Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
დიდი მარხვა – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 მართლმადიდებლობის ზეიმი https://www.pemptousia.ge/2019/03/17/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9b-5/ https://www.pemptousia.ge/2019/03/17/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9b-5/#comments Sun, 17 Mar 2019 11:17:40 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51999 მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს ხატთა თაყვანისცემის აღდგენას, ეს დღე გამოაცხადებულია მართლმადიდებლობის ზეიმის სახელით! ამ ფააქტს საფუძვლად დაედო, რომ 842 წელს დედოფალ თეოდორას თაოსნობით მოწვეულმა ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ დაგმო ხატმებრძოლთა ერესი და ხატთაყვანისცემა აღადგინა!

უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველისმოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

გარეშემოუწერებელი სიტყუა მამისა, ქალწულო, შენგან ხორცშესხმული გარეშეწერილ იქმნა და განხრწნილი ხატი თვისი განაახლა, და საღმრთო სიკეთე უსაზღვრო შემოსა, მას აღვიარებთ სიტყვით და საქმით, გამოვხატავთ და ვმონებთ, და ხატს შენსა წმიდასა თაყვანს ვსცემთ.

]]>
https://www.pemptousia.ge/2019/03/17/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9b-5/feed/ 2279
შენდობის კვირა https://www.pemptousia.ge/2019/03/10/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90-6/ https://www.pemptousia.ge/2019/03/10/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90-6/#comments Sun, 10 Mar 2019 14:49:51 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51997 წმიდა და დიდი მარხვის პერიოდი სავსეა სიხარულით, რადგან საღმრთო ეკლესია,  დედამიწის მთელ ზურგზე, სულიერი განახლებისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლის განხორციელებას იწყებს. უფალს მადლობა უნდა ვუთხრათ იმისათვის, რომ ჩვენც, როგორც ქრისტეს დიდი ეკლესიის მორჩილი წევრები, ვუერთდებით ამ საყოველთაო მადლს, რომელიც მის ეკლესიაშია გამეფებული. მხოლოდ უფლის მადლის შემწეობით  არის შესაძლებელი ჩვენი განახლების განხორციელება, ჩვენი სულიერი აღორძინება. „რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოვანე, 15, 5), ამბობს უფალი. ჩვენ გვესაჭიროება ღმრთიური მადლი, რომლითაც აღსავსეა ეს პერიოდი, რათა ვიპოვოთ ჩვენი გული, რომ მან კვლავ განაგრძოს სიცოცხლე და იგრძნოს ჩვენი მხსნელის – იესო ქრისტეს დიდი სიყვარული. ჩვენი მიახლოება ქრისტესთან და ჩვენი სიცოცხლის განახლება, რაც ჩვენს გულებში უფლის ყოფნის შეგრძნებითაა გამოწვეული, ჩვენთვის მარადიული აღდგომაა.

უფალი ჩვენს სიცოცხლეს მხოლოდ ერთ პირობას უდებს, ყოველი იმ მნიშვნელოვანი საქმისათვის, რისი ქმნაც ჩვენთან ერთად სწადია, მთელი იმ პატივისთვის, რომელსაც ჩვენ მიმართ ამჟღავნებს, რომ როდესაც სურს, თავის შვილებად მიგვიღოს. სწორედ ამ პირობას ვიმეორებთ ყოველდღე, როდესაც უფლის ლოცვას – „მამაო ჩვენოს“ წარმოვთქვამთ: „და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. იმისათვის, რომ უფალმა ჩვენი ცოდვები მოგვიტევოს, თავისი მადლი გვიბოძოს, რათა ღრმად ჩავწვდეთ ჩვენს გულს და ვიმოქმედოთ ჩვენი გადარჩენისათვის, მხოლოდ ერთ პირობას გვიყენებს: თითქოსდა, მისი თანასწორნი ვიყოთ, ისე გვეუბნება: „თუკი თქვენ მიუტევებთ ადამიანებს, მეც მოგიტევებთ თქვენ“. რა დიდ პატივს გვდებს ჩვენ უფალი!  სწორედ იმის გამო, რომ იგი მარადიული ღმერთია, ყოვლისმპყრობელია, ჩვენი შემოქმედია და ჩვენი მხსნელია. ხოლო ჩვენ კი უსუსური და დაცემისკენ მიდრეკილი არსებანი ვართ, გაუფასურებული ადამიანები.

იმისათვის, რომ ჩვენი გული ღმრთიური მადლისათვის გაიღოს, ჩვენ მოყვასს უნდა მივუტევოთ. ჩვენს გულში არც ერთი ადამიანის მიმართ არ უნდა არსებობდეს გულგრილობა. როდესაც ვინმესთან მიმართებაში შეცდომას ვუშვებთ, ყოველი მიზეზის გარეშე, უნდა ვითხოვოთ პატიება. ამგვარად ხომ ის ადამიანებიც იქცევიან, ვინც ეკლესიის გარეშე ცხოვრობენ. ხოლო ჩვენ კი, ვისაც გვსურს ქრისტეს სხეულის წევრნი ვიყოთ და ღმრთის შვილები ეკლესიის წიაღში, უფრო მეტი მოგვეთხოვება. უფალი ამბობს, რომ როდესაც მისი საკურთხევლის წინ, მის ტაძარში მივდივართ, რათა ღმერთს ძღვენი შევწიროთ, ყველას მიმართ შემრიგებლურნი უნდა ვიყოთ. და თუკი, ვინმე ჩვენ წინააღმდეგ მტრულადაა განწყობილი და გულგრილია, მანამ, სანამ ძღვენს შევწირავდეთ, უნდა ვეცადოთ, რომ მასთან, თუნდაც შერიგება შევძლოთ. და მაინც, თუკი ვინმე, რაიმე მიზეზის გამო, გაუცნობიერებლად ჩვენს მიმართ კვლავ გულგრილი და ნაწყენია, უნდა ვეცადოთ, რომ  როგორმე შევრიგდეთ რაიმე საშუალება გამოვნახოთ. იქნებ ჩვენმა მცდელობამ ააღელვოს ჩვენი ძმა. მისი გულიც  მოლბება, გაიხსნება ღმრთიური მადლისთვის და მისი სულიერი განახლებაც დაიწყება. სწორედ მაშინ აღსრულდება ის, რასაც ჩვენგან ითხოვს უფალი. რათა ჩვენც მისი თანამონაწილენი გავხდეთ ამ დიდ საქმეში, ადამიანთა ხსნაში. სწორედ ამის გამო, მოგვცა უფალმა დარიგებანი, როგორიცაა, მაგალითად, შემდეგი: „და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“ (მათე, 5, 41) და „და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“ (მათე, 5, 40). თუკი ამგვარად მოვიქცევით, სხვებს, ჭეშმარიტად, გული აუჩუყდებათ და როდესაც მოისმენენ, რომ ჩვენ მივეკუთვნებით ქრისტეს, ვართ მისი მონები (არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ მისიანები ვართ, მისი სხეულის ნაწილები), მათაც გაუჩნდებათ სურვილი შეიცნონ ასეთი კეთილი და კაცთმოყვარე ღმერთი, რომელიც თავის მსახურებს შორის ამგვარ სათნოებასა და უანგარო სიყვარულს ამჟღავნებს.

როდესაც ჩვენი ძღვენის შესაწირად ღმერთთან მივდივართ, სინდისი ყოველი ადამიანის მიმართ შემრიგებლური უნდა გვქონდეს. სწორედ მაშინ, როცა მივდივართ, რათა განვახორციელოთ ჩვენი განახლებისთვის აღორძინებისა და სულიერი გაახლებისთვის ბრძოლა. ყოველი ჩვენგანი ქრისტეს სხეულის ნაწილია. არ შეგვიძლია ისე ვიცხოვროთ, როგორც გვსურს. ხშირად, სანამ ამას გავაცნობიერებდეთ, ვცოდავთ და ვტვირთავთ იგივე სხეულის სხვა წევრებს. მოციქული ამბობს, რომ როდესაც იტანჯება ერთი წევრი, მასთან ერთად იტანჯებიან სხვა წევრებიც და როდესაც ერთ წევრს აქვს ჯანმრთელობა, სულიერი სიჯანსაღე, იგი ამ ძალას ქრისტეს სხეულის სხვა წევრებსაც გადასცემს. პავლე მოციქულის სიტყვებით, როდესაც მივდივართ ეკლესიაში, რათა შევავსოთ და გავამჟღავნოთ ეს საოცარი სხეული, რომლის თავს თავად იესო ქრისტე წარმოადგენს, ყოველ ჩვენთაგანს მართებს, ყველაზე საუკეთესო რამ მიიტანოს, რაც კი აქვს.  ღმერთსა და მის მსახურებაში მყობ ძმებს მიუძღვნას, რაც კი საუკეთესო ძღვენი აბადია. ყოველი ადამიანი, რომელიც ეკლესიაში საღმრთო მსახურებაზე მიდის, გული სავსე უნდა ჰქონდეს სათნო განწყობითა და ცოცხალი რწმენით, მსგავსად აბრაამის რწმენისა. უნდა მიდიოდეს იქ თავმდაბლობით, სულიერი განწყობით, ღმრთისა და ყოველი ადამიანის მიმართ სიყვარულით აღსავსე. გულის სიღრმეში უნდა ატარებდეს, რაც კი საუკეთესო განწყობა და შეგრძნება შეიძლება არსებობდეს ადამიანის სიცოცხლეში და ამით ხელი შეუწყოს საღმრთო მსახურების ამ წმიდა სინაქსს (კრებას). როდესაც ყოველი ჩვენგანი ტაძარში ასეთი კარგი და სათნო განწყობით, ლოცვით, რწმენით, სინანულით სავსე გულით მივა, მაშინ შესრულდება ის, რაზეც მოციქული ამბობს, – სათნო საქმეებისაკენ მიმართული სიყვარულის შემოტევა. კერძოდ კი, შევხედავთ ერთიმეორეს და გავძლიერდებით, სიყვარულის ერთი სულის წიაღში  მყოფნი ერთმანეთს იმ საქმეებისაკენ ვუბიძგებთ, რომლებიც წვლილს შეიტანენ ჩვენი ცხონების საქმეში. სწორედ ეს არის სამოციქულო ეკლესია, რომელსაც მოციქული აღწერს.

და მაშინ, როდესაც ამაზე ვფიქრობთ, ვხედავთ, თუ რა დამნაშავენი ვართ. რამდენჯერ მივსულვართ ეკლესიაში ბოროტი ფიქრებით აღსავსენი, ჩვენი შემთხვევითი ქმედების გამო სულიერი ტვირთით დამძიმებულნი, რომლიც არ შეეფერება ქრისტეს წევრებს. რამდენჯერ მივსულვართ უდარდელი სულით, რაც იმ ტვირთს წარმოადგენს, რომელსაც ჩვენს თავში ვატარებთ. მივდივართ ტაძარში და ნაცვლად იმისა, რომ უფალს ძღვენი შევწიროთ, ამ წმიდა სამწყსოსათვის მიგვაქვს ჩვენი საკუთარი დანაშაულებით გამოწვეული ტვირთი, რომლითაც ეკლესიის მთლიან სხეულს ვამძიმებთ. რა დამნაშავენი ვართ ერთმანეთის მიმართ!  დამნაშავენი ვართ ღმრთის წინაშე და ვანაწყენებთ მას, დამნაშავენი ვართ მთელი კრებულის, მთელი სამწყსოს, ქრისტეს მთლიანი სხეულის მიმართ და ვანაწყენებთ მათ.

ახლა, როდესაც დიდი მარხვის ზღურბლთან ვდგავართ, გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ერთიმეორისგან პატიება ვითხოვოთ, ყველამ ერთად კი შეწყალება უფალს ვთხოვოთ, ყოველივე იმ გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ცოდვისთვის, რაც ჩაგვიდენია. ან თუკი, ერთიმეორის მიმართ მიგვიძღვის დანაშაული, ან ზოგადად, თუკი დამნაშავენი ვართ ქრისტეს ამ სასწაული, წმიდა და დიდებული სხეულის – ეკლესიის მიმართ. იმის გამო, რომ წმიდა მსახურებაში ვერ ვაცნობიერებდით ჩვენ ღმრთის წინაშე წარდგენას.

რეალურად, ჩვენ წინასწარი მომზადება დაგვეხმარება. როდესაც მიზნად ვისახავთ კვირას წარვდგეთ უფლის წინაშე, შაბათიდან მოყოლებული ამ ფიქრმა უნდა მოგვიცვას. უნდა დავიწყოთ ლოცვა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ წარმოვჩნდეთ საუკეთესოდ ღმრთის წინაშე, რათა განახლდეს ჩვენი სიცოცხლე და ტაძრიდან წამოსულებს სიხარული გვავსებდეს, უფლის წმიდა ნუგეშით ვიყოთ მთვრალნი. ძალიან ხშირად, შუაღამემდე ან მის ფარგლებს მიღმა, შაბათ დღესაც, აღსავსენი ვართ ამქვეყნიური საზრუნავით, ან თვალს ვადევნებთ ამქვეყნიურ სანახაობებს, რაც ჩვენს გონებასა და გულს უამრავი შთაბეჭდილებებით, უარყოფითი განწყობილებების გროვით ავსებს, რასაც შედეგად მოჰყვება ის, რომ ღმრთის ტაძარში ამ უდარდელი სულით აღსავსენი მივდივართ და იმით, რასაც გულით ვატარებთ, ყველა ჩვენს ძმას ვამძიმებთ. იმის მაგივრად, რომ უფლის სახლში საუკეთესო სულიერი განწყობით მივიდეთ, რითაც ხელს შევუწყობთ ჩვენს ხსნას და ასევე ჩვენს ძმებსაც გავუწევთ დახმარებას. ხედავთ, როგორ შეიძლება, დამნაშავენი ვიყოთ უფლისა და ქრისტეს იმ წმიდა სხეულის წინაშე,  რომელსაც ყოველი ჩვენგანი წარმოადგენს,  როდესაც  ჩვენ უფლის წინაშე წარდგომისას მას არ ვუძღვნით ყველაზე საუკეთესოს, რაც კი შეიძლება ჩვენს გულში გვქონდეს?

ამ მიზეზებისა და შესაძლოა, სხვა უამრავი მიზეზის გამო,  დიდი თავმდაბლობითა და დიდი შიშით უნდა ვითხოვოთ ღმრთისაგან შეწყალება, იმიტომ რომ ჩვენ მის მიმართ დამნაშავენი ვართ. გვმართებდა მის წინ უფრო უკეთესნი ვყოფილიყავით. მისთვის ყოველივე ის უნდა მიგვეძღვნა, რაც ყველაზე წმიდა, ყველაზე თავმდაბალი, ყველაზე მართალი და ყველაზე საუკეთესო არსებობს, როდესაც მის წინაშე წარსადგომად მივდიოდით. პატიება ასევე ჩვენი ძმებისგანაც უნდა ვითხოვოთ, რადგან მათ ჩვენი საკუთარი საზრუნავითა და საკუთარი დანაშაულებებით ვამძიმებთ. იმის მაგივრად, რომ მათ სიხარული, სიცოცხლე და მშვიდობა გადავცეთ, მათ ჩვენში არსებულ უზრუნველობის მძიმე სულსა და სულიერ სიმჭკნარეს ვაძლევთ. ყოველი ჩვენი შეხვედრა, როგორც ჩვენი, ისე მათი მხრიდან, სიცოცხლის საწყისი უნდა იყოს ისე, რომ, როდესაც ამას უფალი იხილავს,  სიამოვნება მიიღოს და მთელი სამწყსო დალოცოს, სულიწმიდის მადლი მოჰფინოს. და არც ერთი დამსწრე ჩვენი ძმებიდან, რომლებიც ღმრთის წინაშე არიან წარმდგარნი, არ დატოვებენ უფლის ტაძარს ისე, რომ სულიწმიდის მიერ მინიჭებული მარადიული ნუგეშის გარეშე დარჩნენ. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი უფლის წინაშე წარდგომის მიზანი.

ახლა, როდესაც უკვე დაიწყო დიდი მარხვა და მიზნად ვისახავთ უფლის წინაშე სინანულითა და ლოცვებით წარდგომას, მოდით, სიცოცხლის მთელი ძალით, რომელიც ამ პერიოდს აქვს, შევთხოვოთ უფალს, მოგვიტევოს ყველა ცოდვა, რაც მის წინაშე და ჩვენი ძმების წინაშე ჩაგვიდენია. დაე, ამ პერიოდის განმავლობაში, ღმერთმა გვიბოძოს ყოველივე ის, რაც კი საუკეთესო შეიძლება გვქონდეს, რათა გავამართლოთ ჩვენი ამ ქვეყანაზე მოვლინება და შევიგრძნოთ ქრისტეს ის სასწაული და უმწიკვლო სიყვარული, რომელიც ჩვენს გულს სიცოცხლით ავსებს. სწორედ ეს იქნება ჩვენთვის ქრისტეს აღდგომა, მარადიული აღდგომა.

შევუდგეთ დიდ მარხვას და გვახსოვდეს, რომ უფალი დიდ პატივს გვდებს, დიდ შესაძლებლობას გვაძლევს იმისათვის, რომ ჩვენი სიცოცხლე განვაახლოთ, მის წინაშე წარვდგეთ, რათა მან ჩვენი გული სულიწმიდის მარადიული ნუგეშით, მისი ღმრთიური და უმწიკვლო სიყვარულით აღავსოს. მხოლოდ ეს არის ერთადერთი, რასაც შეუძლია ჩვენს სულებს სიცოცხლე შთაბეროს და აღადგინოს. ამინ.

წყარო: „მართლმადიდებლური მაცნე“ (დიდი ბრიტანეთისა და თიატირის წმიდა საარქიეპისკოპოსო რეზიდენციის ჟურნალი), თავდაპირველი ნაწილები  256-257, იანვარი-თებერვალი, 2010 წელი.

]]>
https://www.pemptousia.ge/2019/03/10/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90-6/feed/ 2168
აღდგომა, ჯვარზე ასვლით+ https://www.pemptousia.ge/2018/04/06/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%97-5/ https://www.pemptousia.ge/2018/04/06/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%97-5/#comments Fri, 06 Apr 2018 09:02:04 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51532 ა) ჯვარი წინ მიუძღვის აღდგომას, დიდი პარასკევი თავის წიაღში ატარებს აღდგომის ბრწყინვალე კვირას. მწუხარებას, სევდას და სასოწარკვეთილებას სიხარული და აღდგომის სიმშვიდე ცვლის. აღდგომა ჯვრის გარეშე ვერ შეიცნობა, ხოლო აღდგომის გარეშე კი ჯვარს არა აქვს აზრი. აღდგომა ყველაზე საუკეთესოდ ჯვარს მიღმა იფარება. სწორედ ამის გამო, მართლმადიდებლური აღდგომა არის ჯვრის აღდგომა. ყოველი ადამიანი მთელი ხორცით, სულითა და რწმენით მონაწილეობს მკვდრეთით აღმდგარ უფალთან შეხვედრის ამ დიდ დღესასწაულში. მაცხოვართან ერთად გზის გავლა და ჯვარცმა ადამიანს ღმრთიური ცეცხლის მონაწილედ აქცევს და მას ქრისტესთან ზიარებული ძმების ჭეშმარიტი გაერთიანებისაკენ მიუძღვის.

Stavrosis 94

ბ) იოანე მახარებელი აღდგომის ღმრთაებრივი ლიტურგიის სახარებაში (იოვანე, 1, 1-17) გვაუწყებს, რომ ღმერთის სიტყვა იქცა ადამიანად. უფალი განკაცდა და ადამიანებს შორის დაემკვიდრა, ამგვარად გამოამჟღავნა თავისი ღმრთაებრივი დიდება. იგი ჭეშმარიტი სინათლეა, რომელიც ყოველ ადამიანს, ვინც კი ამქვეყნად იბადება, გზას უნათებს. თუმცა, იმისათვის, რომ ადამიანმა შეიცნოს ღმრთის მოსვლა, საჭიროა, თავიდანვე გაითავისოს ნათლობის გზით, სამსახოვანი ღმერთის სახელით მიღებული ღმრთიური ნათელი. ასეთ შემთხვევაში ქრისტეს სხეულთან, ეკლესიასთან გაერთიანება და წმიდა საიდუმლოებებთან მიახლება მას აძლევს იმის საშუალებას, რომ დაიტიოს ღმრთიური ნათელი.

გ) პარალელურად, მას ასევე მოეთხოვება ხანგრძლივი ადამიანური თანხმობა და ხორცის მოკვდინების გზით გულმოდგინება. „განვწმიდოთ ჩვენი გრძნობები და აღტაცება გამოვხატოთ აღდგომის მიუწვდომელი ნათლის მიმართ“, გალობს წმიდა მეფსალმუნე. ამაში თავისი წვლილი როგორც მარხვას, სინანულს, მეტანიას, თავშეკავებას, შინაგან მწუხარებას, ასევე ნებისმიერი საქმის სიყვარულით გამოხატულ წრთვნას, სწრაფვას შეაქვს. ზოგიერთები ქრისტეს მხოლოდ როგორც ღმერთს, ისე ხედავენ. მაშინ, როდესაც სხვანი, მას მხოლოდ როგორც ადამიანს, ისე აღიქვამენ. პირველნი იესოს იმდენად შორს მოიაზრებენ, რომ ვეღარ სწვდებიან. მეორენი კი მას ღმრთაებრიობისგან ძარცვავენ და ზოგადად, ადამიანს ართმევენ განღმრთობის, პიროვნული თავისუფლებისა და სიკვდილის დაძლევის ღმრთივმომადლებულ შესაძლებლობას.

დ) თუმცა, ქრისტე, როგორც ღმერთკაცი, გვიჩვენებს სიკვდილზე გამარჯვების გზას და იქცევა „გარდაცვალებულთაგან პირველი“. ყოველ ქრისტიანს შეუძლია მის გზას მიჰყვეს. იმისათვის, რომ შეხვდეს ქრისტეს ჯვარს უნდა აცვას თავისი ვნებები. მოკლას ისინი სინანულისა და ცოდვიანი სიცოცხლის გამო დადენილი ცრემლების მეშვეობით, და აწმყო ცხოვრებაში ეზიაროს აღდგომის სიკეთეს. გულმოდგინედ დაიცვას ღმრთიური მცნებები და შეიძინოს ის სათნოებები, რომლებიც მას პიროვნული თავისუფლებისა და სიკვდილისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას მისცემენ. „და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს“ (რომაელთა მიმართ ეპისტოლე, 6, 9).

ე) აღდგომის ნათელი სამყაროზე გულუხვად იღვრება. თუმცა, იმისათვის, რომ მოხდეს ამ ნათლის ძალის შეცნობა, საჭიროა გულწრფელი გრძნობის ორგანოები და სუფთა თვალები. ხშირად, სარწმუნოებრივი სიბრმავე ხელს უშლის ამ ურთიერთობას. მაგრამ, აღდგომის ბრწყინვალე დღეს, დაე თუნდაც ბუნდოვნად, ყველა შეიგრძნობს ღმრთიური შუქის სხივს, რომელიც მის გონებასა და გულს ნათელს ჰფენს. მართლმადიდებლურ აღმოსავლურ ტრადიციაში, განმარტოების მეშვეობით, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ხალხური წეს-ჩვეულებანი, რომლებიც აცხადებენ, რომ ადამიანებს სრულიად არა აქვთ დავიწყებული ნათლობის შედეგად მიღებული ნათელი. სააღდგომო დიდი კელაპტარი, სააღდგომო მისალმება, საერთო ტრაპეზი, ქრისტესთან ერთად სიყვარულით ძმური თაყვანისცემა, საფლავების მონახულება და ა.შ. მათ შორის რამდენიმეს წარმოადგენს.

ვ) სააღდგომო დიდი კელაპტარი, რომელიც ჩვეულების მიხედვით, ნათლიის საჩუქარია, დნება, კაშკაშებსა და ანათებს, გადაეცემა რა ჯვარზე აღდგომის ქრისტიანულ ზნე-ჩვეულებას. ასევე მისალმების ფორმები – „ქრისტე აღსდგა“ და „ჭეშმარიტად აღსდგა“, უმეტეს ადგილზე რაიმე სხვა სახის მისალმებას ენაცვლება და ორმოცი დღის განმავლობაში, აღდგომის პიროვნული გამოცდილების გამოხატულებას წარმოადგენს. ამასთან, ამ წმიდა დღეებში, გარდაცვალებულთა საფლავებზე გასვლა, ხალხის იმ რწმენაზე მიუთითებს, რომ ქრისტეს აღდგომა მათ სულებს გააცოცხლებს და მთელი ადამიანურ მოდგმას აღდგომის უპირატესობას წარმოუჩენს.

ზ) თუმცა, ადამიანის მცდელობის უმაღლეს წერტილს, იმისათვის რომ იგი უფლის ვნებებისა და აღდგომის თანამონაწილე გახდეს, საჭიროა შინაგანი აუცილებლობა ღმრთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოებაში მონაწილეობის მიღებისა. საკმარისია მხოლოდ, რომ ეს მოხდეს „სუფთა შეგნების“, „ნათელი გულის“ და მოყვასის მიმართ სიყვარულის შემდეგ, მაშინ, წმიდა იოანე ოქროპირის თანახმად „ყველა ტკბება რწმენის ნადიმით. ყველა ეზიარება პატიოსნების სიმდიდრეს. არავინ ტირის თავის სულიერ შიმშილზე, რადგან გამოჩნდა საერთო სამეფო. არავინ მოთქვამს თავის შეცდომებზე რადგან შეწყნარების თხოვნა საფლავიდან გაისმა. არავის აღარ ეშინია სიკვდილისა, რადგან ჩვენ მაცხოვრის სიკვდილმა გვიხსნა. ქრისტე აღსდგა და ანგელოზნი ხარობენ. ქრისტე აღსდგა და სიცოცხლე მეფობს“. საღმრთო სჯული აღმატებულია და სიხარული ავსებს ადამიანთა გულებს!

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/04/06/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%97-5/feed/ 2644
სიყვარული და ქრისტეს წმიდა ვნებანი https://www.pemptousia.ge/2018/04/04/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98/ https://www.pemptousia.ge/2018/04/04/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98/#comments Wed, 04 Apr 2018 08:12:19 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51529 ლიმასოლის მიტროპოლიტი მეუფე ათანასე საუბრობს სიყვარულზე, რაც თავისთავად არის არა თუ იდეა, არამედ – თავად იესო ქრისტე, რომელიც ჯვარს ეცვა ადამიანთა გადარჩენისათვის. ამავდროულად, იესო მოგვიწოდებს, რომ მივბაძოთ მის მაგალითს –  გვიყვარდეს ჩვენი ძმები მის მიერ ნაჩვენები თავისუფალი სიყვარულით, რომელიც გულში იხუტებს მთელ სამყაროს.

Mitropolitis AThanasios Lemesou 03

„რამდენიმე დღეა დარჩენილი იესო ქრისტეს ჯვარცმამდე და როგორც ყველა ქრისტიანი, ჩვენც ვაგრძელებთ ცხოვრებას ამ ატმოსფეროში და ვუერთდებით ამ სივრცეს, ყოველი ჩვენგანი ვცდილობთ, რომ ვიცხოვროთ გონივრულად და ჩვენ ჩვენი ათვისების უნარის შესაბამისად, რადგან სწორედ ამ დროს მყარდება ჩვენი კავშირი ქრისტეს ვნებებთან. ვნების კვირა, რომელიც გახლავთ ეკლესიის დღესასწაულების ძირითადი ღერძი, არ გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ  გახსენება, ან მოგონება ან პატივის მისაგები საშუალება იესო ქრისტესი, რომელიც ორი ათასი წლის წინ  განკაცდა და ჯვარს ეცვა ჩვენთვის, არამედ ეს არის უფრო არსებითი და უფრო შინაგანი, რომელსაც უკავშირდება თავად ჩვენი ცხოვრება… ამ დღეების ეკლესიაში აღნიშვნა, უპირველეს ყოვლისა,  ნიშნავს იმ ფუძესა და საყრდენს, რომელზეც ადამიანს შეუძლია ააგოს თავისი სულიერი ცხოვრება. ვიზეიმოთ ჩვენი უფლის დღესასწაულები, ეს ჩვენში ნიშნავს იმას, რომ ეკლესია საუბრობს კონკრეტულ ადამიანზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სერიოზულია და აუცილებელია სულიერ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი თქვენთვის, თანამედროვე საზოგადოების ახალგაზრდებისათვის, გავაცნობიეროთ როგორც თქვენ, ისე ჩვენ, უფროსებმა, რომ ეკლესია არ საუბრობს რაიმე იდეაზე, არამედ ის საუბრობს კონკრეტულ ადამიანზე, კონკრეტულ პიროვნებაზე, კონკრეტულ ღმერთკაცზე, ღმერთზე, რომელიც ჩვენთვის განკაცდა… ეკლესია არ არის იდეოლოგია და იგი არ საუბრობს არც რაიმე საწყისზე, არც რაიმე იდეალურზე, არც რაიმე მნიშვნელოვანზე, არც რაიმე თეორიაზე. სახარება არ არის ერთგვარი ცხოვრების წესის შესახებ სწავლება. სახარება საუბრობს იმაზე, რაც მოხდა ჩვენთვის, ადამიანებისათვის და რაც სინამდვილეში არის ცხოვრება. სახარება არ არის უფლის სწავლება ამქვეყნიურ ცხოვრებაზე, არ არის სწავლება ცხოვრების სინათლეზე, არამედ თავად უფალია სიცოცხლეც, სინათლეც, აღდგომაც, გზაც, დასაწყისიც და დასასრულიც. აი, ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი, რომ ვისწავლოთ, რომ ვიცოდეთ, რომ ეკლესიაში ჩვენს ყველა ბრძოლას, რასაც კი შევჭიდებივართ, ჩვენს ყველა მცდელობას და ყველაფერ იმას, რასაც კი ვაკეთებთ ეკლესიის წიაღში, მიზნად აქვს ორი რამ: პირველი, რომ დაგვეხმაროს ჩვენი საკუთარი სახის აღმოჩენაში, ჩვენი პიროვნული იპოსტასის პოვნაში, ჩვენი პიროვნული მოძრაობის დანახვაში, რომ შეგვინარჩუნოს იმის შესაძლებლობა, რომ ვიმოძრაოთ ბუნებრივად, ისე, როგორც უფალმა შეგვქმნა. და ამავდროულად, აღმოაჩინოს ჩვენში არა თუ ღმერთის იდეა, არა თუ ღმერთის სწავლება, არამედ – თავად ღმერთი, და რა თქმა უნდა, ის ღმერთი, რომელიც ჩვენთვის, ადამიანებისათვის, განკაცდა, ეწამა, ჯვარს ეცვა, დაეფლა და აღსდგა ჩვენთვის. ანუ ეკლესია ეს არის ადგილი, რომელიც ადამიანის ღმერთთან შეხვედრის საშუალებას აძლევს. ხოლო თავად ამ შეხვედრის შინაარსი ანუ არსი არაფერია, თუ არა თავად სიყვარული. ღმერთი სიყვარული არს. თუმცა თავად სიყვარული არ არის ღმერთი. სიყვარული ეს იდეაა და იდეა არ შეიძლება იყოს ღმერთი. მაგრამ ღმერთი ეს სიყვარულია. ადამიანი, რომელიც ღმრთის ხატადაა შექმნილი, რომელიც არის უფლის ყველაზე სრულყოფილი ქმნილება, უფლის შესაქმის გვირგვინი, არის ასევე სიყვარული. ამგვარად, ეკლესიას სურს ადამიანს მისცეს საშუალება იმისა, რომ იგი უფალთან ურთიერთობის გზაზე წინ დაწინაურდეს იმ სიყვარულით, რომელიც ასრულებს და რომელიც მართლაც რომ გამოხატავს მთელ მის არსებობას. რადგანაც დაცემამდე ადამიანს უყვარდა უფალი სრულყოფილი სიყვარულით, მას ავტომატურად უყვარდა სამყაროც და მის გარშემო მყოფნიც. ამ სიყვარულის მეშვეობით ადამიანი იყო  სრულყოფილი და თავისუფალი. დაცემის შემდეგ დაირღვა ადამიანის პიროვნება, მისი სახე. მისი მთლიანობა დაიფანტა, ისევე როგორც დაიფანტა მისთვის მიცემული უფლის მადლი. ამ მდგომარეობის შედეგად გაჩნდა ვნება და ცოდვა, რომელმაც დაასუსტა და მიმოფანტა ადამიანის ძალა. ამ შემთხვევაში ეკლესიას აქვს მკურნალის ფუნქცია. იგი თავის გარშემო იკრებს ადამიანებს არა იმიტომ რომ გონება გამოუჭედოს უამრავი თეორიით, არ ეუბნება ხალხს, რომ შენ ეს უნდა გააკეთო და შენ ამას დამპირდი, არამედ ეკლესია ადამიანებს აძლევს სულიერ წამლებს, სამკურნალო წამლებს, რომლებიც მას ეხმარებიან გამოღვიძებასა და საკუთარი თავის პოვნაში. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი წამალია საეკლესიო საგალობლები. როცა ადამიანი მათ უსმენს, მასში ნელ-ნელა იღვიძებს უფლის შეგრძნება, უფლისკენ სწრაფვა.Stavrosis, Golgothas 03

ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ვნებას აქვს ზუსტად შემდეგი მნიშვნელობა: რადგანაც ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, ხოლო უფალს სურს არა თუ დაამცროს ჩვენი თავისუფლება, იგი პატივს ცემს თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას, ისე რომ შეგვიძლია თუნდაც თავად უფლის არსებობაც კი უარვყოთ, უფალი ჯვარს ეცვა ჩვენთვის ორი სერიოზული მიზეზის გამო: პირველი –  მისი ჯვარცმა იყო ჩვენება ჩვენ მიმართ არსებული მისი უსაზღვრო სიყვარულისა, იმდენად რომ უფალი მზად იყო თუნდაც მომკვდარიყო ჩვენთვის და შესაბამისად ეჩვენებინა ადამიანებისათვის ის გზა, რომლის მეშვეობით ჩვენ შევძლებდით განგვეხორციელებინა ჩვენი სიყვარული მთელი სამყაროს მიმართ. და მეორე – რათა აეღელვებინა ჩვენი გულები და ჩვენთვის მოეცა ხელმოსაჭიდი და უფლება იმისა, რომ იგი შეგვეყვარებინა, რომ გულის წიაღში გვეგრძნო და შეგვეცნო, თუ როგორ ვუყვარვართ უფალს. სწორედ ამაში გვეხმარება ჩვენ ეკლესია ღმრთისმსახურებების, საგალობლების, მარხვის, ლოცვის, აღსარების, ღამისთევის, ასკეტური ცხოვრების საშუალებით. ეკლესია ამ წამლების სამკურნალო ზემოქმედების გზით გვეხმარება, რომ გაიღვიძოს ჩვენმა გულმა და მოძრაობა დაიწოს ამ სიყვარულში უფალთან ერთად. თუმცა, ამავდროულად მას პრაქტიკული შედეგებიც აქვს.

აბა, დაფიქრდით, თუკი ოდესმე გამოვცდით უფლის ვნებას და გავაცნობიერებთ, რომ სიყვარული სრულყოფილ სახეს იღებს სხვა ადამიანისთვის სიკვდილის გზით, გავაცნობიერებთ, თუ რა საფუძველზე დგას ჩვენი ურთიერთობა სამყაროსთან, რა საძირკველზე დგას ჩვენი ურთიერთობა სხვა ადამიანთან, რა საფუძველზე დგას ჩვენი ურთიერთობა ქორწინებაში – ჩვენს მეუღლესთან, ჩვენს შვილებთან, ჩვენს თანამშრომლებთან, ჩვენ გვერდზე მდგომ ადამიანებთან, მაშინ გავიგებთ, რომ ადამიანი, რომელსაც ჭეშმარიტად უყვარს მეორე ადამიანი, არაფერს ითხოვს მისგან. „სიყუარული არა ეძიებნ თავისასა“, ამბობს პავლე მოციქული. სიყვარული თავისთვის არაფერს ითხოვს. სიყვარული სრულყოფილ სახეს იღებს, როდესაც შენ მეორე ადამიანს აძლევ მთელს შენს არსებობას. სრულყოფილი სიყვარული კი შორსაა შიშისაგან. სიყვარულს არ შეუძლია, რომ როდესმე შიში განიცადოს, რადგანაც სიყვარული ნიშნავს ადამიანის სახის დასრულებას. ამიტომ, როდესაც ჩვენ გვეშინია, რომ შევიყვაროთ ვინმე ან მაგალითად ასე ვამბობთ: „მაგრამ, რომ მივცე ამის უფლება… მერე გამომიყენებს, ზედ გადამივლის,  დამიმონებს, გამაქრობს“ – ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა გვაქვს სიყვარულის ძალა. სიყვარული აღემატება ამას ყველაფერს. სიყვარულს არ გააჩნია არანაირი ძალადობა. სიყვარული ეს ნიშნავს, რომ სრულად მისცე შენი თავი სხვას, ისევე როგორც უფალმა თავისი თავი მოგვიძღვნა მთელ სამყაროს. სახარებიდან ვიცით, რომ მაშინაც კი, როდესაც უფალი ჯერ კიდევ  ჯვარზე იყო გაკრული და როგორც ადამიანი თავისი ცხოვრების უკანასკნელ წამებს ითვლიდა, მას ორი ფიქრი უტრიალებდა: პირველი, რომ ელოცა თავისი მამისადმი და მეორე, ფიქრობდა მათზე, ვინც იგი ჯვარს აცვა. მაშასადამე, იგი თავისთავზე კი არ ზრუნავდა, არამედ მათზე, ვინც იგი ჯვარს აცვა. ჩვენ ვიცით, თუ როგორ ლოცულობდა იესო მათთვის: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.  აქ ჩანს, რომ ქრისტე არ ადანაშაულებდა მათ, ვინც იგი ჯვარს აცვა, არამედ ამ ადამიანებს ერთგვარი გამართლებაც კი მოუძებნა, რომ არ იციან, რას აკეთებენ, სჩადიან ამას მხოლოდ იმის გამო, რომ არ იციან, თუ რას ჩადიან. და რომ სცოდნოდათ, ჭეშმარიტებაა, რომ არ გააკეთებდნენ.

გეთსიმანიის ბაღშიც, როდესაც იესო ლოცულობს და ოფლის ნაცვლად მისი სხეული სისხლის წვეთებით იცვარება, სახარებიდან ვიცით რომ უფალი ამ სიტყვებს ამბობს: „მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“. განა ეს იყო ლოცვა იმისათვის, რომ იესოს შეეშინდა სიკვდილის და ევედრებოდა უფალს, რომ აეცილებინა მისთვის სასუმელი ესე? რა თქმა უნდა, არა. ეს ლოცვაც იყო ჩვენთვის, ადამიანებისათვის. უფალს არ უნდოდა იმ გზით დაესრულებინა ამქვეყნიური სიცოცხლე, რა გზითაც დაასრულა. რათა ჩვენ, ვინც შეიყვარა იესომ სრულყოფილი სიყვარულით, არ გავმხდარიყავით ისინი, ვინც იგი ჯვარს აცვა. რადგან მასში არსებული სიყვარულისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ადამიანები, რომელნიც მან სრულყოფილი სიყვარულით შეიყვარა, მას ჯვარს აცვამდნენ. ვხედავთ, რომ უფლის მთელი საზრუნავი, მთელი სითბო, სიყვარული, ყველა ფიქრი იყო ადამიანისადმი, ყოველი ჩვენგანისადმი მომართული.

და თუკი, ძმანო ჩემნო, ჩვენც განვიცდით ამ დღეებს, მაშინ გავხდებით უფრო უკეთესი ადამიანები. მაშინ გავიგებთ, თუ რას ნიშნავს ეს ღმრთაებრივი კავშირი სხვა სამყაროსთან. მაშინ გავაცნობიერებთ, რომ ჩვენი არსებობის მიზანი არ არის, რომ გადავრჩეთ ჩვენ, არამედ რომ გადარჩეს ჩვენი ძმა ჩვენი მეშვეობით, რომ ჩვენ ვიქცეთ ჩვენი ძმის სიცოცხლედ და საკვებად. და თუკი განვიცდით, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს ბრწყინვალებით მოსილ აღდგომის ღამეს, როდესაც ის საუბრობს იესო ქრისტეს აღდგომაზე, ნურავის შეეშინდება სიკვდილის. საინტერესოა რატომ ამბობს ამას ოქროპირი, რატომ არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის, იქნებ იმიტომ რომ უგრძნობლები ვართ? რა თქმა უნდა, არა. არამედ იმიტომ, რომ ჩვენ უფალმა თავისი აღდგომით გაგვათავისუფლა სიკვდილისაგან. ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება ბიოლოგიური სიკვდილი, მას ყველა ჩვენგანი გაივლის. იგულისხმება ის, რომ იესომ ჩვენ გაგვათავისუფლა სიკვდილის შიშისგან, სიკვდილის ტირანიისაგან. ჩვენთვის, ეკლესიის შვილებისათვის, არ არსებობს სიკვდილი, რადგანაც უფალმა მოგვანიჭა მისი დამარცხების საშუალება. ხოლო სიკვდილის დამარცხების  საშუალება კი არის სიყვარული, ის სიყვარული, რომლითაც უფალმა თავისი თავი შესწირა მსხვერპლად მთელ სამყაროს და სამყაროს ხსნა მოუპოვა ჯვრით, გოლგოთით, გეთსიმანიით. ქრისტეს მთელი გზა ეს არის ღმრთაებრივი მსახურება მთელი სამყაროს ხსნისთვის აღვლენილი. თუკი ყოველივე ამას გავაცნობიერებთ, როგორი სხვანაირები გავხდებით, თუნდაც ჩვენს ოჯახებში, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენს მეუღლეებთან და ჩვენს შვილებთან, აღარ შეგვეშინდება სხვა ადამიანის, რომლისთვისაც ყველაფერს თავისუფლად გავიღებთ. არ შეგვეშინდება სიკვდილის და არა მხოლოდ ბიოლოგიური სიკვდილის, არამედ სიკვდილისკენ მიმავალი თითოეული მოძრაობის. შეუძლებელია შეაკრთო იმ ადამიანის სული, რომელსაც უყვარს იესო ქრისტე. უპირველეს ყოვლისა კი, არ შეგვეშინდება იმისა, რომ გვერდზე ჩავიწიოთ ჩვენ და ჩვენი ადგილი დავუთმოთ ჩვენს ძმას, ჩვენ წინ დავაყენოთ ნებისმიერი სხვა ადამიანი, როგორც მაგალითად ამბობდა ხოლმე ერთი ღერონდა, მისთვის დამახასიათებელი უბრალოებით: „დიდი სიამოვნებით, როგორც გსურთ“ და თავისუფლად მივუძღვნათ მთელი ჩვენი არსებობა სხვა ადამიანს. ერთი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი ასე ამბობდა: სხვა ადამიანი არის ჩემი ტანჯვა (ჯოჯოხეთი). მაშინ, როცა ეკლესია და წმიდა მამები ამას ამბობენ: დაინახე შენი ძმა, ესე იგი დაინახე უფალი ღმერთი შენი. ჩვენთვის სხვა ადამიანი არ არის ჩვენი საფრთხე, არამედ იგი, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ჩვენი მტერი, არის ჩვენი სიცოცხლე, არის ჩვენი უფალი ღმერთი, იესო ქრისტეს სახე. ამიტომაც, თუკი სწორ გზას დავადგებით, მივენდობით ეკლესიის მკურნალობას, გაიღვიძებს ჩვენი სული. და ყოველთვის, როცა კი ვიდღესასწაულებთ უფლის ცხოვრებიდან რომელიმე მოვლენას, განსაკუთრებით კი, ყოველ ჯერზე, როცა კი გავივლით ვნების კვირას, იესო ქრისტეს წამების გზას, ვიპოვნით ჩვენ ჩვენ თავს და კვლავ შევიძენთ ჯანმრთელობას, კვლავ შევიძენთ ჩვენს არსებობას, ჩვენს იპოსტასს, რომელიც სრულდება ამ სიყვარულში, ვიპოვნით ძალას, რომელმაც დაამარცხა სიკვდილი და რომელიც ჩვენ გვაკავშირებს უფალთან და ჩვენს საკუთარ თავთან და ჩვენს გვერდით მდგომთან და მთელს შესაქმესთან. აღარ გავაგრძელებ საუბარს, უბრალოდ ვისურვებ, რომ უფლის მადლმა დაგვიფაროს და გადაგვარჩინოს ამ დიდი გამოცდილების ჟამს, რომელიც მართლაც რომ გვაქცევს თავისუფლებად, ისეთებად, როგორადაც შეგვქმნა ღმერთმა“. ამინ!

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/04/04/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98/feed/ 3044
ვნების შვიდეულში შესვლა https://www.pemptousia.ge/2018/04/02/%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90-5/ https://www.pemptousia.ge/2018/04/02/%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90-5/#comments Mon, 02 Apr 2018 09:29:24 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51527 ა) უფლის მიერ ნებაყოფლობითი ვნების, ამ უდიდესი და მსოფლიო მასშტაბის მოვლენასთან დაკავშირებით, ვნების კვირაში მოხსენებულ წმიდანთა ქოროს წინ ყოვლადმშვენიერი ბიბლიური იოსების ხსენება უძღვის. მის პიროვნებაში ასახვას პოულობენ სახარებისეული მოვლენები შერიგებისა და მიმტევებლობის, სიბრძნისა და გულისმიერი სისუფთავის სახით. მას შესაძლოა არ მოუსმენია ტკბილხმოვანი ქადაგება მტრების სიყვარულის შესახებ, შესაძლოა მას ახლოდან არ უნახავს ეკლესიის სიძის, იესო ქრისტეს ნათელი სახე, რომელიც ყველას მსახურებას, მსხვერპლშეწირვასა და პატიოსნებას შთააგონებს. მან შესაძლოა მასზე ასობით წლებით ადრე იცხოვრა, ოღონდ ამ ყოველივეს მისთვის ხელი არ შეუშლია ყოფილიყო ღმრთის ადამიანი, სახარებამდელი მახარებელი, ბრძენი განუსჯელობის ჟამს, მორჩილი მოსწავლე მასწავლებლის გამოჩენამდე.

Osios Iosif pakgalos 01

ბ) იოსები ძველ აღთქმაში იესო ქრისტეს სახე, წინასახე და განსახიერებაა.  „და მშვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად“, ასე აღწერს მას ძველ აღთქმაში „დაბადების“ ავტორი (39,6). იგი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომლის პიროვნებაშიც გარეგნული სილამაზე სულიერი სამყაროს ბრწყინვალებასთან საუცხოოდ შერწყმულა. როდესაც იოსებზე ვსაუბრობთ, ეკლესიის საყვარელი სასიძო გვაგონდება, რომელიც ყოველ ადამიანზე უმშვენიერესია და რომელიც ყველა მოწყურებული და დამშეული სულის ყურადღებას იპრყობს. და მართლაც, ვნების დიდი შვიდეული სულიერ ნადიმს წარმოადგენს, რომელზეც ყველა ადამიანია მოწვეული. სულიერი საკვებით ამ ნადიმზე კი მხოლოდ ის გაძღება, ვისაც „საქორწინე სამოსელი“, სინანულის ცრემლები და უფლის შიში ექნება.

გ) უფალ იესო ქრისტეს მსგავსად, რომელმაც „ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“ (პეტრე მოციქ. პირველი ეპისტოლე 2,22), იოსებიც მისი მამების ღმერთისა და მოყვასის წინაშე პატიოსნებით დადიოდა. მაშინ, როცა ვნებებისა და შურისძიების დიდი საცდური არსებობდა, მან როგორც სიბრძნით შემოსილმა, არც უფალი შეურაცხყო და არც თავის ძმებზე იძია შური, რომლებმაც იგი მონასავით გაყიდეს. ფარაონის კარისკაცის, ქონდაქართუხუცეს ფოტიფარის ეგვიპტელ მეუღლეს მისდამი ვნებებით აღევსო გული, თუმცა იოსები არ მიეცა ამ საცდურს. აზრის შეუცვლელად განეშორა იგი ცოდვას, შიშველი, ვითარცა პირველქმნილი  პირველი მცნების დარღვევამდე.

დ) ოღონდ ეს პატიოსნება მას ძვირად დაუჯდა, ვინაიდან ამის გამო მან საპყრობილეში ამოყო თავი. მაგრამ უფლის მადლს იგი იქაც არ მიუტოვებია. პირიქით, როგორც ღირსი ნიკოდიმოსი წერს, ციხეში სამეფო კარის პატიმართა სიზმრების ახსნა მისი საპყრობილიდან გამოყვანის, ფარაონის წინაშე წარდგენისა და მთელი ეგვიპტის გამგებლად დადგინების მიზეზი გახდა. იოსები არახელსაყრელი გარეგნული ფაქტორების მიუხედავად ერთგულად ემორჩილებოდა ღმრთის ნებასა და თავის სუფთა სინდისის ხმას. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ძმებმა იგი გაყიდეს, რადგან მათი მამის იოსებისადმი სიყვარულის გამო შური ამოძრავებდათ, იოსებმა, როგორც „ეგვიპტის გამგებელმა“, ისინი არა მხოლოდ მიიღო და მხარში ამოუდგა გასაჭირში, არამედ მისი ისმაიტელებისადმი მიყიდვაც კი ღმრთის ნებად ჩათვალა.

ე) მშვენიერი იოსების ხსენებას სულიერ ქოროში ბრძენი ქალწულების ხსენება მოსდევს, რომელთაც ხელში ლამპრები უჭირავთ. ამ ლამპრებს ისინი ზეთით, ღმრთიური სიკეთეებით, მუდმივად ავსებენ. მათ ხსენებას მენელსაცხებლე დედათა, მეძავი დედაკაცისა და კეთილგონიერი ავაზაკის ხსენება მოსდევს. მორწმუნე ადამიანი იკითხავს: ვნების შვიდეულში ამ წმინდა ქოროდან უფრო მეტად რომლის მაგალითით უნდა აღფრთოვანდეს? ხუთი ბრძენი ქალწულის მუდმივი სიფხიზლით? მეძავი დედაკაცის ცრემლებითა და ოხვრით? ავაზაკის სინანულით? მენელსაცხებლე დედათა გულწრფელობითა თუ გამბედაობით? ყოველი მათგანით შეიძლება აღფრთოვანება, რადგან ყველანი სულიერი ცხოვრების ყლორტის მატარებელნი არიან.

ვ) იმ ადამიანების მრავალრიცხოვან რიგებს, რომლებიც თან ახლდნენ იესო ქრისტეს ნებაყოფლობითი ვნების ჟამს, ავსებდნენ შეშინებული, შეძრწუნებული და სკეპტიკური მოწაფეებიც, რომლებიც მიუხედავად იმისა რომ მონაწილეობას იღებდნენ უფლის ჯვრის მისტერიაში, მოვლენებმა ისინი დაჯაბნეს და თავზარი დასცეს. იუდამ თავისი მასწავლებელი გასცა და სატანისეულ მარტოობაში და ვერცხლისმოყვარების ვნებაში დაიკარგა. პეტრემ  უარყო უფალი, სხვა მოწაფეებმა გულგრილობა გამოიჩინეს, სხვანი კი მიმოიფანტნენ „ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი“ (მათე 9,36). საჭირო გახდა სინანულის ცრემლები, ღმრთიური სიყვარულის ლამპრები და აღდგომის სასწაულის გამოცდილება, რომ მოწაფეები ცხოვრებისმომცემელ ქრისტესთან უკვე სრული ზიარებით მოციქულებად აღმდგარიყვნენ.

ზ) არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც კეთილისმოქმედს ბოროტმოქმედებაში ადანაშაულებენ, კანონმდებელს – კანონების დარღვევაში, მსჯავრს დებენ მას „ყოველთა მეუფეს, როგორც ბრალდებულს“. ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ მწიგნობარნი და ფარისეველნი, ესენი არიან მისი უარმყოფელნი და ყველა დროის ფანატიკოსები, რომლებიც განსჯიან და განიკითხავენ ყველა სხვა ადამიანს, მაშინ როცა თავად არ ცდილობენ ღმრთის სასუფეველში შესვლას. გულქვაობისა და ამპარტავნების გამო ისინი უძლურნი არიან შეიყვარონ უფალი და მოყვასი და რჩებიან „სიძის, მაცხოვარ იესო ქრისტეს“ მიღმა.

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/04/02/%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90-5/feed/ 2958
ჯვრის თაყვანისცემის კვირა https://www.pemptousia.ge/2018/03/11/%e1%83%af%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98-5/ https://www.pemptousia.ge/2018/03/11/%e1%83%af%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98-5/#comments Sun, 11 Mar 2018 05:03:34 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51391 დიდი მარხვის მესამე კვირას აღინიშნება ჯვრის თაყვანისცემის კვირა.

აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

არღარა სცავს ედემისა ბჭეთა მახვილი მოტყინარი, არამედ მიჰრიდა ჯუარსა შენსა, ხოლო ძელმან ჯუარისა შენისამან, მხსნელო, სიკვდილი მოკლა და ჯოჯოხეთი შეფქვა, რომლითა მიხვედ მათდა და ეტყოდი: მკვიდრნო ქვესკნელისანო, აღმოგვალედ კვალად სასუფევლად.

Kyriaki Stavroproskyneseos

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/03/11/%e1%83%af%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98-5/feed/ 2389
მართლმადიდებლობის ზეიმი https://www.pemptousia.ge/2018/02/25/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9b-4/ https://www.pemptousia.ge/2018/02/25/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9b-4/#comments Sun, 25 Feb 2018 19:09:57 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51375 მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს ხატთა თაყვანისცემის აღდგენას, ეს დღე გამოაცხადებულია მართლმადიდებლობის ზეიმის სახელით! ამ ფააქტს საფუძვლად დაედო, რომ 842 წელს დედოფალ თეოდორას თაოსნობით მოწვეულმა ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ დაგმო ხატმებრძოლთა ერესი და ხატთაყვანისცემა აღადგინა!

Anastylosi Eikonon

უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველისმოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

გარეშემოუწერებელი სიტყუა მამისა, ქალწულო, შენგან ხორცშესხმული გარეშეწერილ იქმნა და განხრწნილი ხატი თვისი განაახლა, და საღმრთო სიკეთე უსაზღვრო შემოსა, მას აღვიარებთ სიტყვით და საქმით, გამოვხატავთ და ვმონებთ, და ხატს შენსა წმიდასა თაყვანს ვსცემთ.

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/02/25/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9b-4/feed/ 2668
შენდობის კვირა https://www.pemptousia.ge/2018/02/19/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90-5/ https://www.pemptousia.ge/2018/02/19/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90-5/#comments Mon, 19 Feb 2018 08:17:13 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51318 წმიდა და დიდი მარხვის პერიოდი სავსეა სიხარულით, რადგან საღმრთო ეკლესია,  დედამიწის მთელ ზურგზე, სულიერი განახლებისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლის განხორციელებას იწყებს. უფალს მადლობა უნდა ვუთხრათ იმისათვის, რომ ჩვენც, როგორც ქრისტეს დიდი ეკლესიის მორჩილი წევრები, ვუერთდებით ამ საყოველთაო მადლს, რომელიც მის ეკლესიაშია გამეფებული. მხოლოდ უფლის მადლის შემწეობით  არის შესაძლებელი ჩვენი განახლების განხორციელება, ჩვენი სულიერი აღორძინება. „რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოვანე, 15, 5), ამბობს უფალი. ჩვენ გვესაჭიროება ღმრთიური მადლი, რომლითაც აღსავსეა ეს პერიოდი, რათა ვიპოვოთ ჩვენი გული, რომ მან კვლავ განაგრძოს სიცოცხლე და იგრძნოს ჩვენი მხსნელის – იესო ქრისტეს დიდი სიყვარული. ჩვენი მიახლოება ქრისტესთან და ჩვენი სიცოცხლის განახლება, რაც ჩვენს გულებში უფლის ყოფნის შეგრძნებითაა გამოწვეული, ჩვენთვის მარადიული აღდგომაა.

Agia Triada, troullos portarikiou IMMB

უფალი ჩვენს სიცოცხლეს მხოლოდ ერთ პირობას უდებს, ყოველი იმ მნიშვნელოვანი საქმისათვის, რისი ქმნაც ჩვენთან ერთად სწადია, მთელი იმ პატივისთვის, რომელსაც ჩვენ მიმართ ამჟღავნებს, რომ როდესაც სურს, თავის შვილებად მიგვიღოს. სწორედ ამ პირობას ვიმეორებთ ყოველდღე, როდესაც უფლის ლოცვას – „მამაო ჩვენოს“ წარმოვთქვამთ: „და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. იმისათვის, რომ უფალმა ჩვენი ცოდვები მოგვიტევოს, თავისი მადლი გვიბოძოს, რათა ღრმად ჩავწვდეთ ჩვენს გულს და ვიმოქმედოთ ჩვენი გადარჩენისათვის, მხოლოდ ერთ პირობას გვიყენებს: თითქოსდა, მისი თანასწორნი ვიყოთ, ისე გვეუბნება: „თუკი თქვენ მიუტევებთ ადამიანებს, მეც მოგიტევებთ თქვენ“. რა დიდ პატივს გვდებს ჩვენ უფალი!  სწორედ იმის გამო, რომ იგი მარადიული ღმერთია, ყოვლისმპყრობელია, ჩვენი შემოქმედია და ჩვენი მხსნელია. ხოლო ჩვენ კი უსუსური და დაცემისკენ მიდრეკილი არსებანი ვართ, გაუფასურებული ადამიანები.

იმისათვის, რომ ჩვენი გული ღმრთიური მადლისათვის გაიღოს, ჩვენ მოყვასს უნდა მივუტევოთ. ჩვენს გულში არც ერთი ადამიანის მიმართ არ უნდა არსებობდეს გულგრილობა. როდესაც ვინმესთან მიმართებაში შეცდომას ვუშვებთ, ყოველი მიზეზის გარეშე, უნდა ვითხოვოთ პატიება. ამგვარად ხომ ის ადამიანებიც იქცევიან, ვინც ეკლესიის გარეშე ცხოვრობენ. ხოლო ჩვენ კი, ვისაც გვსურს ქრისტეს სხეულის წევრნი ვიყოთ და ღმრთის შვილები ეკლესიის წიაღში, უფრო მეტი მოგვეთხოვება. უფალი ამბობს, რომ როდესაც მისი საკურთხევლის წინ, მის ტაძარში მივდივართ, რათა ღმერთს ძღვენი შევწიროთ, ყველას მიმართ შემრიგებლურნი უნდა ვიყოთ. და თუკი, ვინმე ჩვენ წინააღმდეგ მტრულადაა განწყობილი და გულგრილია, მანამ, სანამ ძღვენს შევწირავდეთ, უნდა ვეცადოთ, რომ მასთან, თუნდაც შერიგება შევძლოთ. და მაინც, თუკი ვინმე, რაიმე მიზეზის გამო, გაუცნობიერებლად ჩვენს მიმართ კვლავ გულგრილი და ნაწყენია, უნდა ვეცადოთ, რომ  როგორმე შევრიგდეთ რაიმე საშუალება გამოვნახოთ. იქნებ ჩვენმა მცდელობამ ააღელვოს ჩვენი ძმა. მისი გულიც  მოლბება, გაიხსნება ღმრთიური მადლისთვის და მისი სულიერი განახლებაც დაიწყება. სწორედ მაშინ აღსრულდება ის, რასაც ჩვენგან ითხოვს უფალი. რათა ჩვენც მისი თანამონაწილენი გავხდეთ ამ დიდ საქმეში, ადამიანთა ხსნაში. სწორედ ამის გამო, მოგვცა უფალმა დარიგებანი, როგორიცაა, მაგალითად, შემდეგი: „და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“ (მათე, 5, 41) და „და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“ (მათე, 5, 40). თუკი ამგვარად მოვიქცევით, სხვებს, ჭეშმარიტად, გული აუჩუყდებათ და როდესაც მოისმენენ, რომ ჩვენ მივეკუთვნებით ქრისტეს, ვართ მისი მონები (არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ მისიანები ვართ, მისი სხეულის ნაწილები), მათაც გაუჩნდებათ სურვილი შეიცნონ ასეთი კეთილი და კაცთმოყვარე ღმერთი, რომელიც თავის მსახურებს შორის ამგვარ სათნოებასა და უანგარო სიყვარულს ამჟღავნებს.

როდესაც ჩვენი ძღვენის შესაწირად ღმერთთან მივდივართ, სინდისი ყოველი ადამიანის მიმართ შემრიგებლური უნდა გვქონდეს. სწორედ მაშინ, როცა მივდივართ, რათა განვახორციელოთ ჩვენი განახლებისთვის აღორძინებისა და სულიერი გაახლებისთვის ბრძოლა. ყოველი ჩვენგანი ქრისტეს სხეულის ნაწილია. არ შეგვიძლია ისე ვიცხოვროთ, როგორც გვსურს. ხშირად, სანამ ამას გავაცნობიერებდეთ, ვცოდავთ და ვტვირთავთ იგივე სხეულის სხვა წევრებს. მოციქული ამბობს, რომ როდესაც იტანჯება ერთი წევრი, მასთან ერთად იტანჯებიან სხვა წევრებიც და როდესაც ერთ წევრს აქვს ჯანმრთელობა, სულიერი სიჯანსაღე, იგი ამ ძალას ქრისტეს სხეულის სხვა წევრებსაც გადასცემს. პავლე მოციქულის სიტყვებით, როდესაც მივდივართ ეკლესიაში, რათა შევავსოთ და გავამჟღავნოთ ეს საოცარი სხეული, რომლის თავს თავად იესო ქრისტე წარმოადგენს, ყოველ ჩვენთაგანს მართებს, ყველაზე საუკეთესო რამ მიიტანოს, რაც კი აქვს.  ღმერთსა და მის მსახურებაში მყობ ძმებს მიუძღვნას, რაც კი საუკეთესო ძღვენი აბადია. ყოველი ადამიანი, რომელიც ეკლესიაში საღმრთო მსახურებაზე მიდის, გული სავსე უნდა ჰქონდეს სათნო განწყობითა და ცოცხალი რწმენით, მსგავსად აბრაამის რწმენისა. უნდა მიდიოდეს იქ თავმდაბლობით, სულიერი განწყობით, ღმრთისა და ყოველი ადამიანის მიმართ სიყვარულით აღსავსე. გულის სიღრმეში უნდა ატარებდეს, რაც კი საუკეთესო განწყობა და შეგრძნება შეიძლება არსებობდეს ადამიანის სიცოცხლეში და ამით ხელი შეუწყოს საღმრთო მსახურების ამ წმიდა სინაქსს (კრებას). როდესაც ყოველი ჩვენგანი ტაძარში ასეთი კარგი და სათნო განწყობით, ლოცვით, რწმენით, სინანულით სავსე გულით მივა, მაშინ შესრულდება ის, რაზეც მოციქული ამბობს, – სათნო საქმეებისაკენ მიმართული სიყვარულის შემოტევა. კერძოდ კი, შევხედავთ ერთიმეორეს და გავძლიერდებით, სიყვარულის ერთი სულის წიაღში  მყოფნი ერთმანეთს იმ საქმეებისაკენ ვუბიძგებთ, რომლებიც წვლილს შეიტანენ ჩვენი ცხონების საქმეში. სწორედ ეს არის სამოციქულო ეკლესია, რომელსაც მოციქული აღწერს.

B1G-LRU-O09-1

და მაშინ, როდესაც ამაზე ვფიქრობთ, ვხედავთ, თუ რა დამნაშავენი ვართ. რამდენჯერ მივსულვართ ეკლესიაში ბოროტი ფიქრებით აღსავსენი, ჩვენი შემთხვევითი ქმედების გამო სულიერი ტვირთით დამძიმებულნი, რომლიც არ შეეფერება ქრისტეს წევრებს. რამდენჯერ მივსულვართ უდარდელი სულით, რაც იმ ტვირთს წარმოადგენს, რომელსაც ჩვენს თავში ვატარებთ. მივდივართ ტაძარში და ნაცვლად იმისა, რომ უფალს ძღვენი შევწიროთ, ამ წმიდა სამწყსოსათვის მიგვაქვს ჩვენი საკუთარი დანაშაულებით გამოწვეული ტვირთი, რომლითაც ეკლესიის მთლიან სხეულს ვამძიმებთ. რა დამნაშავენი ვართ ერთმანეთის მიმართ!  დამნაშავენი ვართ ღმრთის წინაშე და ვანაწყენებთ მას, დამნაშავენი ვართ მთელი კრებულის, მთელი სამწყსოს, ქრისტეს მთლიანი სხეულის მიმართ და ვანაწყენებთ მათ.

ახლა, როდესაც დიდი მარხვის ზღურბლთან ვდგავართ, გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ერთიმეორისგან პატიება ვითხოვოთ, ყველამ ერთად კი შეწყალება უფალს ვთხოვოთ, ყოველივე იმ გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ცოდვისთვის, რაც ჩაგვიდენია. ან თუკი, ერთიმეორის მიმართ მიგვიძღვის დანაშაული, ან ზოგადად, თუკი დამნაშავენი ვართ ქრისტეს ამ სასწაული, წმიდა და დიდებული სხეულის – ეკლესიის მიმართ. იმის გამო, რომ წმიდა მსახურებაში ვერ ვაცნობიერებდით ჩვენ ღმრთის წინაშე წარდგენას.

რეალურად, ჩვენ წინასწარი მომზადება დაგვეხმარება. როდესაც მიზნად ვისახავთ კვირას წარვდგეთ უფლის წინაშე, შაბათიდან მოყოლებული ამ ფიქრმა უნდა მოგვიცვას. უნდა დავიწყოთ ლოცვა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ წარმოვჩნდეთ საუკეთესოდ ღმრთის წინაშე, რათა განახლდეს ჩვენი სიცოცხლე და ტაძრიდან წამოსულებს სიხარული გვავსებდეს, უფლის წმიდა ნუგეშით ვიყოთ მთვრალნი. ძალიან ხშირად, შუაღამემდე ან მის ფარგლებს მიღმა, შაბათ დღესაც, აღსავსენი ვართ ამქვეყნიური საზრუნავით, ან თვალს ვადევნებთ ამქვეყნიურ სანახაობებს, რაც ჩვენს გონებასა და გულს უამრავი შთაბეჭდილებებით, უარყოფითი განწყობილებების გროვით ავსებს, რასაც შედეგად მოჰყვება ის, რომ ღმრთის ტაძარში ამ უდარდელი სულით აღსავსენი მივდივართ და იმით, რასაც გულით ვატარებთ, ყველა ჩვენს ძმას ვამძიმებთ. იმის მაგივრად, რომ უფლის სახლში საუკეთესო სულიერი განწყობით მივიდეთ, რითაც ხელს შევუწყობთ ჩვენს ხსნას და ასევე ჩვენს ძმებსაც გავუწევთ დახმარებას. ხედავთ, როგორ შეიძლება, დამნაშავენი ვიყოთ უფლისა და ქრისტეს იმ წმიდა სხეულის წინაშე,  რომელსაც ყოველი ჩვენგანი წარმოადგენს,  როდესაც  ჩვენ უფლის წინაშე წარდგომისას მას არ ვუძღვნით ყველაზე საუკეთესოს, რაც კი შეიძლება ჩვენს გულში გვქონდეს?

ამ მიზეზებისა და შესაძლოა, სხვა უამრავი მიზეზის გამო,  დიდი თავმდაბლობითა და დიდი შიშით უნდა ვითხოვოთ ღმრთისაგან შეწყალება, იმიტომ რომ ჩვენ მის მიმართ დამნაშავენი ვართ. გვმართებდა მის წინ უფრო უკეთესნი ვყოფილიყავით. მისთვის ყოველივე ის უნდა მიგვეძღვნა, რაც ყველაზე წმიდა, ყველაზე თავმდაბალი, ყველაზე მართალი და ყველაზე საუკეთესო არსებობს, როდესაც მის წინაშე წარსადგომად მივდიოდით. პატიება ასევე ჩვენი ძმებისგანაც უნდა ვითხოვოთ, რადგან მათ ჩვენი საკუთარი საზრუნავითა და საკუთარი დანაშაულებებით ვამძიმებთ. იმის მაგივრად, რომ მათ სიხარული, სიცოცხლე და მშვიდობა გადავცეთ, მათ ჩვენში არსებულ უზრუნველობის მძიმე სულსა და სულიერ სიმჭკნარეს ვაძლევთ. ყოველი ჩვენი შეხვედრა, როგორც ჩვენი, ისე მათი მხრიდან, სიცოცხლის საწყისი უნდა იყოს ისე, რომ, როდესაც ამას უფალი იხილავს,  სიამოვნება მიიღოს და მთელი სამწყსო დალოცოს, სულიწმიდის მადლი მოჰფინოს. და არც ერთი დამსწრე ჩვენი ძმებიდან, რომლებიც ღმრთის წინაშე არიან წარმდგარნი, არ დატოვებენ უფლის ტაძარს ისე, რომ სულიწმიდის მიერ მინიჭებული მარადიული ნუგეშის გარეშე დარჩნენ. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი უფლის წინაშე წარდგომის მიზანი.

ახლა, როდესაც უკვე დაიწყო დიდი მარხვა და მიზნად ვისახავთ უფლის წინაშე სინანულითა და ლოცვებით წარდგომას, მოდით, სიცოცხლის მთელი ძალით, რომელიც ამ პერიოდს აქვს, შევთხოვოთ უფალს, მოგვიტევოს ყველა ცოდვა, რაც მის წინაშე და ჩვენი ძმების წინაშე ჩაგვიდენია. დაე, ამ პერიოდის განმავლობაში, ღმერთმა გვიბოძოს ყოველივე ის, რაც კი საუკეთესო შეიძლება გვქონდეს, რათა გავამართლოთ ჩვენი ამ ქვეყანაზე მოვლინება და შევიგრძნოთ ქრისტეს ის სასწაული და უმწიკვლო სიყვარული, რომელიც ჩვენს გულს სიცოცხლით ავსებს. სწორედ ეს იქნება ჩვენთვის ქრისტეს აღდგომა, მარადიული აღდგომა.

Proskynoumen sou ta pathi Hriste

შევუდგეთ დიდ მარხვას და გვახსოვდეს, რომ უფალი დიდ პატივს გვდებს, დიდ შესაძლებლობას გვაძლევს იმისათვის, რომ ჩვენი სიცოცხლე განვაახლოთ, მის წინაშე წარვდგეთ, რათა მან ჩვენი გული სულიწმიდის მარადიული ნუგეშით, მისი ღმრთიური და უმწიკვლო სიყვარულით აღავსოს. მხოლოდ ეს არის ერთადერთი, რასაც შეუძლია ჩვენს სულებს სიცოცხლე შთაბეროს და აღადგინოს. ამინ.

წყარო: „მართლმადიდებლური მაცნე“ (დიდი ბრიტანეთისა და თიატირის წმიდა საარქიეპისკოპოსო რეზიდენციის ჟურნალი), თავდაპირველი ნაწილები  256-257, იანვარი-თებერვალი, 2010 წელი.

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/02/19/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90-5/feed/ 2839
რას გვასწავლის დიდი ხუთშაბათის დღე https://www.pemptousia.ge/2017/04/13/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%a8-4/ https://www.pemptousia.ge/2017/04/13/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%a8-4/#comments Thu, 13 Apr 2017 18:35:50 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50520 ახლოვდება ვნების დღე და ღრმა შინაარსისა და თავბრუდამხვევი მოვლენები დრამატული სისწრაფით ვითარდება, ვინაიდან მათი კულმინაცია ახლოვდება.

ჩვენ უკვე ვნახეთ ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო ფაქტი, რომელიც იესო ქრისტეს უკავშირდება. პირველ შემთხვევაში, ერთი ცოდვილი დედაკაცი მიდის უფალ იესო ქრისტესთან და მდაბლად სცემს თაყვანს, ხოლო მეორე შემთხვევაში მისი ერთ-ერთი მოწაფეთაგანი განუდგება მას, შეეკვრება მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს და გასცემს მას.

დედაკაცის საქციელი გვიჩვენებს რომ უფლის ქადაგებამ ნაყოფი გამოიღო, ადამიანები მის სიყვარულსა და მოწყალებაში დაარწმუნა. უფალიც ამჟღავნებს თავის კმაყოფილებას დედაკაცის ამ საქციელის გამო, ღებულობს ამ ძღვენს და კიცხავს თავის მოწაფეებს, რომლებიც მხოლოდ ნაკლოვანებებსა და სისუსტეებს ხედავენ ამ დედაკაცის სულისშემძვრელ ხატში, რომელიც თავის მაცხოვარს სცემს თაყვანს. მეორეს მხრივ, ვხედავთ რომ ადამიანური სისუსტეები მის უახლოეს მოწაფეთა წრესაც შეიპყრობს: მათ, ვისაც თავი მის ყველაზე დიდ მიმდევრად მიაჩნიათ თავიანთი სისუსტე სჯაბნით… ერთი მას გასცემს, მეორე უარჰყოფს. მართლაც უდიდესი გაკვეთილია მათთვის ვისაც საკუთარი თავი რწმენაში ძლიერი ჰგონია და მიაჩნია რომ მზად არის „მოწანააღმდეგეების“ გასაცამტვერებლად.

ჩვენთვის საყურადღებოა ასევე „მოძღვრის“ დიალოგი თავის მოწაფეებთან. ამ საუბრისას უფალი მათ დიდ საიდუმლოებებს გაუმჟღავნებს მისი პიროვნების შესახებ, დედამიწაზე მისი მისიის, მამა ღმერთის, მომავალი ვნების, ცათა სასუფევლის, სულიწმიდის, რომელიც უნდა გარდამოვიდეს და ეკლესიის შესახებ. ასევე მათ ძვირფასი განძის სახით დარიგებებს უტოვებს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ შემდეგში. ბოლოს ყველაზე ძფირფას დანატოვარს ვიღებთ, ე.წ. სამღვდელმთავრო ლოცვას, სადაც უფალი მამა ღმერთს მიმართავს და შეავედრებს თავის სამწყსოს და მის ერთობას, რომელსაც ბეჭდავს ურყევი სიტყვებით „რაჲთა იყვნენ ერთობით“ (იოანე 17:11).

ამ ერთობის მნიშვნელობა საღმრთო ზიარების უზენაეს საიდუმლოშიც აისახება, რომელიც ეკლესიაში აღესრულება: იმისათვის რომ უფალს ეზიარო, საჭიროა ადამიანებთანაც  ერთობაში იყო. თავად უფალი ისე ექცევა იუდას როგორც თავის სხვა მოწაფეებს, მიუხედავად იმისა რომ იცის, რომ იგი გასცემს მას. მისი ამქვეყნიური ცხოვრების დროს ჩადენილი ყველა ქმედება უბიძგებს ადამიანის ბუნებასა და ზნეობას შერიგებისაკენ, ადამიანის იმ პირველქმნილი ხატის წარმოჩენისაკენ, რომელიც სიყვარულისათვის შექმნა უფალმა.

Mystikos Deipnos 34

საჭიროა მხოლოდ, რომ ადამიანმა  ეს უფლის ძღვენი მიიღოს. წმიდა ნიკოლოზ კავასილასის თქმით „არ აქნიოს თავი და არ ჩამოიგდოს ის გვირგვინი, რომელიც მას უფალმა დაადგა თავს“. უნდა მივიდეს სერობაზე თავმდაბლობითა და მოკრძალებით და უნდა ეცადოს ძალა დაატანოს თავს. ბოლოს და ბოლოს თავად უფალი განგვწმენდს, იგი იჩოქებს და ჭუჭყიან ფეხებს გვბანს, რისი გაკეთებაც ჩვენ არ შეგვიძლია.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი საქმეებია და არა ჩვენი ნათქვამი: პეტრეს პომპეზური განცხადება ძალიან მალე განქარდა ერთი პატარა გოგონას შეკითხვისთანავე. და პირიქით, ჩუმი თანამყოფობა დედებისა ჯვარცმისას არ საჭიროებდა არანაირ დადასტურებას. მათ ჭეშმარიტად უყვარდათ და მაშინ როცა უფლის მოწაფეები მიმოიფანტნენ და უსაფრთხო თავშესაფრებს შეეფარნენ, ისინი უფალთან დარჩნენ, თვალყურს ადევნებდნენ მოვლენებს, ღირსი შეიქმნენ ეხილათ უფალი მის ტახტზე, ჯვარზე, და ცოტა ხანში მისი აღდგომის პირველი მოწმეებიც შეიქმნენ.

ადამიანთა ერთობის სურვილის გარდა, იესო ქრისტეს სიტყვებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს ადამიანური სიმტკიცის, განსაკუთრებით რელიგიური მტკიცე რწმენის შერყევა. წმიდა იოანე ოქროპირი,  დღევანდელი დღის შესახებ წარმოთქმულ ქადაგებაში ადასტურებს, რომ მოყვასთან შერიგება უფრო დიდი მსხვერპლია, ვიდრე სამსხვერპლოზე ძღვნის შეწირვა. მოდით, გავიაზროთ ეს, თუ გვსურს რომ მივხვდეთ თუ რატომ ადის ნებით გოლგოთაზე იესო ქრისტე და სკანდალურად, ადამიანთა საზომით, რატომ შეჰყავს ავაზაკი ცათა სასუფეველში.

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/04/13/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%a8-4/feed/ 2549
ვნების შვიდეულში შესვლა https://www.pemptousia.ge/2017/04/10/%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90-4/ https://www.pemptousia.ge/2017/04/10/%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90-4/#comments Mon, 10 Apr 2017 06:47:10 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50443 ა) უფლის მიერ ნებაყოფლობითი ვნების, ამ უდიდესი და მსოფლიო მასშტაბის მოვლენასთან დაკავშირებით, ვნების კვირაში მოხსენებულ წმიდანთა ქოროს წინ ყოვლადმშვენიერი ბიბლიური იოსების ხსენება უძღვის. მის პიროვნებაში ასახვას პოულობენ სახარებისეული მოვლენები შერიგებისა და მიმტევებლობის, სიბრძნისა და გულისმიერი სისუფთავის სახით. მას შესაძლოა არ მოუსმენია ტკბილხმოვანი ქადაგება მტრების სიყვარულის შესახებ, შესაძლოა მას ახლოდან არ უნახავს ეკლესიის სიძის, იესო ქრისტეს ნათელი სახე, რომელიც ყველას მსახურებას, მსხვერპლშეწირვასა და პატიოსნებას შთააგონებს. მან შესაძლოა მასზე ასობით წლებით ადრე იცხოვრა, ოღონდ ამ ყოველივეს მისთვის ხელი არ შეუშლია ყოფილიყო ღმრთის ადამიანი, სახარებამდელი მახარებელი, ბრძენი განუსჯელობის ჟამს, მორჩილი მოსწავლე მასწავლებლის გამოჩენამდე.

Osios Iosif pakgalos 01

ბ) იოსები ძველ აღთქმაში იესო ქრისტეს სახე, წინასახე და განსახიერებაა.  „და მშვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად“, ასე აღწერს მას ძველ აღთქმაში „დაბადების“ ავტორი (39,6). იგი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომლის პიროვნებაშიც გარეგნული სილამაზე სულიერი სამყაროს ბრწყინვალებასთან საუცხოოდ შერწყმულა. როდესაც იოსებზე ვსაუბრობთ, ეკლესიის საყვარელი სასიძო გვაგონდება, რომელიც ყოველ ადამიანზე უმშვენიერესია და რომელიც ყველა მოწყურებული და დამშეული სულის ყურადღებას იპრყობს. და მართლაც, ვნების დიდი შვიდეული სულიერ ნადიმს წარმოადგენს, რომელზეც ყველა ადამიანია მოწვეული. სულიერი საკვებით ამ ნადიმზე კი მხოლოდ ის გაძღება, ვისაც „საქორწინე სამოსელი“, სინანულის ცრემლები და უფლის შიში ექნება.

გ) უფალ იესო ქრისტეს მსგავსად, რომელმაც „ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“ (პეტრე მოციქ. პირველი ეპისტოლე 2,22), იოსებიც მისი მამების ღმერთისა და მოყვასის წინაშე პატიოსნებით დადიოდა. მაშინ, როცა ვნებებისა და შურისძიების დიდი საცდური არსებობდა, მან როგორც სიბრძნით შემოსილმა, არც უფალი შეურაცხყო და არც თავის ძმებზე იძია შური, რომლებმაც იგი მონასავით გაყიდეს. ფარაონის კარისკაცის, ქონდაქართუხუცეს ფოტიფარის ეგვიპტელ მეუღლეს მისდამი ვნებებით აღევსო გული, თუმცა იოსები არ მიეცა ამ საცდურს. აზრის შეუცვლელად განეშორა იგი ცოდვას, შიშველი, ვითარცა პირველქმნილი  პირველი მცნების დარღვევამდე.

დ) ოღონდ ეს პატიოსნება მას ძვირად დაუჯდა, ვინაიდან ამის გამო მან საპყრობილეში ამოყო თავი. მაგრამ უფლის მადლს იგი იქაც არ მიუტოვებია. პირიქით, როგორც ღირსი ნიკოდიმოსი წერს, ციხეში სამეფო კარის პატიმართა სიზმრების ახსნა მისი საპყრობილიდან გამოყვანის, ფარაონის წინაშე წარდგენისა და მთელი ეგვიპტის გამგებლად დადგინების მიზეზი გახდა. იოსები არახელსაყრელი გარეგნული ფაქტორების მიუხედავად ერთგულად ემორჩილებოდა ღმრთის ნებასა და თავის სუფთა სინდისის ხმას. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ძმებმა იგი გაყიდეს, რადგან მათი მამის იოსებისადმი სიყვარულის გამო შური ამოძრავებდათ, იოსებმა, როგორც „ეგვიპტის გამგებელმა“, ისინი არა მხოლოდ მიიღო და მხარში ამოუდგა გასაჭირში, არამედ მისი ისმაიტელებისადმი მიყიდვაც კი ღმრთის ნებად ჩათვალა.

ე) მშვენიერი იოსების ხსენებას სულიერ ქოროში ბრძენი ქალწულების ხსენება მოსდევს, რომელთაც ხელში ლამპრები უჭირავთ. ამ ლამპრებს ისინი ზეთით, ღმრთიური სიკეთეებით, მუდმივად ავსებენ. მათ ხსენებას მენელსაცხებლე დედათა, მეძავი დედაკაცისა და კეთილგონიერი ავაზაკის ხსენება მოსდევს. მორწმუნე ადამიანი იკითხავს: ვნების შვიდეულში ამ წმინდა ქოროდან უფრო მეტად რომლის მაგალითით უნდა აღფრთოვანდეს? ხუთი ბრძენი ქალწულის მუდმივი სიფხიზლით? მეძავი დედაკაცის ცრემლებითა და ოხვრით? ავაზაკის სინანულით? მენელსაცხებლე დედათა გულწრფელობითა თუ გამბედაობით? ყოველი მათგანით შეიძლება აღფრთოვანება, რადგან ყველანი სულიერი ცხოვრების ყლორტის მატარებელნი არიან.

ვ) იმ ადამიანების მრავალრიცხოვან რიგებს, რომლებიც თან ახლდნენ იესო ქრისტეს ნებაყოფლობითი ვნების ჟამს, ავსებდნენ შეშინებული, შეძრწუნებული და სკეპტიკური მოწაფეებიც, რომლებიც მიუხედავად იმისა რომ მონაწილეობას იღებდნენ უფლის ჯვრის მისტერიაში, მოვლენებმა ისინი დაჯაბნეს და თავზარი დასცეს. იუდამ თავისი მასწავლებელი გასცა და სატანისეულ მარტოობაში და ვერცხლისმოყვარების ვნებაში დაიკარგა. პეტრემ  უარყო უფალი, სხვა მოწაფეებმა გულგრილობა გამოიჩინეს, სხვანი კი მიმოიფანტნენ „ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი“ (მათე 9,36). საჭირო გახდა სინანულის ცრემლები, ღმრთიური სიყვარულის ლამპრები და აღდგომის სასწაულის გამოცდილება, რომ მოწაფეები ცხოვრებისმომცემელ ქრისტესთან უკვე სრული ზიარებით მოციქულებად აღმდგარიყვნენ.

ზ) არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც კეთილისმოქმედს ბოროტმოქმედებაში ადანაშაულებენ, კანონმდებელს – კანონების დარღვევაში, მსჯავრს დებენ მას „ყოველთა მეუფეს, როგორც ბრალდებულს“. ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ მწიგნობარნი და ფარისეველნი, ესენი არიან მისი უარმყოფელნი და ყველა დროის ფანატიკოსები, რომლებიც განსჯიან და განიკითხავენ ყველა სხვა ადამიანს, მაშინ როცა თავად არ ცდილობენ ღმრთის სასუფეველში შესვლას. გულქვაობისა და ამპარტავნების გამო ისინი უძლურნი არიან შეიყვარონ უფალი და მოყვასი და რჩებიან „სიძის, მაცხოვარ იესო ქრისტეს“ მიღმა.

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/04/10/%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90-4/feed/ 2811