Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
ზნეობა&კომპიუტერულ ქსელთან დაკავშირებული სწავლება – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 პირდაპირი ჩართვა კონფერეციიდან https://www.pemptousia.ge/2018/06/19/%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%aa/ https://www.pemptousia.ge/2018/06/19/%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%aa/#comments Tue, 19 Jun 2018 10:14:10 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51624 გთავაზობთ კრეტის მართლმადიდებელ აკადემიაში, კოლიმბარი საბერძნეთი, მიმდინარე ციფრული მედიისა და მართლმადიდებლური მოძღვრების მეორე საერთაშორისო კონფერენციიდან პირდაპირ ჩართვას: აქ

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/06/19/%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%aa/feed/ 2041
ციფრული მედიის მეორე საერთაშორისო კონფერეცია https://www.pemptousia.ge/2018/06/18/%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94/ https://www.pemptousia.ge/2018/06/18/%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94/#comments Mon, 18 Jun 2018 11:35:53 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51626 მოწვევა

ციფრული მედიისა და მართლმადიდებლური მოძღვრების მეორე საერთაშორისო კონფერენცია “ცხოველმყოფელი წყარო” 

(2nd International Conference on Digital Media and Orthodox Pastoral Care) DMOPC18

2018 წლის 18,19,20,21 ივნისი, კუძული კრეტა, კოლიმბარი – საბერძნეთი

კრეტის მართლმადიდებელ აკადემია 

კომფერენციის თემა 

ციფრული მსოფლიო, როგორც სულიწმიდის გავრცელების საშუალება და “ცოცხალი სიტყვა” წმიდა მოციქული პავლეს მიხედვით.

პემპტუსიას“ საყვარელო მეგობრებო,

ელექტრონული ჟურნალის „პემპტუსიას www.pemptousia.gr“ მეშვეობით,  “Orthodox Christian Network” (myocn.net ამერიკის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა გაერთიანების ოფიციალური ორგანიზაცია, SCOBA) და „ბოგოსლოვი“ (bogoslov.ru, მოსკოვის საპატრიარქოს თეოლოგიური განათლების განყოფილება) თანამშრომლობით  2015 წელს ათენში მოეწყო ციფრული მედიისა და მართლმადიდებლური მოძღვრების პირველი საერთაშორისო კონფერენცია (www.dmopc15.com), სადაც 75 მომხსენებელი 21 სხვადასხვა ქვეყნიდან იღებდა მონაწილეობას. მიზანი გახლდათ იმ გამოცდილების გაზიარება და პრობლემების გამკლავებაზე მსჯელობა, რომლითაც გაჯერებულია თანამედროვე სამყარო.

მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, ყოველი მცირე ან დიდი ცხოვრებისეული თხოვნა, მიიჩნევა რომ არის ჯვარცმისა და აღდგომის ნათელით გაჯერებული. ეს ნათელი მიუყვება არსებულ ცხოვრებას და მართლმადიდებელი ეკლესიის თეოლოგიას, პირველი კონფერეციის ციფრული მედიისა და მართლმადიდებელი სამწყსოს 75 გამომსვლელმა გადმოსცეს მართლმადიდებლობის თეორიისა და ქრისტიანული ცხოვრების ის საფუძვლები, რომლითაც გაჯერებულია თანამედროვე ციფრული ეკოსისტემა.

ციფრული მედიისა და მართლმადიდებლური მოძღვრების მეორე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც იმართება 2018 წლის 18,19,20,21 ივნისს, კუძული კრეტა, კოლიმბარი – საბერძნეთი, კრეტის მართლმადიდებელ აკადემიაში.

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, ადამიანი გახდა მოწმე უპრეცედენტო აფეთქებისა ინფორმაციის მიწოდებისა და ურთიერთობათა დამყარების ელექტრონული საშუალებების სფეროში. მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა და მსოფლიო მართლმადიდებელმა მორწმუნეებმაც არ დააყოვნეს და ამ საშუალებების მეშვეობით დაიწყეს ღმრთის სიტყვისა და ჭეშმარიტი ქრისტიანული სულიერების საწყისების გავრცელება.

ეს მეორე კონფერეცია იმართება ელექტრონული ჟურნალის „პემპტუსიას www.pemptousia.gr“ ხელმძღვანელობით, ასევე სხვა საერთაშორისო ვებგვერდების “Orthodox Christian Network” – myocn.net და Ancient Faith Radio    www.ancientfaithradio.com ამერიკიდან, Zvornik-Tuzla www.eparhijazt.com ბოსნიიდან, Orthodoxie www.orthodoxie.com საფრანგეთიდან, Orthodox heritage of Ukraine on Mount Athos www.athos-ukraine.com უკრაინიდან,  Basilica www.basilica.ro და Doxologia www.doxologia.ro რუმინეთიდან,  Bogoslov bogoslov.ru და Pravmir www.pravmir.ru რუსეთიდან და Mitropolija Zagrebacka  www.mitropolija-zagrebacka.org თანამშრომლობით.

ჩვენთვის განსაკუთრებულ სიხარულსა და პატივს წარმოადგენს ის, რომ გიწვევთ ესოდენ მნიშვნელოვან შეხვედრაზე. თქვენ, რომლებიც ახლოდან ადევნებთ თვალყურს „პემპტუსიას“ „მოგზაურობას“, განსაკუთრებული ადგილი გექნებათ იმ შეხვედრაზე, რომელსაც ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ.  გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ თქვენთვის, ვინც სისტემატურად ხართ დაკავებული ადამიანთა ხსნისთვის აუცილებელი სიტყვის ციფრული გავრცელებით, ამ კონფერენციაზე დასწრება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.

                                                                            გელოდებით,

                                                              ნიკოლაოს თ. გურაროსი

             ელექტრონულ ჟურნალ „პემპტუსიას“ დირექტორი და

   წმინდა მაქსიმე ბერძნის სახელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/06/18/%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94/feed/ 1715
ციფრული მედიისა და მართლმადიდებლური მოძღვრების მეორე საერთაშორისო კონფერენცია https://www.pemptousia.ge/2018/06/15/%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a-2/ https://www.pemptousia.ge/2018/06/15/%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a-2/#comments Fri, 15 Jun 2018 08:16:06 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51618 2018 წლის 18, 19, 20, 21 ივნისს საბერძნეთში, კრეტის მართლმადიდებელ აკადემიაში, კოლიმბარი, გაიმართება ციფრული მედიისა და მართლმადიდებლური მოძღვრების მეორე საერთაშორისო კონფერენცია.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ: www.dmopc18.com

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/06/15/%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a-2/feed/ 1666
„ისწავლეთ კარგად ინტერნეტი, იმისათვის რომ დაიცვათ თავი და წარმატებულნი იქნეთ თქვენს საქმიანობაში!“ https://www.pemptousia.ge/2018/03/07/51387/ https://www.pemptousia.ge/2018/03/07/51387/#comments Wed, 07 Mar 2018 07:46:04 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51387 წინა სტატია შეგიძლიათ იხილოთ: http://www.pemptousia.ge/2018/02/27/კიბერსივრცეში-არსებული-დ/

კანონის ფარგლებში ციფრული სამყაროს მოქმედება არასდროს იქნება სრულიად დაცული. დამნაშავენი არ გრძნობენ იმის აუცილებლობას, რომ პატივი მიაგონ სხვადასხვა ქვეყნის გეოგრაფიულ საზღვრებს ანდა საერთაშორისო იურისდიქციას, შესაბამისად, ამა თუ იმ პირს, თუკი ის მიზნად დაისახავს ზიანი მიაყენოს რომელიმე ორგანიზაციას, რომელიმე მესაკუთრესა თუ სამსახურს, ამის განხორციელება თითქმის დაუსჯელად შეუძლია. არსებობს ახალი კანონმდებლობა მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ, როგორიცაა მაგალითად GDPR (general data protection regulation = მონაცემთა დაცვის რეგულირების შესახებ). გარდა ამისა, ΝIS-ის ინსტრუქციას, იმ სამართლებრივი ღონისძიებების მეშვეობით, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროკავშირში კიბერ უსაფრთხოების საერთო დონის ამაღლებას, შეუძლია სიტუაციის გაკონტროლება, აღნიშნავს ბატონი სამანი.  

თავად ბატონი სამანი მიესალმება ყველა იმ კანონს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას. გარდა ამისა, იგი მკაცრად აკრიტიკებს აზრს, თითქოსდა GDPR უნდა მიიჩნეოდეს, როგორც „დიდი საფრთხობელა“, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიდეს და ყველა ჩვენგანი დააშინოს. თუმცა, რეალობა არის ის, რომ უნდა ხდებოდეს სწორად და გამჭვირვალედ ამა თუ იმ ბიზნესის მომხმარებელთა მონაცემების საუკეთესოდ დაცვა, რაც იქნება კიდეც დაკავშირებული მის პროდუქტიულობასთან. სხვადასხვა კომპანიის მხრიდან ამას უნდა მოჰყვეს დადებითი და არა უარყოფითი შეფასება, რადგანაც ისინი თავად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი მოიძიონ ის ბერკეტები, რომლებიც ახალ კანონმდებლობას ხელს შეუწყობს, იმოქმედოს მათი მომხმარებლების სასარგებლოდ.

მიუხედავად ამისა, მომხმარებელთა უსაფრთხოების საკითხში ფიგურირებს კიდევ ერთი რამ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია: ადამიანური ქცევა. ზოგიერთი ძირეული საკითხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების ცვლილებამ, რაც ხშირ შემთხვევებში შეეხება იმ ძირითად ზედაპირულობას, რომელსაც ჩვენ ვიჩენთ ხოლმე ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, შეიძლება ასევე გააუმჯობესოს პერსონალური (პირადი) მონაცემების დაცვა და შეამციროს თავდასხმის რისკი.  ბატონი სამანი ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ნათლად აღნიშნავს:

„მსურს გაგახსენოთ ერთი შემთხვევის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ლონდონში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, სადაც უფასოდ არიგებდნენ შოკოლადებს, სამაგიეროდ კი მოქალაქეებისაგან ითხოვდნენ მათ პირად მონაცემებს. რიგი იყო საკმაოდ გრძელი. ამ ამბავს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვადევნებდი თვალყურს. სხვაგან გადავაწყდი, რომ რომელიღაც ფირმა ადამიანებს აიძულებდა ხელი მოეწერათ რაღაც გათამაშებაზე, რისთვისაც იყენებდნენ მათი საკრედიტო ბარათის ბოლო ოთხ ციფრს, ვითომდა იმისათვის, რომ ამგვარად დაედასტურებინათ მათი მონაწილეობა გათამაშებაში! მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს უჭირთ გააცნობიერონ ისეთი არამატერიალური ღირებულების ნივთის დაკარგვის საფრთხე, როგორიცაა მაგალითად მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.  ამ ფაქტს ისინი არ აღიქვამენ ისე, როგორც მაგალითად რაიმე სხვა ნივთის დაკარგვის შემთხვევაში, მაგალითად, სულ სხვა რეაქცია ექნებოდათ მათ იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე მათ ავტომობილს მოიპარავდა“.

ბატონ სამანის კიდევ სხვა ბევრი აქვს ჩვენთვის სათქმელი, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ეხება იმას, თუ როგორ უნდა დავინახოთ ახალი ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პოტენციალი. მისი კარიერა, რაც კიბერუსაფრთხოებას ეხება, დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო, სწორედ იმ დროს, როდესაც კიბერსივრცე განსაკუთრებული არჩევანის პროფესიული კარიერა არ გახლდათ და ადამიანებს სერთიფიკატების მიღება კერძო კომპანიებში შეეძლოთ. ბატონი სამანი მოგვითხრობს, თუ როგორ დაინტერესდა იგი კიბერუსაფრთხოებით: „კომპიუტერებს ვსწავლობდი ჩემი დიპლომის დაცვის დროს და ამან მე გამიტაცა. იმ პერიოდში კიბერსივრცეში რაიმე სერიოზული განათლების მიღების საშუალება არ იყო. ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ და მხოლოდ იმის შესწავლა, რასაც ჩვენ თვითონ მოვახერხებდით და გვჭირდებოდა. როდესაც დავამთავრე დიპლომის დაცვა, დაახლოებით 35 პროფესიული გამოცდა ჩავაბარე ტექნოლოგიაში იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი რამ მესწავლა ამ სფეროში“.

მისი კარიერა წარმოადგენს მუდმივი სწავლის ერთ ისტორიას და გამომდინარე იმ ტემპიდან, რომლის დროსაც ტექნოლოგია გამუდმებით იცვლება და ვითარდება, მას სწავლა არც არასოდეს შეუწყვეტია. „მე ჯერ კიდევ ვსწავლობ“, ამბობს იგი, „მე მას ვუწოდებ პათოსს (ენთუსიაზმს), რაც მარლაც და, აუცილებელია ამ საქმის შესასრულებლად.  მაგალითად, უკანასკნელი თავდასხმების დროს, დასაძინებლად დაახლოებით ღამის პირველ საათზე მივდიოდი, ერთხელ ამსტერდამიდან ერთ-ერთი თანამშრომლისგან გამოძახება მქონდა ღამის 2 საათზე, მუშაობა ღამის 4 საათზე დავასრულეთ, მან კი ისევ გააგრძელა მუშაობა. ასეთ რამეს ვერ გააკეთებ, თუ არ გიყვარს ის საქმე, რასაც ემსახურები, აუცილებლად მიზნად დასახული უნდა გქონდეს საქმის ბოლომდე მიყვანა“.

იმ ახალგაზრდებისათვის, ვისაც გადაუწყვეტია თავისი კარიერის დაწყება ციფრული სამართლისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში, ბატონ სამანის საკმაოდ კარგი რჩევები გააჩნია: „ცოტა ხნის წინ დისკუსია მქონდა ერთ-ერთ სკოლაში. იქ ვკითხე ბავშვებს, თუ  რის გაკეთებას აპირებენ და ისურვებენ სკოლის დამთავრების შემდეგ“, ამბობს იგი, „ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ სურს გახდეს მეცნიერი სპორტის სფეროში. მას ვკითხე, სარგებლობდა თუ არა Twitter-ით. მითხრა, რომ კი, სარგებლობს. მაშინ ვკითხე, იცის თუ არა, ანდა თვალყურს ადევნებს თუ არა ფიზიოთერაპიის საკითხებს, რომელიც ეხება მაგალითად, ინგლისურ რაგბს. აღმოჩნდა, რომ არა. ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე არის ის, რომ თანამედროვე ახალგაზრდებს გააჩნიათ ის შესაძლებლობა, რომელიც მე თავის დროზე არ მქონდა – მათ შეუძლიათ, ჩაერთონ, თვალყური ადევნონ და გაიაზრონ იმ ადამიანების ცხოვრება და კარიერა, რომელთა მიბაძვა თავად სურთ. თანამედროვე ტექნოლოგია ხელმისაწვდომობისა და ხილვადობის საშუალებას იძლევა, რაც უწინ არ არსებობდა, ამიტომაც ჩემი რჩევაა, შეხედოთ ხელსაწყოებს თქვენს ირგვლივ და გამოიყენოთ ისინი“.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონ სამანის საქმე აქვს ინტერნეტ ქსელებთან დაკავშირებულ არასასიამოვნო შემთხვევებთან, იგი მაინც ოპტიმისტი რჩება: „ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ტექნოლოგია ეს ჩვენი მომავალია და  აქ უსაფრთხოება უნდა გახდეს ნომერ პირველი გზამკვლევი ბიზნესის მოსაზიდად და ახალი ბიზნესის დასაცავად (შესანარჩუნებლად). ეს სფერო გახლავთ ყველაზე საინტერესო პროფესია, რომელიც კი არსებობს და მე ვიწვევ ნებისმიერს, ვინც კი ამას არ დაეთანხმება!“.

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/03/07/51387/feed/ 1797
კიბერსივრცეში არსებული დანაშაულის გამოწვევა: „21-ე საუკუნის პრობლემებთან ბრძოლა ხდება მე-19 საუკუნის იარაღებით“ https://www.pemptousia.ge/2018/02/27/%e1%83%99%e1%83%98%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93/ https://www.pemptousia.ge/2018/02/27/%e1%83%99%e1%83%98%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93/#comments Tue, 27 Feb 2018 06:54:08 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51379 კიბერსივრცეში არსებული დანაშაულის გამოწვევა: „21-ე საუკუნის პრობლემებთან ბრძოლა ხდება მე-19 საუკუნის იარაღებით“

რა ხდება ინტერნეტ სივრცეში? რამდენად უსაფრთხოა იგი? საშიშია თუ არა ის, რომ დაქვემდებარებულნი ვართ ინტერნეტ ქსელებს? არსებობს თუ არა ადეკვატური კანონმდებლობა, რომელიც გაილაშქრებდა იმ მავნე თავდასხმების წინააღმდეგ, რომელთაც კიბერსივრცე უქმნის უბრალო მოქალაქეებს და რომელთაც ამ საფრთხის შესახებ არანაირი წარმოდგენა არ გააჩნიათ. ან თუნდაც, რომელიც დაიცავდა მათ „ხაკერთა“ საქმიანობისაგან? არსებობენ თუ არა ტექნიკურად გამართული საშუალებები, იმისათვის რომ ხელი შეეშალოს ინტერნეტ უკანონობას?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხს გვაძლევს უსაფრთხოების ექსპერტი Raj Samani, ადამიანი რომელიც დგას მოქალაქეებსა და კიბერსივრცეში არსებულ თავდასხმებს შორის.  ბატონი Samani არის ვიცე-პრეზიდენტი, McAfee EMEA-ს მთავარი ტექნიკური მენეჯერი და  კიბერდანაშაულთა ევროპული ცენტრის სპეციალური მრჩეველი.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, თავდასხმების საფრთხე კიბერსივრცეში გამუდმებით არსებობს, რაც არის ყველაზე უფრო გავრცელებული და კატასტროფული შედეგების მომტანი თავდასხმები. ამ თავდასხებთან ბრძოლის პირველ ხაზზეა სწორედ ბატონი    Samani, რომელიც ყოველდღიურად აწარმოებს ინტერნეტ უსაფრთხოებას. თავად მას მიაჩნია, რომ მის მცდელობას აქვს როგორც კარგი, ისე ცუდი მომენტები.

„მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ“, ამბობს იგი. „თუმცაღა ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა ის, რომ ადამიანები მთელ ამ საკითხს უყურებენ ისე, როგორც საინფორმაციო საკითხს. რეალობა არის ის, რომ ყველაფერი მთლად ასე არ არის. მათ უნდა გაიგონ, რომ ეს გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურობაზე. მაგალითისათვის აიღეთ მაისის თავდასხმა «WannaCry». მან ხელი შეუშალა ადამიანებს, რათა მათ მიეღოთ სამედიცინო მომსახურება და შეესრულებინათ თავიანთი საქმე. უნდა შევძლოთ და შევაგნებინოთ ადამიანებს ის, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა“.

გაითვალისწინეთ, რომ «WannaCry»-ის გამო დაიბლოკა Windows-ის სისტემის ფაილები და იმისათვის რომ მომხმარებლებს კვლავ შეძლებოდათ ამ ფაილებზე წვდომის მიღება, მათ მოუწიათ დაახლოებით 300-600 დოლარის ოდენობის თანხის გადახდა. ამ თავდასხმის „მსხვერპლთა“ შორის აღმოჩნდა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტიც.

ამ დანაშაულის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში, რომელსაც თავად იგი აღწერს, როგორც „მზარდად განვითარებულ დანაშაულს“, როგორც კიბერუსაფრთხოება, ისე სამართალდამცველნი, აწყდებიან ზოგიერთ უდიდეს სიძნელეს. მათ შორის უმთავრესია ის, რომ ამ ორი მხარის ტექნიკური აღჭურვილობა ერთმანეთთან შეუსაბამობაშია. „რეალობაში ჩვენ ვცდილობთ დავამარცხოთ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი პრობლემა მე-19 საუკუნის იარაღებით“, აღნიშნავს იგი. „თუკი ვინმე მოისურვებს განახორციელოს ერთგვარი თავდასხმა გაერთიანებულ სამეფოში, იგი შეძლებს ამის ისე გაკეთებას, რომ აჩვენოს თითქოსდა ეს თავდასხმა მომდინარეობს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. რა თქმა უნდა, არსებობს საერთაშორისო იურისდიქცია, რათა წინააღმდეგობა გაეწიოს ამ ფენომენს. მაგრამ როგორ შეძლებს  კანონის ძალა დაკავდეს რომელიმე ქვეყნის პრობლემით, განსაკუთრებით მაშინ თუკი მას არ გააჩნია არანაირი საქმიანი ურთიერთობა ამ ქვეყანასთან?“.

ბუნებრივია, რომ მიზანი მუდმივად არის კიბერდანაშაულის შესაძლებლობათა განსაზღვრა, დამნაშავეთა დასჯა და ბოლოს და ბოლოს, მათი ამ დანაშაულებრივი საქმიანობის მიღმა განდევნა. ამ მხრივ დღესდღეობით ცოტა რამ არ გაკეთებულა: ადამიანები, როგორიცაა მაგალითად როს ულბრიხტი, რომელიც იდგა ონლაინ შავი ბაზრის „აბრეშუმის გზის“ უკან, და ასევე მრავალი სხვა იქნენ დაკავებულნი. თუმცაღა, ბატონი Samani ამტკიცებს, რომ არსებობს სხვა უამრავი და ეფექტური გზა ამ გამოწვევის წინააღმდეგ ზომების მისაღებად.

აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ „აბრეშუმის გზა“ იყო „ელექტრონული უნივერმაღი“, ე.წ. „ბნელი“ ვებ-გვერდი, რომელიც ვაჭრობდა ნარკოტიკებით (შესაძლოა ასევე სხვა უკანონო ნივთებით). ამ ვებ-გვერდმა საქმიანობა დაიწყო  2010-2011 წლებში, დაიხურა 2013 წელს, თუმცა იმავე წელს ისევ გაიხსნა სხვა ფორმით და მომდევნო წლამდე განაგრძობდა საქმიანობას.

„თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ის საქმეები, რაც გავაკეთეთ სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოსა და უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით, იმისათვის რომ განგვევითარებინა პროგრამა – No More Ransom“, ამბობს იგი. „არა მხოლოდ დაეხმარა, რომ საზოგადოებას მიეღო ინფორმაცია ransomware-ის შესახებ, არამედ შესთავაზა საზოგადოებას კონკრეტული საშუალებები, რომელიც ეხმარება ხალხს ransomware-ის მიერ დაბლოკილი ფაილების გაშიფრვაში. ეს ჩემთვის დაუჯერებლად დადებითია“.

ნება მიბოძეთ განვმარტო აქ, რომ ransomware (ransom ნიშნავს გამოსასყიდს) არის თავდასხმა მავნე პროგრამული უზრუნველყოფით, რომლის დროსაც „მსხვერპლს“ მოეთხოვება გარკვეული რაოდენობის თანხის რომელიმე ანგარიშზე შეტანა, იმ შემთხვევაში თუ მას არ სურს გამოქვეყნდეს, რომ ის ეწვია არასათანადო ონლაინ გვერდებს (მაგალითად, პორნო-საიტებს და ა. შ.).

ბატონი სამანი მიიჩნევს, რომ ციფრული უსაფრთხოება ბიზნესისთვის დივერსიფიკაციისა და შეფასების მთავარი ფაქტორია.  რაც უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა საწარმოს ელექტრონული უსაფრთხოების საკითხს, მით უკეთესი შედეგი ექნება მას მომავალში.

[გაგრძელდება]

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/02/27/%e1%83%99%e1%83%98%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93/feed/ 2836
ეკლესია გულში იკრავს ინტერნეტს https://www.pemptousia.ge/2015/05/05/%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2/ https://www.pemptousia.ge/2015/05/05/%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2/#comments Tue, 05 May 2015 04:33:57 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47986 DMOPC_Athens_7_converted

ციფრული მედიისა და მართლმადიდებლური მოძღვრების პირველი საერთაშორისო კონფერენცია

2015 წლის 7, 8, 9 მაისს, კავურიში, ათენი – საბერძნეთი, სასტუმროში – „Divani Apollon Palace“

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, ადამიანი გახდა მოწმე უპრეცედენტო აფეთქებისა ინფორმაციის მიწოდებისა და ურთიერთობათა დამყარების ელექტრონული საშუალებების სფეროში. მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა და მსოფლიო მართლმადიდებელმა მორწმუნეებმაც არ დააყოვნეს და ამ საშუალებების მეშვეობით დაიწყეს ღმრთის სიტყვისა და ჭეშმარიტი ქრისტიანული სულიერების საწყისების გავრცელება.

„წმიდა მაქსიმე ბერძენი“-ს სახელობის სულიერი და კულტურული ტრადიციების გადარჩენისა და ხელშეწყობის კვლევითმა ინსტიტუტმა რომელიც დიდი ხანია რაც მოღვაწეობს ამ სფეროში და ელექტრონული ჟურნალის „პემპტუსიას www.pemptousia.gr“ მეშვეობით, გადაწყვეტილება მიიღო, რომ სხვა მართლმადიდებლურ ელექტრონულ საიტებთან, წყაროეთან – “Orthodox Christian Network” (myocn.net ამერიკის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა გაერთიანების ოფიციალური ორგანიზაცია, SCOBA) და „ბოგოსლოვი“ (bogoslov.ru, მოსკოვის საპატრიარქოს თეოლოგიური განათლების განყოფილება)  თანამშრომლობით მოაწყოს საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ყურადღება მიექცევა ციფრული მედიის დახმარებით მოძღვრების სფეროში მართლმადიდებელთა საქმიანობას, გადაიჭრება პრობლემები, რათა ზემოთხსენებულ სფეროში უფრო დინამიკური იყოს მართლმადიდებლური მყოფობა და განიხილება მართლმადიდებლური სიტყვის შემდგომი გავრცელების პერსპექტივები. კონფერენციის სამომავლო მიზანი, გარდა იმისა რომ ერთმანეთს გაიცნობენ მართლმადიდებლური ციფრული მედიის წარმომადგენელნი, არის მათი მცდელობების კოორდინაცია იმისათვის რომ განხორციელდეს გადამწყვეტი და უფლის სადიდებელი გავრცელება სახარების სიტყვისა ამ საშუალებების მომხმარებელთა შორის, გარდა ამისა, ასევე სტრუქტურირებულად და საერთო ძალისხმევის შედეგად ნებაყოფლობით განხორციელდეს მართლმადიდებლური მემკვიდრეობის ღირებულებების  თესვის წამოწყება ადამიანებში.

კონფერენცია გაიმართება 2015 წლის 7, 8 და 9 მაისს, ათენში, კავურიში, სასტუმროში – „Divani Apollon Palace“. ეს ყოველივე სამუშაოები ხორციელდება მსოფლიო პატრიარქის – ბართოლომეოსის ეგიდით. კონფერენციის მსვლელობისას როგორც მომხსენებელი სიტყვით გამოვა ამ თემის სპეციალისტი 75 მართლმადიდებელი სასულიერო და საერო პირი 21 ქვეყნიდან, რომლებიც წარმოადგენენ ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის კომპეტენციას.

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტში მონაწილეობას მიიღებენ:

პროტოპრესვიტერი, ვასილიოს კალიაკმანისი, თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი.

პროტოპრესვიტერი, ქრისტოფერ მეტროპულოსი, მართლმადიდებლური ელექტრონული საიტის myocn.net -ის დირექტორი.

პროტოპრესვიტერი, პაველ ველიკანოვი, მოსკოვის თეოლოგიური აკადემიის პროფესორი და თეოლოგიური საიტის „bogoslov.ru“-ს მთავარი რედაქტორი,

პროტოპრესვიტერი, Jivko Panev, პარიზის წმინდა სერგის სახელობის მართლმადიდებლური და თეოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, გარდა ამისა ფრანგულენოვანი ელექტრონული საიტის orthodoxie.com-ის დირექტორი.

პროტოპრესვიტერი, Constantine Coman, ბუჰარესტის უნივერსიტეტის თეოლოგიური სკოლის პროფესორი.

უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კონფერენციის ოფიციალურ საიტს:  www.dmopc15.com

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/05/05/%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2/feed/ 3025
გიწვევთ კონფერეციაზე https://www.pemptousia.ge/2015/04/27/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%97-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94/ https://www.pemptousia.ge/2015/04/27/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%97-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94/#comments Mon, 27 Apr 2015 05:42:08 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47971                                                მოწვევა

ციფრული მედიისა და მართლმადიდებლური მოძღვრების პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გაიმართება 2015 წლის 7, 8, 9 მაისს, კავურიში, ათენი – საბერძნეთი, სასტუმროში – „Divani Apollon Palace“.

პემპტუსიას“ საყვარელო მეგობრებო,

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, ადამიანი გახდა მოწმე უპრეცედენტო აფეთქებისა ინფორმაციის მიწოდებისა და ურთიერთობათა დამყარების ელექტრონული საშუალებების სფეროში. მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა და მსოფლიო მართლმადიდებელმა მორწმუნეებმაც არ დააყოვნეს და ამ საშუალებების მეშვეობით დაიწყეს ღმრთის სიტყვისა და ჭეშმარიტი ქრისტიანული სულიერების საწყისების გავრცელება.

„წმიდა მაქსიმე ბერძენი“-ს სახელობის სულიერი და კულტურული ტრადიციების გადარჩენისა და ხელშეწყობის კვლევითმა ინსტიტუტმა რომელიც დიდი ხანია რაც მოღვაწეობს ამ სფეროში და ელექტრონული ჟურნალის „პემპტუსიას www.pemptousia.gr“ მეშვეობით, გადაწყვეტილება მიიღო, რომ სხვა მართლმადიდებლურ ელექტრონულ საიტებთან, წყაროეთან – “Orthodox Christian Network” (myocn.net ამერიკის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა გაერთიანების ოფიციალური ორგანიზაცია, SCOBA) და „ბოგოსლოვი“ (bogoslov.ru, მოსკოვის საპატრიარქოს თეოლოგიური განათლების განყოფილება)  თანამშრომლობით მოაწყოს საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ყურადღება მიექცევა ციფრული მედიის დახმარებით მოძღვრების სფეროში მართლმადიდებელთა საქმიანობას, გადაიჭრება პრობლემები, რათა ზემოთხსენებულ სფეროში უფრო დინამიკური იყოს მართლმადიდებლური მყოფობა და განიხილება მართლმადიდებლური სიტყვის შემდგომი გავრცელების პერსპექტივები. კონფერენციის სამომავლო მიზანი, გარდა იმისა რომ ერთმანეთს გაიცნობენ მართლმადიდებლური ციფრული მედიის წარმომადგენელნი, არის მათი მცდელობების კოორდინაცია იმისათვის რომ განხორციელდეს გადამწყვეტი და უფლის სადიდებელი გავრცელება სახარების სიტყვისა ამ საშუალებების მომხმარებელთა შორის, გარდა ამისა, ასევე სტრუქტურირებულად და საერთო ძალისხმევის შედეგად ნებაყოფლობით განხორციელდეს მართლმადიდებლური მემკვიდრეობის ღირებულებების  თესვის წამოწყება ადამიანებში.

კონფერენცია გაიმართება 2015 წლის 7, 8 და 9 მაისს, ათენში, კავურიში, სასტუმროში – „Divani Apollon Palace“. ეს ყოველივე სამუშაოები ხორციელდება მსოფლიო პატრიარქის – ბართოლომეოსის ეგიდით. კონფერენციის მსვლელობისას როგორც მომხსენებელი სიტყვით გამოვა ამ თემის სპეციალისტი 75 მართლმადიდებელი  სასულიერო და საერო პირი 21 ქვეყნიდან, რომლებიც წარმოადგენენ ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის კომპეტენციას.

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტში მონაწილეობას მიიღებენ:

პროტოპრესვიტერი, ვასილიოს კალიაკმანისი, თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი.

პროტოპრესვიტერი, ქრისტოფერ მეტროპულოსი, მართლმადიდებლური ელექტრონული საიტის myocn.net -ის დირექტორი.

პროტოპრესვიტერი, პაველ ველიკანოვი, მოსკოვის თეოლოგიური აკადემიის პროფესორი და თეოლოგიური საიტის „bogoslov.ru“-ს მთავარი რედაქტორი,

პროტოპრესვიტერი, Jivko Panev, პარიზის წმინდა სერგის სახელობის მართლმადიდებლური და თეოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, გარდა ამისა ფრანგულენოვანი ელექტრონული საიტის orthodoxie.com-ის დირექტორი.

პროტოპრესვიტერი, Constantine Coman, ბუჰარესტის უნივერსიტეტის თეოლოგიური სკოლის პროფესორი.

უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კონფერენციის ოფიციალურ საიტს:  www.dmopc15.com

ჩვენთვის განსაკუთრებულ სიხარულსა და პატივს წარმოადგენს ის, რომ გიწვევთ ესოდენ მნიშვნელოვან შეხვედრაზე. თქვენ, რომლებიც ახლოდან ადევნებთ თვალყურს „პემპტუსიას“ „მოგზაურობას“, განსაკუთრებული ადგილი გექნებათ იმ შეხვედრაზე, რომელსაც ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ.  გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ თქვენთვის, ვინც სისტემატურად ხართ დაკავებული ადამიანთა ხსნისთვის აუცილებელი სიტყვის ციფრული გავრცელებით, ამ კონფერენციაზე დასწრება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.

                                                                            გელოდებით,

                                                              ნიკოლაოს თ. გურაროსი

             ელექტრონულ ჟურნალ „პემპტუსიას“ დირექტორი და

   წმინდა მაქსიმე ბერძნის სახელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/04/27/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%97-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94/feed/ 3018
ციფრული მედიისა და მართლმადიდებლური მოძღვრების პირველი საერთაშორისო კონფერენცია https://www.pemptousia.ge/2015/04/23/%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a/ https://www.pemptousia.ge/2015/04/23/%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a/#comments Thu, 23 Apr 2015 05:58:26 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47955 2015 წლის 7, 8, 9 მაისს საბერძნეთში, ათენი კავური,  სასტუმრო “Divani Apollon Palace”-ში გაიმართება ციფრული მედიისა და მართლმადიდებლური მოძღვრების პირველი საერთაშორისო კონფერენცია.

DMOPC Athens 7.8.9 Maio 2015 1დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ: www.dmopc15.com

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/04/23/%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a/feed/ 2824
თუ როგორ ცვლის მოძღვრის დარიგებანი ქსელური ტექნოლოგიების მეშვეობით მიღებული რჩევებს https://www.pemptousia.ge/2013/12/23/%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ab%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93/ https://www.pemptousia.ge/2013/12/23/%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ab%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93/#comments Mon, 23 Dec 2013 07:17:58 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46655 დღეს, კვლავ ვაგრძელებთ ბატონი კოლიოფუტისის საგანმანათლებლო სტატიების სერიას, რომლებიც შეეხება მრევლის როლს იმ პრობლემების მოგვარების საქმეში, რაც ახალგაზრდების ქსელურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შედეგად იჩენენ თავს. კონკრეტულად კი, წინამდებარე სტატიაში ვიხილავთ იმ ძირითად გზებს, რომლებსაც ემყარება მოძღვრის რჩევა-დარიგებანი და რაც მრევლის მიერ მის წიაღშია განხორციელებული, რომლებსაც ასევე გააჩნიათ იმის შესაძლებლობა, რომ გაანეიტრალონ ის უამრავი საფრთხე, რომელიც ქსელური ტექნოლოგიებს ზომაზე მეტ გამოყენებასთანაა დაკავშირებული.

სამრევლო ცხოვრების აღორძინება, რაც განსაკუთრებით შრომატევადი და რთული საქმეა და მღვდლის ინიციატივითა და მოქმედებებითაა შესაძლებელი, მოითხოვს მოძღვრის მუდმივ და განუწყვეტელ ინტერესს ცალ-ცალკე თითოეული ახალგაზრდის მიმართ, ხოლო მღვდლის სამოძღვრო საქმიანობა აშკარა დახმარებას გაუწევს მას, როგორც აღმზრდელის ავტორიტეტის შეძლებისდაგვარად აღდგენას. თუკი, დაკმაყოფილებული იქნება მოძღვრის წარმოჩენის აუცილებლობა, როგორც საზოგადოებრივი ერთიანობის ქარიზმატული და ჯანმრთელი პიროვნებისა, რომელსაც თავისი საქმიანობით ქრისტეს წამება საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა გამოვლინებამდე მიაქვს, მაშინ სასულიერო პირი მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს იმისათვის, რომ თავისი ყოფითა და საქმიანობით შეძლოს და ახალგაზრდათა ცნობიერება დაიცვას ქსელური ტექნოლოგიების აღმზრდელობითი მოდელების კატალიტიკური ზემოქმედებისაგან.

Diadiktiaka 012

თუკი მოძღვარი გვერდში დაუდგება თანამედროვე ეპოქის გულნატკენ ადამიანს, რომელიც მარტოობისთვის, ექსპლუატაციისთვის და ზეწოლისთვისაა განწირული, მაშინ იგი გონივრულად მოახერხებს თავისი მორყეული ქმედითუნარიანობის აღდგენას და ახალგაზრდების ყურადღებას მიიქცევს, რომლებიც, ბუნებრივია, რომ მისაბაძი და ავტორიტეტული მოდელების ძიებაში არიან და მათ აიდეალებენ. მოძღვრებს ინტერესი უსახლკაროთა, მარტოხელათა და მიტოვებულთა, ასაკოვანთა, ინვალიდთა, რეალურად არაფრისმქონეთა, ბავშვებისა და მარტოხელა დედების, ავადმყოფებისა და საპყრობილეში მყოფთა მიმართ, საზოგადოების „მოწინავე წევრების“ რიგებში მოაქცევს, რომლებიც სიყვარულის გზას უჩვენებენ ჩვენი ეპოქის ყველა იმ დიდ საზოგადოებრივსა და ეთიკურ პრობლემებს. როდესაც არსებობს ვინმე მოწინავე (წინამძღოლი), მაშინ მას გაჰყვებიან სხვებიც: მრევლის წევრები, მოხალისეები, თანამშრომლები, მეგობრები, ნაცნობები და უცნობები, უპირველეს ყოვლისა კი, ახალგაზრდები, რომლებიც ამგვარი სახის ბრძოლებზე ოცნებობენ.

სწორედ ამგვარი სულიერი ატმოსფეროს წიაღში, რაც ურთიერთსიმპათიის შეგრძნებას წარმოშობს და საკუთარი ძმის გაჭირვების მიმართ მოძღვრის თანაგრძნობაზე ამეტყველდება, მღვდელი მოახერხებს სულიერი შვილების მოპოვებას და მათზე ზრუნვას, ხოლო ახალგაზრდებს კი გაანდობს ჭეშმარიტი ქრისტიანული იმედის მნიშვნელობას, რაც ქრისტეს მიერ სიკვდილის შეუქცევადი დამარცხების შესახებ ეკლესიის უეჭველობით საზრდოობს. რწმენის იმედი და ღმრთის ნების მიმართ ადამიანის ნდობა, რაც გამოხატულია მოყვასის თანადგომით, ეწინააღმდეგება უიმედობის სულისკვეთებასა და სასოწარკვეთილებას, რომელიც თანამედროვე ადამიანების ერთ-ერთი მახასიათებელია, განსაკუთრებით კი იგი ახალგაზრდებში იჩენს თავს, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების გამოუვალ მდგომარეობებში ხშირად გაყალბებულად გრძნობენ თავს.

მოძღვარი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, რომ უფრო მეტი ოპტიმიზმით შეეწინააღმდეგონ თანამედროვე ცხოვრების გაურკვევლობას. მათ უფრო მეტი ძალითა და ოპტიმიზმით შეაიარაღებს, რათა თავიანთი ცხოვრების ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება შესძლონ და გაამყარებს მათ ნებისყოფას ქსელური ტექნოლოგიების ყველა უარყოფითი მესიჯებისგან თავდასაცავად, რომლებიც წარმოშობენ პესიმისტურ, თვითგამანადგურებელ და შიშის მომგვრელ განწყობას.

თუკი მღვდელი ახალგაზრდების პატივისცემისა და ხათრის მოპოვებას შეძლებს და ამით იგი მათ ცნობიერებაში მიბაძვის მაგალითად იქცევა, სწორედ მაშინ, არაპირდაპირი გზით უნდა მოახერხოს ქსელური ტექნოლოგიების სიმბოლოების „დესაკრალიზაცია“ და მასზე დამოკიდებულების შემცირება ყველა იმ ახალგაზრდას შორის, რომელიც, როგორც გადაწყვეტილებების მიღებისას, ისე არჩევანის გაკეთებისას ქსელური ტექნოლოგიების მხრიდან უპრეცედენტო გავლენას განიცდის. თუკი, ახალგაზრდებისათვის მოძღვარი მნიშვნელოვან ფიგურად იქცევა და ახლობელ „ადამიანად“ აღიქმევა, რომელთანაც ყოველთვის მიუხარიათ მისი ზნეობრივი დარიგების, მამობრივი რჩევის, მეგობრული აზრის ან ლოცვა-კურთხევის მისაღებად, იქნებ, სწორედ მაშინ, მათ აღარ გაუჩნდებათ საჭიროება იმისა, რომ მონაწილეობა მიიღონ რომელიმე ხანგრძლივ ონლაინ დისკუსიაში, რომელიც სწორედ იმისთვისაა, რათა მიიღონ რჩევა-დარიგებები ან მითითებები. მოძღვრის რჩევა-დარიგებანი გონივრულად ჩაანაცვლებს „ინტერნეტ“ რეკომენდაციებს.

სტატიის სწორედ ამ ნაწილში საშუალება გვეძლევა, რომ ყურადღება გავამახვილოთ სამოძღვრო საქმიანობის შეცნობის მნიშვნელობაზე თავად იმ პიროვნებების მხრიდან, რომლებისკენაცაა ეს მოძღვრება მიმართული. თავად აღსაზრდელის მხრიდან პედაგოგის წარმატებული საქმიანობის მიმართ გამოხატული ეჭვი დამოკიდებულია პედაგოგის ურთულეს მცდელობაზე, რომ იგი რაც შეიძლება მეტი წარმატებით შეეწინააღმდეგოს აღსაზრდელი სუბიექტის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სწორედ ამგვარი მიდგომა არღვევს აღმზრდელობითი მიზნების ძირითად მიღწევებს. და პირიქით, როდესაც აღსაზრდელი სუბიექტი გრძნობს იმ მონდომებას, რომელსაც მისადმი იჩენს პედაგოგი, რათა დაკმაყოფილებულ იქნას მისი მოთხოვნილებანი, მგრძნობიარე ხდება, სიმპათიის შეგრძნება ეუფლება, აღფრთოვანებითა და პატივისცემით იმსჭვალება პედაგოგის მიმართ და უფრო მეტი ხალისითა და მონდომებით ცდილობს აითვისოს ის მასალა, რის შესწავლასაც მას სთავაზობენ [1].

იმ შემთხვევაში, თუკი პიროვნება შეიგრძნობს მოძღვრის სასარგებლო, სასიკეთო ღვაწლს, წახალისებისა და მხარდაჭერის მსგავსს შეგრძნებას შევხვდებით სამოძღვრო სამსახურის სივრცეში [2]. ხოლო, თუკი, სუბიექტი ვერ შეიგრძნობს მოძღვრის გადამწყვეტ წვლილს პრობლემებთან რეალური შეჯახებისა და მისი ყოველდღიური ცხოვრების სირთულეების დროს, ანდა მისი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, რომ მან დახმარების ძიების მიზნით სხვა საშუალებებს მიმართოს, მაგალითად როგორიცაა ქსელური ტექნოლოგიები, რომლებიც იმისკენაა მიმართული, რომ შეცვალოს ანდა სრულიად უგულებელყოს მოძღვრის პიროვნება და მისი საქმიანობა. სწორედ ამის გამო, მღვდელი ვალდებულია მოიპოვოს ახალგაზრდების პატივისცემა და რიდი. ვალდებულია ისეთ აუცილებლობას წარმოადგენდეს მათთვის, როგორც მაგალითად ექიმი თავისი ავადმყოფისთვის, ანდა მასწავლებელი – თავისი მოწაფისთვის. თუკი, ამგვარი რამ მოხდება, იქნებ, სწორედ მაშინ, ახალგაზრდა თავს დააღწევს ქსელური ტექნოლოგიების ცრუპედაგოგიურ უფლებამოსილებას და ქრისტეს მადლმოსილი, ქარიზმატული პედაგოგების მიმართ თავის მისწრაფებებს გამოამჟღავნებს, რომლებიც ვალდებულნი არიან სულიერი მასწავლებლები იყვნენ და თავიანთ სამწყსოს ქრისტესთან ერთად ცხოვრება შთააგონონ [3].

დღეს, როდესაც ესოდენ კრიზისულსა და პრობლემებით აღსავსე ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, არსებობს საკმარისი მაგალითი ისეთი მღვდლებისა, რომლებიც ჩვენი მხსნელის – იესო ქრისტეს უკიდეგანო სიყვარულის მიბაძვით მადლმოსილ, ქარიზმატულ მოძღვრებად გარდაიქმნებიან, რომლებიც გაჭირვებაში მყოფი ძმისთვის სამოძღვრო სამსახურის ამაღელვებელ ინიციატივებს თავის თავზე იღებენ [4]. მხედველობაში გვყვავს სულიერი მამები, რომლებიც საჯარო სამსახურის მენტალიტეტს მათი მოძღვრული მოვალეობის პრაქტიკიდან გამორიცხავენ და თავიანთი ენერგიული და ინდივიდუალური მაგალითით, რჩევა-დარიგებებით ახალგაზრდების თვალში ცოცხალ და ავტორიტეტულ მოდელებად გარდაიქმნებიან.

გამოყენებული მასალა:

1. Ο προσανατολισμός της διαπαιδαγώγησης στις ανάγκες του παιδαγωγούμενου αποτελεί μία από τις τεχνικές υποστήριξης της διαδικασίας της μάθησης και έχει την πηγή της στις κοινωνικές προοπτικές της μάθησης. Βλ. σχ. Alexander Α. P., Winne H. P., Handbook of Educational Psychology, Νew Jersey 20062, σ. 337. Η πεποίθηση του παιδαγωγούμενου, ως αποτέλεσμα των ενεργειών του παιδαγωγού, πως η επίλυση ενός προβλήματος μπορεί να ικανοποιήσει βασικές του ανάγκες συμβάλλει καίρια στη διαμόρφωση ενός ελκυστικού παιδαγωγικά περιβάλλοντος. Βλ. σχ. Cohen J.,Educating Minds and Hearts: Social Emotional Learning and the Passage into Adolescense, Νew York 1999, σ. 65.

2. π. Θερμός Β., Ποιμαίνοντες μετ’ Επιστήμης, Αθήνα 1996, σ. 63.

3. π. Καλλιακμάνης B., Ο Εκκλησιολογικός Χαρακτήρας της Ποιμαντικής, Λεντίω Ζωννύμενοι ΙΙ, Θεσσαλονίκη 2005, σ. 60.

4. Χαρακτηριστικό παράδειγμα αυτό της Κιβωτού του πατρός Αντωνίου Παπανικολάου στην Αθήνα, η οποία ιδρύθηκε το 1998, προκειμένου να βοηθήσει νέα παιδιά εγκαταλειμμένα, μπλεγμένα στα ναρκωτικά και την εξαθλίωση. Ο 26χρονος ιερέας, διαπιστώνοντας τις πολύ άσχημες συνθήκες διαβίωσης των παιδιών θέλησε να βοηθήσει με σκοπό να ανατρέψει και να βελτιώσει αυτήν την άσχημη κατάσταση και να αποτελέσει η Κιβωτός μία εστία φροντίδας, συμπαράστασης και ελπίδας για το μέλλον αυτών των παιδιών της «άλλης» Αθήνας.: http://www. kivotostoukosmou.org/kivotos/.

]]> https://www.pemptousia.ge/2013/12/23/%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ab%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93/feed/ 2714 როგორ ეწინააღმდეგება მოძღვარი ინტერნეტ-დამოკიდებულებას https://www.pemptousia.ge/2013/10/22/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%94%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ab/ https://www.pemptousia.ge/2013/10/22/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%94%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ab/#comments Tue, 22 Oct 2013 09:09:23 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46422 ვაგრძელებთ რა დოქტორ ათანასე კალიოფუტისის განსაკუთრებულად სასარგებლო თემების სერიას, დღევანდელ სტატიაში საუბარი იქნება ახალგაზრდების ქსელურ ტექნოლოგიებთან დამოკიდებულებასა და იმ ხერხებზე, რომლითაც მოძღვარს შეუძლია ამ თანამედროვე პრობლემასთან გამკლავება.

ჩვენი მოსაზრების თანახმად, ის ღერძი რომლის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს თანამედროვე მოძღვრის სწორი ქმედება, რათა მისი მხიდან შეძლებისდაგვარად წარმატებულად განხორციელდეს ამ დღევანდელი პრობლემისათვის წინააღმდეგობის გაწევა, არის იმ უმთავრესის გათვალისწინება, რაც შემდეგში მდგომარეობს: ეკლესიის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ახალგაზრდების ეკლესიის სამრევლო ცხოვრებაში მოზიდვა, მრევლის საქმიანობაში მათი ინტეგრაცია და აქტიური მონაწილეობა, მოძღვრის გამუდმებული და განუწყვეტელი ზრუნვა სამწყსოს თითოეული წევრის, როგორც პიროვნულ და სულიერ, ისე მატერიალურ პრობლემებზე.

concentration

ვემყარებით რა საღმრთო წერილში მოცემულ სწავლებას, რომ „ეგრეთცა სარწმუნოებაჲ, უკეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო“ (იაკ. 2,17). აუცილებელია, სულიერმა მოძღვრებმა აღასრულონ დიდაქტიკური, საგანმანათლებლო, სახელმძღვანელო საქმიანობა და ზოგადად, ახალგაზრდების წინაშე შეასრულონ თავისი მოვალეობა, რაც მათგან პოზიტიური და ყოველდღიურობასთან დაკავშირებული პრაქტიკული ინტერესებისა და პრობლემების მოგვარებაში, პიროვნული წუხილისა და შფოთის შემსუბუქებაში მდგომარეობს. აუცილებელია ახალი თაობის წარმომადგენელთათვის შეიქმნას ისეთი უსაფრთხო გარემო, სადაც მოძღვარი მოუსმენს ახალგაზრდების პრობლემებს და გაიზიარებს მათ განცდებს, თანაუგრძნობს, ყოველ შემთხვევაში, პატივისცემით მოეკიდება იმას, თუ რა ხედვა ან რა ოცნებები გააჩნიათ მათ იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ცხოვრობენ.

სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი ახალგაზრდების ეკლესიის წიაღში მოზიდვა და გაერთიანება, იმ ეკლესიის წიაღში, რომელიც მათ საყვარელ გაერთიანებად და შემოქმედებით-სულიერ სახელოსნოდ უნდა იქცეს, რომელსაც თანამედროვე სამყაროს წიაღში, ცხოვრების სრულიად სხვა გზავნილის წარმოჩენა დაუსახავს მიზნად. ახალგაზრდამ თავისი მრევლი ისე უნდა შეიგრძნოს, როგორც მისი საკუთარი სივრცე, რომელიც მაშტაბური საზოგადოებრივი გარემოს გაუცხოების საპირისპიროდ თავისი წევრების მიმართ თანმიმდევრული და მჭიდრო ძალით მოქმედებს. სამრევლო ცხოვრებაში მოზარდისათვის ხელმისაწვდომი იქნება ქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ყოველგვარი წინაპირობისა და შეზღუდვის გარეშე, თავისუფლად და თანაბარი უფლებებით გამოხატოს მისი მოსაზრება.

მსგავსად ხორციელი მშობლებისა, რომლებიც სიყვარულის სულისკვეთებით ზრდიან თავიანთ შვილებს და თავს ვალდებულად მიიჩნევენ იმისათვის, რომ შვილებზე ეს სიყვარული ნებისმიერი ხერხით გამოამჟღავნონ, იმისათვის რომ მათ გადასცენ უსაფრთხოების შეგრძნება იმ გარემოს მიმართ, სადაც ისინი ცხოვრობენ და რომელსაც მიეკუთვნებიან [2], სწორედ ამგვარად მართებს სულიერ მამას საკუთარი ქმედებებითა და სიტყვებით გამოხატოს თავისი სიყვარული და განუსაზღვრელი ინტერესი განურჩევლად ყველა სულიერი შვილის მიმართ. როდესაც მოძღვარი თავისი მოღვაწეობით აჩვენებს, რომ მას სულიერი შვილები გამუდმებით ყურადღების ცენტრში ჰყავს, როდესაც იგი ყოველთვის მრევლთან ახლოს იმყოფება და თავის შვილებს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მათ თავი უპატრონოდ ან თუნდაც მიტოვებულად იგრძნონ და სხვა საშუალებებში ეძიონ თავიანთი ემოციური სიცარიელის შევსების შესაძლებლობა.

დაე, ნუ დაგვავიწყდება, რომ შეგრძნება უმთავრეს როლს ასრულებს მოზარდის სულიერ სამყაროში და იგი მრავალმხრივ გამოიხატება [3]: უპირველეს ყოვლისა, ის გამოხატულია მოზარდის განწყობით, რომ იგი იზოლირებული იყოს საზოგადოებრივი ცხოვრების სცენისაგან, თუმცა ამავდროულად მას გააჩნია თავის თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი, რომლებიც ზუსტად იმავე სულიერი არასტაბილურობის მდგომარეობაში იმყოფებიან, თუმცაღა გააჩნიათ მსგავსი თვითიდენტიფიკაციის მღელვარე მოლოდინი. გარდა ამისა, ის გამოხატულია მოზარდის მოთხოვნილებით, რომ მან მიიპყროს სხვათა ინტერესი, იმისათვის, რომ გადალახოს დეპრესიის განცდა და არასრულფასოვნების შეგრძნება.

ყოველივე ამის გარდა, ეს მდგომარეობა ასევე გამოიხატება მოზარდის სურვილით, რომ მოხდეს მისი კომუნიკაბელურობის უფრო ფართე სოციალურ სივრცეში გავრცელება, ისწრაფის, რომ გამოეყოს მშობლის აღზრდის მოდელს, რასაც შედეგად მშობლის მკაცრი კრიტიკა მოჰყვება, რომლის ავტორიტეტულობაში ხდება ეჭვის ძლიერად შეპარვა. მოზარდის სწორედ ეს ასაკი ხასიათდება მისი ეგზისტენციალური პრობლემების კულმინაციურობით, მისი იმპულსურობითა და ინტერპერსონალური ურთიერთობების იდეალიზაციით. მსგავსად მეამბოხისა, მას სურს სამყარო შეცვალოს და იგი თავის იდეალიზირებული ხედვების და იდეების საფუძველზე დაამყაროს. მას ყვირილი უნდა, მაგრამ საკუთარ თავს განმარტოებულად და თანამედროვე სამყაროს ტრადიციული ნორმების ტყვედ მიიჩნევს.

და თუკი, ახალგაზრდა ხდება ინტერნეტ-დამოკიდებული, იქნებ ეს სწორედ იმიტომ რომ, ის ცდილობს მისი უამრავი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. იმ მოთხოვნილებებისა, რომლებიც მუდმივი ღირებულებების დეგრადაციის მიერ არის უარყოფილი და რომლებიც მართავენ თანამედროვე სამყაროს ფუნქიონირებას. იქნებ, ინტერნეტის სამყაროში მათი მუდმივი ხეტიალი გამოწვეულია იმ იმედგაცრუებებით, რომელიც მათ რეალურ სამყაროში განიცადეს. სწორედ იმ რეალურ სამყაროში, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა მათი დიდი მოლოდინი. იქნებ, ინტერნეტ სივრცეში მათი აგრესიული ქმედება, რაც ყველა ზემოთ აღნიშნული ხერხითაა გამოხატული, მათი მხრიდან დაუცველობისა და თავიანთ თავში დაურწმუნებლობის პიროვნული გამოცდილების დროს გამოხატული წონასწორობის შენარჩუნების მცდელობის შედეგია, რომლითაც მათ თანამედროვე საზოგადოება კვებავს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მისი მცდელობა ააგოს სრულიად სხვა სახეობის კომუნიკაბელურობა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კრიზისთან, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ დღესდღეობით ოჯახის ინსტიტუტი ღრნის მეგობრობის ინსიტუტს, რასაც მოზარდები აიდეალებენ.

რადგან მოძღვარი არის ქრისტეს გონიერი ცხვრების სულიერი მასწავლებელი, მას დაკისრებული აქვს ვალდებულება, რომ ახალგაზრდებს ეკლესიური საზოგადოების სამრევლო ცხოვრებისკენ გაუძღვეს, რომლის ჩარჩოებშიც ყველა ზემოთხსენებული სოციალური ცხოვრების თავისებურებანი პოულობენ ან ვალდებულნი არიან, რომ იპოვონ მათი რეალური და ჭეშმარიტი გამოხატულება. როდესაც მოძღვრის ზემოთ აღნიშნული მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდება, მაშინ იოლად, გაუცნობიერებლად თუ შეგნებულად, ახალგაზრდების ცნობიერებაში ინტერნეტის უსახო კომუნიკაბელურობა დაუპირისპირდება საზოგადოებრივ სულს, რომელიც მართავს საეკლესიო საზოგადოების ცხოვრებას. როდესაც მოზარდი, რომელსაც სწამს მუდმივი და შეუცვლელი ღირებულებებისა, აღმოაჩენს, რომ მისი მრევლი მზადაა ის გულში ჩაიკრას, სადაც ადგილი მისთვისაც მოიძებნება, რეალობაა რომ ეს მასზე ძლიერ ზემოქმედებას მოახდენს.

როდესაც ის გააცნობიერებს, რომ ურთიერთდახმარება, ურთიერთმხარდაჭერა, უანგარო ინტერესი, თვითგანწირვა, ინდივიდუალურობის პრაქტიკული დაძლევა და გზის ერთად გავლა წარმოადგენს ამ სხეულის ფუნქციონირების უმტკიცეს ძალას, არ არსებობს, რომ ის ამ გამოწვევას დადებითად არ გამოეხმაუროს. როდესაც მოზარდი თავად გამოცდის ეკლესიის თითოეული წევრის თავისთავადობას, როგორც ამ სხეულის შთაგონებისა და გამდიდრების წყაროს, შესაძლებელია, თავადაც მის ცოცხალ წევრად იგრძნოს თავი. როდესაც იგი გააცნობიერებს, რომ თითოეული წევრის ცოდვა, არ წარმოადგენს ქრისტეს სხეულიდან მისი საბოლოო და სამუდამო განდევნის მიზეზს, არამედ სულიერი ბრძოლისა და წინ სვლის საწყისს, რომელიც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ თავად მანაც, ძალისხმევის გარეშე, გვერდზე გადადოს თავისი პიროვნული განცდები და ყოფითი ცხოვრებისეული გამოუვალი მდგომარეობანი.

როდესაც მოზარდი მოექცევა მრევლის არსებობის, როგორც ცხოველმყოფელი გაერთიანებისა და ცოცხალი უჯრედის [4] წიაღში, მას საშუალება მიეცემა იპოვოს პასუხები თავის მღელვარებით სავსე კითხვებზე, კვლავ აღიდგინოს თავისი შერყეული კომუნიკაბელურობა და ისევ აამოქმედოს თავისი შემოქმედებითი ძალები, რომელთაც აღმოაჩენს. ეკლესიის მკერდში მას მიეცემა ძალა, იმისათვის, რომ განავითაროს ჭეშმარიტი პირველშობილი კავშირები მის ირგვლივ არსებულ სოციალურ გარემოსთან და რომ რეალურად განიცადოს, თუ რას ნიშნავს ურთიერთობა მამასთან, მეგობართან ან ძმასთან.

იქნებ, სწორედ მაშინ გააცნობიერებს, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, იმისათვის, რომ მიღწეული ყოფილიყო ზემოთ აღნიშნული მიზნები, ინტერნეტ გაერთიანებებში მისი ზღვარსგადასული მონაწილეობის მნიშვნელობას, თუმცა ამავდროულად აღმოაჩენს ინტერნეტის გამოსადეგ მნიშვნელობასაც. რა თქმა უნდა, აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ განხორციელდეს ყოველივე ეს ზემოთაღნიშნული არის მრევლის საერთო სულის ამაღლება. იმ შემთხვევაში, თუკი მოზარდი აღმოაჩენს, რომ მრევლის არსებობა მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების რელიგიური შეგრძნებების დასაკმაყოფილებლად და მათთვის. დასაფიქრებელია რომ, მისთვის სრულიად გაუგებარი ლიტურგიული ტიპიკონის დასაცავად და არ არის გამორიცხული, რომ მან გამოიჩინოს სერიოზული თავშეკავებულობა და ნეგატიური დამოკიდებულება ასეთი ტიპის სამრევლო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებაზე.

[1] Ιακ. 2, 17.

[2] Τα παιδιά αισθάνονται την ανάγκη να προβάλλονται με αγάπη από τους γονείς τους προκειμένου να βιώνουν την ασφάλεια και την προστασία του περιβάλλοντός τους. Η ικανοποίηση αυτής της ανάγκης τα καθιστά ικανά να διαμορφώσουν ένα εσωτερικό μοντέλο τόσο για τον ίδιο τους τον εαυτό, που προάγει τα συναισθήματα της αυτάρκειας, της αυτοαξίας και της αυτοπεποίθησης, όσο και για τους άλλους, που αναδεικνύονται ως άξιοι εμπιστοσύνης και φίλα προσκείμενοι προς αυτά. Βλ. σχ. Μπαλογιάννης Σ., όπ. παρ. σ. 11 και Hannush J. M., Becoming Good Parents: anΕxistential Journey,  New York 2002, σ. 137.

[3] Μπαλογιάννης Σ., Ψυχιατρική και Ποιμαντική Ψυχιατρική, Θεσσαλονίκη 1986, σσ. 73 – 90.

[4] π. Μεταλληνός Γ., Ενορία:  ο Χριστός εν τω μέσω ημών, Αθήνα 2006, σ. 51.

]]> https://www.pemptousia.ge/2013/10/22/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%94%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ab/feed/ 3439