Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
სამწყსო – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 სააღდგომო ეპისტოლე (2018) https://www.pemptousia.ge/2018/04/18/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94-2018/ https://www.pemptousia.ge/2018/04/18/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94-2018/#comments Wed, 18 Apr 2018 07:29:14 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51553 სააღდგომო ეპისტოლე

 ,,დაინთქა სიკვდილი ძლევითა!” (ფს. 25.8)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

მენელსაცხებლე დედებთან და მაცხოვრის მოწაფეებთან ერთად საფლავის ლოდსა ზედა მჯდომარე ანგელოზი ჩვენც გვამცნობს, რომ ჯვარცმული ღმერთი საფლავში აღარ არის, რომ

ქრისტე აღდგა!

აღდგა ღმერთი, უძლურთა ძლიერება, მდაბალთა აღმაღლება, მოკვდავთა უკვდავებაჲ.

,,სად არიან დამბეჭდველნი  საფლავისანი? სად არის დასი პილატესი და მხედარნი, რომელნიც სცვიდენ აკლდამასა?”

„სადა არის, სიკვდილო, საწერტელი შენი, სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? „

მოვედით, ერნო, ვადიდებდეთ სამებასა ყოვლადწმიდასა და ვმადლობდეთ აღდგომილსა მხოლოდშობილსა ძესა და სიტყვასა.

“ქება შენდა ქრისტე, ქება შენდა და დიდებაჲ მოსვლასა შენსა, დიდებაჲ ჯვარცმასა შენსა,  დაფვლასა და აღდგომასა.“

დღეს ტარიგი უფლისა საზეპურო სუფრაზე გვიხმობს და არა აქვს გარჩევა მდიდრისა და გლახაკისა, უბირისა და განსწავლულისა,  ყრმისა და ხანდაზმულისა; ტრაპეზი გაშლილია და ლხინი განმზადებული.

მიწვეულია ყველა, ვინც  გააცნობიერა ამქვეყნიური ცხოვრების აზრი, ვინც მადლიერებით მიიღო იესოს გამომხსნელობითი ღვაწლი და ნათლობით  ქრისტესთან შეერთებულს სურს,  მასთან ერთად აღდგომა;

მათ კი, რომელთაც ჯერ არ გაუაზრებიათ  მომხდარის სიღრმე და თავისი ამქვეყნიური მისია, მოკლედ შევახსენებთ შემდეგს:

ბიბლია გვასწავლის, რომ დედამიწაც და მთელი სამყაროც უფლის დიდების გამოვლინებაა. ღმრთის ხატად და მსგავსად შეიქმნენ ჩვენი პირველმშობლები და ხილული ქვეყნის პატრონად და განმგებელად დადგინდნენ; მათი სრულქმნა დღე-ყოველ წარემართებოდა და სულიერ კიბეზე ზესვლა  ხორციელდებოდა.

ამასთან,  ადამსა და ევას მიეცათ კურთხევა, რომ გამრავლებულიყვნენ და მოეცვათ ქვეყანა. ამით დაეკისრათ პასუხისმგებლობა, შთამომავალნიც აღეზარდათ ღმრთისადმი რწმენით და იმ სულისკვეთებით, რომ ზედმიწევნით აღესრულებინათ უფლისგან მიცემული აკრძალვა (არ ეგემათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი), რათა სრული ჰარმონია ყოფილიყო შემოქმედსა და ქმნილებას შორის.

ღმერთი სიყვარულია და სამყაროშიც ეს გრძნობა სუფევდა. ამიტომაც, დაცემამდელი ადამიანების მდგომარეობა იყო სიყვარულით, სიხარულით, ღმრთისა და ერთმანეთისადმი მსახურებით აღსავსე სიცოცხლე.

მაგრამ ეს ნეტარებითი ცხოვრება დასრულდა. დასრულდა იგი მას შემდეგ, როცა ადამმა და ევამ აღარ შეასრულეს მიცემული მცნება,  ერწმუნნენ  შურით აღძრულ ბოროტ ძალას და  მისი რჩევისამებრ მოიქცნენ.

ასეთმა ქმედებამ ისინი ღმრთის მადლს  განაშორა,  გამოიწვია მათი ხორციელი და სულიერი სიკვდილი  და ეს მდგომარეობა  შთამომავლებსაც  მემკვიდრეობით გადაეცათ.

დაცემა მოხდა იმიტომ, რომ ადამმა და ევამ, გველის შეგონებით, მოინდომეს, ღმრთის გარეშე გამხდარიყვნენ უფრო დამოუკიდებელნი და შემოქმედს გატოლებოდნენ. არადა, ბოროტმა შესაქმის გვირგვინს სიცრუითა და მზაკვრობით  სწორედ   თავისუფალება წაართვა და ცოდვას დაამონა. ამის  გამო განეძარცვათ მათ ცხოველსმყოფელი მადლი ღმერთშემოსილობისა, საღმრთო სიკეთეთა სულიერი ხედვის უნარი, სულიერი უმანკოება და უვნებობა ეგოისტური ზრახვებითა  და ვნებებით შეეცვალათ და მწუხარება და განსაცდელი  თანამგზავრად ექცათ.

ღმრთისგან გაუცხოებულმა ცხოვრების წესმა სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში სხვადასხვა გამოვლინება ჰპოვა. ჩვენს დროში კი განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა.

ყველგან თვალშისაცემია ტრადიციულ ღირებულებათა მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინების, ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია. დიდია მცდელობა ზოგიერთი მძიმე  ცოდვის ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადებისა, მასმედიითაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხშირად ხელი ეწყობა აგრესიიისა და უზნეობის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშების პროპაგანდას; ბილწსიტყვაობა, ტყუილი, ცინიზმი, საჯარო შეურაცყოფა… ჩვეულებრივ მოვლენად იქცა;

გაჩნდა გრძნობა დაუცველობისა და ხვალინდელი დღის შიშისა, სულიერი სიცარილის ფონზე ახალგაზრდებში გახშირდა თვითმკვლელობა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომელნიც მოზარდებს სხვადასხვა სახით აიძულებენ, სიცოცხლე ამ სახით დაამთავრონ. დაეცა განათლების დონე, მოზარდი თაობა ინტერნეტს მიეჯაჭვა და წიგნი დაივიწყა. დაიკარგა უფროსის პატივისცემა, ებრძვიან ავტორიტეტებს, ქმიან ახალი „ღირებულებების“  შესაბამის პერსონებს და მათ წარმოაჩენენ მისაბაძად.

ამ მოვლენებს მეტ-ნაკლებად საქართველოშიც აქვს ადგილი. ჩვენთან დიდია უმუშევართა, სოციალურად დაუცველთა და  უცხოეთში სამუშაოდ წასულთა რიცხვი; იცლება სოფლები და რაიონები; დამაფიქრებელია ხალხის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რასაც ხშირ შემთხვევაში სტრესული მდგომარეობა და მდარე პროდუქტებით კვება იწვევს.

შემოტევაა ეკლესიაზე და მრავალწლიანი მცდელობა, შეურყიონ ხალხს მისდამი სიყვარული. მავანნი შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, რელიგიურ გრძნობებს და განუკითხაობით ხარობენ.

ყურადღება მინდა, შევაჩერო დემოგრაფიულ საკითხზე.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოკლე დროში  ნავარაუდევია მოსახლეობის 28% -ით კლება, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ჩვენი ერისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება.

ამ საგანგაშო მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც გამოსწორებისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის,  საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და პირველ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.

უნდა შევნიშნოთ, რომ როდესაც ჩვენს ხალხზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მსგავს, და ზოგ შემთხვევაში, უარეს მდგომარეობაში მყოფი, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები. ვგულისმობ, მაგალითად, აფხაზებს, უდინებს, ქისტებს, ჩერქეზებს, ოსებს, ასირიელებს, ლეკებს, ეზიდებს და სხვათ.

კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე ამ ეთნიკური წარმომავლობის იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ და გაუწიოს მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება, რაც უნდა მატულობდეს შვილთა რაოდენობის ზრდის მიხედვით. ოჯახებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და მადლიერია მათი თავდადებისა.

ხოლო როდესაც საქართველო ეკონომიურად გაძლიერდება, შეღავათები უნდა გავრცელდეს საერთოდ ყველა მრავალშვილიანზე.

ზემოთქმულზე, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში მომუშავეთ, მასმედიასა და ეკლესიას, განსაკუთრებით კი, – კანონმდებელთ.

მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს გაუტეხელ, ქრისტესმოყვარე ერს: არ შეუშინდეთ დროის გამოწვევებს, თავს დატეხილ განსაცდელთ, პრობლემათა სიმრავლეს.

ჩვენ მაცხოვრის ეკლესიის წევრნი ვართ და ისეთი ბედნიერება გვაქვს მონიჭებული, რომ ვერავითარი გარემოპირობები ამ სიხარულს ვერ დაჩრდილავს.

რა სიხარულია ეს?

ეს არის სიხარული, უპირველეს ყოვლისა იმისა, რომ ჩვენ გამოხსნილნი ვართ! მოხდა სასწაული, რომელსაც ათასობით წლის მანძილზე ელოდებოდა ადამის მოდგმა და  ეს სწორედ დღევანდელ დღეს განხორციელდა.

სიხარული გვაქვს იმისა, რომ ვინც ქრისტეს სახელით ჭეშმარიტ ეკლესიაში ინათლება, ღმრთისგან, როგორც საბოძვარს იღებს სულიწმიდის მადლს, უფალთან ერთობას და ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც აღმოფხვრილია ადამისეული ცოდვის ის ფესვი, მთელი თაობები სიკვდილს რომ დაუქვემდებარა.

სიხარული გვაქვს იმისა რომ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა  ღმრთის შემწეობით და ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვოთ ის მდგომარეობა, რისთვისაც სამოთხეში მყოფ ჩვენს პირველმშობლებს უნდა მიეღწიათ.

იესომ ახალ ერს, ბოროტების ძირისაგან თავისუფალ ახალ კაცობრიობას, დაუდო სათავე და ამიტომაც იწოდება მეორე ადამად;  პირველი ადამისგან სიკვდილი შემოვიდა, მეორესგან კი, –  სიცოცხლე. „და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ (I კორ.15,22)

მაგრამ ჩვენი ცხონებისთვის, – ფიზიკური და სულიერი სიკვდილისაგან გათავისუფლებისათვის, – ქრისტიანად გახდომა არ არის საკმარისი, რადგან მაცხოვარმა ზოგადადამიანური ბუნება გამოიხსნა და, როგორც სამოთხეში, ახლაც კვლავ თავისუფალი არჩევანი შემოგვთავაზა.

ჩვენი გადასაწყვეტია, რას მოვინდომებთ, – ისევ ცოდვებს დამონებულ ყოფას, თუ ცხოვრების იმ წესს, რომლის მაგალითიც ამ ქვეყნად  ღმერთმა მოგვცა.

“სოფელი ბოროტსა ზედა დგას“ და, ბუნებრივია, ადვილად არ დათმობს ადამიანებს. ამიტომაც მორწმუნეთ სერიოზული წინააღმდეგობების დაძლევა უხდებათ და ყოველდღიური ბრძოლა საბოლოო  გამარჯვებისთვის;

არსებული ყოფა არის ასპარეზი ჩვენი პიროვნების წარმოსაჩენად და რამდენადაც ეს გარემო დაშორებული იქნება ქრისტიანულ ღირებულებებს, იმდენად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად, თუმცა საზღაური, შესაბამისივე იქნება ცათა შინა.

ჩვენს ყოველ მოქმედებას უდიდესი დატვირთვა აქვს, რადგან იმქვეყნად  კარგიც და ცუდი საქმეებიც სხვა მასშტაბით გამოვლინდება და ჩვენს იქაურ შესაძლებლობებს განაპირობებს.

მორწმუნე  გაჭირვების ჟამს ხშირად სთხოვს დახმარებას  წმიდანებს, ანგელოზებს, ღმრთისმშობელს…

გავიხსენოთ, მაგალითად,  წმიდა გიორგი და წმიდა ნიკოლოზი; ერთმა დიდმოწამეობით დაამოწმა ქრისტეს სიყვარული და მისი მცნებების ერთგულება, მეორემ კი, –  საკვირველი ღმრთივსათნო ცხოვრებით; ისინი კონკრეტულ  ადგილას და კონკრეტულ  დროში მოღვაწეობდნენ, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ყველა გულმხურვალე მლოცველის  შემწე და მფარველნი გახდნენ ყველა ეპოქაში.

აღარაფერს ვამბობთ მოციქულებზე და ღმრთისმშობელზე.

ასეთი საოცარი პოტენციალია ჩადებული თითოეულ ჩვენგანში!

და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხარისხობრივად რა მდგომარეობას განვიკუთვნებთ ზეცაში ან ქვესკნელში.

როგორია ჩვენი გული და გონება? როგორ ნიადაგს დაახვედრებს იგი ღმრთის სიტყვას? ნარ-ეკლიანს? სადაც ვერაფერი გაიხარებს, კლდოვანს? სადაც აღმოცენებული ნერგი მალე გახმება, თუ ნოყიერ მიწას, დიდი ხეც რომ ადვილად ფესვს გაიდგამს?

უფლის სამეფო  არის ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით გაერთიანებულ პიროვნებათა კრებული, რომელიც ცხოვრობს ურთიერთსიყვარულითა და ურთიერთმსახურებით, იმ წესით, დაცემამდელ ადამიანებს რომ ჰქონდათ და შემდეგ ჯვარცმულმა იესომ აღვიდგინა.

უფლის სამეფო არის იქ, სადაც მორწმუნენი სათნოებებით არიან შემოსილნი, ღმრთის დიდებასა და მასთან ერთობას ესწრაფვიან და შთამომავლობასაც ამ პრინციპით ზრდიან.

უფლის სამეფო არის იქ, სადაც, თუნდაც დიდი შეცდომების მიუხედავად, დიდი სინანულია, სადაც მუდმივი ხსოვნაა  ზეციური სასუფევლისა.

უფლის სამეფო დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიაა  და აქ უხმობს იგი  გადარჩენის ყველა მსურველს.

ამ წიაღის განუყოფელ ნაწილად გახდომა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა.

გავიხსენოთ როგორ გვარიგებს ძე ღმრთისა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართელესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“ (მათე 6, 33)

მისგან ნასწავლებ ლოცვაშიც, ვამბობთ: „მოვედინ სუფევა შენი (ანუ შენი მეუფობა), იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.“

ვამბობთ ამას იმიტომ, რომ ჩვენი მოვალეობაა, ზეციური მეუფების ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენშიც და ჩვენს გარემოშიც და არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორ სახელმწიფო წყობასა და რომელ ეპოქაში მოგვიწევს არსებობა. ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს  საზოგადოების მოწყობის ისეთი წესები, რაც ცათა სასუფეველთან არ დაგვაპირისპირებს.

თუ ჩვენ მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვდივართ შემოთავაზებულ ურთიერთობებთან და კანონებთან,  ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მკაფიო, მაგრამ ღირსეული, რომ არ დავაზარალოთ იდეა, რასაც ვიცავთ, არ დავაზიანოთ  სხვისი და საკუთარი სული.

სიყვარულია, – რისი აღსრულებაც ამქვეყნად გვევალება. ქმედითი, ცოცხალი, ნამდვილი სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა.

როგორ შეიძლება ეს გამოვლინდეს?

-ქრისტეს სახელით მოყვასისადმი მსახურებაში.

ამიტომაც ბრძანებს იგი: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ  და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა“ (მათე 25, 35-36).

სიყვარული არის საკუთარი ინტერესების ნებაყოფილობითი დათმობა, თავის უარყოფა იმისთვის, ვინც გვიყვარს.

მაგალითად, მშობელი ყველაფერს აკეთებს შვილისათვის და  ეს მას სიხარულს ანიჭებს, რადგან უყვარს, ვისთვისაც იღვწის და შვილსაც უყვარს რა მშობელი, მთელი გულით ცდილობს, ასიამოვნოს მას.

უფრო მეტი სიძლიერით უნდა გვიყვარდეს უფალი, რომ მისი ღირსეული შვილები ვიყოთ.

ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, სადაც მხოლოდ ადამიანები კი არ ემსახურებიან ღმერთს, არამედ  თავად ღმერთი გვიჩვენებს კაცთათვის მსახურების,  სიყვარულისა და  თავგანწირვის საოცარ მაგალითს და ჩვენს წინაშე წარმოსდგება, როგორც მეფე-მსახური. (შდრ.: „ძე კაცისაჲ … მოვიდა … მსახურებად და მიცემად სული თვისი“ მათე 20,20; და ახლად ნათელღებულთა პასუხი:  „მრწამს იგი, – ქრისტე, –  ვითარცა მეუფე და ღმერთი“).

ქრისტე, – მეფე-მსახური უნდა იყოს ნიშან-სვეტი ყოველი ქრისტიანისთვის!

სერთოდ არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობრივად ან ქონებრივად, თუნდაც გავლენით, რას წარმოვადგენთ. ყოველ ჩვენგანს, ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის მქონეს,  უნდა ქონდეს განცდა იმისა, რომ მაცხოვრის მსგავსად,  თვითონაც იყოს მეფე-მსახური.

შენ ხარ მეფე იმდენად, რამდენადაც გაქვს უფლება, რომ შენი ცხოვრება თავისუფალი ნებით წარმართო და ღმრთისგანვე შენთვის ბოძებული  ყველა სხვა ნიჭი და უნარი ამ არჩევანის მიხედვით გამოიყენო.

ამიტომაც, მეფე შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ მეფე-მსახური, – მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი.

თუ არ ვცხოვრობთ მცნებებით, არა ვართ სათნოებებით  შემოსილნი და სხვისი მსახურება თუ არ არის ჩვენი სურვილი, მეფე-მსახურნი, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანნი, ვერ ვიქნებით, თუნდაც რომ მაღალი სასულიერო წოდება გვქონდეს;

სამწუხაროდ, ადამიანთა დიდი ნაწილი ესწრაფვის, მას მოემსახურონ და მზრუნველობა მასზე გასწიონ, რომ ეგოისტური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. სხვისთვის მსახურება მათთვის  ტვირთია ან ღიმილისმომგვრელი მდგომარეობა და, რადგან თავისი ცხოვრების წესის გამო სულიერი სიხარული არ იციან რა არის, ბედნიერებას მხოლოდ წარმავალ, მიწიერ     კეთილდღეობაში ეძებენ; ამ ძებნაში კი ცოდვებს ცოდვებზე ამატებენ და ბოროტისაგან სულ უფრო დამონებულნი ხდებიან.

ეკლესიის მისია, რა თქმა უნდა, არის საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ჩართულობა, მაგრამ უმთავრესია, სიმართლის გზა დაანახოს ხალხს და, ვისაც აქვს სურვილი, მოამზადოს  გოლგოთის გავლით ცათა სამეფოს წევრობისათვის.

ამიტომაც განსაცდელების არ უნდა გვეშინოდეს  და უნდა ვიცოდეთ: თუ ჭეშმარიტ მორწმუნეთა საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით, ვერავინ დაგვამარცხებს, თუნდაც რომ დიდ ძალას დავუპირისპირდეთ, რადგან ჩვენ კი არა, ჩვენს გვერდით ჩვენს გადასარჩენად მებრძოლი უფალი იქნება უძლეველი და გამარჯვებული.

ფაქტია, ყველას გვინდა ძლიერი, განვითარებული ქვეყანა გვქონდეს. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის  შესაძლებელი, თუ საზოგადოებაში სწორ ღირებულებათა სისტემა იარსებებს და ამ საფუძველზე მოხდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. დეზორიენტირებული საზოგადოება კი ქაოსში ჩაიძირება  და სახელმწიფოს დიდად დააზარალებს.

მიგვაჩნია, რომ, მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა  იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ და ეს ურთიერთობა შეიძლება შეედაროს ადამიანის სულისა და სხეულის კავშირს.

ღმრთის მადლით, ჩვენ გადაკვეთის არაერთი სფერო გვაქვს, მაგრამ მინდა გამოვყო აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია, რომელიც ძირითადად სახელმწიფოს ძალისხმევით მიმდინარეობს. ეს ის ეკლესიაა, სადაც პირველი საუკუნიდან დაბრძანებული იყო წმ. ანდრია პირველწოდებულისათვის ყოვლადწმიდა  მარიამის მიერ გადაცემული მისი ხელთუქმნელი ხატი ყრმა იესოსთან ერთად.

დღეს, როცა ეს ტაძრი იწყებს განმზადებას ზეციური დედოფლის ხატის დასაბრძანებლად, ახალ სიცოცხლეს იძენს დედა ღმრთისას ეს სიტყვებიც, წმ. მოციქულს რომ დააბარა:  ,,შვილო ანდრია, წააბრძანე სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, ქვეყანასა ჩემდა წილხვდომილისა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი  აღვუპყრა და შევეწიო და არავინ სძლოს მათ“ (ქართლის ცხოვრება).

,,შენ, ზეცისა წვიმისა საწმისო, მარიამ, მხევალო და დედაო და ქალწულო, ცაო ცათაო, მხოლოო ხიდო ღმრთისაო კაცთა მომართ მოსვლისა, ნუ დასცხრები ხსნად სულთა ჩვენთაცა, ამინ!”

ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელენო, რუსნო, ებრაელებო, აზერბაიჯანელებო, სომეხნო, უდინნო, იეზიდნო, ასირიელნო, ქურთნო, ინგუშებო, ჩერქეზებო, ჩეჩნებო, ლეკნო … ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

ინებოს ღმერთმა, საქართველოც აღდგეს!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს–პატრიარქი

თბილისი,

აღდგომა ქრისტესი,

8.04.2018

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/04/18/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94-2018/feed/ 2435
უწმიდესო და უნეტარესო, მრავალჟამიერ! https://www.pemptousia.ge/2018/01/04/%e1%83%a3%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%a0-5/ https://www.pemptousia.ge/2018/01/04/%e1%83%a3%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%a0-5/#comments Thu, 04 Jan 2018 00:28:15 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51222 საერთაშორისო ინტერნეტ ჟურნალი პემპტუსია www.pemptousia.ge ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II დაბადებიდან 85-ე და აღსაყდრებიდან მე-40 წელს!

Patriarxis Ilia II 02 wbუწმიდესო და უნეტარესო პატრიარქო, მრავალჟამიერ!

]]> https://www.pemptousia.ge/2018/01/04/%e1%83%a3%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%a0-5/feed/ 2753 ღირსი პაისი: „მოძღვარი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ თუნდაც ჯოჯოხეთში ჩავიდეს საკუთარი სულიერი შვილების გამო“ https://www.pemptousia.ge/2017/05/03/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ab%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%96-2/ https://www.pemptousia.ge/2017/05/03/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ab%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%96-2/#comments Wed, 03 May 2017 07:14:06 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50588 ბერი პაისი მთაწმიდელი

მამა პაისის ქება-დიდებასა და წარდგენას არა აქვს ჩვენგან საჭიროება. მან თავისი ქრისტესმიერი სიყვარულით დაკავშირა უფალი და ადამიანები და სწორედ ამის გამო ხშირია მისი ქება უფლის ტაძარში.

ღირსს პაისს იშვიათი უნარი ჰქონდა იმისა, რომ ნებისმიერი კატეგორიის, ნებისმიერი განათლებისა და სულიერი მდგომარეობის მქონე ადამიანი დაემშვიდებინა. მახსენდება ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთმა ფსიქიატრ-ფსიქოანალიტიკოსმა მამა პაისთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენს მონასტერში გამოიარა. იგი, არათუ მხოლოდ დამშვიდებული იყო, არამედ ასევე გამომიტყდა, რომ ის, რაც მას ბერმა უთხრა –  ფსიქიატრიის უკანასკნელი სიტყვები იყო. ცნობილია, რომ მამა პაისი არ კითხულობდა სხვა წიგნებს, გარდა სახარებისა და ამბა ისააკ ასურის სწავლებისა.

Osios Paisios 14

იმისათვის, რომ დაამშვიდო სული, არ უნდა დაზოგო არც დრო და არც გარჯა. ოდესღაც მაოცებდა ის, თუ როგორ ახერხებდა ღერონდა იმ ახალგაზრდების განკურნებას, რომელთაც სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები გააჩნდათ. პატივისცემის გამო, მისთვის ეს არასდროს მიკითხავს. წლების შემდეგ კი, მან ამგვარად უპასუხა ჩემს გაოცებას: „როდესაც ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, ყურადღებით უნდა მოუსმინო და რამდენ საათსაც არ უნდა გელაპარაკოს, არ უნდა აგრძნობინო, რომ დაიღალე, ამით ყველაფერს წყალში ჩაყრი. ერთ დღეს, მე ერთ-ერთ ახალგაზრდას გაუნძრევლად ვუსმენდი ცხრა საათის განმავლობაში, რის გამოც ჩემი ნაწლავები არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა“. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მამა პაისის თავდადებული სიყვარული სასწაულებს ახდენდა.

ერთხელ, როდესაც ღერონდას ვეკითხებოდი ამა თუ იმ პრობლემებზე, რომელთაც, როგორც სულიერი მოძღვარი, გადავაწყდებოდი ხოლმე აღსარების ჩაბარებისას, მან ასეთი სიტყვები მითხრა: „მისმინე მამაო, როდესაც ვინმე სულიერი მოძღვარი ხდება, მათთვის, ვინც კი მას აღსარებას აბარებს, ჯოჯოხეთში ჩასვლასაც არ უნდა მოერიდოს. სხვაგვარად, გახდე სულიერი მოძღვარი, შეუძლებელია. მაგრამ მე შენ გეუბნები, რომ სულიერი მოძღვარი ჯოჯოხეთს, როდესაც ის იქ ჩავა, სამოთხედ გადააქცევს, რადგან მას თან ექნება სიყვარული“. არაჩვეულებრივი სიტყვებია, რაც მხოლოდ  ღმრთივმოსილ კაცს შეიძლებოდა ეთქვა.

ცნობილია, რომ უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე, ჩვენმა დედა ღმრთისმშობელმა იზრუნა იმისათვის, რომ ათონის წმიდა მთაზე მონაზვნების რიცხვი გაზრდილიყო. მამა პაისი იმ ბერების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც მრავალ ახალგაზრდას დაეხმარა მონაზვნად გახდომის გადაწყვეტილების მიღებაში. გარდა ამისა, ღერონდამ დახმარება გაუწია მრავალ ახალგაზრდა მონაზონს იმაში, რომ მათ მყარად გაედგათ ფესვი მთაწმიდაზე და ნაყოფი გამოეღოთ. მამა პაისი ყოველთვის ჩვენი თანამებრძოლი გახლდათ ჩვენი ახალგაზრდა მონაზვნების აღზრდისათვის წამოწყებულ ბრძოლაში, ღერონდა  მრავალ მათგანს დაეხმარა ეშმაკის, ვნებებისა და ამქვეყნიური სამყაროს დაძლევაში.

ხშირად გვირჩევდა ხოლმე ბერი პაისი, რომ გვქონოდა სულიერი კეთილშობილება და თავმოყვარეობა. ეს ღირსებანი ახასიათებდა თავად მასაც, რაც უწყის ყველამ, ვინც კი მას იცნობდა. ერთხელ, იგი მოვინახულე პატიოსანი ჯვრის სახელობის მის ძველ კელიაში. საუბრის დასრულების შემდეგ, როდესაც მას გამოვემშვიდობე, საკმაო მანძილზე გამომაცილა. როგორც კი ვუთხარი, რომ არ უნდა გარჯილიყო ასე და უნდა დაბრუნებულიყო თავის კელიაში, გამომემშვიდობა და გამცილდა. მისთვის დაბრუნებაზე რომ არაფერი მეთქვა, როგორც ჩვენი წარმომადგენელი კარიესში ისე გამომყვებოდა ბოლომდე.

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/05/03/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ab%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%96-2/feed/ 2420
უწმიდესო და უნეტარესო, მრავალჟამიერ! https://www.pemptousia.ge/2017/01/04/%e1%83%a3%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%a0-4/ https://www.pemptousia.ge/2017/01/04/%e1%83%a3%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%a0-4/#comments Wed, 04 Jan 2017 04:23:57 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50058 საერთაშორისო ინტერნეტ ჟურნალი პემპტუსია www.pemptousia.ge ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II დაბადებიდან 84-ე და აღსაყდრებიდან 39-ე წელს!

Patriarxis Ilia II 02 wb

უწმიდესო და უნეტარესო პატრიარქო, მრავალჟამიერ!

]]> https://www.pemptousia.ge/2017/01/04/%e1%83%a3%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%a0-4/feed/ 2326 არ არსებობს სულიერი ცხოვრება, არსებობს ცხოვრება მხოლოდ იესო ქრისტესთან და ეკლესიასთან ერთად! https://www.pemptousia.ge/2016/07/14/%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95/ https://www.pemptousia.ge/2016/07/14/%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95/#comments Thu, 14 Jul 2016 10:52:33 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49421 წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2016/05/24/აღსარება-ერთგვარი-სასამა/

ეკლესია იესო ქრისტეს ცხოვრების წესია. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკლესია ეს არის პატრიარქი, მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი, თითოეული მღვდელი. გარდა ამისა, ჩვენ საკუთარ თავს ეკლესიის მიღმა მოვიაზრებთ ხოლმე და ამავე დროს, მას ყველაფრის განსჯის უფლებას ვანიჭებთ. მაგრამ ყოველივე გაცილებით უფრო მარტივადაა. სწორედ ამგვარი დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ თავს არ მივიჩნევთ იმ სხეულის ნაწილებად, რომელსაც ეკლესია ქვია! რაც დიდი (ძირეული) შეცდომაა. სწორედ ყოველივე არაჯანსაღი აქედან გამომდინარეობს.

Keria stin Eklisia 01

ეკლესიის სწავლება შემდეგში მდგომარეობს: ეკლესია ერთი სხეულია, რომლის თავია უფალი იესო ქრისტე, ხოლო სხვა დანარჩენი მისი წევრები კი, იესო ქრისტეს სამწყსოს ცხვრები წარმოადგენენ. წმიდა იოანე ოქროპირი შემდეგს გვეუბნება: სხვაობა მწყემსებსა და ცხვრებს შორის მხოლოდ ადამიანებისთვის არსებობს. უფლისათვის „ყველა ცხვარია“. უფლის თვალში ყოველი კაცი ცხვარია: პატრიარქიც და ის ბავშვიც, რომელიც დღეს მოინათლა, ნებისმიერი მღვდელიც და ბებიაც, რომელიმე ახალგაზრდა თუ მოხუცი, განურჩევლად ყველა. განსხვავება მწყემსებსა და ცხვრებს შორის მხოლოდ ადამიანებისთვის არსებობს. მაშასადამე, ეკლესიას, როგორც სხეულს, აქვს თავი – იესო ქრისტეს სახით – ხოლო ჩვენ კი, ყველა დანარჩენი, ამ სხეულის ნაწილებს წარმოვადგენთ.

ჩვენი უმრავლესობა ისეთ დროს მოინათლა, რომ ბევრი რამის გააზრება არ შეგვიძლია. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ეკლესიის წევრები გავხდით… შეუგნებლად. ამ მომენტისათვის ეკლესია, ნუ შეგვეშინდება, რომ ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდოთ, დაბნეულია, რადგან მან არ იცის, თუ ვინ არიან მისი წევრები. რატომ? გაქრისტიანებულმა ჩვილმა არ იცის, მონათვლის შემდეგ რა გზას უნდა დაადგეს. როდიდან დაიწყო ჩვილების გაქრისტიანება? იმ დროიდან, როდესაც მთელი საზოგადოება ქრისტიანი გახდა. თუმცა ყურადღება მიაქციეთ: მოზრდილთა საზოგადოება გაქრისტიანდა, და მას შემდეგ, რაც უფროსები გახდნენ ქრისტიანები, თავისთავად გააქრისტიანეს თავიანთი შვილებიც. თუმცა ახლა ისმის კითხვა: არის კი მოზრდილთა საზოგადოება ქრისტიანი? იციან განა მათ ნათლად, თუ ვინ არის იესო ქრისტე და რა კავშირია მათსა და ეკლესიას შორის? თავს ნუ მოვიტყუებთ. ჩვენ ვნათლავთ ჩვენს შვილებს მშობლის იმედით. იმიტომ, რომ ძველი დროიდან მოყოლებული, ნათლობა გახდა სტანტარტული პროცედურა, მიუხედავად იმისა, რომ ძველი თაობის წარმომადგენლები ჯერ კიდევ უდიდეს პატივს მიაგებენ ნათლიებს (კარგად მახსოვს ცხონებული მამაჩემი როგორ მასწავლიდა, რომ ჩემს ნათლიას ხელზე ვმთხვეოდი). მაშასადამე, უძველეს დროში როგორ მოქმედებდა ეკლესია? მე გავქრისტიანდებოდი, ხოლო მეზობელი ხედავდა, რომ რაღაც შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. და იმდენად, რამდენადაც ეს ცვლილება მასაც აინტერესებდა, მეკითხებოდა: „რაღაც შეიცვალა შენს ცხოვრებაში, რა მოხდა?“. და მეც ვპასუხობდი: „გავქრისტიანდი“. მაშინ ის მეტყოდა: „მეც მინდა ქრისტიანი გავხდე“. და ამის შემდეგ, რა ხდებოდა? მას ხელს ჩავჭიდებდი, მეუფესთან მივიყვანდი და ვეტყოდი: „ჩემ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ეს ადამიანიც ჩვენი ეკლესიის წევრი გახდეს“. საკუთარ თავზე ვიღებდი პასუხისმგებლობას, ანუ ვშუამდგომლობდი რომელიმე ადამიანს, რომ იგი ჩემსავით გაქრისტიანებულიყო. ჩემ თავზე ვიღებდი მისი ცხოვრების გზის მსვლელობის პასუხისმგებლობას. და შესაბამისად, ჩემ თავზე ვიღებდი იმის ვალდებულებას, რომ იგი რაღაც დონეზე რწმენისკენ მომექცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს ოფიციალურად ეკლესია გააქრიასტიანებდა. წარმოგიდგენიათ? იერუსალიმის პატრიარქს, კირილეს, დაწერილი აქვს უამრავი კატეხიზისი (მას გაქრიატიანებული ჰყავს უამრავი ადამიანი). ისტორია მოგვითხრობს, რომ აღდგომის ტაძარი, რომელიც 3000 ადამიანს იტევდა, კათაკმეველებით იყო სავსე მთელი წლის განმავლობაში მანამ, სანამ არ მოვიდოდა ნათლობის დღე. ის, რომ თუნდაც ერთი ადამიანი გამხდარიყო ეკლესიის წევრი, მთელი ეკლესიის საქმეს წარმოადგენდა.

ამჟამად ეს უკვე ცალკეულ ადამიანთა პირადი საქმეა. როდესაც კი გადაწყვეტს მშობელი, მიჰყავს თავისი შვილი და ნათლავს, ხოლო ეკლესია კი ამ ფაქტს იგნორირებას უწევს. სწორედ ამის გამო აღვნიშნეთ ცოტა ხნის წინ, რომ ეკლესია ამძაფრებს ტრაგედიას იმით, რომ იგი არ იცნობს საკუთარ წევრებს, არ იცის თუ ცხოვრების რა გზას ადგნენ ისინი მონათვლამდე და რა გზას გაჰყვებიან ნათლობის შემდეგ. ხომ შეიძლება პატარა გოგონა (ან პატარა ბიჭი) გაიზარდოს და მას სულაც არაფრის სწამდეს – არც იესო ქრისტესი და არც – ეშმაკის, როგორც უბრალოდ ვამბობთ ხოლმე. მაშინ როდესაც ჩაწერილი გვაქვს ჩვენს დავთრებში, რომ მოინათლა და ამიტომაც არის ქრისტიანი. სწორედ აქედან იწყება ყველანაირი გაურკვევლობა და დაბნეულობა.

ადამიანისათვის გაქრისტიანება ნიშნავს იმას, რომ იგი მზად არის თუნდაც სიცოცხლე დათმოს ცხოვრების გარკვეული წესისათვის. სწორედ ამიტომ აღვნიშნეთ საუბრის დასაწყისში, რომ არ არსებობს სულიერი ცხოვრება და სულიერი ცხონება. არსებობს ცხოვრება ქრისტესთან და ეკლესიასთან ერთად და არსებობს ცხოვრება იესო ქრისტესა და ეკლესიის გარეშე.

[გაგრძელდება]

წყარო: www.enoriako.info

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/07/14/%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95/feed/ 2786
აღსარება ერთგვარი სასამართლო რომ იყოს, მაშინ მხოლოდ უდანაშაულოებს გამოუშვებდა https://www.pemptousia.ge/2016/05/24/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90/ https://www.pemptousia.ge/2016/05/24/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90/#comments Tue, 24 May 2016 08:03:47 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49218 ოდესღაც ერთმა კაცმა მღვდლის საქათმიდან ორი დედალი მოიპარა. რამოდენიმე ხნის შემდეგ კი, გადაწყვიტა ეს ცოდვა მოენანიებინა.

-მამაო, ორი დედალი მოვიპარე!

-უნდა დააბრუნო,- ეუბნება მას მღვდელი.

-და მამაო, თქვენ გინდათ რომ ისინი მოგიყვანოთ?

-მეე?- უკვირს მღვდელს, -მე რატომ, მას მიუყვანე, ვისაც მოპარე.

-მაგრამ მამაო მას არ სურს, რომ უკან მივუყვანო.

-ეე! მაშინ ისევ შენ გყავდეს.

Eksomologisi 05

paterikiorthodoxia.com

ძალიან ხშირად ჩვენი განწყობა სწორედ ამგვარია. ბოლომდე გულახდილები უნდა ვიყოთ! და აი, ამიტომაც ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა იმ პერიოდში, რომელშიც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით, რამდენიმე განმარტება გაგვეკეთებინა ამ უზარმაზარ თემასთან დაკავშირებით და ასევე გვესაუბრა იმ გაუგებრობებზე, რომელიც მას ხშირად თან ახლავს ხოლმე. მოდი წარმოვიდგინოთ, რომ აღსარების სათქმელად წასვლა იგივეა, რაც სასამართლოს წინაშე წარდგომა… მართლაც ხომ მრავალი ადამიანი, როდესაც აღსარებაზე  მოდის, სწორედ ასე ამბობს: „ნეტავ, ახლა როგორღა გამასამართლებ, მამაო“. მათი წარმოდგენით, აღსარების ჩაბარებისას ისინი მსაჯულის, და თვით უფლის წინაშე დგანან. რა თქმა უნდა, ამის გამო ღელავენ და შიში იპყრობთ, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს სასამართლოს წინაშე წარდგომისას. მაშასადამე, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ აღსარება ეს ერთგვარი სასამართლოა, რომელსაც განაჩენი მხოლოდ უდანაშაულოთა სასარგებლოდ გამოაქვს. რატომაა, რომ აღსარებაზე ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის გასასამართლებლად მიდის. და არა საკუთარი თავის დასასჯელად. ადამიანი აღსარებაზე ზუსტად იმის გამო მიდის, რომ ეს საშინელი სამსჯავროს დადგომამდე მოასწროს. იმისათვის მიდის, რომ სამსჯავრომდე ცოდვები მოინანიოს. ხოლო მაშინ, როდესაც ადამიანი ვერ აცნობიერებს, თუ რაოდენ არასწორად იქცევა იგი, იწყება ყველაფრის  შეუცნობლად თუ შეგნებულად აღრევა.

ვისმენდით რა ამ პატარა ხუმრობასა თუ ანეკდოტს, ძალიან სასაცილოდ გვეჩვენებოდა, რომ ადამიანი თავად იმ ადამიანს ეკითხებოდეს, ვისაც დედლები მოპარა, სურს თუ არა მას ამ ქათმების უკან დაბრუნება, ხოლო როდესაც იგებს რომ არ სურს, ხორციელდება ერთგვარი შეთანხმება, რომელიც თანმიმდევრულად თითქოს ნორმალურია, თუმცაღა არსობრივად დამახინჯებულია.

აი, სწორედ აქ კი, ყურადღება უნდა გავამახვლოთ რამდენიმე საკითხზე, რომელიც განმარტებას საჭიროებს. რას ნიშნავს მონანიება? რა არის სინანული? ეს საკითხი გაუგებრობებითაა აღსავსე. და მოდი, შორიდან დავიწყოთ მასზე მჯელობა.

როდესაც გვესმის ეს სიტყვა, მაშინვე რას ვამბობთ? რომ ეს არის საეკლესიო სიტყვა, რელიგიური სიტყვა, რომ ეს არის რელიგიური ენის გამოხატულება. თუმცაღა რამდენი ენა არსებობს? ჩვენი რელიგიურობა ჩვენი ცხოვრების შიგნითაა თუ ჩვენი ცხოვრების გარეთ? იქნებ ის სრულიად უცხოა ცხოვრებისაგან? ძალიან ხშირად სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვიბნევით ხოლმე: წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი ურთიერთობა ეკლესიასთან, როგორც ჩვენი ცხოვრების ერთი პატარა ნაწილი, რომელიც სადღაც, განაპირა მხარეს მდებარეობს და მხოლოდ განსაკუთრებული დღესასწაულების (შობა-აღდგომა) დროს გვახსენდება. იგი ჩვენ სრულად არ გვეხება, თუმცაღა გვეხება მხოლოდ და მხოლოდ ფიქრით ან თუ გნებავთ, ჩვენი გონების რომელიღაც განაპირა ნაწილით. ადამიანთა უმეტესი ნაწილი, თანამედროვე ადამიანები, ისინი, რომლებიც აწმყო დროში დააბიჯებენ (ჩვენც ასევე აწმყოში დავაბიჯებთ, თუმცაღა ზოგჯერ ჩვენს სამყაროშიც ვიმყოფებით ხოლმე) ფიქრობენ, რომ ამგვარი სახის თემები განეკუთვნება საქმიანობის ისეთ ტიპს, რომელიც მათ არ ეხება. იქნებ, ჩვენც მიგვიძღვის ბრალი იმაში, რომ მათ ასეთი პოზიცია აქვთ არჩეული. ჩვენ შინაგანად ვვარაუდობთ, რომ არასწორად ვცხოვრობთ, ისინიც ასე მიიჩნევენ, თუმცა თვლიან, რომ კიდევ უფრო არასწორად ვცხოვრობთ. ჩვენი შემხედვარენი ასე ამბობენ: ეს მე არ მადარდებს. ნაგავში ქექვის არანაირი სურვილი არ მაქვს. რატომ თვლიან, რომ მონანიებასა და აღსარებას კავშირი აქვს ისეთ თემებთან, რაც ცუდია, ბინძურია, არასწორია.  მაშასადამე, ეს თემები დაჰყავთ გამოუსადეგარ ენამდე (ხის ენამდე).  ჩაიარა ამ ეკლესიურმა ხის ენამ, რომელიც ამბობს „სულიერი ცხოვრება“, „სულიერი ადამიანი“, „რას უკეთებ შენს სულიერ ცხოვრებას?“. რამდენი ცხოვრება აქვს ადამიანს? ერთი. არ აქვს ორი. თითოეული ჩვენგანი არ შეიძლება იყოს ორი ადამიანი, მაგალითად, ერთი ყოველდღიური და ერთიც -საკვირადღეო; ერთი მნიშვნელოვანი და მეორე – უმნიშვნელო; ერთი, რომელიც ჩანს და მეორე, რომელიც დამალულია; ერთი, რომელსაც სურს ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენა და მეორე, რომელიც ფარდის მიღმა იღწვის. და ზუსტად ამ ტიპის თავგზააბნეულობანი იჩენს ხოლმე თავს მაშინ, როდესაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი რელიგიური ცხოვრება არ წარმოადგენს მთელ ჩვენს ცხოვრებას.

ყურადღება მიაქციეთ, აქ არის ერთი წვრილმანი რამ, რასაც განმარტება სჭირდება.

განვსაზღვრავთ რა „რელიგიურ ცხოვრებას“, ჩვენ განვიცდით სიცივეს სწორედ იმ პერსპექტივაში, რაც ჩვენ ვიცით რელიგიური ცხოვრების შესახებ. გვიჭირს, რათა ის გახდეს მთელი ჩვენი ცხოვრება. რატომ? აბა, წარმოიდგინეთ: წავედი ეკლესიაში, ხელში კი  მიჭირავს სხვადასხვა ყოველდღიური ნივთი, კარგად ვარ. აქედან მოყოლებული კი შემიძლია ან ეს გავაკეთო და ან სხვა რამ. თუმცაღა ეკლესიის სწავლება შემდეგს ამბობს: თავად იესო ქრისტეა ეკლესია. და ეკლესია კი ადამიანთა ცხოვრებაა. თუკი ამას ვერ გავაანალიზებთ ჩვენს საკუთარ თავში, მაშინ აუცილებლად თავგზა აგვებნევა.

ჩვენ შემდეგი საკითხის გამო ვიბნევით: იესო ქრისტესა და ეკლესიას, როგორც იდეებსა და სულიერ თემებს ისე აღვიქვამთ. მაშინ, როდესაც ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიურობა თავის საკუთარ რიტმში შთაგვნთქავს, თავს გვართმევს ან თუკი გსურთ შემდეგნაირად ვთქვათ – თავგზას გვიბნევს. იესო ქრისტე იმისათვის არ განკაცებულა, რომ ადამიანებისათვის სულიერი ცხოვრება შეექმნა! მარტივი მაგალითი განვიხილოთ: რამდენჯერ გამოგიყენებიათ ასეთი ფრაზა – „ისინი რელიგიური ადამიანები არიან“ იმ ადამიანების მიმართ, ვინც სწავლა-განათლებითაა დაკავებული. ასევე ხშირად ვახსენებთ ხოლმე „სულიერ ცხოვრებას“, როდესაც საქმე თეოლოგიური ლიტერატურით დაკავებას ეხება, თუმცა ეს არ არის სულიერი ცხოვრება. იმიტომ რომ არ არსებობს სულიერი ცხოვრება. არსებობს იესო ქრისტესა და ეკლესიის ცხოვრება და არსებობს ცხოვრება იესო ქრისტესა და ეკლესიის გარეშე. დიფერენციაცია კლასიფიცირდება არსობრივად და არა მხოლოდ გონებრივად.

[გაგრძელდება]

წყარო: www.enoriako.info

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/05/24/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90/feed/ 2855
როდესაც მამა პაისს ესაუბრებოდი, ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, თითქოსდა ღმერთთან იყავი ჩახუტებული https://www.pemptousia.ge/2016/03/31/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%91/ https://www.pemptousia.ge/2016/03/31/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%91/#comments Thu, 31 Mar 2016 07:31:26 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49098 აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ წინასწარმეტყველური ნიჭი იშვიათად მჟღავნდება ხოლმე და ისიც, არა რაიმეს დასამტკიცებლად, არამედ – სულთა საკეთილდღეოდ. ერთხელ, ბერი პაისი მოინახულა ახალგაზრდა ძმამ, რომელიც გულში კიცხავდა  იღუმენს იმისათვის, რომ მან არ მისცა მოკლე გარედან მოსაცმელი. მანამ სანამ ძმა ბერს გაუმჟღავნებდა თავის გულისთქმას, ღერონდამ მას ასე მიუგო: „შე დალოცვილო, რატომ ფიქრობ იმაზე, რომ შენმა მოძღვარმა არ მოგცა გარედან მოსაცმელი?“.

მამა პაისი ხშირად ამხნევებდა ახალგაზრდა მონაზვნებს, როდესაც ისინი თავიანთი სისუსტეების გამო წუხდნენ, მაგალითად ისეთ ადამიანურ უძლურებაზე, როგორიცაა ეჭვიანობა, შური. ამგვარ სისუსტეებს ბერი ბავშვურ შეცდომებს უწოდებდა. ბუნებრივია, ასევე ურჩევდა მონაზვნებს, რომ მართებდათ მომწიფება და ამგვარი სისუსტეების დაძლევა.

Geronda Paisios agioritis 12

ღირსი პაისი ღირსი გრიგოლის წმიდა მონასტრის საძმოსთან ერთად (1978). ეს ფოტო მოგვაწოდა ნავპაკტოსის მაღალყოვლადუსამღველოესმა მიტროპოლიტმა იეროთეოსმა.

ბერ პაისს უამრავ სხვა სათნოებასთან ერთად, ახასიათებდა ასევე გამოცნობა-გარჩევის უნარი. იგი ეხმარებოდა ყოველ სულს თავისი მისწრაფებისა და ღმრთის მიერ ბოძებული მოწოდების აღმოჩენაში, იმისათვის, რომ მას მოეპოვებინა ჭეშმარიტი ნეტარება.

მისი სიყვარული მთელ სამყაროს სწვდებოდა. მამა პაისი უამრავ ადამიანს და განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს დაეხმარა იმაში, რომ მათ ერში ქრისტიანულად, ოჯახური ცხოვრებით ეცხოვრათ.

როდესაც ღერონდას ესაუბრებოდი, ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, თითქოსდა ღმერთთან იყავი ჩახუტებული.

აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ მამა პაისი დოგმატური მოთხოვნების მიმართ ძალიან მგრძნობიარე იყო. ერთხელ, მან ასეთი რამ მომწერა: „დოგმები არ შედიან ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში“. ამ საკითხშიც იგი მიჰყვებოდა ათონის წმიდა მთის წმიდა მამათა გზას, რომლებსაც სწამდათ და რომლებიც ღაღადებდნენ იმას, რომ ადამიანის გადასარჩენად არა მარტო სათნოება, არამედ რწმენის ორთოდოქსიაც აუცილებელია.

თავისი წმიდა ცხოვრება ბერმა პაისმა საკუთარი წმიდა სიკვდილით აღბეჭდა. მან მეტად მტკივნეული ავადმყოფობა ისე მიიღო, როგორც უფლის საჩუქარი. ახარებდა ის აზრი, რომ ერში მცხოვრები ქრისტიანები, რომელთაც ამ ავადმყოფობის გაგონებისთანავე ტანზე ჟრუანტელი უვლიდათ, გამხნევდებოდნენ, როდესაც შეიტყობდნენ, რომ იგივე სენით მონაზვნებიც იტანჯებოდნენ.

მამა პაისს უკვე დამარცხებული ჰქონდა ეგოიზმის გრძნობა. ამიტომაც გაუსაძლისი ტკივილებით საწოლს მიჯაჭვული საკუთარი სენის გამო კი არა, თავის მოყვასთა ტანჯვათა გამო წუხდა.  იგი სიცოცხლის უკანასკნელი დღეების განმავლობაშიც კი, სხვა ადამიანთა პრობლემებით იყო დაინტერესებული. ერთ ღმრთისმოსავ ცოლ-ქმარს, რომელმაც ბერი სიკვდილამდე რამოდენიმე ხნით ადრე მოინახულა და რომელსაც გასათხოვარი ქალიშვილები ჰყავდა, ასე უთხრა: „გიბრძანებთ, რომ თქვენი ქალიშვილების გათხოვებით დაინტერესდეთ“. მისი ლოცვით, მისი ეს ბრძანება და სურვილი შესრულდა.

საუკუნო ხსენება გქონოდეს ყოვლად პატივსაცემო ღერონდა. მადლობას გიხდით ყოველივე იმისათვის, რაც კი გვიწყალობე. მადლობას გიხდით, რომ გვამხნევებდი, მხარში გვედექი, შუაგვმდგომლობდი შენი სიტყვებითა და შენი ცხოვებით. ვინატრებდი, რომ ჩვენც ისე გამოვყოლოდეთ შენს კვალს, როგორც შენ მიჰყვებოდი ჩვენი მხსნელისა და უფლის – იესო ქრისტეს ნაკვალევს.

ათონის წმიდა მთა, 25 მარტი, 2004 წელი

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/03/31/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%91/feed/ 2636
უწმიდესო და უნეტარესო, მრავალჟამიერ! https://www.pemptousia.ge/2016/01/04/%e1%83%a3%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%a0-3/ https://www.pemptousia.ge/2016/01/04/%e1%83%a3%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%a0-3/#comments Mon, 04 Jan 2016 09:28:07 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48749 საერთაშორისო ინტერნეტ ჟურნალი პემპტუსია www.pemptousia.ge ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II დაბადებიდან 83-ე და აღსაყდრებიდან 38-ე წელს!

Patriarxis Ilia II 02 wb

უწმიდესო და უნეტარესო პატრიარქო, მრავალჟამიერ!

]]> https://www.pemptousia.ge/2016/01/04/%e1%83%a3%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%a0-3/feed/ 2355 მოწყალება სიკვდილს ანადგურებს! https://www.pemptousia.ge/2015/09/04/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%99%e1%83%95%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%93-2/ https://www.pemptousia.ge/2015/09/04/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%99%e1%83%95%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%93-2/#comments Fri, 04 Sep 2015 07:47:42 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48326 მოწყალების ძალა იმდენად დიდია, რომ იგი პიროვნებას არა მხოლოდ ცოდვებისგან ათავისუფლებს, არამედ თავად სიკვდილსაც კი აცამტვერებს. და მე თქვენ გეტყვით, თუ რა გზით.

როგორ დაამარცხა სიკვდილი მან, ვინც მოწყალება გამოიჩინა? ნუ აღელდები, საყვარელო. მაგრამ გახსოვდეს, რომ მოწყალების ძალამ სიკვდილის ტირანია გააუქმა.

ცხოვრობდა ერთი ასეთი ქალი, რომელსაც ტაბითა ერქვა და რომელიც „გამოითარგმანების ქურციკ“ (საქმე 9, 36-43). მისი ყოველდღიურ საქმიანობა მოწყალება და ქველმოქმედება გახლდათ, ამის საშუალებით ის საკუთარი თავისთვის სულიერი სიმდიდრეს აგროვებდა. იგი ქვრივებს აცმევდა და დანარჩენ ქონებასაც მათ ურიგებდა. მაგრამ, მოხდა ისე რომ ტაბითა ავად გახდა და გარდაიცვალა.

Ag. Neofytos Egkleistos (toihografia 1183), Iero Egkleistras, Moni Ag. Neofytou, Pafos Kypros

თუმცა, ჩემო ძვირფასებო, ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ქალები, ვისაც კი ტაბითა ეხმარებოდა და ვინც კი მის მიერ იყვნენ შემოსილნი, გაწეული სიკეთისთვის სიკეთით შესაფერის დროს მიუგებენ. საღმრთო წერილში ვკითხულობთ, რომ ისინი მიუახლოვდნენ პეტრე მოციქულს, „ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა“ (საქმე, 9, 39). ქვრივი ქალები თავიანთ მარჩენალს ითხოვდნენ და ისე მოსთქვამდნენ, რომ მოციქულს ისინი მეტად შეებრალა.

და ამის შემდეგ, რა მოიმოქმედა ნეტარმა პეტრემ? „ხოლო პეტრე განავლინნა გარე ყოველნი და მოიდრიკნა მუჴლნი და ილოცა. და მოექცა გუამსა მას და ჰრქუა: ტაბითა, აღდეგ. და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თჳსნი და, იხილა რაჲ პეტრე, წარმოჯდა. ხოლო მან მისცა მას ჴელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი“ (საქმე, 9, 40-41).

იხილე მოციქულის ძალა ან უფრო სწორად, უფლის ძალა, რომელიც მასში მოქმედებდა? ნახე ამქვეყნიურ სიცოცხლეშივე თუ როგორი ჯილდო მიიღო ტაბითამ თავისი სიკეთის საზღაურად? რას მეტყვი, განა კი ამ ქალმა ისეთი დიდი რა მისცა ქვრივებს, როგორი დიდი ძღვენიც მათ აჩუქეს? ტაბითა მათ სამოსითა და საკვებით უზრუნველყოფდა, ხოლო ქვრივმა ქალებმა კი იგი კვლავ დაუბრუნეს სიცოცხლეს და დაეხმარნენ, რომ მას სიკვდილისგან დაეხსნა თავი. თუმცა კი, ქვრივმა ქალებმა კი არა, ტაბითა ჩვენმა კაცთმოყვარე უფალმა იხსნა იმ წყალობათა გამო, რომელსაც იგი სხვებს სთავაზობდა.

იხილეთ, ჩემო ძვირფასებო, წამლის ძალა? დაე, ასეთი წამალი ყველა ჩვენთაგანმა მოვამზადოთ ჩვენ-ჩვენი თავისთვის, რადგან, თუკი ის ასეთი ძლიერია, მაშ არ ყოფილა ძალიან ძვირი, არამედ ძალიან იაფიც კი. და მაშინაც კი არ შევჩერდეთ, ეს წამალი დიდ ხარჯსაც რომ მოითხოვდეს ჩვენგან. ქველმოქმედების სიდიდე ხომ ფულის რაოდენობით არ განისაზღვრება, არამედ – იმ ადამიანთა გულმოდგინებით, ვინც კი მოწყალებას გასცემს. სწორედ ამის გამო, ისიც კი, ვინც თუნდაც ერთი ჭიქა ცივი წყალი გასცა, მოწონებულ იქნება. დაე, ვისწავლოთ, რომ ყოველთა უფალი ყველასგან კარგ განწყობას მოითხოვს. ხშირად ისეც ხდება, რომ ესა თუ ის პიროვნება ძალიან დიდ მოწყალებას გაიღებს ხოლმე, თუმცა კი მას ბევრი არაფერი აბადია. და ეს მაშინ ხდება, როცა ჩანაფიქრია ძლიერი. და ამის საპირისპიროდ, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ვინმე, ვისაც ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, მისი ხასიათის წვრილმანობის გამო ისე გამოჩნდეს, თითქოსდა, მას იმათზე უფრო ნაკლები ჰქონდეს, რომელთაც სინამდვილეში მართლაც არა აქვთ ბევრი.

მაშ, მოდით ყველას ვისაც კი ამის საჭიროება აქვს უხვად გავუნაწილოთ ის სიკეთე, რაც ჩვენ უფალმა გვიბოძა. და ყველაფერი, რაც კი ჩვენ ღმერთმა მოგვცა, დაე კვლავ მას მივუძღვნათ, რათა ეს სიკეთე უფრო გაზრდილი სახით ისევ ჩვენ გადმოგვეცეს. ჩვენი უფლის გულმოწყალება ხომ იმდენად დიდია, რომ თუკი იგი მიიღებს იმას, რასაც ჩვენ გავცემთ, ნუ იფიქრებ, რომ იგივეს დაგვიბრუნებს, არამედ გვპირდება, რომ არნახული სიუხვით მოგვეზღვება. ერთი კია, თუკი ჩვენი საკუთრების გაცხადებას მოვინდომებთ, ის ღარიბებს უნდა გავუნაწილოთ, თითქოსდა, რასაც გავცემთ უფლის ხელში ვათავსებდეთ იმის იმედით, რომ ყოველივე, რაც კი ჩვენი უფლის ხელში აღმოჩნდება, მხოლოდ იმავე სახით კი არ დაგვიბრუნდება, არამედ მას უფალი ასმაგად მოგვიზღავს და ამით მთელ თავის სიკეთეს გაამჟღავნებს.

და ეს ყოველივე კვლავ რატომ მრავლდება? თუკი მოვინდომებთ, რომ უფლის მიერ ჩვენთვის ბოძებულიდან რაიმე გავცეთ, ღმრთის ხელი უკან მხოლოდ ამ სიკეთეს როდი დაგვიბრუნებს, არამედ მასთან ერთად ზეციურ სამეფოს გვიბოძებს, გვაღიარებს, გვირგვინით შეგვამკობს და განუსაზღვრელ წყალობას მოგვანიჭებს.

განა კი რაიმე მძიმესა და რთულს ითხოვს ჩვენგან? ყოველივე იმის მეშვეობით, რაც კი ზედმეტი მოგვრჩება, სურს, რომ საჭირონი გაგვხადოს. ხოლო მათ კი, ვინც უმიზნოდ და უშედეგოდ განძთსაცავში სხედან, სთხოვს ისევე გაანაწილონ თავიანთი ქონება, როგორც ეს თითოეული ჩვენთაგანისთვისაა მართებული, რათა აქედანვე მიეცეს იმის საშუალება, რომ სადღესასწაულო გვირგვინებით შეგვამკოს. იმიტომ ჩქარობს, ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღირსნი გავხდეთ დანაპირების შესრულების ხილვისა.

გევედრებით, ნუ მოვაკლებთ საკუთარ თავებს ესოდენ დიდ სიკეთეს… გვმართებს ღარიბთა საკვებისთვის გავცეთ ის, რაც უმიზნოდ გვაქვს გადანახული. ამ გზით არასოდეს აღმოვჩნდებით ჩვენი მიზნის მიღმა, არც იმ მარცხის შეგვეშინდება, რაც დედამიწაზე ხდება ხოლმე. რადგანაც ნათქვამია: „განაბნია და მისცა გლახაკთა“. მოისმინე ასევე გაგრძელება: „და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაი მისი ამაღლდეს დიდებითა“ (ფსალმუნი 111, 9).

ო, რა მშვენიერია განბნევა! მცირე დრო დაჰყო დედამიწაზე, ხოლო მისი სიყვარული კი მუდმივი რჩება საუკუნეების მანძილზე. ამ ყოველივეთი რა ბედნიერი იქნებოდა ადამიანი?

ამიტომაც, გთხოვთ, მოდით უფლის სიყვარული მოწყალების საშუალებით მოვიპოვოთ, რათა ჩვენს შესახებაც შეიძლებოდეს ამ ყოველივეს თქმა, ანუ, რომ განაბნიეს და მისცეს გლახაკთა, თუმცა მათი სიყვარული დარჩა უკუნითი უკუნისამდე. რომ არ გვეფიქრა, რომ რაც განაბნია დაიკარგა, როდესაც თქვა განაბნია და გასცაო, ამის გამო მაშინვე დაამატა: „და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაი მისი ამაღლდეს დიდებითა“. მათი სიმართლე, ვინც კი მოწყალებას გასცემს, უკვდავად რჩება, მარადიულად გრძელდება და არასდროს მთავრდება. ამინ!

წმიდა იოანე ოქროპირი, დაბადების შესახებ, ΝΕ΄ ΕΠΕ 4,394-404 

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/09/04/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%99%e1%83%95%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%93-2/feed/ 2658
სამყაროს იმედი https://www.pemptousia.ge/2015/04/02/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98-2/ https://www.pemptousia.ge/2015/04/02/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98-2/#comments Thu, 02 Apr 2015 04:22:21 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47904 ა) წმიდა და დიდი მარხვისას ხუთი კვირის განმავლობაში ღმრთაებრივი ლიტურგიის დროს იკითხება ნაწყვეტები ებრაელთა მიმართ ეპისტოლეებიდან. მასში ძირითადად საუბარია ძველი აღთქმის იმ მოვლენებსა და პიროვნებებზე, რომლებიც წინასწარ გვიმჟღავნებენ და ასახავენ ღმრთის ძისა და სიტყვის – ლოგოსის განკაცებას, მის მიწიერ ცხოვრებას, ჯვარცმასა და აღდგომას. თუმცა, ტრიოდიონის სხვა დღეების სადღესასწაულო კრებულში ასევე დომინირებენ ძველი აღთქმის მესიანისტური ტექსტები. სწორედ ამ გზით ეკლესია სიმბოლურად და ემპირიულად გვიმჟღავნებს რწმენის საიდუმლოს და წინასწარ გვამზადებს დიდი „გარდატეხისათვის“,  ქრისტიანთა აღდგომისათვის.

Elpida tou kosmou 01

ბ) ზუსტად ისევე, როგორც უფალმა შეასრულა თავისი დაპირებანი პატრიარქ აბრაამის წინაშე და წარმოჩნდა რწმენის ღირსად ძველ დროში, ასევე ქრისტეც წარმოადგენს  მყარ საყრდენ წერტილს და სამყაროს ჭეშმარიტ იმედს ყოველი ეპოქის განმავლობაში. და ისევე როგორც გვარის ფუძემდებელი აბრაამი თავის რწმენაში ურყევი დარჩა მიუხედავად იმისა, რომ იგი დაუპირისპირდა დიდ გამოწვევებს, ასევე უხმობენ ქრისტიანებსაც, რათა ისინი მტკიცე და შეურყეველნი დარჩნენ თავიანთ რწმენაში. აბრაამი სძლევს თავის თავს, როდესაც სრულ მორჩილებას გამოუცხადებს უფლის ნებას, როდესაც გადაწყვეტს, რომ თავისი შვილი ისააკი მსხვერპლად შესწიროს. მაგრამ უფალი იხილავს რა  თავისი ერთგული მონის ჭეშმარიტ რწმენას,  სასწაულებრივი გზით ჩაერევა და ხელს შეუშლის.

გ) ქრისტიანთა რწმენას სიმბოლურად ასახავს ღუზა. და როგორც ხომალდს მისი მეშვეობით მყარად დგომის შესაძლებლობა ეძლევა და თავიდან იცილებს ტალღების მიერ გამოწვეულ საფრთხეს, ასევე ქრისტიანიც, რომელსაც უფლის იმედი გააჩნია, ინარჩუნებს სტაბილურ საყრდენ წერტილს.  ამგვარი იმედი, როგორც ამას ჩვენ წმიდა ისააკ ასური გვასწავლის, გულითადი რწმენიდან მომდინარეობს, არ არის კარგი როდესაც ის „ცოდნისა და განსჯის“ შედეგად მოდის. რადგან არსებობს ასევე ცრუ იმედიც, რომელიც უტოპიასთანაა გაიგივებული და რომლისკენაც ადამიანებს სხვადასხვა პოლიტიკური სისტემები უბიძგებენ ხოლმე. თუმცა, ეს უტოპია უკუგდებულია ყოველდღიურ საფუძველზე, ქრისტიანულ იმედთან დაპირისპირებით, რომელიც  მომავლის გზით ცოცხლდება და ადამიანს სულიერ სიფხიზლეში ამყოფებს.

დ) ამგვარი იმედი ააქტიურებს ქრისტიანს, მას უფლის მცნებათა პატიოსანი დაცვისკენ უბიძგებს და არასდროს შეარცხვენს. „სათნოების სამსახურში ზარმაცსა და დაუდევარს შეუძლებელია ჰქონდეს ამგვარი იმედი, ის მხოლოდ ისეთ ადამიანს აქვს, რომელიც მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, უფალს არ შორდება თავისი კეთილი საქმეებით და რომელიც თავისი გულის თვალებს უფლისკენ აღმართავს“, – გვასწავლის წმინდა ისააკი. ამგვარად, ქრისტიანული იმედი მომავალზე რაიმე ბუნდოვან ოცნებას კი არ წარმოადგენს, არამედ იგი არის მყარი სულიერი  ღვაწლი აწმყოში.

ე) რწმენის არ არსებობას სულიერი ცხოვრებისათვის დამღუპველი შედეგები მოაქვს. პატერიკულ ტრადიციაში აღნიშნულია რომ: „ყველაზე მძიმე ცოდვას უიმედობა წარმოადგენს“. სხვაგან კი ნათქვამია, რომ ცოდვა ადამიანურია, უიმედობა და სასოწარკვეთილება – დემონური, ხოლო გულწრფელი სინანული კი – ღმრთაებრივი და ადამიანური. მაგალითისთვის წარმოდგენილია ქრისტეს ორი მოწაფე – იუდა და პეტრე. პირველს უიმედობა და სასოწარკვეთილება დაღუპვისკენ უბიძგებს. ხოლო, მეორეს კი გულწრფელი სინანული და სუფთა ცრემლები იხსნის და მას მკვდრეთით აღმდგარ ქრისტესკენ შეხვედრისკენ წარუძღვება.

ვ) განსაცდელის ჟამს მოთმინება და სულიერი ცხოვრების სიძნელეების წინაშე გამბედაობა ცოცხლად ინახავენ უფლისადმი იმედს. იმედი არის რწმენის განზომილება, რომელიც არც წარსულსა და არც აწმყოს არ უკავშირდება, მაგრამ იგი ვრცელდება მომავალზე. ამ სამყაროში უფლის ადამიანებს, რომლებიც ღმრთის წყალობასა და უფლის ჭვრეტის უნარს იმსახურებენ, ემპირიულად უმჟღავნდებათ მარადიულობის საიდუმლო. ისინი წინასწარ აგემოვნებენ მომავალ სიკეთეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ „ნაწილობრივ“ იცნობენ კიდეც. ღმრთაებრივი საიდუმლოებების ნაწილობრივი ცოდნა აძლიერებს რწმენასა და იმედს, და მათ განსაზღვრულ ხასიათს ანიჭებს. მარადიულობაში კი, რადგანაც ამას ყველა საღმრთო ჭეშმარიტება ემპირიულად ადასტურებს, რწმენა და იმედი არ არის საჭირო. იქ ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ  სიყვარულს ენიჭება.

ზ) უკანასკნელი წლების განმავლობაში, ადამიანის იმედი მთლიანად მეცნიერულ აღმოჩენებს, ტექნოლოგიასა და ყველა პრობლემის გადაჭრისათვის მიმდინარე კვლევებს დაემყარა. აწმყოს ნაკლები მნიშვნელობა ექნა მინიჭებული, იგი გახდა გარდასული და მთელი ინტერესი მომავლისკენ იქნა მიპყრობილი. თუმცა, მიუხედავად ამისა, „უკვე დიდი ხანია რაც დაწყებულია საპირიპირო ათვლა. იმ ნივთებმა (გარემოებებმა), რომელზეც ადამიანმა თავისი იმედი დაამყარა, მას იმედი გაუცრუეს. სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება გადაწყვეტილებათა ფარდობითობა, რომელიც შემოთავაზებულ იქნა, ახალი პრობლემების სიმრავლე, რომელთაც თავი იჩინეს და ასევე სერიოზული საფრთხეები, რომელნიც მომავალზე წინასწარ მოხაზულობას ქმნიან. ადამიანი გრძნობს, რომ იგი ჩიხში იმყოფება“ (გ. მანძარიდისი). ტრაგიკული მდგომარეობის შეცნობამ და ქრისტეს სახებიდან მიღებულმა შთაგონებამ, რომელიც „სამყაროს იმედს“ წარმოადგენს, შესაძლოა ამ ჩიხიდან გამოსავალი მოგვცეს, რომელიც მომავალში ნათელ სარკმელს გახსნის.

 (გაზეთი „მაკედონია“, აპრილი, 2011 წელი)

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/04/02/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98-2/feed/ 3057