ, დადიში მეტად მივიწყებულად ცხოვრობდა. მას არ მოსწონდა, რომ ყოფილიყო ყველასთვის შესამჩნევი, არ მოსწონდა თავისი თავის წინ წამოწევა, არ მოსწონდა თავისი თავის წარმოჩენა. შესაძლოა, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მან ვერ მოიპოვა დიდი სინოდია (მონასტრული საძმო). ერთხელ მასთან საუბრისას ასეთი რამ მითხრა: „მე აქ დავრჩი, შეუმჩნევლად ვცხოვრობდი და ლოცვით, ლიტურგიითა და ა.შ. ვიყავი დაკავებული“. მას თავისი თავის გამოჩენა არ სურდა.

თუმცა, არც თავად სოფელ დადიში არ იცნობდნენ მას ძალიან კარგად. იქ, იგი იშვიათად თუ ჩადიოდა. მონასტერში იყო, პრაქტიკულ სამუშაოებს ასრულებდა, მონასტრის მრევლის მღვდელი იყო და როგორც მან მითხრა, უფრო მეტად ლოცვა-კურთხევით იყო დაკავებული. მეც ვხედავდი, რომ როგორც კი მას რაიმეს ვეუბნებოდი, მაშინვე თავის თავში ღრმავდებოდა და ლოცულობდა. და ძალიან კარგ რჩევებს იძლეოდა. რა თქმა უნდა, მითხრა, რომ ამაში მას საღმრთო მადლი ეხმარებოდა: „მე ერთი გაუნათლებელი კაცი ვარ. აქ კი ძალიან ბევრი განათლებული ადამიანი მოდის, ზოგიერთი მათგანი უნივერსიტეტის პროფესორია, ჩემი გონება იხსნება და მათ ისეთ რაღაცეებს ვეუბნები, რომ თავადაც მიკვირს, თუ როგორ“?!

ერთხელ ერთი ახალგაზრდა მისულა მოძღვართან და მისთვის უკითხავს: „რას გავაკეთებ მომავალში?“. სულიერ მოძღვარს კი ასე უთქვამს მისთვის: „შენ მონაზონი გახდები“. და ამ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე არც უფიქრია, შინაგანად უგრძვნია ცეცხლი და მართლაც მონაზონი გამხდარა. მაშ, იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ამ ადამიანს მიუახლოვდებოდი ათენში მონასტრულ მეტოქში, ხედავდი, რომ იგი არ იყო ამქვეყნიური. იგი ერთი განდეგილი იყო. როგორც მონაზონი თავის პროგრამას იცავდა. ღამით დგებოდა და ლოცულობდა …

panagia-paramythia-antigrafo-dadiou

მანუგეშებელი ღმრთისმშობლის ხატი. ასლი სასწაულთმოქმედი ხატისა, რომელიც, როგორც მეტად პატივსაცემი რელიკვია, ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში ინახება. ეს ხატი ჰქონდა ნეტარ ბერს თავის კელიაში და იგი მისი საყვარელი ხატი გახლდათ.

ბერს განსაკუთრებულად უყვარდა ღმრთისმშობელი. ერთხელ, ძალიან გვთხოვა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წმიდა სარტყელი წავაბრძანეთ მასთან. ძალიან გახარებული იყო იმის გამო, რომ დადიში წმიდა სარტყელი ჰქონდა. მას დიდი მოწიწებითა და აღელვებით შეხვდა.

როდესაც მე მას პირველად შევხვდი წმინდა ნექტარიოსთან მისი შეხვედრის ამბავზე მომიყვა, ანუ ის, რომ იგი წმიდანმა ჟენევაში მოინახულა და ასე უთხრა: „მოდი, გარეთ გავიდეთ, სადაც სიგრილეა“ და ა.შ. განა, უცნაური არ არის, რომ კენჭი, რომელიც თირკმელში ჰქონდა, გარეთ გამოვიდა? ეს უბადლო შემთხვევაა, არ არის დრამა. ეს უბრალო რამ არაა, ეს დიდი ნიშანია.

ბერმა ამბროსიმ იმავე დღეს მიიძინა, ზუსტად თხუთმეტი წლის შემდეგ, რომელ დღესაც გარდაიცვალა ბერი პორფირი. იგი ღმრთის კაცი იყო. ეკლესია ქრისტეს საიდუმლო სხეულია.

ჩვენ ყოველთვის, როცა კი ათენში ჩავდიოდით, მის მოსანახულებლად მივდიოდით.

მისი ლოცვა-კურთხევა გვქონოდეს. მისი მიძინების შემდეგ, მის მოსაგონებლად ბერად აღვკვეცე მონაზონი სახელად ამბროსი.

მისი სიცოცხლე, ქრისტეს განკაცება და ჯვარცმაა, მისი სიცოცხლე ჩვენს რწმენას აძლიერებს.

დაე, მისი ლოცვა-კურთხევა გვქონოდეს!

Gerondas amvrosios-kai-ger-efraim-vatopaidinos-02

ბერი ამბროსი მთაწმიდელი ვატოპედის წმინდა და დიდი სავანის წინამძღვართან ბერ ეფრემთან ერთად

]]> https://www.pemptousia.ge/2014/01/24/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%ac/feed/ 3033 როგორ რეკავენ ზარებს ათონის წმიდა მთის მონაზვნები https://www.pemptousia.ge/2013/06/27/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d/ https://www.pemptousia.ge/2013/06/27/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d/#comments Thu, 27 Jun 2013 08:33:30 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46023 2013 წლის 27 მაისს „მართლმადიდებლობის“ ფარგლებში გაიმართა საეკლესიო ნაირსახეობების – წმინდა საგნებისა და ხელნაკეთი ნივთების მე-18 ჩვენება-გამოფენა.  წარმოდგენილი იყო ასევე პარალელური ღონისძიებების სერია, რომელიც მიეძღვნა საეკლესიო მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ ლექციებსა და მათ დემონსტრირებას.

ნაჩვენები  იყო ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმი, თუ როგორ რეკავენ ზარებს ათონის წმიდა მთის მონაზვნები, რამაც  მნახველებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, ეს გახლდათ ფილმის პირველ საერთაშორისო ჩვენება.

საქმე შეეხება ფრანგულ შემოქმედებით ფილმს, რომელთანაც ასევე თანამშრომლობდა ბიზანტინოლოგი პროფესორი ბატონი თეოხარი პროვატაკი. გადაღებები 1992 წელს განხორციელდა ათონის წმიდა მთის ხუთ მონასტერში, რომელთა შორის სამი უძველესსა და უდიდესს მონასტერს წარმოადგენს: დიდი ლავრა, ვატოპედის, ივერონის, ქსიროპოტამი და პანტელეიმონის მონასტერი, ეს უკანასკნელი ცნობილია წმიდა მთაზე არსებული ყველაზე დიდი ზარით.

შესავალში ბატონმა პროვატაკისმა წარმოადგინა ზოგიერთი საკითხი რკინის სარეკების („სიმანდარი“ – ბერძ.) ისტორიული მიმოხილვიდან, როგორც ძველ ბერძნულ, ისე ბიზანტიურ კულტურაში. მისი თქმით: „ძველი ბერძნები იყენებდნენ დაახლოებით 100-მდე მუსიკალურ ინსტრუმენტს, ხოლო ბიზანტიელები კი – 75-ს ანალოგიური რითმებით. მართლმადიდებელი ეკლესია იყენებდა 5 საეკლესიო ინსტრუმენტს: ზარებს, რკინის სარეკებს, ხელის კანკურებს (სამხარე ხის სარეკი თავისი ჩაქუჩით), ხელის საცეცხლურებს (აკმევენ უბრალო მონაზვნები სხვადასხვა ღმრთისმსახურებისას) და დიდი საკიდ კანკურებს (მასზე დაკვრით ძირითადად მოუხმობენ მონაზვნებს საერთო საქმეზე ე.წ „ქუდზე კაცი“), რომელთა კვლევასა და შესწავლას რეალურად შეაქვთ თავიანთი წვლილი ელინოქრისტიანული კულტურის დაცვასა და გაგრძელებაში“. გარდა ამისა, ბატონმა პროვატაკისმა ყურადღება გაამახვილა საეკლესიო ხმოვანი ინსტრუმენტების მჭიდრო კავშირების არსებობაზე მართლმადიდებელი მორწმუნე ქრისტიანების ლიტურგიულ (საღმრთისმსახურო) ცხოვრებასთან.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ხუთი საეკლესიო ხმოვანი ინსტრუმენტისა, სამოცი და უფრო მეტი ბერძნული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტი და 537 ადგილობრივი ბერძნული ცეკვაა, რომელიც დღემდეა მიკვლეული და აღწერილი, სიგნალებს აძლევენ მდიდარ ბერძნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას, რაც განისჯება საერთაშორისო კულტურული კონკურსების არენაზე.

Kabava Svetitsxoveli 100

დღეს პირობითი გათვლით დასტურდება, რომ მხოლოდ საბერძნეთში არსებობს და რეკავს სადღაც 80.000-ზე მეტი ზარი, რომელთა შორის უდიდესი ათონის წმიდა მთაზე (წმიდა პანტელეიმონის წმიდა მონასტერში) მდებარეობს და იგი 13.088 კილოგრამს იწონის.

ვასილი  ხადოსი

]]>
https://www.pemptousia.ge/2013/06/27/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d/feed/ 2002
ივერონის წმიდა მონასტერი https://www.pemptousia.ge/2013/06/21/%e1%83%98%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98/ https://www.pemptousia.ge/2013/06/21/%e1%83%98%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98/#comments Fri, 21 Jun 2013 07:30:10 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46010 ივერონის წმიდა მონასტერი 980 წელს დაარსდა ივერიელი წარჩინებულების იოანე ივერის, მისი შვილი ექვთიმეს და სახელგანთქმული სარდლის იოანეს (ერისკაცობაში თორნიკეს) მიერ. მათ არსებითად განავრცეს და სახელწოდება შეუცვალეს კლიმენტის ძველ მონასტერს. იმპერატორ ბასილი მეორესათვის გაწეული სამხედრო დახმარების შედეგად ივერიელებს საკუთრებაში გადაეცათ კლიმენტის მონასტრის ნანგრევები, ასევე საომარი მოქმედებებისათვის მიღებული უდიდესი ნადავლით დაიწყეს მშენებლობა, განავრცეს და შექმნეს განსაკუთრებული ქართული სავანე ყოველგვარი დამხმარე ნაგებობებით. ჩანს, რომ კლიმენტის ძველი მონასტრის ნანგრევებიდან შემორჩენილია მხოლოდ კათოლიკონის ნაწილი, რომელიც დღევანდელ კათოლიკონში (მთავარი, საკრებულო ტაძარი) უკან მდებარე  იოანე ნათლისმცემლის ეკვდერშია განსხეულებული.

კთოლიკონი აგებულია 980-983 წლებს შორის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელზე, მოიცავს ქტიტორთა სამარეს და წარმოადგენს ყველაზე უფრო ძველ კათოლიკონს ათონის წმიდა მთის სუვენერული მონასტრების ამჟამად მოქმედ კათოლიკონებს შორის. მისი გასაოცარი მრავალფერი და მრავალფიგურული მარმარილოს მოზაიკური იატაკი მე-11 საუკუნით თარიღდება. კათოლიკონის ფრესკები სხვადასხვა ეტაპს მიეკუთვნება, დაწყებული მე-16 საუკუნიდან დამთავრებული მე-19 საუკუნემდე. პორტაიტისას (კარიბჭის ღმრთისმშობლის) სამლოცველოში დაბრძანებულია ამავე სახელწოდების ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „კარიბჭის“ – „პორტაიტისას“ სასწაულთმოქმედი ხატი, გახლავთ წმიდა მთის მფარველი და წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე უფრო სათაყვანებელ ხატს მთაწმიდაზე. ეკვდერის სტოას კედლებზე  გვხვდება ასევე უძველესი დროის ფილოსოფოსთა ნუსხა (1683). თვალსაჩინოა საცავში შემონახული შეწირულობა, ძვირფასი ბიბლიოთეკა და უამრავი ფასდაუდებელი რელიკვია. ივერონის წმიდა მონასტერს მიეკუთვნება იოანე ნათლისმცემლის სკიტი, რომელსაც ივერონისა ეწოდება.

[შენიშვნა: გამოყენებულია მასალა წმიდა კირიონ IIის შრომიდან – “ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში]

I.M.Iviron 111

I.M.Iviron 110

I.M.Iviron 123

]]> https://www.pemptousia.ge/2013/06/21/%e1%83%98%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98/feed/ 2589 კონსტამონიტის (კასტამონიტის) წმიდა მონასტერი https://www.pemptousia.ge/2013/06/05/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98/ https://www.pemptousia.ge/2013/06/05/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98/#comments Wed, 05 Jun 2013 08:43:48 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=45884 კონსტამონიტის (კასტამონიტის) მონასტერი მე-11 საუკუნის პირველ ნახევარში დაუარსებია უცნობ პიროვნებას, რომელიც წარმოშობით მცირე აზიის კასტამონიდან იყო. სწორედ ამ ადგილს უნდა უკავშირდებოდეს მონასტრის სახელწოდებაც. მისი ახალი აღმშენებელი კი ალი ფაშას მეუღლე კირა (ქალბატონი) ვასილიკია, რომლის ფულადი დახმარებით, დაახლოებით 1819-1820 წლებში, მონასტრის დიდი ნაწილი იქნა აღდგენილი. კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი) პირველმოწამე სტეფანეს სახელობისაა, აგებულია 1867 წელს და ამ ადგილზე აშენებულ ტაძართა შორის რიგით მეოთხეა. მონასტრის მნიშვნელოვან რელიკვიებს შორის აღსანიშნავია სამი სასწაულთმოქმედი ხატი: პირველმოწამე სტეფანეს, ოდიგიტრიას (გზის მაჩვენებელი) და ანტიფონიტრიას (შემხმიანებელი) ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატები.

 I.M. Konstamonitou 100

I.M. Konstamonitou 101

]]> https://www.pemptousia.ge/2013/06/05/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98/feed/ 1576 წმიდა პანტელეიმონის წმიდა მონასტერი https://www.pemptousia.ge/2013/05/28/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93/ https://www.pemptousia.ge/2013/05/28/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93/#comments Tue, 28 May 2013 08:29:36 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=45834 პანტელეიმონის მონასტერი მე-10 საუკუნის უკანასკნელ წლებში დაარსდა იმ მთიან ადგილას, სადაც დღეს ეგრედ წოდებული „პალიომონასტირო“ (ძველი მონასტერი) მდებარეობს. მას ასევე „თესალონიკეოსად“ (თესალონიკელების მონასტრად) უხმობდნენ. ირკვევა, რომ უკვე ადრეული ხანიდან ამ მონასტერში დამკვიდრებას რუსი მონაზვნებიც იწყებენ. 1765 წელს დაიწყო ძველი მონასტრის მოტოვებისა და სანაპიროზე ახალი მონასტრის დაარსების პროცესი. ნაგებობათა მთავარი კომპლექსი დაახლოებით მე-19 საუკუნის დასაწყისში იქნა აშენებული მოლდოვლახეთის მმართველის სკარლატოს კალიმაქისის ფულადი დახმარების მეშვეობით. 1803 წლის პატრიარქის სადამფუძნებლო დოკუმენტში შემდეგნაირად განისაზღვრა მონასტრის სახელწოდება „კალიმაქისების ავთენტიკური კინოვიური მონასტერი“. 1840 წელს კვლავ დაიწყო იმ რუს მონაზონთა ჩასახლება, რომლებმაც 1875 აირჩიეს პირველი რუსი იღუმენი და შესაბამისად მონასტრის მმართველები გახდნენ. დიდი ძალისხმევა იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ მონასტრის, თუნდაც მისი გარეგნული იერსახით, რუსიფიცირება მომხდარიყო, ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ დღეს, მთაწმინდურ წიაღში, სივრცეში პანტელეიმონის მონასტერს გააჩნია სრულიად თავისებური არქიტექტურული იერსახე. მონასტრისათვის რთული პერიოდი 1913 წლიდან იწყება, რაც გამოწვეულ იქნა რუს მონაზონთა შორის დოგმატური ერესის „სახელთა თაყვანისმემლების“ (ონომატოლატრების) აღმოცენებით, რასაც შედეგად მოჰყვა რუსული სამხედრო ინტერვენცია და ასობით „სახელთა თაყვანისმცემლების“ მიმდევართა ციმბირში იძულებითი გადასახლება. 1917 წელს რუსეთში განხორციელებულმა პოლიტიკურმა ცვლილებამ გამოიწვია როგორც მონასტრის მონაზვნების, ისე მონასტრის შემოსავლების დრამატული შემცირება. მონასტრის კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი) წმიდა პანტელეიმონის სახელობისაა და აგებულია 1812-1821 წლებს შორის. მონასტრის მფარველობის ქვეშ იმყოფება ასევე ქსილურგუს სკიტი, რომელიც ცნობილია „ბოგოროდიცას“ სახელით.

I.M.Panteleimonas 100

I.M.Panteleimonas 101

]]>
https://www.pemptousia.ge/2013/05/28/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93/feed/ 1663