Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
წმიდანთა ცხოვრებანი – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 ღირსი იოანე ზედაზნელი https://www.pemptousia.ge/2018/05/20/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-4/ https://www.pemptousia.ge/2018/05/20/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-4/#comments Sun, 20 May 2018 02:00:26 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51595 მართლმადიდებელი ეკლესია 7/20 მაისს დიდებით ზეიმობს ღირსი იოანე ზედაზნელისა და ათთორმეტთა მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს.

ღირსი იოანე ზედაზნელი და თორმეტი ასურელი მამა: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი უფლის განგებულებით  VI საუკუნეში დიდებით შემოვიდნენ საქართველოში. შემოიკრიბეს ერი და ბერი, დააარსეს მრავალი მონასტერი, მათი მტკიცე, დაუღალავი და უანგარო მუშაკობით მრავალი ახალნერგი აღძრეს უფლის ერთგულებასა და სიყვარულში.

ჰკამკამებ უდაბნოსა, ნათობ ქართველტა უმეტეს მზისთუალისა, მამო მამათაო იოანე, მეოხ იქმენ მათვის, რომელნი პატივს სცემენ დღესასწაულსა შენსა და განათლდებიან.

ასურით გამო მნათობად ქართლისად გამოსჩნდი და ათორმეტთა მამათა მამად იჩინე, ხოლო მადლთა სულისაწმიდისათა გვიწყაროებ და სასწაულთა სიმრვალითა განგვაბრწყინვებ, მამო წმიდაო იოანე, მოეც მშვიდობაი მთავრობასა და მხედრობასა ჩუენსა მორწმუნესა და ერნი მადიდებელნი შენნი, იხსნენ განსაცდელთაგან.

Agoii Ioanis Zedazneli kia 13 asureli mama

”მათი წმიდა ლოცვით, უფალო, იესო ქრისტე შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ!”

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/05/20/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-4/feed/ 1807
წმიდა მარკოზი, ეფესოს მთავარეპისკოპოსი https://www.pemptousia.ge/2018/02/01/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90/ https://www.pemptousia.ge/2018/02/01/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90/#comments Thu, 01 Feb 2018 06:30:36 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51293 მიდა მარკოზ ეფესელი (ერობაში მანუელი) კონსტანტინეპოლში დაიბადა 1391 წელს, ღმრთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. წმიდანმა დაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი კონსტანტინეპოლის საუკეთესო პროფესორებს დაემოწაფა და მოკლე ხანში მათგან უზარმაზარი ცოდნა შეიძინა სიბეჯითის, გულმოდგინებისა და შესანიშნავი გონების წყალობით.

მანუელმა 24 წლისამ დაასრულა კონსტანტინეპოლის უმაღლესი სკოლა ვოტარიუსის, ანუ რიტორთა მოძღვრის წოდებით. მას დაეკისრა წმიდა წერილის განმარტება საპატრიარქო ტაძარში. მუდამ სერიოზული, ამასთან, სათნო და ყველას მიმართ კეთილად განწყობილი ახალგაზრდა მეცნიერი საყოველთაო სიყვარულს იმსახურებდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ეფრემ II-მ (1410-1416) შეიტკბო და დაიახლოვა იგი, წმიდანი იმპერატორ მანუელის მეგობარი და სანდო მრჩეველიც გახდა, მის წინაშე ბრწყინვალე საერო კარიერა იშლებოდა, მაგრამ 26 წლის ასაკში ჭაბუკმა გაწყვიტა კავშირი ამაო და წარმავალ წუთისოფელთან, ბერად აღიკვეცა მარკოზის სახელით და კუნძულ ანტიგონზე მდებარე უკაცრიელ მონასტერში დამკვიდრდა. მისი მოძღვარი გახდა ამ სავანის წინამძღვარი, „საკვირელი სვიმეონი”.

ჟამი, რომელშიც წმიდა მარკოზს მოუხდა მოღვაწეობა, მძიმე განსაცდელებით იყო სავსე: თურქებმა მთელი მცირე აზია და ბალკანეთის ნახევარკუნძული დაიპყრეს და კონსტანტინეპოლს მიუახლოვდნენ. მარკოზი და მისი მოძღვარი იძულებულნი შეიქმნენ კონსტანტინეპოლში, მანგანის მონასტერში გადასულიყვნენ. აქ წმიდა მამა მთლიანად მდუმარებას მიეცა, მნახველებს არ ღებულობდა და მხოლოდ საღმრთო წერილს უღრმავდებოდა.

მანგანის სავანეში მარკოზი მღვდლად აკურთხეს. უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს საღმრთო მადლი ნათლის სახედ გადმოდიოდა მასზე.

1437 წელს ღირსი მამა ეფესოს მიტროპოლიტად აირჩიეს. იგი აღნიშნავდა: „ქრისტეს ეკლესიის ბრძანებით და მისივე საჭიროებისათვის ვიტვირთე საეპისკოპოსო მსახურება, რომელიც ჩემს ღირსებასა და ძალებს აღემატება”.

1437 წლის ბოლოს მარკოზ ეფესელი სხვა ბერძენ ეპისკოპოსებთან ერთად ფერარა-ფლორენციის კრებაზე გაემგზავრა. მართლმადიდებელი მღვდელმთავრები ვარაუდობდნენ, რომ ქრისტიანული აღმსარებლობის საერთო ბეჭდის გამყალბებელი კათოლიკები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცეოდნენ და ღმრთის სადიდებლად მართლმადიდებელ ძმებს შეუერთდებოდნენ, მაგრამ მათი იმედი ამაო გამოდგა. კრებაზე, რომელიც ჯერ ფერარაში, შემდეგ კი ფლორენციაში მიმდინარეობდა, სადაო საკითხებზე გულწრფელი მსჯელობა არ გამართულა. ლათინები თანდათან მუქარასა და დაშინებაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგე მხარეს სიტყვის თქმის უფლებაც კი წაართვეს. ისინი ცდილობდნენ, ესარგებლათ ბერძენთა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობით და სრული საეკლესიო კაპიტულაცია მიეღოთ მათგან. მიაღწიეს კიდეც მიზანს: მოუძლურებულმა ბიზანტიელმა მღვდელმთავრებმა სინდისის ქენჯნითა და ტანჯვით, ლათინებისგან სამხედრო და ფინანსური დახმარების მიღების ფუჭი იმედით გაყიდეს მართლმადიდებლობა, კათოლიკების მიერ ჩასწორებული მრწამსი აღიარეს და ლათინებთან სამარცხვინო უნია შეკრეს. ერთადერთი, ვინც ვერ მოტეხა ფარულმა და აშკარა მტერმა, მარკოზ ეფესელი იყო. იგი აცხადებდა: „არ შეიძლება არსებობდეს საშუალო ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის”, „ეკლესიის საქმე ვერასოდეს გადაწყდება კომპრომისების გზით”.

როცა კარდინალებმა პაპ ევგენი IV-ს საზეიმოდ აახლეს ბერძენ წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი უნიის აქტი, მან მაშინვე იკითხა, მოაწერა თუ არა ხელი მარკოზ ეფესელმაო, და, როცა მისი ხელმოწერა ვერსად ნახა, თქვა: „ამრიგად, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ!”

უნიის ხელის მოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ პაპმა ბერძენ ეპისკოპოსებსა და მღვდელმთავრებს მიმართა თხოვნით, დაესაჯათ მარკოზ ეფესელი, როგორც უნიის მოწინააღმდეგე. დათმობებით დაღლილმა ბერძენთა მხარემ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა, პაპთან მიწვეულმა წმიდა მამამ კი თქვა: „საეკლესიო კრებები განდგომილებად მიიჩნევდნენ და განიკითხავდნენ მათ, ვინც რომელიმე დოგმატს არღვევდა და ისე ქადაგებდა. ეკლესია ჯერ თვით მწვალებლობას განიკითხავდა, შემდეგ კი წვალებათა მთავრებს და მათ მიმდევრებს. მაგრამ მე არც რაიმე საკუთარი სწავლება მიქადაგია და არც სიახლე შემომიტანია ეკლესიაში. მხოლოდ იმ სწავლებას ვიცავდი, რომელიც ეკლესიამ ურღვევი სახით მიიღო ჩვენი მაცხოვრისაგან და რომელიც უცვლელად უპყრია დღემდე. ამ სწავლებას განხეთქილებამდე, რომის წმიდა ეკლესიაც ჩვენზე, აღმოსავლეთზე ნაკლებად როდი იცავდა და ყოველთვის წმიდა მოძღვრებად მიიჩნევდა. და თუკი მე მას ვიმარხავ და ჩემს თავს მისგან გადახვევის ნებას არ ვაძლევ, მაშ, რომელი კრება განმიკითხავდა, რამეთუ მანამდე იმ სწავლებას უნდა დასდოს მსჯავრი, რომელსაც მე მივდევ. ხოლო თუ სწავლება სწორი და მართლმადიდებლურია, მაშინ მე რატომღა ვარ სასჯელის ღირსი?”

იმპერატორი და იერარქები 1439 წლის 26 აგვისტოს გამოემგზავრნენ ფლორენციიდან. რამდენიმე თვეში კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე უნიის მომხრე პატრიარქი მიტროფანე აირჩიეს. წმიდა მარკოზს დევნა დაუწყეს. მან ეფესოს მიაშურა და გულმოდგინედ ზრუნავდა თავის სამწყსოზე, თუმცა ძლიერ უჭირდა ხორციელად დაუძლურებულს. იგი დადიოდა თურქებისგან ხელყოფილი ეკლესიების მოსანახულებლად, ატარებდა მღვდლების ხელდასმას, ეხმარებოდა შევიწროებულებს, მფარველობდა ქვრივ-ობლებს.

ორი წლის შედეგ იმპერატორის ბრძანებით წმიდა მამა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. განთავისუფლების შემდეგ ღირსი მარკოზი კონსტანტინეპოლში დაბრუნდა. ის ხედავდა ხალხისა და სამღვდელოების განწყობილებას და წერდა: „ფსევდოუნია სადაცაა დაიშლება”. მალე ეს წინასწარმეტყველება ახდა.

მარკოზ ეფესელი გარდაიცვალა 1444 წელს. მისი ტანჯვით აღსავსე ცხოვრების დასასრული ნათელი და სიხარულიანი იყო. წმიდანი პატივით დაკრძალეს მანგანის სავანეში.

წყარო: „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/02/01/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90/feed/ 1997
წმიდა ნექტარიოსი, ადამიანთა უსამართლობით ვნებული და უფლის მიერ კურთხეული https://www.pemptousia.ge/2016/11/22/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90/ https://www.pemptousia.ge/2016/11/22/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90/#comments Tue, 22 Nov 2016 00:10:14 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49934 წმიდა ნექტარიოსი (მისი ხსენების დღეა 9 ნოემბერი)

წმიდა ნექტარიოსი 1846 წლის 1 ოქტომბერს თრაკიის სილივრიაში დაიბადა. მისი მშობლები ღმრთისმოსავი და ღარიბი ქრისტიანები იყვნენ. ნათლობისას მისთვის ანასტასი დაურქმევიათ. წერა-კითხვა ქრისტიანულ სწავლებებთან ერთად მისთვის დედას შეუსწავლია. სილივრიაში დაუმთავრებია ასევე დაწყებითი და არასრული საშუალო სკოლა. შემდგომ ამისა კი, სწავლის გასაგრძელებლად კონსტანტინოპოლში წასულა. კონსტანტინოპოლში თავდაპირველად მას თამბაქოს მაღაზიაში დაუწყია მუშაობდა, რათა ეკონომიკურად  თავის ოჯახს დახმარებოდა. ამასთანავე დაუწყია წმიდა მამებისა და კლასიკოსი ფილოსოფოსების იმ გამონათქვამებისა და სენტენციების შეგროვება და შესწავლა, რომლებიც შესული იყო 1895 წელს გამოცემულ ორტომეულში, სახელწოდებით „წმიდა და ფილოსოფოს სწავლულთა საგანძურნი“. წმიდა ნექტარიოსს ჯერ კიდევ ოცი წელიც არ შესრულებოდა, როდესაც მას ბავშვთა ზედამხედველად დაუწყია მუშაობა კონსტანტინოპოლში, პანაღიუ ტაფუს მეტოქის სკოლაში.

agios-nektarios-pendapoleos-03

კონსტანტინოპოლიდან იგი კუნძულ ქიოსზე მიემგზავრება, სადაც სოფელი ლიფის სკოლის მასწავლებლად იწყებს მოღვაწეობას. ამის პარალელურად იგი ქადაგებს ამ რეგიონის წმიდა ტაძრებში. შვიდი წლის შემდეგ, იგი მონაზვნად აღიკვეცა კუნძულ ქიოსის „ნეა მონიში“ და მას სახელად ლაზარე უწოდეს.  სწორედ ამ პერიოდიდან იგი იწყებს მონასტრის საქმეთამმართველად მოღვაწეობას. რამდენიმე თვის შემდეგ კი ლაზარე დიაკვნად იქნა ხელდასხმული და მას სახელად ნექტარიოსი ეწოდეს.

1877 წელს, წმიდა ნექტარიოსი სწავლის გასაგრძელებლად ათენში მიემგზავრება. ამისათვის საჭირო ხარჯები ძმებმა ხორემებმა აიღეს თავიანთ თავზე. სამი წლის შემდეგ, მას მერე რაც ნექტარიოსმა დაამთავრა გიმნაზია, ისევ კუნძულ ქიოსზე დაბრუნდა. 1882 წლის სექტემბრის მიწურულს, წმიდა ნექტარიოსი ალექსანდრიაში გადადის საცხოვრებლად. სწორედ ალექსანდრიის პატრიარქი სოფრონიოსი ეხმარება მას, რომ დაამთავროს ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი. სამაგიეროდ კი პირობას ართმევს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, იგი დაბრუნდება ისევ ალექსანდრიაში და მოღვაწეობას გააგრძელებს მის საპატრიარქოში.

1886 წლის 23 მარტს, მას შემდეგ რაც წმიდა ნექტარიოსი დაბრუნდა ალექსანდრიაში,  იგი ალექსანდრიის პატრიარქმა მღვდლად აკურთხა წმინდა საბას სახელობის ტაძარში. იმავე წლის აგვისტოში კი, იგი არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აყვანილი. პარალელურად მოღვაწეობდა, როგორც მდივანი ალექსანდრიის საპატრიარქოში, შემდგომ კი, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელი ქაიროში.

1889 წლის იანვრის თვეში, ნექტარიოსი პენტაპოლისის მიტროპოლიტად აკურთხეს. იგი სამაგალითოდ და ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობებს, რამაც შედეგად მრევლის დიდი სიყვარული და მისით აღფრთოვანება მოუტანა. მიუხედავად ამისა, საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენელი შურით აღივსო მის მიმართ და ცილი დასწამეს. 1890 წლის 11 ივლისს, ალექსანდრიის პატრიარქის მიერ გამოცემული „განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების“ თანახმად წმიდა ნექტარიოსი იძულებული გახდა ეგვიპტე დაეტოვებინა. ასე აღმოჩნდა იგი კვლავ ათენში, ოღონდ ამჯერად სულ მარტოდმარტო, შეურაცხყოფილი (აბუჩად აგდებული),  იგნორირებული და სრულიად ულუკმაპუროდ დარჩენილი.

1898 წლის ზაფხულში, ნექტარიოსი ათონის წმიდა მთას ეწვია, სადაც დაახლოებით ორი თვე დაჰყო და პერიოდულად სხვადასხვა მონასტერს სტუმრობდა. ამ ხნის მანძილზე მან ფართოდ გამოიკვლია ბიბლიოთეკებში შემონახული ხელნაწერები, ეძებდა რა თავისი სამეცნიერო საქმიანობისათვის სათანადო მასალას.

წმიდა ნექტარიოსს შინაგანად ყოველთვის გააჩნდა მონასტრული ცხოვრებისათვის დამახასიათებელი სიმშვიდისაკენ სწრაფვა, ამიტომაც მან დააკმაყოფილა ზოგიერთი თავისი სულიერი ასულის სურვილი და კუნძულ ეგინაზე კინოვიური მონასტერი დააარსა. 1908 წლიდან გადადგა რიზარის სემინარიის რექტორობიდან (სასულიერო სკოლა ათენში) და სამონასტრო საქმიანობაში განმარტოვდა. მონასტერთან ახლოს, მის კედლებს გარეთ მან საკუთარი ხარჯებით ააშენა ერთი პატარა სახლი. აღსანიშნავია, რომ იგი ენერგიულად იღებდა მონაწილეობას მშენებლობაში,  ეზიდებოდა მიწასა და ტალახს, თხრიდა და ეხმარებოდა მშენებლებს. სამწუხაროდ, იგი კვლავ ცილისწამებისა და უსამართლო ბრალდებებისაგან იტანჯებოდა, რასაც იერარქიის ზოგიერთი წევრი მონასტრის შესახებ ავრცელებდა. მონასტრის აღიარება მხოლოდ და მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ გახლდა შესაძლებელი. ეს ამბავი იქ მყოფ მონაზვნებს მთავარეპისკოპოს ქრისოსტომოსის წერილით ეუწყათ 1924 წლის 15 მაისს.

ცხოვრების უკანასკნელი წლები წმიდა ნექტარიოსმა ავადმყოფობაში გაატარა. სნეულება მას წარმოუდგენელ ტკივილს აყენებდა. მას შემდეგ, რაც მან მუხლი მოიყარა და ილოცა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატთან, თავის მოწაფეებს აუწყა, რომ მოახლოებულიყო მისი გარდაცვალების დრო. შემდგომ ამისა კი, დაჰყვა ექიმების რჩევას და ათენის საავადმყოფოში გაემგზავრა. იქ მან თითქმის ორი თვის განმავლობაში იავადმყოფა. 1920 წლის ნოემბრის ღამეს კი, როდესაც 8 ნოემბერი სრულდებოდა და 9 იწყებოდა, მიაბარა სული უფალს. წმიდა ნექტარიოსი იმ დროს 74 წლისა გახლდათ.

მისი ნეშტი, რომელმაც კეთილსურნელების ფრქვევა იწყო, ათენიდან კუნძულ ეგინაზე გადაასვენეს. მორწმუნეებმა ნავსადგურიდან მონასტრამდე ხელით წაასვენეს მისი სხეული. ისინი სხვა ქრისტიანებთან ერთად, რომლებიც იცნობდნენ წმიდანს, ცხარე ცრემლით ტიროდნენ ქრისტეს გულისხმიერი და მოსიყვარულე მოწაფის დაკარგვას.  წმიდანი მონასტრის გარე ეზოში, მის საყვარელ ფიჭვთან, დაკრძალეს. უფალმა იგი განადიდა და მისი მიძინების წუთებიდან დღემდე ვისაც სწამს მისი შუამდგომლობისა ღმერთთან ყველა მათგანისათვის გრძელდება სასწაულების აღსრულება. წმიდანის სხეული 20 წელიწადზე დიდხანს დარჩა სასწაულებრივად უხრწნელი, აფრქვევდა რა ზეციურსა და ნაზ კეთილსურნელებას. მისი გარდაცვალებიდან 32 წლის შემდეგ, 1953 წლის 2 სექტემბერს, განხორციელდა წმიდანის სხეულის ნაწილების გადასვენება მიტროპოლიტ პროკოპიოსის თაოსნობით.

წმიდა ნექტარიოსის, როგორც ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდანის ოფიციალური აღიარება 1961 წელს მოხდა მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე. სწორედ მაშინ დადგინდა 9 ნოემბერი მისი ხსენების დღედ.

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/11/22/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90/feed/ 2702
უფლის ხორციელი ძმა, მოციქული იაკობი, ძველი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი https://www.pemptousia.ge/2016/11/09/%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ab%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a5/ https://www.pemptousia.ge/2016/11/09/%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ab%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a5/#comments Wed, 09 Nov 2016 12:35:36 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49846 წმიდა მოციქული იაკობი, უფლის ხორციელი ძმა, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი (23 ოქტომბერი/5 ნოემბერი)

წმიდა იაკობი გახლდათ მარიამის საქმროს – იოსების ძე პირველი ქორწინებიდან.  იგი უფლის მიერ კურთხეულ იქნა ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც დედის მუცელში იმყოფებოდა. იაკობი იმდენად მართალი იყო თავისი ცხოვრებით, რომ მას ყველა ებრაელი „მართალს“ და „ობლიას“ უწოდებდა, რაც ებრაულ ენაზე „ხალხის საყრდენს (ბურჯს)“ და „სამართლიანობას“ ნიშნავს. ჯერ კიდევ ბავშვობიდან, იაკობი მკაცრ, ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. არ სვამდა ღვინოს და არც სხვა მაგარ სასმელს არ ეკარებოდა. ბაძავდა რა იოანე ნათლისმცემელს, არასდროს იღებდა ისეთ საკვებს, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრების სურნელს ატარებდა. იაკობს თავზე სამართებელი არასდროს გადაესვა, როგორც ამას ავალდებულებდა კანონი ყველა იმ ადამიანს, ვისაც კი სურდა თავი უფლისთვის მიეძღვნა („მოწმიდარობის აღთქმის მთელს დროს სამართებელი არ უნდა შეეხოს მის თავს“ რიცხვნი 6, 5). არასდროს ებანავა და არ ეცხო ზეთი, სამაგიეროდ კი, სხეულის ნაცვლად, გამუდმებით ზრუნავდა თავის სულზე.

agios-apostolos-iakovos-adelfos-tou-xristou-01

იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, მოციქულებმა ერთხმად აირჩიეს მართალი იაკობი იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსად. სრულყოფილი საქმისა და თეორიის ყველა სათნოებაში, იაკობი მარტოდმარტო შედიოდა ახალი აღთქმის წმიდათა წმიდაში, არა თუ წელიწადში ერთხელ, როგორც ამას იუდეველთა მღვდელმთავარი იქმოდა – არამედ ყოველ დღე, რათა აღესრულებინა წმიდა საიდუმლო. სელის ქსოვილით შემოსილი სრულიად მარტო მიდიოდა ტაძარში და საათების განმავლობაში მუხლმოყრილი შესთხოვდა უფალს ხალხისა და სამყაროს გადარჩენისათვის,  დაჩოქვისაგან მას მუხლები ქვასავით  ჰქონდა გამაგრებული.

წმიდა იაკობი წინ უძღვოდა (თავმჯდომარეობდა) აპოსტოლურ სინოდს და როდესაც საქმე ეხებოდა ისეთ საკითხს – უნდა შეესრულებინათ თუ არა წინადაცვეთის რიტუალი მის თანამემამულეებს, რომლებიც ქრისტიანულ სარწმუნოებას შესდგომოდნენ, მისი მოსაზრება იყო, რომ არ დაეტვირთათ ახლადმოქცეულნი ძველი კანონის მითითებებით, არამედ „მიწერად მათდა, რაითა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან“ (საქმე 15, 20). გარდა ამისა, წმიდა იაკობმა შეადგინა ეპისტოლე, რომელმაც მისი სახელი წმიდა წერილში შეიტანა. სწორედ ამ ეპისტოლეში იგი აღნიშნავს იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ღმერთს ბოროტების მიზეზადაც მიიჩნევდნენ: „ნუვინ განცდილთაგანი იტყჳნ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი. არამედ კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების“ ( იაკობ 1, 13-14).

ამასთანავე წმიდა იაკობი მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ თავიანთ სარწმუნოებაზე საუბრის დროს არ შემოფარგლონ მხოლოდ იესო ქრისტეზე საუბრით, არამედ თავიანთი რწმენა  სიკეთის სამსახურში ჩადენილი საქმეების მეშვეობით გამოამჟღავნონ: „რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს“ (იაკობ 2, 26). წმიდა იაკობი ასევე უამრავ რჩევა-დარიგებას იძლევა იმ მიზნით, რომ ადამიანმა შესძლოს ღმრთისთვის სასურველი ცხოვრების გზის გავლა და უფლის მიერ ბოძებული სიბრძნის მოპოვება. გვასწავლის, თუ როგორ უნდა შევძლოთ უფლის ყველა წყალობის შეცნობა: „ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო! ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ“ (იაკობ 1, 16-17). ამასთან ერთად, წმიდა იაკობმა შეადგინა საღმრთო ლიტურგია, რომელიც ატარებს მის სახელს და რომელიც წარმოადგენს მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ღმრთისმსახურებისთვის პირველწყაროს.

ქრისტეს შობიდან დაახლოებით 62 წელს, იუდეველთა მმართველის ფესტოსის სიკვდილის შემდეგ, რეგიონი უწესრიგობამ და ანარქიამ მოიცვა. ებრაელებმა, რომლებმაც მანამდე ვერ აღასრულეს თავიანთი მცდელობა და ვერ მოკლეს პავლე (საქმე  25-26), ახლა იაკობისკენ მიმართეს მზერა, რადგან მისმა, როგორც მართალი ადამიანის სახელმა ხალხი მისი ქადაგების მიმართ ნდობით აღმსჭვალა. მრავალმა ადამიანმა, მათ შორის, როგორც უბრალო მოსახლეობამ, ისე უხუცესებმა მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება. მწიგნობარნი და ფარისეველნი შიშობდნენ, რომ სულ მალე ყველა ერთხმად აღიარებდა იესო ქრისტეს, როგორც მესიას.

მწიგნობარნი და ფარისეველნი წარდგნენ იერუსალიმის ეპისკოპოსის წინაშე, ფარისევლურად და თვალთმაქცურად შეასხეს ხოტბა მის სათნოებასა და სამართლიანობის გრძნობას. მათ ეპისკოპოსს ამგვარი სიტყვებით მიმართეს: „გევედრებით შენ, სამართლიანსა და მიუკერძოებელს, რათა დაარწმუნოთ ხალხი, რომლებიც მალე შეიკრიბებიან აღდგომის აღსანიშნავად, რომ ისინი არ დამორჩილდნენ იმ შეცდომას, რომელიც იესოს პიროვნებას შეეხება. გევედრებით, რომ დადგეთ ტაძრის ფრთაზე, ისე რომ მთელმა ხალხმა შესძლოს თქვენი დანახვა და თქვენი ხმის მოსმენა და რა თქმა უნდა, იმ თანამემამულეებმაც, რომლებიც იქ დღესასწაულისათვის შეიკრიბებიან“.

როდესაც იაკობი ავიდა და დადგა ტაძრის ფრთაზე, მწიგნობარნნი და ფარისეველნნი ხალხის რიგებში იდგნენ და იქიდან უყვიროდნენ მას: „გვითხარი ჩვენ, სამართლიანო მსაჯულო, რისი უნდა გვწამდეს, რომ ხალხი გზას არის აცდენილი და სწამს ჯვარზე გაკრული იესოსი, გაგვიმჟღავნე, თუ ვინ არის ეს იესო“. მაშინ იაკობმა ჟღერადი ხმით უპასუხა: „რატომ მეკითხებით ადამიანის ძეზე? ის ახლა ზეცაშია დაბრძანებული, თავისი ყოვლისმპყრობელი მამის მარჯვნივ. იგი კვლავ მოვა ჩვენთან ღრუბლებზე მჯდომარე, რათა სამართლიანად განსაჯოს მთელი ქვეყნიერება“.

ხალხში მრავალი ისეთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაც სწამდა იაკობის სიტყვებისა და მათ ხმამაღლა შესძახეს: „ოსანა დავითის ძეს!“. მაგრამ ამ დროს, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გამოაჩინეს თავიანთი ეშვები და შესძახეს: „თუმცა არის სამართლიანი, მაგრამ იტყუება“! აცვივდნენ ტაძრის ფრთაზე და მიწაზე ჩამოაგდეს წმიდა იაკობი, რათა აღესრულებინათ ესაია წინასწარმეტყველის მიერ თქმული: „შევკრათ მართალი, რამეთუ ძნელ საჴუმეველ არს ჩუენდა. აწ სადმე ნაშრომთა საქმეთა მათთასა ჭამდენ“ (ესაია წინასწარმეტყველი 3, 10). მიუხედავად იმისა, რომ იაკობი საკმაოდ მაღალი ადგილიდან ჩამოვარდა, იგი მაინც ცოცხალი გადარჩა. მაშინ კი იუდეველებმა ქვები დაუშინეს მას. წმიდანი წამოდგა და მუხლმოყრილმა შეჰღაღადა უფალს, მსგავსად იესო ქრისტესი და წმინდა სტეფანელი (ლუკა 23, 34; საქმე 7, 59-60): „ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

სწორედ იმ დროს, როდესაც წმიდა იაკობი ლოცულობდა თავისი მდევნელებისა და მოძალადეებისათვის, ხალხის ბრბოდან გამოსულმა ერთ-ერთმა იუდეველმა, რომელიც ძალიან განერისხებინა სამართლიანი იაკობის ესოდენ დიდი და ურყევი სიყვარულის ხილვას, აიღო ხის დიდი ჯოხი, რომლითაც მაშინ ნაჭრებს აშრობდნენ, და ჩაარტყა წმიდანს თავში. აი, ამგვარად ეწამა მართალი იაკობი უფალი იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის რწმენისათვის. იგი იქვე, ტაძართან ახლოს, დაკრძალეს. იმდენად დიდი იყო იაკობის სათნოებათა სახელი, რომ ყველაზე სკეპტიკურად მოაზროვნე ებრაელიც კი ფიქრობდა, რომ სწორედ მისი მოწამეობრივი სიკვდილი გახდა მიზეზი იმისა, რომ ქრისტეს შობიდან 70 წელს, იერუსალიმი ალყაშემორტყმმული და განადგურებული იქნა.

(მართლმადიდებლური ეკლესიის ახალი სინაქსარის ავტორი, ოქტომბერი, გამომცემლობა ინდიკტოსი, გვ.273-275).

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/11/09/%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ab%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a5/feed/ 3496
ღირსი კოზმა ზოგრაფელი∗ https://www.pemptousia.ge/2016/10/06/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%a6%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98/ https://www.pemptousia.ge/2016/10/06/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%a6%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98/#comments Thu, 06 Oct 2016 10:25:53 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49733 (∗ზოგრაფის წმიდა მონასტერი გახლავთ ათონის წმიდა მთაზე არსებული ოცი მონასტერიდან ერთერთი, დაარსებულია 980 წლამდე, ხატმწერი გიორგის მიერ. აქ მოსაგრეობდნენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები, 1845 წლიდან კი ძირითადი საღმრთისმსახურებო ენა ბულგარულია).

ღირსი კოზმა წარმოშობით ბულგარეთიდან, არისტოკრატიული ოჯახიდან, იყო. მან იცოდა, როგორც ბულგარულად, ისე ბერძნულად წერა-კითხვა. როდესაც მშობლებმა მისი დაქორწინება გადაწყვიტეს, იგი მალულად გამოიპარა სახლიდან და მრავალგზის ნაქებ ათონის წმიდა მთაზე მოვიდა. მან ზოგრაფის წმიდა მონასტერს მიაღწია, ცოტა ხნის შემდეგ კი, მონაზვნის შესამოსლით შეიმოსა და ეკლესისასტიკოსის მორჩილების აღსრულებას შეუდგა. ერთხელ, ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში რომელიღაც დღესასწაულზე ყოფნის დროს, სრულიად გაოგნებულმა, ღმრთისმშობელი იხილა, რომელიც იქ მყოფ მონაზვნებს ემსახურებოდა.

osios-kozmas-zografos-01

ღირსი კოზმას სათნოებების გამო, მონასტრის იღუმენს სურდა, რომ იგი მღვდელი გამხდარიყო. თუმცაღა ლოცვის შემდეგ, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა მას მიანიშნა, რომ უკაცრიელ ადგილას უნდა განმარტოებულიყო. იქ ყოფნისას აღსარებას მომსვლელებს აბარებდა. იქვე იმის ღირსი გახდა, რომ წინასწარმეტყველური, სასწაულმოქმედებითი, საღმრთო გამოცხადებათა ხილვისა და საკუთარი სიკვდილის წინასწარ განჭვრეტის უნარით დაჯილდოებულიყო. მისი დაკრძალვისას საოცარი რამ მოხდა: „უფალმა დიდი სასწაული მოავლინა – იმ უკაცრიელ ადგილას ყველა ცხოველმა ერთად მოიყარა თავი და წრეზე დადგა. ხოლო როდესაც წმიდა კოზმას სხეული მიწას მიაბარეს, თითოეულმა მათგანმა საკუთარი ხმა გამოსცა და ასე მიაგო მას პატივი. შემდგომ ამისა, ცხოველები კვლავ თავიანთ სამყოფელს დაუბრუნდნენ“.

განდეგილი წმიდანი ზოგრაფის წმიდა მონასტრის დიდი ასკეტია. მისი კელიაა, მონასტრის სიახლოვეს არსებული მღვიმე, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. სწორედ ეს ადგილი ღირსი კოზმას დემონებთან ბრძოლის ადგილად იქცა, დაკრძალულიც მანდვეა. მის სასიხარულოდ სწორედ ამ ადგილიდან დაიმკვიდრა ადგილი უფლის ახლოს. ღირსი კოზმას დაკრძალვიდან ორმოცი დღის გასვლის შემდეგ, მისი საფლავი გათხარეს, თუმცა იქ მისი ნეშტი ვეღარ იპოვნეს.

ღირსი კოზმას ხსენების დღეა 22 სექტემბერი/5 ოქტომბერია, რაც ასევე მისი გარდაცვალების დღეა.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმინდელი, ათონის მთის წმიდანები, მიღდონიის გამომცემლობა, თესალონიკი, 2007 წელი.

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/10/06/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%a6%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98/feed/ 2219
წმიდა ღირსმოწამე სოსანა https://www.pemptousia.ge/2016/10/03/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90/ https://www.pemptousia.ge/2016/10/03/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90/#comments Mon, 03 Oct 2016 07:16:59 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49720 agia-osiomartis-sosanna-01

მართლმადიდებელი ეკლესია 19 სექტემბერს/2 ოქტომბერს აღნიშნავს წმინდა სოსანას ხსენების დღეს.

რწმენის ყელსაბამის ძვირფასი ქვა და შეუფასებელი მარგალიტი, ჩვენი ეკლესიის წმიდანთა ჯაჭვის ერთ-ერთი ოქროს რგოლი გახლავთ წმიდა ღირსმოწამე სოსანა. იგი  მეტად „გამრჯე დედაკაცი“ იყო (იგავნი სოლომონისა 31,10),  რომელმაც სძლია სუსტი სქესისთვის დამახასიათებელ სისუსტეებს მასზე გადმოსული ძლიერი ღმრთის მადლის მეშვეობით, რაც ყოველთვის კურნავს სნეულებებს და ნაკლოვანებებს ავსებს, როგორც ეს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეშია ნათქვამი: „შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა“ (ეფ. 6.11). ყოველივე ამის მეშვეობით, წმიდა სოსანა გამარჯვებული დარჩა თავის ასკეტურ ბრძოლისა და ღვაწლის ასპარეზზე.

კეთილსურნელოვანი ყვავილი წარმოშობით არ იყო ქრისტიანული ოჯახიდან. მისი მამა ბერძენი კერპთაყვანისმცემელი გახლდათ, ხოლო დედა კი – ებრაელი ქალი. სოსანას მშობლები, არტემიო და მართა, იმპერატორ მაქსიმიანეს (286-305 წწ.) ეპოქაში ცხოვრობდნენ. წმიდანის სამშობლო პალესტინა გახლდათ. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა სოსანამ უარი თქვა „უღმრთოებასა და სოფლისა გულის თქუმაზე“ (ტიტეს მიმართ 2.12), ქრისტეს რწმენაში ჰპოვა თავშესაფარი, მორწმუნე გახდა და მღვდელი სილვანის წინაშე აღიარა, რომ „ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება“ (ეფესელთა მიმართ, 4.5)

როდესაც მისი მშობლები, არტემიო და მართა, გარდაიცვალნენ, სოსანამ გაათავისუფლა თავისი მონები და შეასრულა ღმრთის ბრძანება: „უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე“ (მათე 19. 21). წმიდანმა თავისი ქონება გაანაწილა მათ შორის, ვისაც კი ამის საჭიროება გააჩნდა და დაადგა ერთადერთი სახელმწიფოს – ზეციური სამეფოს – გზას. სხეული მამაკაცის სამოსით შეიმოსა, თმა შეიჭრა და იოანეს სახელით მამათა კინოვიაში ჰპოვა თავშესაფარი. მანდრა, რომელიც იერუსალიმის რეგიონში მდებარეობდა, სოსანასთვის სათნოებათა სასწავლებლად იქცა. სწორედ აქ „განიძარცვა ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ“ (კოლასელთა მიმართ 3. 9). სოსანა უწყვეტი ბრძოლით ცდილობს ზნეობრივ სრულყოფასა და სიფხიზლეს პეტრე მოციქულის სწავლების შესაბამისად: „განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინამოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“ (1 პეტრე 5. 8). რის შედეგადაც, რამდენიმე ხანში, იგი მანდრის წინამძღვარი ხდება და მისი, როგორც იოანეს სახელი, მონასტრის საზღვრებს გარეთაც სწვდება. ანგელოზები ხარობენ ზეცაში, როდესაც სოსანას სულიერ წინსვლას ხედავენ, ხოლო ეშმაკნი კი შიშით ძრწიან. დემონებს მოჰყავთ მომლოცველი ქალი, იმისათვის რომ ცილი დასწამონ სოსანას, რომელიც იმ დროს ყველას მამაკაცი ეგონა, თითქოსდა იგი შეეცადა მის ცდუნებასა და ცოდვით დაცემას. თუმცა ქრისტეს გაბედული მხევალი ცილისწამების მწარე სასმელს დიდი მზადყოფნით ეგებება. მას გულმხურვალედ სწამს, რომ ბოლოს და ბოლოს სიმართლე მზესავით გამოანათებს, რაც მართლაც ასე ხდება. ელევთეროპულეოსის ეპისკოპოსმა, რომელიც მანდრაში იოანეს (იგივე სოსანას) დასაკითხად ჩამოვიდა, მისი მოკვეთა მოითხოვა, მაგრამ დამცველმა ეკლესიის ორი უბიწო დიაკონი მოითხოვა, რომელთა წინაშეც გამჟღავნდა წმიდანის ქალური ბუნება. გაოგნებულმა ეპისკოპოსმა არა თუ გაათავისუფლა იოანე, იგივე სოსანა, სასჯელისაგან, არამედ მისი ენერგიული სულით აღტაცებულმა ეკლესიის დიაკვნად აკურთხა იგი. ამ მოვალეობის შესრულების დროს, სოსანა ეკლესიას დიდი გატაცებითა და ენთუზიაზმით ემსახურებოდა: „წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი“ (რომაელთა მიმართ, 12. 1). ყოველივე ამის გამო, იგი იქცა ზეციურ სათნოებათა ჭურჭლად და სასწაულმოქმედების უნარით დაჯილდოვდა. მისი გული, სადაც  ზეციური სიძის, იესო ქრისტეს მიმართ სიყვარულის ცეცხლი გიზგიზებდა, ახლა კიდევ უფრო გულმხურვალედ ითხოვდა, რაც შეიძლება მალე მასთან გაერთიანებას. სოსანას სიცოცხლის მოწამეობრივად დასრულების დიდი სურვილი ჰქონდა. ერთხელ, მეფე ალექსანდრე ელევთერუპოლისში ჩამოვიდა და უსულო კერპებს მსხვერპლი შესწირა. სოსანამ წარმართული კეპები მხოლოდ და მხოლოდ თავისი ლოცვით დაანგრია და  თამამად აღიარა „კეთილი იგი აღსარებაჲ“ (1 ტიმოთეს მიმართ 6. 12). ახლა კი მის წინ ნამდვილად გადაიშალა წამების გზა. უხეშად, მაგრამ ლამაზად გამოიწვია ის თამამმა მოღვაწემ. წამების დროს ჯალათებმა სოსანას ორივე მკერდი მოკვეთეს, მაგრამ უფლის მადლით, წმიდანის მკერდი კვლავ უვნებლად იქცა. და სწორედ ამ მომენტში, სასწაულმა სხვა განზომილება მიიღო. ხალხმა, ვინც სოსანას წამებას თვალს ადევნებდა, ვერ შეძლო მომხდარის გააზრება და იწამა ღმერთი. ისინი საკუთარი ნებით დაადგნენ წამების გზას, რის შედეგადაც მათ თავი მოკვეთეს. ამგვარად შეემატნენ ისინი რწმენისათვის ღვაწლმოსილთა გუნდს.  ულმობელმა ჯალათებმა ნეტარ სოსანას პირში გამდნარი ტყვია ჩაასხეს, რამაც ქალს გულ-მუცელი ჩაუწვა. თუმცა, უფლის მადლით, სოსანა კვლავ უვნებელი დარჩა. ურწმუნოები ამ გამაოგნებელი მოვლენების გამო სირცხვილით იწვოდნენ. თუმცაღა თავს განგებ იბრმავებდნენ, რომ არ ეხილათ ჭეშმარიტი რწმენის სიმართლე. მათ ხომ სინათლეში ყოფნას სიბნელეში ყოფნა ერჩიათ. ამიტომაც ჯერ უმოწყალოდ სცემეს სოსანა, ბოლოს კი მისი ნაწამები სხეული ცეცხლში ჩააგდეს. სწორედ ამ დროს, ღვაწლმოსილი მოწამის გვირგვინშემოსილმა სულმა დატოვა თავისი სხეული. სოსანა გამარჯვების გვირგვინით დაჯილდოვდა „და გამოჩინებასა მას მწყემსთ მთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდების გჳრგჳნი“ (1 პეტრე, 5.4), ამ გვირგვინით იგი თავად უფალმა შეამკო და წმიდანი თავისთან – მარადიულ ნეტარებაში, თავის ზეციურ სამეფოში – იხმო. იქ სოსანა დატკბება მშვენიერი სიძის ხილვით და შეევედრება მას ყველა ჩვენგანზე, ვინც კი პატივს მივაგებთ მის გმირულ ბროლას, ურყევ სიყვარულსა და რწმენას.

ხარალამბის მ. ბუსიასი
საგალობელთა მთხზველი

]]> https://www.pemptousia.ge/2016/10/03/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90/feed/ 2638 წმიდა იოანე რუსი https://www.pemptousia.ge/2016/08/10/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98-3/ https://www.pemptousia.ge/2016/08/10/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98-3/#comments Wed, 10 Aug 2016 06:48:49 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49477 ღმრთის მადლით ეკლესიის ახლადმოვლენილი წმიდანი, ახალი აღმსარებელი, წმიდა იოანე რუსი, იმ წმიდა ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც ცხოვრების გზა თავიანთი სპეტაკი ცხოვრებით ან სინანულით, ან კი ორივეთი ერთად განვლეს. მათ თავიანთი მჩაგვრელების თანხლებით განუწყვეტელი წამების მეორე ფორმა გაიარეს, რომელსაც შედეგად იგივე ნეტარი დასასრული მოჰყვება. წამების სხვა ფორმებთან მიმართებაში ეს ფორმა სიყვარულისა და პასუხისმგებლობის იმავე სისრულის მატარებელია. სწორედ ამიტომ, ძველებთან შედარებით მხოლოდ დროის განსხვავებულობის გამო, მათ „წმიდა“ და „ახალი აღმსარებელი“ ეწოდებათ.

Ioannis-o-Rosos 100

წმიდა იოანე დაიბადა მცირე რუსეთის ერთერთ სოფელში დაახლოებით 1690 წელს. მისი მშობლები ღმრთისმოშიში და მორწმუნე ადამიანები იყვნენ. მცირე ასაკიდან მან დედის რძესთან ერთად შეითვისა მართლმადიდებლური სული და ისწავლა წმიდა წერილი. წმიდა იოანემ მონაწილეობა მიიღო რუსეთ-თურქეთის დიდ ომში (1710-1711), რომელიც რუსეთისათვის მარცხით დასრულდა. თავად იოანე თათრებმა ტყვედ ჩაიგდეს, ხოლო მოგვიანებით კი, ოსმანთა ცხენოსანი ჯარის დიდი ავტორიტეტის მქონე მეთაურს მიჰყიდეს. ტყვედ ჩავარდნილი მისი თანამემამულეებისაგან განსხვავებით, რომლებმაც მაჰმადიანობა მიიღეს, იოანე იესო ქრისტეს მიმართ თავისი რწმენის ერთგული დარჩა და გაბედულად აღიარა თავისი სარწმუნოება. მისი თქმით: „ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანადვე მინდა მოვკვდე…“. იოანეს ამ გულწრფელობამ და აღიარებამ მას ახალი აღმსარებელის სახარებისეული სახელი მიანიჭა.

წმიდანის შეურყეველი რწმენა და ღმრთისადმი არსებული ძლიერი სიყვარული მის თავმდაბლობაში, შრომისმოყვარეობასა და მოთმინებაში გამოიხატებოდა. იგი საქონელთან ერთად ბაგაში ცხოვრობდა, წარმოუდგენელი მოთმინებით ადიდებდა ღმერთს და ლოცულობდა. მაშინაც კი, როდესაც მას პატარა საცხოვრებელი ბინა შესთავაზეს, იოანემ მაინც ბაგაში ყოფნა არჩია, სადაც თავის სხეულს ტანჯვას აყენებდა. თუმცა, ამ ასკეტურმა ყოფამ იგი სულიწმიდის სურნელებით უზრუნველჰყო. სწორედ ამ ბაგაში, მას ყოველდღიური კავშირი ჰქონდა უფალთან, ხოლო წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სტოაში კი ასრულებდა ღამისთევებს. წმიდა იოანეს ცხოვრება ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ჯვარცმას და აღსასრულამდე ქრისტეს მორჩილებას იმეორებდა. ემსახურებოდა ხალხს, ისევე როგორც ღმრთის განკაცებული ძე ემსახურებოდა ადამიანს. ყოველივე ეს ეკლესიის ამ პერსპექტივიდან გამომდინარე უწევდა წინააღმდეგობას და შესამჩნევი ხდებოდა, როგორც ღმრთიური ნათლის მიმღები, როგორც სულიწმიდის მადლით სავსე.

იოანეს გამოჩენა ჭეშმარიტი ლოცვა-კურთხევა იყო, რამაც მრავალი სიკეთე მოიტანა. მისი ლოცვა იმდენად ძლიერი იყო, რომ სასწაულებს ახდენდა. მიჰყვებოდა რა შემდეგს „და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ“ (მათე, 21, 22), როგორც ამას ქრისტე თავის მოწაფეებს დაჰპირდა. მისი სასწაულთმოქმედი ლოცვა შემდეგი შემთხვევით გამჟღავნდა: ერთხელ, მისმა ბატონმა მექაში მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. საკმაოდ დიდი ხნის გასვლის შემდეგ, მისმა მეუღლემ ნათესავებსა და ქმრის წარჩინებულ მეგობრებს სუფრა გაუშალა, რათა გამხიარულებულიყვნენ და ესურვათ, რომ მისი ქმარი მოგზაურობიდან სახლში საღ-სალამათი დაბრუნებულიყო. როგორც ყოველთვის, იოანე სტუმრებს სუფრასთან ემსახურებოდა. იმ კერძებს შორის, რომლებიც სუფრაზე მოიტანეს, იყო ასევე აღას (ბატონი) საყვარელი საჭმელი – ფლავი. სწორედ მაშინ, ოჯახის დიასახლისს ქმარი მოაგონდა და იოანეს უთხრა: „რა სიამოვნებას მიიღებდა, გიუვან, შენი ბატონი, აქ, რომ ყოფილიყო და ჩვენთან ერთად მიერთვა ეს კერძი!“. იოანემ დიდი სურვილითა და უბრალოებით მოითხოვა ფლავით სავსე თეფში და თქვა, რომ გაუგზავნიდა თავის ბატონს მექაში. დამსწრეებმა მოისმინეს რა მისი სიტყვები, სიცილი დაიწყეს, იფიქრეს, რომ იოანეს ფლავის შეჭმა ან რომელიმე ღარიბი ოჯახისთვის მისი მიცემა სურსო. წმიდა იოანემ თეფში ბაგაში წაიღო. მუხლმოდრეკილმა ლოცვა დაიწყო და ღმერთს შესთხოვა, რომ მას მისი თხოვნა შეესრულებინა. და მართლაც, თეფში მის თვალთაგან გაქრა, იგი დაბრუნდა სუფრასთან და დიასახლისს აცნობა, რომ კერძი გააგზავნა მექაში. თუმცა, პასუხად მოქეიფეთა სატირული კომენტარები და სიცილი მიიღო. მათი გაოცება, რა თქმა უნდა, დიდი იყო, როდესაც რამდენიმე დღეში დაბრუნდა აღა და თავის ბარგთან ერთად თეფშიც მოიტანა, რომელიც დამახასიათებელი ოჯახური გერბით იყო აღბეჭდილი. აღას თხრობით, ჯერ კიდევ, რა თქმა უნდა, ცხელი ფლავი, მექაში, თავის ოთახში აღმოაჩინა, თუმცა, ვერ გაერკვა, თუ როგორ მოხვდა ის იქ. ვინც ეს ისტორია მოისმინა, სახტად დარჩა, ხოლო მეუღლემ კი უამბო აღას, თუ რა მოხდა. ამ ამბის შემდეგ, გავრცელდა ხმა იოანეს სამართლიანობისა და ღმრთისადმი სიყვარულის შესახებ და მან ყველას პატივისცემა მოიპოვა.

რამდენიმე წლის შემდეგ, 1730 წლის 27 მაისს, წმიდა იოანე ავად გახდა და იგრძნო რა სიცოცხლის დასასრულის მოახლოება, მოითხოვა უკანასკნელად მიეღო წმიდა ზიარება. ამ მიზნით მან სთხოვა მღვდელს, რომ მასთან ბაგაში მოსულიყო. თუმცა, თურქების ფანატიზმით შეშინებულმა მღვდელმა სიწმინდეების ბაგაში წაღება ვერ გაბედა და ღმრთიური ნათლით შთაგონებულმა ასეთი რამ მოიფიქრა: წმიდა ნაწილები ვაშლში მოათავსა და ასე მოახერხა წმიდა იოანეს ზიარება. ცოტა ხნის შემდეგ, წმიდანმა თავისი სული უფალს მიაბარა. მისი სიცოცხლე სინანულის უნარით იყო აღსავსე და მან უფლისა და ადამიანების პატივისცემა მოიპოვა, სხვა სარწმუნოების მქონე მისი ბატონისაც კი. იგი უფლისთვის წამებული იყო და სწორედ ამიტომ მიიღო „ცხოვრების გვირგვინი“. დაკრძალვიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ზეციური გზით აღმოაჩინეს მისი უხრწნელი და სურნელოვანი სხეული. 1733 წელს ეს წმიდა სხეული ეკლესიის საღმრთისმსახურო ცხოვრებაში, როგორც აღდგომის მაუწყებელი, ისე შევიდა.

უფალმა წმიდა იოანე განსაკუთრებულად განადიდა და მას პატივი დასდო, როდესაც რამდენიმე ეგზოგენური ფაქტორის მიუხედავად მისი სხეული გაუხრწნელი და ხელუხლებელი დარჩა: მისი საფლავის ბუნებრივი ფლექსია, თურქების ფანატიზმი, რომლებმაც 1832 წელს მისი დაწვა სცადეს, და თუნდაც, მცირე აზიის კატასტროფის შემდეგ, მოსახლეობის გაცვლის პროცესში, მისი სხეულის თავგადასავლებით აღსავსე გადაბრძანება კაბადოკიიდან ევიას ნეო პროკოპიოში.

Agios Ioanis Rosos 03

ექსგუმაციის შემდეგ, იოანეს გაუხრწნელი და კეთილსურნელებით აღსავსე წმიდა სხეული, თავდაპირველად, ჯერ კლდეში ნაკვეთ წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადააბრძანეს, მოგვიანებით – წმიდა ბასილი დიდის სახელობის ახლადაგებულ ტაძარში, ბოლოს კი მის სახელზე აგებულ ეკლესიაში გადააბრძანეს. მისი სხეული ლარნაკზეა დასვენებული, სადაც ათასობით მომლოცველი და სნეული მიდის, რათა მისი დალოცვა მოიპოვოს. წმიდა იოანეს სახელი ცნობილია მთელ კაბადოკიაში, კონიასა და ანკარაში და არა მხოლოდ ქრისტიანებს შორის, არამედ – თურქ-ოსმალებს შორისაც, როგორც „ყულე გიოვანი“, რაც ტყვე იოანეს ნიშნავს. როგორც ქრისტიანები, ისე თურქები, წმიდანის კანდელიდან როგორც მის ლოცვა-კურთხევას იღებდნენ ზეთს, მისი წმიდა სხეულიდან კი პატარა ბამბას, ჯერაც ატარებდნენ მის ქუდსა და ქამარს და სასწაულებს თავიანთი რწმენით უყურებდნენ. იოანეს წმინდა სხეულს აკლია მარჯვენა ხელი, რომელიც ათონის წმიდა მთაზე წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერშია დასვენებული.

Agios Ioanis Rosos 04

1824 წლის ოქტომბერში, საბერძნეთისა და ქემალისტური თურქეთის მოსახლეობის იძულებითი გაცვლის საფუძველზე, იოანეს წმიდა ნეშთი აღმოჩნდა იმ გემზე, რომელსაც დევნილები ევიაში მიჰყავდა. ქალკიდის მაშინდელი მიტროპოლიტის გრიგოლისა და ქალაქის წარჩინებულთა თანდასწრებით, ქალკიდის ნავსადგურზე მოხდა მისი წმიდა სხეულის გადმობრძანება. ახალი პროკოპიოსის მოსახლეობამ წმიდა ნეშთი თავიანთ სოფელში გადააბრძანა და წმინდა ელენესა და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში დაასვენა, სადაც 1951 წლის 27 მაისამდე დარჩა. სწორედ მაშინ, მისი ნეშთი ვერცხლის ლარნაკით, რომელიც წმიდა იოანეს ცხოვრებისა და მისი სასწაულების მომცველი სცენებით იყო შემკული, მის სახელზე ახლადაგებულ წმიდა ტაძარში გადააბრძანეს. ყოველდღიურად ამ ტაძარში მოსალოცად სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მორწმუნე მიდის, რათა მათ წმიდანის ლოცვა-კურთხევა მიიღონ.

წმიდა იოანე რუსის სახელობის წმიდა ტაძარში უამრავი ხატი ინახება, ზოგიერთი მათგანი დევნილების მიერაა ჩამოტანილი მცირე აზიიდან. ერთ-ერთი მათგანია წმინდა იოანე რუსის უძველესი ხატი, რომელიც დაახლოებით 1790 წელს უნდა ეკუთვნოდეს და პოსტბიზანტიური ხატწერის ნიმუშს წარმოადგენს. მასზე გამოსახულია ახალგაზრდა ასაკში მყოფი წმიდანი.

წყარო: „წმინდა იოანე რუსი“, არქიმანდრიტი ქრისოსტომოს ტრიანდაფილუ (აწ ქალკიდის მიტროპოლიტი), წმინდა მაცნე, მომლოცველების I გამოცემა „წმიდა იოანე რუსი“, ქალკიდა, 2000 წ.

]]> https://www.pemptousia.ge/2016/08/10/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98-3/feed/ 2584 წმიდა თეოფილე მირონმდინარე https://www.pemptousia.ge/2016/07/25/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c-2/ https://www.pemptousia.ge/2016/07/25/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c-2/#comments Mon, 25 Jul 2016 10:48:21 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49434 წმიდა თეოფილე  მაკედონიის ქალაქ ზიხნიში დაახლოებით 1460 წელს ღმრთისმოსავი, სათნო და კეთილი მშობლების ოჯახში დაიბადა. მან თავის სამშობლოშივე შეისწავლა ანბანი და იქვე გამოამჟღავნა მის მიმართ ძლიერი სიყვარული. თანდათანობით თეოფილემ თავის სწავლა-განათლებას უფრო დიდი ყურადღება დაუთმო, ცოტა ხნის შემდეგ კი, უკვე წმიდა წერილით დაინტერესდა და მისი კვლევა შეძლო. რა თქმა უნდა, ასევე დახელოვნდა კალიგრაფიაში და მოგვიანებით, საუკეთესო კალიგრაფი გახდა.

Agios Theophilos mirovlitis. 01jpg

„უარყო რა სამშობლო, ნათესავები, სიმდიდრე და უამრავი ამქვეყნიური ამაოება, მონაზვნად აღიკვეცა. ცოტა ხნის შემდეგ, მან ჯილდოდ სასულიერო ხარისხის  მიიღო. შემდგომ ამისა უამრავი ადგილი შემოიარა, სადაც საკუთარი სიტყვითა და თავისი ცხოვრების მაგალითით ასწავლიდა და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა ქრისტიანებს“. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მან გაიცნო და სულიერად დაუახლოვდა რენდინის ეპისკოპოსს – მეტად სათნო და კეთილმსახურ აკაკის, რომელიც მღვდელმთავრად წმიდა ნიფონის მიერ იქნა ხელდასხმული, როდესაც იგი თესალონიკის მიტროპოლიტი იყო (1482-1486 წლებში). სწორედ აკაკის მეშვეობით დაუკავშირდა წმიდა ნიფონს წმიდა თეოფილე.

აუცილებელია აქვე მოკლედ და შესავლის სახით აღვნიშნოთ, რომ წმიდა ნიფონის დიდი პიროვნება, გარდა მისი ორი დიდმოწამე მოწაფისა – მაკარისა (+1507) და იოასაფის (+1516), ასევე ჩვენ მიერ ზემოთ მოხსენებული წმინდა თეოფილესი, უკავშირდება მთაწმიდელ წმიდანთა სხვა პიროვნებებსაც, როგორებიც არიან, მაგალითად, დიდმოწამე ბერი იაკობი, იაკობ დიაკვანი და მონაზონი დიონისე (+1519), რომლებიც მოწამეობრივად აღესრულენ ადრიანუპოლში, ასევე თესალონიკის მიტროპოლიტი თეონა (+1541-2), ღვიძლი ძმები აფსარადები – თეოფანე (+1544) და ნექტარიოსი (+1550), რომლებიც  მეტეორის ვარლაამის მონასტრის აღმშენებლები იყვნენ და მაქსიმე ბერძენი ვატოპედელი (+1556).

1486 წელს წმიდა ნიფონმა, როდესაც ის კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო, სხვადასხვა ცნობების მიღების გამო, თავისი ნდობით, სიბრძნითა და სათნოებებით აღჭურვილი თეოფილე თავის თანამოაზრე ბერთან – ეპისკოპოსს აკაკისთან ერთად ეგვიპტეში წარგზავნა, რათა საკუთარი თვალით ენახათ მათ ის სასწაულები, რომლებიც ალექსანდრიის პატრიარქმა – იოაკიმმა მოახდინა. ცნობილია რომ იოაკიმმა ლოცვით გადაადგილა მთა დურ დაგი, ხოლო შემდეგ კი, იუდეველებისა და მუსულმანების მოთხოვნის შესაბამისად, საწამლავი დალია, თუმცა უვნებლად გადარჩა. პატრიარქმა იოაკიმმა „წმიდანი მეტად შეიყვარა და პატივი სცა როგორც ბრძენსა და სათნოს“. წარგზავნილებმა დაადასტურეს მომხდარი სასწაულები, როგორც ჭეშმარიტად აღსრულებული და გაემგზავრნენ სინას ღვთივკურთხეული მთისკენ, იერუსალიმისა და დამასკოსაკენ.  იერუსალიმში ყოფნის დროს, ეპისკოპოს აკაკის რაღაც სენი შეეყარა და გარდაიცვალა. თეოფილემ იგი დაკრძალა, რის შემდეგაც, იგი ალექსანდრიის, იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქების წერილებთან ერთად კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. იმის გამო, რომ წმიდა ნიფონი ამ დროს უკვე აღარ იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი, თეოფილემ წერილები მის მემკვიდრეს – პახუმს გადასცა, რომელიც მისი თანამემამულე გახლდათ.

პატრიარქმა პახუმმა „დიდად გაიხარა, როგორც მისმა თანამემამულემ, დალოცა და აკურთხა თეოფილე, სთხოვა დარჩენილიყო საპატრიარქოში დახმარებისათვის, რადგანაც იგი თავისი სიბრძნითა და სათნოებით მეტად საჭირო პიროვნება გახლდათ. მაშინ წმიდანმა ისმინა პატრიარქის თხოვნა და მასთან დარჩა. სწორედ აქედან გამომდინარე დაინიშნა იგი დიდი ეკლესიის ნოტარიუსად და ექსარქოსად. ყველასაგან საყვარელი და პატივცემული რამოდენიმე ხანს იმყოფებოდა ამ თანამდებობაზე“.

თუმცა, თეოფილეს სიმშვიდისა და მყუდროების მოყვარული სული ვერ პოულობდა ნუგეშს პატივსა და დიდებაში. მან არად ჩააგდო ამქვეყნიური დიდება და ათონის წმიდა მთას მიაშურა, რათა იქ, ღმრთის დიდება შეეგრძნო. წმიდა და ღმრთისგან კურთხეულ ათონის მთაზე „პირველად ის ვატოპედის მონასტერში მივიდა. იმ დროისათვის იქ იმყოფებოდა მესიმნის წმიდა ეპისკოპოსი, დაემკვიდა მასათნ ერთად სიმშვიდითა და თავმდაბლობით.

ვატოპედის მონასტრიდან (ზუსტად არ ვიცით, თუ რამდენ ხანს დაჰყო მან ვატოპედში, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არც თუ მცირე დრო იყო), 1511 წელს, თეოფილე გადავიდა ივერთა მონასტერში, სადაც ძირითადად ხელნაწერთა გადაწერითა და კალიგრაფიით იყო დაკავებული. აქ იგი გამოცდილი ბიბილიოგრაფი გახდა. მისი საკმაოდ დიდი რაოდენობის ნაშრომი, დაახლოებით ოცდაათი, ძირითადად ლიტურგიკული შინაარსის მქონე ტექსტები ინახება ამჟამად ივერთა მონასტრის მდიდარ ბიბლიოთეკაში.  ხმა მის სათნოებაზე აქედან შორს გავრცელდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა – თეოკლიტემ თეოფილე თავისთან იხმო იმ მიზნით, რომ იგი თესალონიკის მიტროპოლიტად ეკურთხა. თავმდაბალმა მთაწმინდელმა გაიაზრა რა, თუ რისთვის იხმობდა მას პატრიარქი, მიატოვა სამღვდელოება, რათა დაწინაურებისთვის თავი აერიდებინა. იგი დიდსქემოსან მონაზვნად აღიკვეცა, მოიმიზეზა ავადმყოფობა და უძლურება და 1522 წელს, ივერთა მონასტერში თორმეტწლიანი ცხოვრების შემდეგ, რაც კოდექსთა წიგნში მისი საკუთარი ხელითაა ჩაწერილი კალივაში განმარტოვდა, კერძოდ კი იოანე ნათლისმცემლის სახელობის კელიაში, ყოვლად სათნო ყოფილ იღუმენ დიონისე ივერიელთან ახლოს. რამოდენიმე ხნის შემდეგ, იგი გადავიდა კარიესში, მეტად სათნო ბერის – კირილეს საძმოში. იქ მან მჭიდრო სულიერი კავშირი დაამყარა ღმრთისმოსავ პროტოსთან სერაფიმესთან, „ღირს არსის“ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის თაყვანისმცემელთან და მგალობელთან. მოგვიანებით, თეოფილე მისი ბიოგრაფი გახდა და მასზე ასეთი რამ დაწერა: „ათონის წმიდა მთის პროტოსი სერაფიმე, იღუმენთა იღუმენი და მამათა მამა, საპატრიარქოს დიდი  დამხმარე“.

ღმრთის სადარმა თეოფილემ, ეძიებდა რა უფრო დიდსა და ნამდვილ სიმშვიდეს, მიატოვა კარიესიც და გადავიდა კაფსალის შორიახლო მდებარე ისიქასტურ ადგილას, რომელიც პანტოკრატორის მონასტრის საკუთრება იყო. მან თავისი სულიერი ძმის – პროტოს სერაფიმეს დახმარებით, მიიღო წმიდა ბასილის კელია, რომელიც აღადგინა. მასთან ერთად კელიაში იყო ასევე ერთი მონაზონი, რომელსაც სახელად ისააკი ერქვა. თეოფილეს ხშირად სტუმრობდა პროტოსი სერაფიმე, რომლის დროსაც ისინი ერთმანეთს სულიერ გამოცდილებასა და ზნეობრივ სწავლებას უზიარებდნენ.

ღმრთისმოსავი თეოფილე როგორც ადრე, ამჯერად კი მოუკლებლივ იღწვოდა გონიერ ლოცვაში, წარმოთქვამდა იესო ქრისტეს ლოცვას. წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი, რომელიც მოგვიანებით იმავე ადგილებში ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას, სადაც წმიდა თეოფილე, ამგვარად წერს: „მას შემდეგ, რაც წმიდანი განმარტოვდა, იწყო მან იესო ქრისტეს ლოცვის გონებაში წარმოთქმა, რომელიც აღემატებოდა გარეთა ფილოსოფიის თეორიას… წმიდა თეოფილეს გააჩნდა გამუდმებითი საქმე, სიმშვიდეში მყოფი განუწყვეტლივ ლოცულობდა და მთელი თავისი გონებითა და გულში წარმოთქმული შინაგანი (საიდუმლო, ფარული) სიტყვით მთელი თავისი სულის სურვილითა და სიყვარულით ეძიებდა უფალს სწორედ ამ ლოცვის წარმოთქმით: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“, მღვიძარე სულიერი მამების სწავლების შესაბამისად. იესო ქრისტეს ლოცვის გონებაში წარმოთქმით, წმიდა ლოცვით, წუხილითა და წრფელი ცრემლებით, რაც სწორედ იესოს ლოცვის გულში წარმოთქმის შედეგად ჩნდება, მისი გული ვნებებისაგან განიწმინდა, განეშორა მას ბოროტ გულისთქმათა თავდასხმანი და გათავისუფლდა იგი ცუდი აღქმისაგან. მან მოიპოვა თავმდაბლობა, სიკეთე, სიმშვიდე და სხვა სათნოებანი. მასში აღენთო ღმრთაებრივი ცეცხლი და სიყვარული მოყვასის მიმართ…

ღმრთიური სიყვარულით ანთებული თეოფილე უკვე აღარ იყო თავის თავთან, არამედ ის თავის საყვარელ ღმერთთან იყო. იგი უკვე სხვას აღარაფერს აქცევდა ყურადღებას, გარდა თავისი უფლის – იესო ქრისტესი,… მიაღწია რა უფლის გონებით ჭვრეტას და გამდიდრდა რა ზებუნებრივი ჯილდოებით, იგი ღირსი გახდა ღმრთიური ნათლისა. მან არა მხოლოდ შეცნობისა და აზრითი წარმოსახვის უნარი შეიძინა, არამედ ასევე უნარი – მომავლის ჭვრეტისა. და მალე, ასე ვთქვათ, ვითარცა უხორცო იგი ანგელოზად იქცა“.

წმიდა თეოფილემ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი სიკვდილი, დაწერა რწმენის აღიარება, საკუთარი ხელით დაწერილი ანდერძი, ზეთი იცხო, პატიება ითხოვა ყველასაგან და თავადაც ყველას აპატია, მიიღო ღმრთაებრივი ზიარება, მთელი სულითა და გულით მადლობა გადაუხადა უფალს, ხოლო თავის საყვარელსა და დამჯერ მოწაფეს შემდეგი რამ შესთხოვა:  „როდესაც გარდავიცვლები, არავის უთხრა ამის შესახებ, ნურც დაკრძალვის წეს-ჩვეულებებს აღასრულებ, მხოლოდ თოკი გამომაბი ფეხებზე, გამათრიე და ტყეში, ერთ უკაცრიელ ადგილას დამტოვე, რათა იქ მხეცებმა შემჭამონ. თუმცა, აღასრულე საღმრთო მსახურება და იმდენი პანაშვიდი გადამიხადე, რამდენსაც შეძლებ“. წმიდანს თავისი უსაზღვრო თავმდაბლობის გამო, არ სურდა, რომ თუნდაც სიკვდილის შემდეგ, მისთვის პატივი მიეგოთ. თეოფილეს უკანასკნელი სიტყვები იყო: „უფალო იესო ქრისტე, გულთბილად შეხვდი ჩემს სულს“.

კარგმა მორჩილმა ყოველივე ისე შეასრულა, როგორც ეს მას თავისმა წმიდა ბერმა უთხრა და მისი პატიოსანი ნეშტი ტყის უკაცრიელ ადგილას დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეკითხებოდნენ წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელის შესახებ, იგი მაინც არ ამჟღავნებდა. როდესაც, როგორც იქნა, მიაკვლიეს წმიდანის სხეულს, პანტოკრატორის მონასტერს სურდა მისი შენახვა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ მონასტერში დარჩენილიყო მხოლოდ და მხოლოდ წმიდანის ხელი, რომელიც დღემდე არსებობს, ხოლო სხეული კი თეოფილეს მორჩილისთვის – ისააკისთვის გადაეცათ. ისააკმა წმიდა ნეშტი წმიდა ბასილის სახელობის ეკლესიაში დაასვენა. სწორედ ამის შემდეგ, თეოფილეს სხეულმა მირონის დენა იწყო, რის გამოც წმიდანს მირონმდინარე ეწოდა. ამის შესახებ, წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი შემდეგს წერს: „ეს სასწაული, რომელიც უფალმა ჩვენი მამის – ღირსი თეოფილეს  სხეულის წმიდა ნაწილებზე დაუშვა, არ არის მცირე და უმნიშვნელო, არამედ დიდი და გასაოცარია, რადგანაც მირონის დენის სასწაული იშვიათად თუ დაიშვება უფლისგან ზოგიერთ წმიდანზე. რადგან წამებულთა და ღირსთა მრავალი წმინდა სხეული არსებობს, თუმცაღა მათ არ სდით მირონი, რადგან მირონის დენა ეს არის უსაზღვრო სისუფთავის, ქალწულობისა და უბიწოების ერთგვარი დასტური და სარწმუნო ნიშანი. ეს ფაქტი ადასტურებს არა მარტო გონების ბოროტების სნეულებათაგან გათავისუფლებას, არამედ ნიშნავს ასევე გონების გაწმენდას არასუფთა გულისთქმათაგან. და თუკი, სულიწმიდის მადლი არ ჩასახლდება ცოცხალი ადამიანის მთელ გონებაში, სულსა და გულში და შესაბამისად, მისი სხეულის თითოეულ ნაწილში, იმისათვის რომ განწმიდოს იგი და გაანათლოს ძვლიდან ტვინამდე (სულით ხორცამდე), შეუძლებელია სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეულმა კეთილსურნელება გამოსცეს“.

სერაფიმე პროტოსის ბიოგრაფია განავრცო წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელმა, რომელიც არის ასევე მისი მსახურების შემთხზველი. წმიდა თეოფილე ითვლება მე-16 საუკუნის ათონის წმიდა მთის ხელნაწერების ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ გადამწერად. ამ საქმიანობით იგი თავისი სიცოცხლის ბოლომდე იყო დაკავებული. წმინდა თეოფილეს ხსენების დღე არის 8 ივლისი.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, ვატოპედის სინაქსარი.

გამომცემლობა: ვატოპედის წმიდა და  დიდი სავანე, ათონის მთა, 2007 წელი.

]]> https://www.pemptousia.ge/2016/07/25/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c-2/feed/ 2501 ღირსი იოანე ზედაზნელი https://www.pemptousia.ge/2016/05/20/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-2/ https://www.pemptousia.ge/2016/05/20/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-2/#comments Fri, 20 May 2016 07:50:35 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49215 ღირსი იოანე ზედაზნელი და თორმეტი ასურელი მამა: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი უფლის განგებულებით  VI საუკუნეში დიდებით შემოვიდნენ საქართველოში. შემოიკრიბეს ერი და ბერი, დააარსეს მრავალი მონასტერი, მათი მტკიცე, დაუღალავი და უანგარო მუშაკობით მრავალი ახალნერგი აღძრეს უფლის ერთგულებასა და სიყვარულში.

ჰკამკამებ უდაბნოსა, ნათობ ქართველტა უმეტეს მზისთუალისა, მამო მამათაო იოანე, მეოხ-იქმენ მათვის, რომელნი პატივს სცემენ დღესასწაულსა შენსა და განათლდებიან.

ასურით გამო მნათობად ქართლისად გამოსჩნდი და ათორმეტთა მამათა მამად იჩინე, ხოლო მადლთა სულისა წმიდისათა გვიწყაროებ და სასწაულთა სიმრვალითა განგვაბრწყინვებ, მამო წმიდაო იოანე, მოეც მშვიდობაი მთავრობასა და მხედრობასა ჩუენსა მორწმუნესა და ერნი მადიდებელნი შენნი, იხსნენ განსაცდელთაგან.

Agoii Ioanis Zedazneli kia 13 asureli mama

”მათი წმიდა ლოცვით, უფალო, იესო ქრისტე შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ!”

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/05/20/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-2/feed/ 2780
წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე https://www.pemptousia.ge/2016/03/22/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-40-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%90-2/ https://www.pemptousia.ge/2016/03/22/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-40-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%90-2/#comments Tue, 22 Mar 2016 09:21:05 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49055 წმიდა კონსტანტინე დიდის მეფობისას სებასტიაში მსახურობდა 40 კაბადოკიელი მეომარი. ისინი ქრისტიანები იყვნენ, ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. სებასტიის მმართველის, აგრიკოლას ბრძანებით, მეომრები ციხეში ჩასვეს. უფალმა ისინი გაამხნევა, შემოესმათ: ”რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს”. ერთი კვირის შემდეგ, სებასტიაში, ქრისტიანთა სამსჯავროზე ჩამოვიდა ცნობილი კარისკაცი ლისიუსი. წმიდანებმა მას მტკიცედ უპასუხეს: „წაიღეთ ჩვენი წოდებებიც და სიცოცხლეც, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იესო ქრისტეა“. ლისიუსმა ბრძანა, მეომრები ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ მოხდა სასწაული: ქვები მიზანს ვერ აღწევდა, სხვა მიმართულებით ცვიოდა. ლისიუსის მიერ ნასროლი ქვა აგრიკოლას მოხვდა სახეში. ჯალათები მიხვდნენ, რომ წმიდანს უხილავი ძალა იფარავდა. ღამით ლოცვად დამდგარმა მეომრებმა კვლავ გაიგონეს ღმრთის ხმა: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უკუეთუ მოკუდეს, კულად ცხონდეს. ნუ გეშინინ, რამეთუ თქვენი არს უხრწნელი გვირგვინნი დიდებისაჲ“.

Ag. Tessarakonta Martyres, Naos Ag. Georgiou, Iphi Ano Svaneti, Georgia

წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე. სვანეთი

მეორე დღეს წმიდა მეომრები გააშიშვლეს, ახლომდებარე ტბასთან მიიყვანეს და მთელი ღამე გაყინულ წყალში ჩააყენეს. მორწმუნეთა საცდუნებლად იქვე ახლოს აბანო გააჩაღეს. ღამის პირველ საათზე, როცა სიცივის დათმენა შეუძლებელი შეიქმნა, ერთ მეომარს უმტყუნა სიმტკიცემ, ადგილს მოწყდა და სირბილით გაიქცა აბანოსაკენ, მაგრამ ძალა წაერთვა. იქვე ჩაიკეცა და მოკვდა. სამ საათზე უფალმა წყალობა მოუვლინა ტანჯულებს: მოულოდნელად განათდა და ტბაში წყალი გათბა. ამ დროს დარაჯებს ეძინათ. მხოლოდ ერთი, სახელად აგლაიოსი ფხიზლობდა. მან დაინახა, რომ ტბაში მდგარი ქრისტიანების თავზე გვირგვინები ბრწყინავდა. აგლაიოსმა 39 გვირგვინი დათვალა და მიხვდა, რომ გაქცეულმა ჯარისკაცმა უფლისაგან ჯილდო ვერ მიიღო. მან გააღვიძა მძინარე დარაჯები, ტანთ განიძარცვა, განაცხადა, მეც ქრისტიანი ვარო და მოწამეებს შეუერთდა.

დილით წარმართებმა ნახეს, რომ კაბადოკიელი ჯარისკაცები ცოცხალნი იყვნენ, დარაჯი აგლაიოსი კი მათ გვერდით იდგა. წმიდა მოწამეები ტბიდან ამოიყვანეს და ხმლებით აკუწეს, შემდეგ მათი გვამები დაწვეს, გარუჯული ძვლები კი ტბაში გადაყარეს.

Agioi Tessarakonta Megalomartyres, Naos Agiou Andronikou, Xylotymvou, Larnaka Kypros 62

წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე. ლარნაკა კვიპროსი

საშინელი წამების დროს ჯარისკაცთაგან უმრწემესის, მელიტონის დედა შვილს ამხნევებდა და მოუწოდებდა, უფლის სახელისათვის დაეთმინა ყოველივე. წამებულთა გვამები ურმებზე დააწყვეს და დასაწვავად წაასვენეს, ყრმა მელიტონს კი, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა, თავი ანებეს. დედამ ხელში აიყვანა დაჭრილი შვილი და გარდაცვლილ თანამოღვაწეებს გვერდით მიუწვინა.

აღსრულებიდან სამი დღის შემდეგ მოწამეები ძილში გამოეცხადნენ სებასტიის ეპისკოპოსს, ნეტარ პეტრეს და სთხოვეს, მიწისთვის მიებარებინა მათი ძვლები. ეპისკოპოსმა რამდენიმე მღვდელთან ერთად ღამით შეაგროვა მოწამეთა წმიდა ნაწილები და პატივით დაფლა.

”მათი წმიდა ლოცვით, უფალო, იესო ქრისტე შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ!”

წყარო:  „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/03/22/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-40-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%90-2/feed/ 2545